7 თავი
ჯონგუკი თავის საძინებელში საწოლზე ოყო მოკალათებულო და ერთ წერტილს ჩაფიქრებული მისჩერებოდა. 1 წელი გავიდა მას შემდეგ რაც მაფიის კანონმდებლის ტიტული მიიღო და მთელი ამ პერიოდის მანძილზე ფსიქოლოგოურად ემზადებოდა იმ მსხვერპლისთვის რაც ამის სანაცვლოდ უნდა გაეღო, დაოჯახება. ვინც ჯონგუკს ოდნავ მაინც იცნობდა არასოდეს დაიჯერებდა რომ იგი ოდესმე დაქორწინდებოდა. ამ ქვეყნად არ მოიძებნებოდა ქალი, რომელიც მის ფლეიბოის ხასიათს და სასტიკ ბუნებას გაუმკლავდებოდა. ახლა კი თავად ჯეონ ჯონ გუკი, საკუთარი ნებით ქორწინდება, და ვისზე, ერთ გატუტუცებულ პატარა გოგონაზე, მაგრამ ასეა სჭირო. მან გამოიწვია, შეურცხყო, მისი მამაკაცური ღირსება შელახა. აუცილებელი იყო მისი დასჯა წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ეღიარებინა რომ დამარცხდა, პატარა თინეიჯერთან. მეორე მხრივ აცნობიერებდა რომ ჯიმინზე უარესად იქცეოდა. უბრალოდ ეს დღეები ჰესუს გამწარების გარდა ვერაფერზე ფიქრობდა. - ჯანდაბა კიმ ჰესუ, განანებ რომ მაიძულებ დრო დავხარჯო შენზე, განანებ რომ საერთოდ დაიბადე.
- ჯონგუკი შეპყრობილი იყო ამ გოგონათი, მაგრამ კერ კიდევ არ ესმოდა რატომ. ცოტა ხანში მისი ყურადღბა ფოიედან მომავალმა ხმაურმა მიიპყრო, მალე კი მის კარზე კაკუნი გაისმა და მოსამსახურემ მორიდებით შემოყო თავი
- ბატონი ჯიმინია თქვენთან, კაბინეტში გელოდებათ.
- გასაგებია, უთხარი რომ ახლავე ჩამოვალ. - მსახურმა თავი დაუკრა და გავიდა.
- ესეც ასე, ახლა ვნახოთ ვინხარ ასეთი ჰესუ. - ჯონგუკი სწრაფი ნაბიჯებით გაემართა თავისი კაბინეტისკენ სადაც ჯიმინი ელოდა. - ყოჩაღ ძმაო, არ მეგონა რომ ასე მალე გაარკვევდი ყველაფერს.
- შენ რა ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება? - წარბი აწია ბიჭმა - სჯობს კარგად მოკალათდე სკამზე, ახლა ისეთი ამბები უნდა მოგიყვე როომ?
- გისმენ ნუღარ აჭიანურებ - კბილებში გამოცრა ჯონგუკმა და ჯიმინს ინტერესით მიაშტერდა.
- მაშ ასე, კიმ ჰესუ, 19 წლის. სტუდენტი. კერძოდ ფსიქიატრიის ფაკულტეტის 1 კურსის სტუდენტია.
- მომავალი ფსიქიატრია როგორც ტარა? ამიტომ არიან ორივენი თავად დარტყმულები
- მოიცა ეს მხოლოს დასაწყისია. ჰესუს ჰქონდა მიზეზი რატომაც აირჩია ეს პროფესია. დედამისი კანგ კირა ალცჰაიმერის დაავადებითაა შეპყრობილი, სეულის ცენტრალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს. ჩვენთან სამსახურის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დააწვინეს იქ. ჰესუს დედის გარდა არავინ ჰყავს გვერდით. მამისი 15 წლის წინ გაუჩინარდა მათი ცხოვრებიდან ჰესუს ტყუპისცალ ძმასთან, ტესოსთან ერთად. სწორედ მაშინ როცა დედამისს ეს დაავადება დაუდგინეს. შეიძლება ითქვას რომ მთელი ცხოვრება შეშლილთან ერთად გაატარა. ჰესუ დიდხანს ეძებდა ძმის კვალს თუმცა უშედეგოდ. ჯონგუკ მისმენ? - ჯიმინმა ხელი ცხვირწინ აუფრიალა ჩაფიქრებულ მეგობარს. - რა გჭირს, მთავარი ჯერ არ მითქვამს.
- მთავარი? კიდევ რამეა? - ამოთქვა ჩაფიქრებით.
- კი, სწორედ ის რაც დაგეხმარება რომ ჰესუ დაითანხმო შენს ცოლობაზე. კანგ კირას მდგომარეობაზე ინფორმაცია მოვიძიე და ერთ ერთი მედდისგან მივიღე კიდეც - ჩაიქირქილა ჯიმინმა - ქალის მდგომარეობა გაუარესდა, სასწრაფოდ ესაჭიროება პარიზში, სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვდება. დარწმუმებული ვარ ხვდები რა დაჯდება მისი იქ მკურნალობა. ჰესუ ვერასოდეს შეძლებს მაგ ფულის შოვნას, ხოლო დედას სასიკვდილოდ არ გაიმეტებს. ასე რომ...
- მართალი ხარ ჯიმინ - ეშმაკურად ჩაიცინა გუკმა რომელსაც მოსმენილის მერე თავის ხელში აყვანა საკმაოდ გაუჭირდა. და კიდევ ერთი. მინდა მისი ძმა იპოვო. მინდა კიმ ტესო მოძებნო.
- კარგი, რათქმაუნდა ამას გავაკეთებ მაგრამ შეიძლება რაღაც გკითხო?
- რათქმაუნდა ძმაო, რაც გინდა - არხეინად უპასუხა გუკმა
- რატომ მოგყავს ცოლად ის გოგო? ხომ შეგეძლო უბრალოდ გამოგეყენებინა, მიგეგდო და ასე გეძია შური. რა საჭიროა მისი ცოლად მოყვანა?
- და ვინ მომეყვანა ჯიმინ? რომელიმე ჩემი კახპა? ჩემი ცოლი ჩემი შვილის დედა უნდა გახდეს, ჩემი მემკვიდრე აღზარდოს. და ამასთან არ უნდა შემაწუხოს. ამისთვის ჰესუ იდეალური ვარიანტია. იგი უბიწოა, მართალი. შეიძლება ჩემს ქალებს არაფრით გავს მაგრამ ეს კარგიცაა. მისი ხასიათი კი... მასთან ნამდვილად არ მოიწყენ. პატარაა, მარტივად მოვიყვან ჭკუაზე, მასთან ერთი სექსი და ჩემზე დამოკიდებული გახდება. იმას გააკეთებს რასაც მოვთხოვ.
- მაშინ წარმატებები ძმაო.
- თავი დაუკრა ჯიმინმა და ჯონგუკთან ერთად გულიანად ახარხარდა (ორი ეშმაკის მოციქული (( ).
.....
ჰესუ თითქმის შეფრინდა იუნგის კაბინეტში ექიმს უმწეო მზერა მიაპყრო - მართალია ექიმო? მართალია რომ დედას მდგომარეობა გართულდა? - იუნგიმ ღრმად ამოისუნთქა და შეეცსდა გოგონა დაემშვიდებინა.
- ჰესუ, გთხოვ ჩამოჯექი. დამშვიდდი და აგიხსნი ყველაფერს.
- რას ამიხსნით დოქტორო ? რომ დედა მიკვდება? ხომ დამპირდით რომ შეძლებდით მისი მდგომარეობის გამოკეთებას? ხომ დამპირდით? - გოგონა სასოწარკვეთილი აქვითინდა.
- ახლა რა უნდა ვქნა, მე არ შემიძლია მისი საფრანგეთში გადაყვანა, ამის გამო უნდა მოკვდეს? იმის გამო რომ ღარიბები ვართ? - გთხოვთ დეხმარეთ, გამოსავალი მაპოვნინეთ.
- სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია თქვენი დახმარება. არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. მხოლოდ 1 კვირა გაქვთ რომ შესაბამისი თანხა იშოვოთ. - იუნგიმ თავი ჩახარა.
- გასაგებია - ცრემლები შეიწმინდა ჰესუმ და წამოდგა. რამდენიმე დღეში ყველაფერს მოვაგვარებ. ახლა მისი ნახვა მინდა. - გოგონა ფერდაკარგული გაუყვა თეთრ დერეფნებს, დროდადრო მის სმენას განწირული ყვირილი სწვდებოდა, იგი დედის პალატასთან შეჩერდა, შიგნით შეიხედა და მისი მზერა ოთახის ყველაზე ბნელ კუთხეში მოკუნტულ, აცახცახებულ სხეულზე შეჩერდა. ქალი იატაკზე იჯდა, გულში თოჯინა ჰყავდა ჩაკრული და წინ და უკან ირწეოდა. ჰესუ ფრთხილად მიუახლობდა მას და ხელი შეახო. კირამ თავისი უსიცოცხლო თვალები მიაპყრო და დაიჩურჩულა - ხომ არ გინახავთ?? ჩემი ტესო ხომარ გინახავთ? მითხარით ახალჰმაზრდა ქალბატონო? იქნებ სადმე შეხვდით ჩემს ვაჟს. ის ისეთო სიმპატიურია, ჩემი ტესო.
- ჰესუმ ძლივს შეიკავა თავი ისევ არ ატირებულიყო. სწრაფად დატოვა პალატა. - მე შენ გადაგარჩენ დედა, ეშმაკისთვის სულის მიყიდვა რომ დამჭირდეს განგკურნავ, ცოტაც მოითმინე.
.......
- ჯონგუკ ჩვენი გოგონა ეს ესაა ესაუბრა დედამისის მკურნალ ექიმს, ჩემმა ინფორმატორმა დამირეკა აქედან ძალიან განერვიულებული წამოვიდაო.
- რათქმაუნდა, როგორც ყოველთვის იღბალი ჩემს მხარესაა.
ახლა მხოლოდ უნდა დაველოდო.
.....
- ჰესუ კარგად ხარ? - ანერვიულებულმა ჰოსოკმა ცოტათი შეანჯღრია ამ სამყაროს გამოთიშული გოგონა. - რამე მოხდა?
- არაფერი ჰოსოკ, ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ ცუდად მეძინა, შეიძლება ცოტა ხნით გავიდე?
- რათქმაუნდა, თუ რამეა მე აქ ვარ. - გოგონამ თავი დაუკრა და სწრაფად გაემართა საპირფარეშოსაკენ რომ სახეზე წყალი შეესხა და ცოტა გონს მოსულიყო. ჰესუმ ვერ შენიშნა როგორ აედევნა მაღალი ფიგურა, მან სწრაფად შეაღო ერთ ერთი კაბინის კარი და იქვე ტირილით ჩაიკეცა. გულამოსკვნილი ტიროდა, თან სიმწრისგან მუშტებს უშენდა კედელს. მოულოდნელად კარზე კაკუნი და სულ მალე ტკივილამდე ნაცნობი ბარიტონი შემოესმა - გარეთ გამოდი ჰესუ. - გოგონა სწრაფად წამოდგა ფეხზე ცრემლები მოიწმინდა და ფრთხილად გამოაღო კაბინის კარი. უმალვე ცხვირით ჯონგუკის ძლიერ მკერდს შეეჯახა., ჰესუმ ფრთხილად ასწია თავი და მის შავ თვალებს შეეჩეხა.
- მე შემიძლია რომ მაგ მდგომარეობოდან გამოსავალი გაპოვნინო?
- რაა? საიდან? რას ამბობთ- სიტყვებს თავი ძლივს მოუყარა მისი ზედმეტი სიახლოვისგან დაბნეულმა.
- მე ვიცი რა მდგომარეობაშია დედაშენი, ისიც ვიცი რომ ფული გჭირდება, მე შემიძლია ეს პრობლემა გადავჭრა, მაგრამ..- გოგონამ ხელი კრა ბიჭს და უკან დაიხია,
- მე არასდროს დავთანხმდები ამ კლუბში ცეკვაზე, ამ სიამოვნებას არ მოგანიჭებთ. - ჯონგუკმა ოდნავშესამჩნევად ჩაიღიმა
- მართლაც საინტერესოა შენი ამ ამპლუაში ხილვა მაგრამ ახლა ამის თქმას არ ვაპირებდი. მე მოგცემ ფულს და ვუპატრონებ დედაშენს, მაგრამ შენ ჩემი უნდა გახდე ჰესუ, შენ ჯეონ ჰესუ გახდები.
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro