Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

8 თავი

ჯერ კიდევ შოკში მყოფმა ჰესუმ მძიმედ ჩაიხვნეშა
- სხვა შემთხვევაში ალბათ თქვენს სიტყვებზე ბევრს ვიცინებდი, მაგრამ ახლა სასაცილოდ ნამდვილად არ მაქვს საქმე, ასე რომ უკაცრავად - გოგნამ სცადა გვერდი აევლო ჯეონისთვის თუმცა მისმა ხელებმა სწრაფად ააკრეს კაბინის კარზე. ჯონგუკი მისკენ სახიფათო მზერით დაიხარა და საკმაოდ ხმადაბალი თუმცა საშიში ხმით მიმართა
- ნუ გგონია რომ გეთამაშები, ან რაიმე რომანტიული გრძნობები მამოძრავებს, ჩათვალე რომ ეს უბრალოდ გარიგებაა, მე მჭირდება ცოლი, რომელიც მემკვიდრეს გამიჩენს, ხოლო შენ გჭირდება ფული რათა დედაშენი გადაარჩინო. ეს გარიგება ორივეს გვაწყობს.

- არა!! - მტკიცედ ამოთქვა ჰესუმ და ისევ წასვლა სცადა.

- ანუ დაუშვებ რომ დედაშენი მოკვდეს? ხომ იცი რომ მაგ თანხის შოვნის არანაირი შანსი არ გაქვს, მით უფრო ასეთ მოკლე დროში, მთელი ცხოვრება რომ იმუშაო ვერასოდეს შეაგროვებ ამხელა ფულს. დედაშენი შენს გამო მოკვდება. - წყნარი თავის თავში დარწმუნებული ხმით ამოთქვა ჯომგუკმა.

- მაინც რა ადამიანი ხარ - ჰესუს ხმა გაებზარა, არ უნდოდა ამ სატანის თანდასწრებით ეტირა მაგრამ ვერაფერი მოუხერხა თავს, ცრემლებმა თავისით დაიწყეს დენა მის სახეზე - არა ასეთი რა არსება ხარ, შეუძლებელია შენ ადამიანი გეწოდოს. როგორ ბედავ და მანიპულირებ ასეთ დროს სხვისი გრძნობებით? საერთდ იცი რას ითხოვ?  შენი თავი ვინ გგონია, ღმერთი? - გოგონამ საერთოდ დაკარგა კონტროლი თავზე და უკვე ბოლო ხმაზე უყვიროდა ბიჭს. - ხვდები რას მეუბნები? ცოლად გამოგყვე, ესეც არ კმარა მემკვიდრე გაგიჩინო, საერ....

- აჰაა, ანუ შენი პრობლემა მხოლოდ ისაა რომ  ჩემთან სიახლოვის გეშინია პატარავ? - მაცდურად ჩაიღიმა ჯონგუკმა და გოგონასკენ გადადგა ნაბიჯი, რასაც ჰესუს უკან დახევა მოჰყვა. - გეშინია რომ შეგიყვარდები?

- არასოდეს -თავი ამაყად ასწია ჰესუმ და მზერა გაუსწორა ჯონგუკს - მე არასოდეს შემიყვარდება ვიღაც თქვენნაირი. კარგით თანახმა ვარ, გამოგყვებით ცოლად, მაგრამ  კიდევ ერთი რაღაც მჭირდება.

- გისმენ რა გინდა - ჩაიხვნეშა ჯონგუკმა

- მინდა მირა გაუშვა, მინდა რომ საშუალება მისცე ადამიანურად იცხოვროს.

- კარგი, ეგ ადვილია. გამოდის შევთანხმდით. მე დედაშენის გადაყვანის საკითხს მოვაგვარებ, შენ კი ქორწილის საქმეებს უნდა მიხედე, შეარჩიე ადგილი, კაბა. ქორწილი რაც შეიძლება მალე უნდა გაიმართოს. ამის მომხრე არ ვარ, მაგრამ საჭიროა პომპეზური ცერემონია, საქმეს სჭირდება ასე. მოგვიწევს საზოგადოების წინაშე შეყვარებული წყვილის როლი ვითამაშოთ. ახლა სახლში წადი, დაისვენე აქ ყველაფერს მე მივხედავ - ჰესუმ თავი მდუმარედ დაუკრა და ჯონგუკმაც დატოვა იქაურობა. 

- ეს უკანასკნელი შემთხვევა იყო როცა მე შენს თვალწინ ვიტირე ჯეონ ჯონგუკ. მოვა დრო და შენ იტირებ ჩემს თვალწინ და ჩემს გამო. - რამდენიმე წუთის შემდეგ ჰესუც სახლისაკენ გაემართა. გული დამძიმებული ჰქონდა, არ იცოდა ტარასა და სპენსისათვის როგორ უნდა აეხსნა თავისი გადაწყვეტილება. 

...................

- მოიცა ასე მარტივად დაგთანხმდა? - ჯიმინი გაოცებული იყო ჯონგუკის მიღწევით.

- რათქმაუნდა დამთანხმდა, ვინ იტყვის უარს ჩემს ცოლობაზე, სრულ ჭკუაზე ხარ?

- არ მინდა იმედები გაგიცრუო ძმაო მაგრამ რომ არა დედამისის მდგომარეობა დარწმუნებული ვარ ვერასდროს შეძლებდი მის დაყოლიებას, მიჭირს ამის თქმა მაგრამ იმ გოგონას არ აინტერესებ ძმაო. - სიცილს ვერ იკავებდა ჯიმინი.

- შენ დიდი ხანია რაც ფსიქოლოგობა დაიწყე? - გაღიზიანებით ჩაილაპარაკა ჯონგუკმა.

- კარგი, კარგი, ნუ ცოფდები - სიცილს ვერ წყევტდა ჯიმინი - ამას ამხელა მნიშვნელობას არ უნდა ანიჭებდე.

- შეიძლება ახლა არ ვუყვარვარ მაგრამ ვაიძულებ შემიყვაროს და შემდეგ საეთოდ მოვისვრი ჩემი ცხოვრებიდან - ბოროტად ჩაილაპარაკა ჯონგუკმა, თავადაც ვერ აცნობიერებდა რატომ ჰქონდა ამხელა აგრესია ჰესუს მიმართ, ამას ვერ ხვდებოდა და ამის გამო კიდევ უფრო გადადიოდა ჭკუიდან, საბოლოო ჯამში გადაწყვიტა რომ გართობა სჭირდებოდა და ჯიმინს მიმართა

- ჯიმინ, დღეს ბიჭებს დაურეკე, დიდი ხანია დრო არ გვიტარებია ასე არ არის? 

- მართალია ბოსს, მოდი ამაღამ კარგად გავერთოთ, რაც უნდა იყოს მალე ცოლიანი კაცი იქნები. - ჯიმინს ისევ სიცილი აუტყდა ჯონგუკმა კი თავი გაღიზიანებულმა გადააქნია.

...............

გოგონა მოწყვეტით დაეშვა საწოლზე და მთელი დაგროვილი ტკივილი ერთად ამოუშვა, დიდხანს ტიროდა, ვერც კი გააცნობიერა როგორ ჩაეძინა ტირილში, როცა თვალი გაახილა შუა ღამე იყო, ტელეფონს დახედა, 30 გამოტოვებული ზარი დახვდა ტარასგან და სპენსისგან, უამრავი შეტყობინება, თუმცა ახლა არაფრის თავი არ ქონდა. ეზიზღებოდა საკუთარი თავი, რომ ამის გაკეთება უწევდა - ჯეონ ჯონგუკის ცოლი, მისი შვილის დედა. ამის გაფიქრებზეც კი ცუდად ხდებოდა. ხშირად წარმოიდგენდა როგორი იქნებოდა მისი მომავალი მეუღლე, მისი პატარა. როგორ ეყვარებოდათ ერთმანეთი. ახლა კი უსიყვარულოდ უნდა გათხოვდეს და რაც უარესია უსიყვარულოდ დაწვეს კაცთან რომელიც ეზიზღება. ჰესუმ ძლიერად გააქნია თავი, თითქოს უნდოდა არასასიამოვნო ფიქრებისაგან გაეთავისუფლებინა გონება. - არაუშავს, მე ამას დედას გამო ვაკეთებ, სამაგიეროდ ის კარგად იქნება, ცოცხალი იქნება, გამოჯანმრთელდება. მეზიზღები მამა, მეზიზღები, შენ რომ ჩემს გვერდით ყოფილიყავი ეს არ მოხდებოდა, შენ და ჩემი ძმა რომ აქ იყოთ. მეზიზღები. მეზიზღები. - ჰესუმ ოჯახური ფოტო ხელში აიღო და ძირს დაანარცხა, გოგონა ხვდებოდა რომ ხვალიდან არაფერი იქნებოდა ძველებურად. ხვდებოდა რომ ცხოვრებამ საბოლოოდ გაწირა სამუდამო ტანჯვისთვის. ჰესუ იქვე ჩასიკეცა და ისევ ატირდა, უნდოდა დაუსრულებლად ეტირა სანამ ცრემლი არ დაუშრებოდა, სანამ ტკვილისგან მისი გატეხილი გული ქვად არ იქცეოდა. უნდოდა ეტირა სანამ ძალაგამოცლილი გონს არ დაკარგავდა. უნდოდა, ძალიან უნდოდა რომ მოწყვეტოდა ამ რეალობას თუნდაც ცოტა ხნით რადგან ხვალინდელი დღე საშინლად აშინებდა.

............

- ჯონგუკ ეს მართალია? მართლა ცოლს ირთავ? - ვიოლეტამ ზედმეტად აღელვებულმა დაუკაკუნებლკად შეაღო ჯეონის საძინებლის კარი.

- შენ აქ რას აკეთებ? - ჯონგუკი მისმა ასე მოულოდნელმა გამოჩენამ ძალიან გააბრაზა- ვინ მოგცა უფლება ჩემს სახლში მოხვიდე. და დიახ ცოლს ვირთავ, რამე პრობლემაა?

- ცოლს ირთავ და თან ვის, იმ ლაწირაკს. საერთოდ რა მოგეწონა მასში. შეგეძლო ჩემზე დაქორწინებულიყავი. ხომ იცი რომ ჩემზე უკეთ ვერავინ ხვდება მამიკოს რა უნდა. - გოგონა ნელი სვლით წავიდა ჯეონისკენ მის სხეულს მთლიანად აეკრო და გამომწვევად დაიწყო მოძრაობა. - შეგეძლო ცოლად მე მოგეყვანე.

- შეენ? - გადაიხარხარა გუკმა - ცოლად მომეყვანა ჩვეულებრივი ბოზი? არამგონია. - ჯეონმა ვიოლეტას თმებში ხელი ფრთხილად შეუცურა შემდეგ კი მძლავრად მოქაჩა და მტკივნეულად მოისროლა საწოლზე. შენ მხოლოდ ჩემი სათამაშო ხარ. როგორ ბედავ ჩემს ცოლობაზე საერთოდ იფიქრო? ახლავე დაიჩოქე - მისმა ხმამ ბრძანებასავით გაიჟღერა - გაჩვენებ სადაა შენი ადგილი. - ჯონგუკმა ცალი ხელით ქამრის შეხსნა დაიწყო მეორე ხელით კი ისევ მძლავრად მოჰკიდა ვიოლეტას თმებში ხელი. გოგონა უსიტყვოდ მიხვდა რას ითხოვდნენ მისგან ჯონგუკის გამაგრებული სხეული სწრაფად გაათავისუფლა ზედმეტი  მატერიისგან და მისი ორგანო პირში მოიქცია. - აი ასე ძუკნავ, იცოდე შენი ადგილი - დამცინავად მიმართა ჯონგუკმა რომელსაც მალე სიმოვნებისაგან თავი უკან გადაუვარდა. ბოლო მომენტში კი მისდა გასაოცრად  გონებაში ჰესუს სახე ამოტივტივდა. ამ მოულოდნელი ზმანებით ჭკუიდან შეშლილმა სასწრაფოდ მოიშორა ვიოლეტა და სახლის დაუყოვნებლივ დატოვება უბრძნა. დაბნეულმა გოგონამ სწრაფად მოაგროვა ნივთები და გარეთ გავარდა. ასეთი განრისხებული ჯონგუკი მას არასოდეს უნახავს. 

- რა ჯანდაბაა, რატომ გამახსენდა მისი სახე. რატომ? რატომ? - გაცოფებულმა ზალპით გადაკრა ვისკი და წარმოსახვისგან აფორიაქებული გონების დამშვიდებას შეეცადა.



ბავშვებოო... საშინელი დღემ მქონდა ამიტომ რა ვიბოდიალე არ ვიციი. მაპატიეთ თუ იმედები გაგიცრუეთ, აუცილებლად გამოვასწორეეებ.

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro