35 თავი
ჯონგუკმა პროტესტის მიუხედავად ჰესუ თავის მკლავებში მოქცეული შეიყვანა სახლში.
- ჯონგუკ დამსვი, თავადაც შემიძლია სიარული, კარგი რაა - ბუზღუნებდა გოგონა
- ჩშშ, ექიმმა მითხრა რომ არ შეიძლება შენი გადატვირთვა, რომ მაქსიმალურად უნდა დაისვენო - ბიჭმა ჰესუ საძინებელში საწოლზე დასვა და შეეცადა მისთვის კომფორტი შეექმნა. - ჰესუ, მინდა რაღაც გითხრა და გთხოვ არ გამაწყვეტინო - ჯეონი მძიმე ოხრავდა, ეტყობოდა ძალიან უჭირდა ამის აღიარება - ვიცი არ ვიმსახურებ შენგან არანაირ თბილ გრძნობას, რადგან მომენტებში მართლაც საშინლად ვიქცეოდი მაგრამ ამის დამალვა აღარ შემიძლია, აღარ შემიძლია გიყურო და როცა მინდა ვერ მოგეხვიო, ვერ გაკოცო. - ბიჭს მწარედ ჩაეცინა - არ მეგონა ოდესმე ამ სიტუაციაში თუ აღმოვჩნდებოდი, შენს თვალში ალბათ სასაცილოც კი ვარ, მაგრამ ვეღარ ვძლებ, მინდა შეგიგრძნო, მინდა მხოლოდ ჩემი იყო, ჰესუ მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტად. არ ვიცი როდის შეგიყვარე, შეიძლება მაშინვე როცა ჩემი კაბინეტის ზღურბლთან დაგინახე გაფსრთოებული თვალებით მდგარი, ან მაშინ, როცა შენი მრისხანება ჩემზე გადმოანთხიე. როცა საკურთხეველთან დაგინახე თეთრ კაბაში. მე შენი თვალების ტყვე გავხდი. შენმა სხეულმა ჭკუა დამაკარგვინა. შენმა სუფთა სულმა კი მახეში გამაბა, მახეში საიდანაც თავის დაღწევა არც მდომებია.- გოგონა გაფართოებული თვალებით უყურებდა ბიჭს და გული მისდამი სიყვარულით ევსებოდა. ძლივს იკაგებდა თავს მისი სახე რომ არ დაეკოცნა.
- რამე მითხარი ჰესუ, ნუთუ ამდენად მოგიკალი გული რომ სულ არაფერს გრძნობ ჩემს მიმართ, ასე გძულვარ? - სიმწრით ამოილაპარაკა ჯეონმა
- მძულხარ? იდიოტი ხარ? - გაწყრა გოგონა- განა შეიძლება მძულდე? მე შენ მიყვარხარ ჯეონ ჯონგუკ. ჩემს ცხოვრებაში ასე არავინ არასდროს მეყვარება. შენ უბრალოდ მთელი სამყარო ხარ ჩემთვის - უღონოდ ამოილაპარაკა ჰესუმ და ჭარხალივით გაწითლდა, ჯონგუკის სახე კი ბედნიერმა ღიმილმა გაანათა.
- პატარავ, პატარავ, შენ არ იცი როგორ გამაბედნიერე - ბიჭი გოგონას მივარდა და მთელი სახე დაუკოცნა, ჰესუს მარწყვივით წითელ ტუჩებთან რამდენიმე წამით შეჩერდა და მერე გაშმაგებული დააცხრა მის ბაგეებს. თან გოგონას მჭიდროდ იკრავდა მკერდზე.
- ჰესუ, საშინლად მინდიხარ, თავს ძლივს ვიკავებ? შეიძლება?
- მაგრამ... - ცოტათი უკან დაიხია გოგონამ ჭოჭმანით.
- გპირდები, ფრთხილი ვიქნები. - ვნებამორეულმა ამოიჩურჩულა ჯეონმა და გოგონას პერანგის ღილების შეხსნა ნელა დაიწყო. ჰესუ გაყუჩდა, ბიჭმა კი ეს თანხმობად მიიღო და მაქსიმალურად ფრთხილად განაგრძო თავისი საქმე. უნდოდა გოგონასთვის მეორე გამოცდილება მაინც ყოფილიყო ტკიბილის გარეშე, სასიამოვნო. ჰესუს ყოველი შეხება კანს სწვავდა. მასაც უნდოდა ჯონგუკი და ეს გრძნობა მთლიანად იბყრობდა მის სხეულს, საბოლოოდ როცა ბიჭმა მათი სხეულები შეაერთა გოგონას სულის სიცარიელე შეივსო, იარები სრულიად განიკურნა. რაც შეეხება ჯონგუკს, ბიჭი ვერ ძღებოდა ჰესუს სხეულით, უფრო მეტად უნდოდა, მაგრამ ისიც იცოდა გოგონას გადაღლა არ შეიძლებოდა, ამიტომ ღონემიხდილი ჰესუს გვერდით დაეცა და პატარა სხეული მკლავებში მოიქცია.
- შენ მარტო ჩემი ხარ, - ჩასჩურჩულა გოგონას. - ყოველთვის ასე იქნება, ეს სხეული, ეს ტუჩები მარტო ჩემია
- ღონეგამოცლილმა ჰესუმ ღიმილით დაუქნია თავი, მერე თავი ბიჭის კისერში ჩარგო და დაქანცულს ღრმად დაეძინა. ჰესუს მშვიდი სახის ყურებაში მალევე ჩაეძინა ჯინგუკსაც.
............
ჯიმინმა მანქანის კარი ფრთხილად გააღო და ტარას გადმოსვლაში დაეხმარა. ისინი, სანაპიროსთან ახლოს მდებარე ულამაზეს რესტორანთან იმყოდებოდნენ. ჯიმინის ბრძანებით იქაურობა საოცრად მოერთოთ, ირგვლივ, ყველგან წითელი და თეთრი ვარდის ფურცლები ეყარა ცოტა მოშორებით კი დარბაზის ცენტრში მაგიდა იყო გაშლილი ორისთვის ბიჭმა გოგონა მაგიდასთან მიიპატიჟა და დაჟინებით მიაშტერდა. რამდენიმე წუთში შეკვეთა მოიტანეს თუმცა არცერთი არაფერს მიჰკარებია, საბოლოოდ ჯიმინმა პატარა ყუთი დადო გოგონას წინ და მისი პატარა ხელი თავის ტორში მოიქცია
- ჯეონ ტარა, ძალიან დამღალა იმ ფაქტმა რომ შენ ჩემგან შორს ხარ. არ შემიძლია ძილის წინ შენს სხეულს ჩავეხუტო, დილით კი შენს თვალებში დავიკარგო. მინდა რომ სულ გვერდით მყავდე, მინდა ოფიციალურადაც ჩემი გერქვას. ასე რომ ცოლად უნდა გამომყვე - ბიჭის ხმაში რკინის სიმტკიცე იგრძნობოდა, სჩანდა არც პასუხი ადარდებდა დიდად. ტარა ცოტა ხანს შოკირებული იჯდა ჯიმინის გამოსვლოსგან, თუმცა თავი ხელში მალევე აიყვანა და სიცილი აუტყდა
- ღმერთო პარკ ჯიმინ, ყველაზე უკანასკნელი რომანტიკოსი ხარ დედამიწაზე, ალბათ ეს იცი არა?? ჯონგუკმაც კი გაჯობა - გოგონა სიცილს ვერ წყვეტდა. - ანუ უჩემოდ ყველაფერი გადაწყვიტე, იქნებ მე არ მინდა შენი ცოლობა?? - ეშმაკურად ჩაიცინა ტარამ, მისი სიტყვების მოსმენი შემდეგ ჯიმინმა მაცდურად ჩაიღიმა, სკამიდან ნელა წამოდგა, გოგონას მიუახლოვდა, მასაც წამოდგიმა აიძულა და მისი სხეული მთლიანად მიიკრა თავისაზე. მომენტალურად იგრძნო ტარას რეფლექსური რეაქცია. გოგონას ბიჭის შეხებისგან მთელი ტანი დაეძაბა. ბიჭს კიდევ ერთხელ ჩაეღიმა და ტარას ყურთან დაიხარა
- დარწმუნებული ხარ რომ ჩემი ცოლობა არ გინდა? დარწმუნებული ხარ რომ ჩემი სხეული არ გინდა ძვირფასო? - გოგონას მისი სიახლოვისგან თავბრუ ესხმოდა. გულო გამალებით უცემდა ჯიმინმა კმაყოფილებით შეხედა მის მინაბულ თვალებს და დაამატა
- შენ გინდა რომ სამუდამოდ ჩემი გერქვას პატარავ, ამას კი მე მივხედავ - მან სწრაფად გაათავისუფლა ტარასათვის სპეციალურად ნაყიდი ბეჭედი ყუთისაგან და გოგონას თითზე გაუკეთა. - ეს ბეჭედი არასოდეს დატოვებს შენს ხელს, ისევე როგორც ჩემი ხელი შენს ხელს.
- გოგონას თვალები აუცრემლიანდა, მოზღვავებული ემოციისგან თავი ვერღარ შეიკავა და ბიჭის ტუჩებს თავისი ააწება.
- ამას თანხმობად მივიღებ- ძლივს ამოილაპარაკა ჯიმინმა და კოცნა უფრო გააღრმავა...
........
- სანგჩოლ, სანგჩოლ სად ხარ? - უვირილოთ შემოვარდა მსახური ახალგაზრდის კაბინეტში
- რა ხდება ნორა? ასე რამ აგაღელვა? - ბიჭმა დოკუმენტები უკან დააწყო და გაფითრებულ ქალს ახედა
- ბატონი ვონი.... შეტევა აქვს..
- ჯანდაბა ისევ?? სასწრსფოს უკვე გამოუძახე?
- კი წუთი წუთზე აქ იქნებიან
- სასწრაფოდ ჯეონებთან დარეკე, ჯინგუკს გააგებინე...
........
- ძალიან ვწუხვარ, ბატონი ვონი უკვე გარდაცვლილია, - თავი დაუკრა სასწრაფოს ექიმმა გაფითებულ სანგჩოლს. - ყველაფერს მოვამზადებ რათა გვამი მორგში გადავასვენოთ ექსპერტიზისათვის.
- გასაგებია - ჩუმად ჩაილაპარა ბიჭმა.
და ჯონგუკთან დაკავშირებას ისევ შეეცადა, ამჯერად გამოუვიდა კიდეც.
- ჯეონ, სანგჩოლი ვარ- ნელა დაიწყო
- გისმენ, ამჯერად რა მოხდა - ტელეფონში ჯონგუკის მობეზრებული ხმა გაისმა თუმცა მაშინვე დასერიოზულდა რაც სანგჩოლის ზარის მიზეზი გაიგო.
- გარდაიცვალა? ჯანდაბა ეს ჰესუს როგორ ვუთხრა. - სასოწარკვეთილი ბუტბუტებდა ჯინგუკი თსნ ოთახში ბოლთას სცემდა.
- რას ვერ მეუბნები, რა ხდება? - ჰესუს დადარაჯებული ხმა მოესმა
- პატარავ აქ რამდენი ხანია დგახარ? - ნაძალადევი ღიმილით მიუტრიალდა ჯეონი გოგონას
- საკმაოდ დიდი ხანია ჯონგუკ, გავიგე რაც გითხრა სანგჩოლმა - ჰესუს თვალებიდან ცრემლები წასკდა. ჯინგუკი მასთან მივიდა და მოეხვია
- ვიცი რთულია, მაგრამ გთხოვ, გამაგრდი, ჩვენი პატარების ხათრით, გთხოვ. - ეჩურჩულებოდა და თან თავზე ხელს ნაზად უსმევდა რათა დაემშვიდებინა.
- ნუ ღელავ, კარგად ვიქნები. გთხოვ, დაკრძალვის საკითხები მოაგვარე, მიუხედავად ყველაფრისა ის მამაჩემი იყო და მინდა შესაბამისი პატივი მიაგონ. - ამოუსლუკუნა ჰესუმ და ბიჭის მკლავებიდან გასხლტა.
- ნუ ღელავ, ყველაფერს მივხედავ - გუკმა შუბლზე აკოცა გოგონას და სახლი დატოვა.
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro