9 თავი
ჰესუ კარის საშინელმა ბრახუნმა გამოაღვიძა, ამდენი ტირილისგან თვალებს ძლივს ახელდა. რამდენიმე ცდის შემედეგ წელი ძლივს აითრია და ლასლასით წავიდა კარის გასაღებად. არც უნახავს ვინ იყო ისე გამოაღო და მაშინვე შეეფეთა ტარას შეშლილ მზერას.
- სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი? ან შენ თავად სად ჯანდაბაში ხარ? იცი როგორ ვინერვიულე, აზრზე მაინც ხარ რა აღარ ვიფიქრე?
- გთხოვ ახლა არა, - ამოიოხრა ჰესუმ და დივანზე მოკალათდა.
- შენ რა ტიროდი? - მის თვალებზრ შეაჩერა მზერა ტარამ და ჰესუსკენ დაიძრა - რატომ იტირე? რა მოხდა გუკმა დაგიშავა რამე? მიპასუხე რა დაგიშავა? არა ნამდვილად მოვკლავ ვერ გადამირჩება.
- დამშვიდდი გთხოვ, ისედაც თავი მისკდება. დამშვიდდი და ყველაფერს აგიხსნი, ოღონდ დამაცადე. სპენსი სადაა?
- ლექციაზე. გამოცდები ახლოვდება, ვთხოვე წასულიყო და საკითხები ამოენიშნა. ახლა ამიხსენი რა ხდება სანამ სრულ ჭკუაზე ვარ.
- დაჯექი. მოკლედ ტარა, მე.. მე ჯონგუკს მივყვები ცოლად - სწრაფად მიაყარა მეგობარს და მისი რეაქციის მოლოდინში გაირინდა. რამდენიმე წამის შემდეგ სამაროსებური სიჩუმე ისტერიულმა სიცილმა დაარღვია.
- ჰაჰაა, რა თქვი შენ .. ვის.. რა
... ჰაა? გაგიჟდი ხო? რა მოხდა ლოგინიდან გადმოვარდი ძვირფასო? თუ სიცხე გაქვს. რა სისულელეს როშავ ამ დილიდან.
- ვაი რომ არაა სისულელე, დამაცადე ყველაფერი აგიხსნა. - ტარა გაოცებული უსმენდა ჰესუს და ნელნელა სიბრაზე იპყრობდა, საშინლად იყო გაცოფებული, არ სჯეროდა რომ ჯონგუკმა ასე ღრმად შეტოპა.
- სხვა გზა არ მაქვს ტარა, დედაჩემი უნდა გადავარჩინი. ამისთვის თითქმის 400 000 ევროა საჭირო. ამხელა თანხას საიდან მოვიტან.
- ჯანდაბა, ჯანდაბა არ უნდა მიმეყვანე იმ კლუბში, არ უნდა დამეშვა რომ მას საერთოდ შეხვედროდი. ეს რა ჩავიდინე, რა გავაკეთე. - ტარამ თავი ხელებში ჩარგო და სასოწარკვეთილებაში მყოფი ერთსა და იმავეს იმეორებდა. - არა, არა შენ ვერ ხვდები ჰესუ, ვერ ხვდები რამხელა საფრთხეში იგდებ თავს. შენ არ იცნობ ჯონგუკს, არ იცი ვინაა ის სინამდვილეში, რითია დაკავებული. საკუთარ განჩენს ხელი მოაწერე. ეს ძალიან ცუდად დამთავრდება.
- ტარა გთხოვ, შენ მხოლოდ ჩემი დახმარება გინდოდა, საიდან უნდა გცოდნოდა რომ ასე მოხდებოდა. თავს ნუ იდანაშაულებ. ჯონგუკი მე ვერ გამტეხს. სამაგიეროს დედა კარგად იქნება.
- ღმერთო რა მიამიტი ხარ, ახლა კარგად მისმინე რას გეტყვი, ჰესუ ჯონგუკი მაფიოზია, არა უბრალოდ მაფიოზი, არამედ მაფიის კანონმდებელი. მთელს აღმოსავლეთში ყველა დაჯგუფება მას ემორჩილება. მისი ძალაუფლება შეუზღუდავია. მაგრამ არსებობს ერთი პირობა რაც კანონმრრბელმა უნდა დაიცვას, მან ოჯახი უნდა შექმნას და მემკვიდრე გაუჩინოს მაფიას. სწორედ ამიტომ წამოგიყენა ასეთი პირობა. ჰესუ გთხოვ დაფიქრდი, შენ ამას ვერ გაუძლებ. ჯონგუკთან დაიღუპები.
- სხვა გზა არ მაქვს, დედას სიცოცხლეს ვერ დავდებ სასწორზე. რამე რომ დაემართოს მაინც არ ექნება ჩემს ცხოვრებას აზრი. მამა და ძმა დავკარგე. დედაც რომ დავკარგო ვერ გადავიტან. - ჰესუს ისევ ცრემლები ჩამოუგორდა თვალებიდან. ტარას მის შემხედვარეს გული შეკუმშა. ფეხზე წამოხტა და კარისკენ გასწია. - ტარა საით? - გამოედევნა ჰესუ.
- ეს ყველაფერი მე ავრიე და მევე უნდა დავალაგო. - გოგნამ ნაჩქარევად დატოვა სახლში და კლუბისკენ გასწია.
........
- ღმერთო რამდენი ხანია ასეთი დრო არ გვიტარებია, ასე ერთად - ძლივს ამოულუღლუღა უკვე საკმაოდ მთვრალმა ნაჯუნმა და ასევე კარგად მთვრალ ჯიმინსა და ჯონგუკს ჭიქა მიუჭახუნა.
- გეთანხმები ძმაო, ახლა დროა გოგონები ავიყვანოთ და საღამო შესაბამისი დასასრულისკენ წავიყვანოთ ასე არაა ბოს? - მხარი გაკრა ჯიმინმა ჯონგუკს და მაცდურად ჩაიღიმა.
- ხო რათქმაუმდა, ვი აიპ ოთახები თავისუფალია, ასე რომ შეგვიძლია შესაბამისად გავატაროთ - ჩაიქირქილა გუკმა და წასასელად მოემზადა
- ვწუხვარ მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო ძამიკო - არსაიდან გაისმა ტარას ცივი ხმა და კარი მის უკან ხმაურიანად დაიკეტა
- შეხედე ჯონგუკ ეს ვინ გვყავს, აქ რას აკეთებ საყვარელო? - ჯიმინს სახე გაუბრწყინდა და ტარასკენ დაიწყო სვლა, უკვე საკმაოდ მთვრალი იყო რომ მის დანახვაზე თავი შეეკავებინა. გოგონამ მას ცივად აქცია ზურგი. მისმა ამ საქციელმა ჯიმინი ძალიან გააბრაზა თუმცა მომენტალურად ჯონგუკის მზერას მოჰკრა თვალი და გადაწყვიტა ამჯერად თავი შეეკავებინა. ტარამ ჯიმინს ყურადღება არ მიაქცია, სამაგიეროდ გაცეცხლებული სახით ჯეონისკენ გაემართა.
- რა ჯანდაბას ნიშნავს შენი საქციელი ჯეონ ჯონგუკ? მე გაგაფრთხილე რომ ჰესუსგან თავი შორს დაგეჭირა, მას არ გაკარებოდი და შენ რა ქენი? აიძულებ ცოლად გამოგყვეს, სრულ ჭკუაზე ხარ?
- მშვიდად დაიკო, - უდარდელად ამოთქვა გუკმა- მას სჭირდება ჩემი დახმარება, ეს ორივეს გვაწყობს. ორმხრივი გარიგებაა.
- რა ორმხრივი, რა მასაც სჭირდება. მის ცხოვრებას ანგრევ. სამუდამო უბედურებისთვის იმეტებ, რისთვის? ასეთი რა დაგიშავა?
- არსებობს- ამოიღრინა ჯონგუკმა, - ის არსებობს და ამით უკვე ბევრ რამეს აშავებს. მისი არსებობაც კი მაღიზიანებს.
- შენ ამას არ გააკეთებ, გიკრძალავ. არ მოგცემ უფლებას რომ ასე მოექცე ჩემს მეგობარს.
- ტარა ამაში ნუ ჩაერევი, დამიჯერე შენთვის ასე აჯობებს - ჩაისისინა ჯონგუკმა რომელიც უკვე წყობიდან გამოდიოდა.
- შენ რა მემუქრები ჯეონ? - არ შეეპუა ტარა - ბედავ და მე მემუქრები? მე ჯეონ ტარას, სადამდე დაეშვი. - გოგონა სიბრაზისგან თავს ვეღარ აკონტროლებდა, იცოდა რომ ეს კამათი სავალალო შედეგამდე შეიძლება მისულიყო, თუმცა გაჩერებას ვერ ახერხებდა. ამას კარგად ხედავდა ჯერ კიდევ იქ მყოფი ჯიმინი, მან ტარას ხელი ჩაავლო და კის კაბინეტიდან გათრევას შეეცადა.
- წამოდი ტარა, ახლა მაგაზე სასაუბროდ არცისე კარგი დროა - ჩასჩურჩულა ჯიმინმა.
- შემეშვი პარკ - გაღიზიანებულმა მიუგდო ტარამ და ის იყო კამათის გაგრძელებას აპირებდა, რომ ჯონგუკმა ამოიღო ხმა - ძმაო აქედან წაიყვანე სანამ მოთმინება არ დამიკარგავს - ამოიგმინა ჯეონმა და თვალქდახუჭული სავარძელში გადაწვა. ჯიმინმა კი უფრო მძლავრად ჩაავლო ტარას ხელი და მის გაყვანას შეეცადა.
- ახლავე გამიშვი ხელი ჯიმინ თორემ ჩემს თავზე არ ვაგებ პასუხს.
- მაპატიე ძვირფასო მაგრამ
ამას ვერ ვიზამ. ვერ გაგიშვებ. - ჯიმინმა გოგონა ხელში აიტაცა და მასთან ერთად დატოვა ოთახი.
- შენ სულ გააფრინე, როგორ ბედავ და მეხები, ახლავე ხელი გამიშვი იდიოტო. - მის მკლავებში ფართხალებდა ტარა.
- არა მადლობთ, ასეთი შესაძლებლობა შეიძლება აღარც მქონდეს - ჩაიცინა ბიჭმა და ერთ ერთი ვი აიპ ოთახისკენ დაიწყო სვლა. კარი შეაღო და გოგონა იქვე მდგარ საწოლზე მოისროლა.
- რას აკეთებ, მართლა დაკარგე ჭკუა? - ტარა ფეხზე წამოხტა და გაქცევას შეეცადა თუმცა საბოლოოდ ჯიმინის ხელებში აღმოჩნდა.
- რამდენიმე დღის წინ შენი ნებით მეკვროდი პატარავ- ეშმაკურად ჩაიცინა ბიჭმა - არამარტო მეკვროდი საკმაოდ ვნებიანად მაკოცე. მაშინ არ ცდილობდი ჩემს მოშორებას.
- რა სისულეს როშავ - წამოძახა გოგონამ თუმცა ერთიანად გაწითლდა. რათქმაუნდა ახსოვდა რაც გააკეთა, მაგრამ მაინც იმედს იტოვებდა რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო. - მე მთვრალი ვიყავი, უბრალოდ იმპულსი იყო. მეტი არაფერი. იმ მომენტში მომინდა ამის გაკეთება და გავაკეთე. - იხტიბარი არ გატეხა და ბიჭს თვალი გაუსწორა, თუმცა ამით უფრო "დაიმძიმა" მდგომარეობა.
- ანუ მთვრალი იყავი და გინდოდა. ახლა მე ვარ მთვრალი და იმას გავაკეთებ რაც მინდა. - ჯიმინმა გოგონა ისე საწოლზე დააგდო, თავად კი მთელი ტანით აეკრა და მის ტკბილ ტუჩებს მოშიებული დააცხრა. ჯერ კიდევ შოკში მყოფი ტარა გარყევასაც ვერ ახერხრებდა რამდენიმე წამი. მისი გონება ამ სიამოვნებისაგან ითიშებოდა. მას უყვარდა ჯიმინი, სიგიჟემდე, თუმცა ვერ იგდებდა თავიდან სცენას რაც იმ დღეს კლუბში ნახა. იცოდა ის გამოუსწორებელი ფლეიბოი იყო როგორც ჯონგუკი, მისგან არაფრით გამსხვავდებოდა ამიტომ მისი მოშორება დაიწყო და აფართხალდა, მალევე კისერში საშინელი ტკივილი იგრძნო.
- მომშორდი პარკ - ბოლოჯერ გაიბრძოლა ტარამ და ბიჭი მოიშორა. - რას აკეთებ ხვდები საერთოდ?
- კი, ნიშანს გადებ, ჩემს ტერიტორიას ვნიშნავ - ტუჩები მოილოკა ჯიმინმა
შემდეგ ნელ-ნელა წამოდგა და ტარასკენ დაიწყო სვლა სანამ კედელს არ ააკრა, ხოლო თავად მთელი სხეულით აეწება მის სხეულს. ბიჭის გრილი სუმთქვა ტუჩებზე ელამუნებოდა გოგონას
- ძალიან ტკბილი ხარ ჯეონ ტარა. არ უნდა გეკოცნა ჩემთვის, არ უნდა მოგეცა შენი დაგემოვნების უფლება. ახლა მხოლოდ მე მეკუთვნი. დღეს არაფერს გავაკეთებ, მაგრამ იცოდე ჩემი ხარ. მარტო ჩემი. თუ გაბედავ და სხვას შეეხები ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება.
- შეშლილი ხარ, მანიაკი - წამოიყვირა ტარამ
- მართალი ხარ, შეშლილი ვარ, რომელსაც პერსონალური ფსიქიატრი სჭირდება. ახლა წადი, სანამ ჯერ კიდევ ვახერხებ თავი გავაკონტროლო. ახლავე წადი - ღრმად ჩაისუნთქა ჯიმინმა და გოგონას მოსცილდა.
- ჯეონს გადაეცი, სანამ დროა გაჩერდეს, იმიტომ რომ ერთ დღეს ძალიან ინანებს თავის გადაწყვეტილებას. ის ჰესუს არ იცნობს. ახლა ფიქრობს რომ შეუძლია გატეხოს ჩემი მეგობარი მაგრამ მწარედ ცდება. ის ფსიქიატრია. ჩვენ ფსიქიატრები მთლიანად ვაკონტროლებთ ადამიანის გონებას. ეს შენც გეხება პარკ. მეორედ აღარ მომიახლოვდე.
- გოგონამ კარი მძლავრად გაიჯახუნა და გასასლელისკენ გაემართა. თან ინსტიქტურად კისერზე იკიდებდა ხელს. სავარაუდოდ მის ყელს იმ იდიოტის წყალობით საკმაოდ დიდი ლაქა ამშვენებდა.
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro