Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

5 თავი

- ახლა ნამდვილად წასულია ჩემი საქმე, ის თავისთავზე შეყვარებული ჯონჯოლი ნამდვილად მირას მამას მიმაწევს. აიშ, კიმ ჰესუ როდის უნდა ისწავლო რომ შენს კანში დაეტიო. - ოხვრით მიუახლოვდა სუ უფროსის კაბინეტს, ღრმად ჩაისუნთქა და დააკაკუნა.
- შემოდით - გაისმა ცივი ბარიტონი,  რომლის გაგონებაზეც უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. ჰესუმ ფრთხილად შეაღო კარი და მაშინვე თვალში მოხვდა სავარძელში მჯდარი ჯეონი რომელიც ხარბი მზერით ათვალიერებდა.

- ისევ დააგვიანე პატარა ქალბატონო. მე კი გითხარი რომ ლოდინს ვერ ვიტან - ჯეონი ფეხზე წამოდგა და ნელი ნაბიჯით გაემართა გოგონასკენ, ჰესუმ ინსტიქტურად დაიწყო უკან დახევა რადგან ჯონგუკი უკვე მასთან ძალიან ახლოს იყო, იმდენად რომ მის გახშირებულ სუნთქვას გრძნობდა. საბოლოოდ ჰესუ კარს აღმოჩნდა აკრული ხოლო ბიჭმა იგი თავის ხელებში მოიქცია ისე რომ გაქცევა ვერ შესძლებოდა - ჯერ მხოლოდ 1 დღეა აქ ხარ და უკვე ბედავ ჩემს თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდე? ვინ მოგცა იმის უფლება რომ ჩემს საქმეში ერევი და ჩემი ბრძანების შესრულებას უშლი ხელს? ნუთუ არ აგიხსნეს რომ აქ ულაპარაკოდ უნდა მიჰყვე წესებს. -ჯონგუკი მტკიცე, ცივი ხმით ლაპარაკობდა. - ფიქრობ რახან ტარამ მოგიყვანა აქ რაიმე პრივილეგიით სარგებლობ? ძალიან ცდები. ახლა ჩემს დაქვემდებარებაში ხარ და შემიძლია ცუდი რაღაცეები გაგიკეთო, ძალიან, ძალიან ცუდი რაღაცეები. რაზეც ალბათ წარმოდგენაც არ გაქვს. შენნაირებს საერთოდ ზედ არ ვუყურებ, მაგრამ ამ ერთხელ შემიძლია მსხვერპლი გავიღო რათა შენი ადგილი გაჩვენო - ცინიკურად ჩაილაპარაკა მის ყურთან და ნელა დაიხარა გოგონას კისრისკენ, როცა ჰესუმ, ხელი მძლავრად კრა და მისი საქციელით გაოგნებული ჯონგუკი, საკმაოდ ძლიერი მოძრაობით მოიშორა.
- ახლა თქვენ მომისმინეთ ბატონო ყოვლისშემძლე ნარცისო, ჯერ ერთი არაა საჭირო თქვენი ეგრეთწოდებული
"შარმით"  ჩემი კედელთან მიმწყვდევა, საერთოდ არ ჯდებით ჩემს გემოვნებაში. მეორე მე არავის სახელით და მფარველობით არ ვსარგებლობ, ყოველთვის იმას ვაკეთებ რაც სწორად და მართებულად მიმაჩნია. არ მაღელვებს წესები რადგან ისინი იმისთვისაა რომ დაირღვეს. არ გაქვთ უფლება საბრალო გოგონას ცხოვრება დაუნგრიოთ. ასე არ უნდა მოექცეთ. ვერ აიძულებთ აქ სხეულით ივაჭროს ის ჯერ სულ ბავშვია. რახან მდიდარი ხართ უფლება არ გაქვთ ის მითხრათ რაც მოგეპრიანებათ. მე ღარიბი ვარ მაგრამ ღირსება თქვენზე მეტი გამაჩნია, არავის მივცემ იმის უფლებას რომ ჩემი სიამაყე შელახოს. თქვენ შეგიძლიათ არ მოგწონდეთ, გეზიზღებოდეთ ეს ჩემთვის სულერთია, რადგან ვიღაც ჩემნაირს არასოდეს არ მოუნდება თქვენნაირთან არანაირი სახის ურთიერთობა. მე არ მქონდა სხვა არჩევანი, ნამდვილად არ მქონდა, წინააღმდეგ შემთხვაში არასოდეს მოვადგამდი აქ ფეხს და თქვენნაირი დესპოტისგან დამცირებას და ზემოდან ყურებას არ მოვითმენდი. ახლა შეგიძლიათ სამსახურიდან დამითხოვოთ, მაგრამ მე არ შევიცვლები. არც ბოდიშს მოვიხდი იმის გამო რაც გავაკეთე, ისევ იმავეს გავაკეთებდი.- ჰესუ მტკიცედ ამბობდა თითოეულ სიტყვას და ჯიქურ უყურებდა უფროსს თვალებში. ცდილობდა არ შეემჩნია ის შიში რასაც გრძნობდა. - აბა რას იზამთ ახლა, დამითხოვთ?- ჯონგუკი გაოცებული უსმენდა ჰესუს, თვალს ვერ წყვეტდა მის მრისხანებით ანთებულ თვალებს. უჭირდა აღიარება რომ ამ პატარა გოგონამ ახლახანს მაფიის უძლიერესი ბოსი მტკივნეულად "მოსვა" .  მას უამრავი ქალი ჰყოლია მაგრამ მისი მსგავსი არასდროს არავინ უნახავს. არავის გაუბედავს ასე დალაპარაკებოდა ჯეონ ჯონგუკს. ფაქტია ამას არ შეარჩენდა. ამიტომ ცხოვრებაში პირველად საკუთარ პრინციპებს გადააბიჯა და სახეზე ისევ გულგრილი ნიღაბი აიკრო
- მომწონს შენი პათოსი, მადლობა ჩემს დას უთხარი, ამჯერად არ დაგითხოვ მაგრამ გაფრთხილებ კიდევ ერთხელ თუ აღმოჩნდები მსგავს სიტუაციაში არ დაგინდობ.
- ჰესუმ ოდნავშესამჩნევად დაუკრა თავი ჯეონს და მისი კაბინეტი კისრის ტეხვით დატოვა. ჯონგუკი კი გაცეცხლებული დატოვა თავის კაბინეტში, გამხეცებულმა რამდენიმე ნივთიც შეიწირა.
- არვის გაუბედავს ჩემთვის ასე ლაპარაკი, რაო? ჩემს გემოვნებაში არ ჯდებიო? ეგრეთწოდებული შარმიო არა? მე შენ გაგტეხ კიმ ჰესუ. გაგტეხ და გაიძულებ დამნებდე.

.......

ჰესუმ ერთიანად აკანკალებულმა დატოვა ბოსის კაბინეტი. სურდა რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინა ეს დაწყევლილი ადგილი. გადაწყვიტა ტარას დალაპარაკებოდა, ყველაფერი უნდა გაერკვია უფროსის საქმიანობაზე, რათა მირას დახმარებოდა, ამის მერე კი სასწრაფოდ დაიწყებდა სხვა სამსახურის ძებნას, თითქოს ისიც გრძნობდა რომ ამ დღიდან მასა და ჯონგუკს შორის ომი დაიწყო, ომი რომელსაც რომელიმე აუცილებლად "შეეწირებოდა".

......

მიტოვებიულ სარდაფში 15 მდე კაცია შეკრებილი, ისინი მოთმინებით ელოდებიან მას, ვისი სიტყვაც გადამწყვეტია მათ ცხოვრებაში, ისინი ელოდებიან თავიანთ ბოსს, მთავარ კანონმდებელს ჯეონ ჯონ გუკს.
საბოლოოდ როგორც იქნა ისიც გამოჩნდა მედიდურად დაუკრა თავი მისალმების ნიშნად იქ მყოფთ და თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა.
- ასეთი სასწრაფო რა იყო უხუცესებო? აქ რატომ მომიყვანეთ?
- კანონი იცი ჯონგუკ, შენ უკვე 1 წელია მაფიის კანონმდებლის ტიტულს ატარებ, ეს მიშნავს რომ საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა გაქვს აღებული, კანონის თანახმად არჩეულ კანონმდებელს ვალდებულება აქვს ოჯახი შექმნას ტიტულის მიღებიდან 1 წელიწადში და მემკვიდრე გააჩინოს. ვგონებ ეს არ დაგვიწყებია.
- ყველაფერი კარგად მახსოვს.
- თუ ასეა ნუღარ აჭიანურებ. 1 კვირას გაძლევთ. თუ თავად არ შეგიძლია აარჩიო საცოლე ამას ჩვენ გავაკეთებთ, შეიძლება ითქვა გვყავს კიდეც შესაბამისი კან...
- არ არის საჭირო. საცოლეს თავად ავარჩევ. 1 კვირაში დავქორწინდები.
- ძალიან კარგი. - თავი დაუკრა უხუცესმა.

- ასე, ასე. ჩემო მომავალო მეუღლევ მოემზადე ჯოჯოხეთისთვის რომელიც დედამიწაზე გელოდებაა


ძალიან პატარაა ესეც. მაგრამ მომიტევენთ იმედიააა. შემდეგი თავები დიდი და ბევრად საინტერესო. იქნება გპირდებით

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro