6 თავი
- ღმერთო ჰესუ, სერიოზულად?- აღმოხდა ტარას როცა დაქალმა დაწვრილებით მოუყვა იმ დღეს მომხდარის შესახებ. - მაოცებს შენი ნიჭი მუდამ შარში გაეხვე. სასწაული ხარ რა, მოსიარულე ხიფათი.
- ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ მე ჯონგუკის რეაქცია უფრო მაკვირვებს? რატომ არ დაგითხოვა? - ეჭვნარევად იკითხა სპენსერმა. - ეს მის საქციელს არ გავს. თუ ჩვენ ერთსა და იმავე ადამიანზე ვლაპარაკობთ ახლა შენ მინიმუმ ქვეყანას უნდა ტოვებდე, თუ გექნებოდა რათქმაუნდა მაგის თავი. - ამაზე სამივეს სიცილი აუტყდა.
- არ ვიცი სპენს. ალბათ ტარას გაუწია ანგარიში. საიდან უნდა ვიცოდე იმ ფსიქოპატის თავში რა ტრიალებს.
- არ ვიცი, არ ვიცი. მაგრამ ეს ამბავი არც მე მომწონს. რაღაც საეჭვო ხდება. - ჩაფიქრებულმა ამოიბურტყუნა ტარამ.
- ხო მართლა ქალბატონო, დღეს რა დაგემართა. ისე უცებ რატომ წახვედი? - ჰკითხა ჰესუმ.
- ყველაფერს სპენსი მოგიყვება, მე რაღაც საქმე მაქვს. მოგვიანებით დავბრუნდები. - ტარა თავს მოუსვენრად გრძნობდა. გული ცუდს უგრძნობდა, ძალიან ცუდს - რა ჩაიფიქრე ჯეონ ჯონგუკ- დაიჩურჩულა სახლიდან გასულმა - მოგიწევს ყველაფერი მითხრა. უფლებას არ მოგცემ ჰესუს რამე დაუშავო.
.......
- ჯიმინ შენთან დავალება მაქვს. - მიმართა ჯონგუკმა მასთან შესულ მეგობარს. - ყველაფერი უნდა გამირკვიო კიმ ჰესუზე, ყველა დეტალი.
- ახალზე მეუბნები? კი მაგრამ რატომ?
- როგორც იცი მალე ცოლი უნდა შევირთო. სწორედ ის გახდება ჩემი ცოლი.
- მოიცა რაა? და თავად ეს იცის? - ჩაიცინა ჯიმინმა.
- არა, სწორედ ამიტომ მინდა ყველაფერი ვიცოდე მასზე, ყველაზე დაფარული საშინელი საიდუმლო რათა მისით მანიპულირება შევძლო.
- გასაგებია, ყველაფერს გავარკვევ.- კარებში გასული ჯიმინი ტარას შეეჩეხა, მისდა გასაკვირად გოგონამ ზედაც არ შეხედა და კარი ცხვირწინ მოუჯახუნა.
- რა ჩაიფიქრე ჯონგუკ? ჰესუსგან რა გინდა?
- რას გულისხმობ ბიძაშვილო? რა უნდა მინდოდეს იმ სულელი გოგონასგან?
- ყველაფერი მიამბო, დავიჯერო ასე მარტივად გაატარე მისი ეს საქციელი? ჯეონ ჯონ გუკი აღმოსავლეთში და არამარტო აღმოსავლეთში ყველაზე ძლიერი მაფიოზი სუსტ გოგონას ასეთ ქცევას უტარებს?
- როგორც ჩანს ვბერდები. - ჩაიცინა გუკმა.
- ჯონგუკ, უბრალოდ გთხოვ, სხვა სათამაშო იპოვე. ჰესუს ისედაც რთული ცხოვრება ჰქონდა, უფრო ნუ დაუმძიმებ ყოფას.
- არაფერს ვაპირებ, საერთოდ არაფერს. - ჩაილაპარაკა მობეზრებით - ახლა თუ ნებას დამრთავ უნდა ვიმუშავო.
- წავალ. მაგრამ გახსოვდეს რომ თვალს გადევნებ. - ტარამ გაბრაზებულმა დატოვა ჯონგუკის კაბინეტი. აღელვებული ბართან მივიდა და ძლიერი სასმელი შეუკვეთა.
- გაუზავებელი ვისკი დამისხით, ორმაგი. - უბრძანა ბარმენს თუმცა მოულოდნელად არსაიდან გაჩენილი ჯიმინის ხმა გაისმა
- ბავშვები ალკოჰოლს არ უნდა სვამდნენ პატარავ.
- მორჩი ჩემთვის ჭკუის სწავლებას პარკ და შენს საქმეს მიხედე - შეუღრინა ტარამ.
- ოჰოო, ვიღაც ცუდ ხასიათზეა, რა მოგივიდა? - სიცილით ჩაეკითხა ბიჭი თან თვალს არ აცილებდა მის ტუჩებს, თავს ძლივს იკავებდა რომ ახლავე არ დაეკოცნა.
- მეტჯერ აღარ გავიმეორებ- გულგრილად ჩაილაპარაკა გოგონამ და ის იყო დალევას აპირებდა რომ ჭიქა ცხვირწინ ააცალა ბიჭმა.
- თავი ვინ გგონია? ვინ ხარ რამეს რომ მიკრძალავ, კარგი რახან ასეა სხვაგან დავლევ. - გოგონამ წამოდგომა დააპირა თუმცა ჯიმინმა უკან დასვა და სასმლით სავსე ჭიქა დაუდო, იცოდა ტარას მტკიცე ხასიათის შესახებ, ამიტომ ამჯობინა მისი მეთვალყურეობის ქვეშ დაელია. გოგონამ სწრაფად გადაკრა სასმელი, ჯიმინმა მას გაოცებულმა ახედა. რამდენიმე ჭიქის შემდეგ ტარა უკვე პრაქტიკულად უგონოდ იყო. ჯიმინმა გადაწყვიტა იგი სახლში წაეყვანა. გულზე ფრთხილად მიიხუტა და გასასვლელისკენ გაემართა. ტარამ როგორც კი მისი სურნელი შეიგრძნო ხელები მჭიდროდ შემოხვია და თავი მის კისერში ჩარგო. ახლა მის საყვარელ მამაკაცს მკლავებში ჰყავდა მოქცეული და უნდოდა მომენტით ესარგებლა და კარგად ეგრძნო იგი. სიმთვრალემაც თავისი ქნა. მეორე მხრივ ჯიმინიც არ იყო კარგ დღეში. გოგონას სუნთქვა კისერზე ელამუნებოდა და ჭკუიდან შლიდა, უნდოდა მთლიანად კოცნით დაეფარა მისი საყვარელი სახე, ტუჩები, მთელი ტანი. მისი ჩახუტებით ვერ ძღებოდა და უფრო მაგრად იკრავდა გულში. ბიჭმა ფრთხილად მოათავსა უკანა სავარძელზე გოგონა, ის იყო ღვედი უნდა გადაეჭირა მისთვის როცა მისი ბუტბუტი გაიგონა - ჯი.. ჯიმინ...შე. ისევ ჩა..მეხუ..ტე გთხოოვ. ხელი არ გამიშვა - სანამ გაოგნებული ბიჭი აზრზე მოვიდოდა გოგონამ თავისკენ მიიზიდა და მათი ტუჩები შეაერთა. ბიჭს ეგონა რომ სიხარულისგან გონებას კარგავდა, ბევრჯერ წარმოიდგენდა გოგონას ტუჩებს, მაგრამ ასეთს ვერასდროს. ეგონა მოკვდებოდა სიამოვნებისგან. არ უნდოდა მოწყვეტოდა მაგრამ მოულოდნელად გოგონა მოდუნდა. ჯიმინმა დახედა მის მშვენიერ სახეს და ჩაეცინა, ტარა მშვიდად ფშვინავდა. - შენ რა ჩემი კოცნის დროს ჩაგეძინა? ამის გამო ოდესმე დაგსჯი.- ეშმაკურად ჩაილაპარაკა. ბიჭმა იცოდა რომ თუ აქამდე ვერ ახერხებდა ტარას თავიდან ამოგდებას ამ კოცნის მერე საერთოდ შეუძლებელი გახდებოდა ეს. და სწორედ იმ მომენტში გადაწყვიტა რომ მისი გახდებოდა ჯეონ ტარა აუცილებლად იქნებოდა მისი.
.....
- რას მეუბნები სპენს, ტარას ჯიმინი უყვარს? ღმერთო არ არსებობს
- კი ასეაა ასე. - თავი დაუქნია სპენსერმა მეგობრებს საუბარი კარზე ზარის ხმამ გააწყვეტინათ. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა კართან მდგომი ჯიმინი დაინახეს რომელსაც ხელში გათიშული ტარა ეჭირა
- ღმერთო რა სჭირს? - წამოიყვირა ჰესუმ და ჯიმინს გზა დაუთმო რომ შიგნით შესულიყო. აი სპენსმა კი ცოტა თამაში გადაწყვიტა.
- ჯიმინ რა უქენი? - კბილებში გამოცრა და გოგონას სხეულს დასწვდა. სანამ ბიჭი გააპროტესტებდა საკუთარ ხელებში მოიქცია და სავარაუდოდ ტარას ოთახისკენ წავიდა. ჯიმინს ძარღვებში სისხლი აუდუღდა როცა დაინახა როგორ ჩაეფსკვნა ტარა სპენსერს და თან რაღაც ჩაიბურტყუნა, ჯიმინმა ვერ შეძლო გაეგო რათქვა გოგონამ, თუმცა რომ მოესმინა ალბათ ძალიან გაუხარდებოდა. სპენსერზე ჩაფსკვნილი გოგონა მის სახელს ბუტბუტებდა დაუსრულებლად.
......
- ბატონებო, ახალი პაციენტის კანგ კირას მდგომარეობა გაუარესდა - მძედ ამოიოხრა პროფესორმა მინ იუნგიმ და სავარძელში ჩაეშვა.
- ასეთ შემთხვევაში საჭიროა ოჯახს ინფორმაცია მივაწოდოთ.
- ექიმი იანი მართალია - საუბარში ჩაერთო კლინიკის მთავარი ექიმი. - ამ ქალისთვის ერთადერთი გამოსავალი პარიზის ფსიქიატრიულში მკურნალობაა, იქ ამ ავადმყოფობას უახლესი მეთოდებით ებრძვიან. გამოცდილებაც მეტი აქვთ.
- არამგონია მისმა ოჯახმა იქ მკურნალობის ხარჯების დაფარვა შეძლოს. მას მხოლოდ ერთი სტუდენტი გოგონა ჰყავს. იგი ამ კლინიკის ხარჯებს ძლივს ფარავს. - სინანულით ჩაილაპარაკა იუნგიმ.
- სხვა გზა არაა, ჩვენ მას აქ ვეღარ გავაჩერებთ, მისი მდგომარეობა გაუარესდება დღითიდღე და შედეგი ფატალური იქნება. დაუკავშირდი. მე თავად ავუხსნი სიტუაციას. - მძიმედ ამოთქვა მთავარმა ექიმმა ჯონგმა და კონსილიუმი დახურულად გამოაცხადა.
.....
- ჯიმინმა გაცოფებულმა დატოვა ტარას სახლი, გარეთ გამოსულმა მუშტი ისე დასცხო სადარბაზოს კედლებს თითებიდან სისხლმა იფეთქა, თუმცა ბიჭს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. როცა წარმოიდგენდა როგორ ჰყავდა მიხუტებული სპენსერს ტარა და მის სურნელს ისუნთქავდა უარესად ცოფდებოდა. - შენ მხოლოდ დამაცადე ჯეონ ტარა, დამაცადე. საკუთარი თავი თავად ჩაიგდე ამ მდგომარეობაში. ჩემთვის არ უნდა გეკოცნა, უფლება არ უნდა მოგეცა შენი ტკბილი ტუჩები დამეგემოვნებინა. ახლა ჩემგან თავს ვეღარ დაიხსნი. შენ მხოლოდ ჩემი ხარ. - ჯიმინმა ერთხელ ახედა ფანჯრებს სადაც ტარა ეგულებოდა და დავალების შესასრულებლად წავიდა.
ესეც ახალი თავიი. ხალხო იმედია ძალიან არ ვწელავ მოვლენებს : )
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro