34 თავი
ჰესუ გატრუნული იყო ჯონგუკის მკლავებში, რომელსაც მშვიდად ეძინა, თავად გოგონამ კი ვერაფრით მოახერხა თვალის მოხუჭვა იმის შემდეგ რაც ჯონგუკის აღიარება მოისმინა. საშინლად ჰქონდა გული აჩქარებული, თავის დამშვიდებდას ვერაფრით ახერხებდა, თუმცა ცდილობდა არ ემოძრავა რომ ბიჭს არ გაღვიძებოდა.
- ნუთუა მართლა ვუყვარვარ? შემიძლია ვენდო? - გამალებით ფიქრობდა გოგონა, მერე ფრთხილად ასწია ხელი და ჯონგუკის უზადო, მამაკაცურ პროფილზე თითები ფრთხილად გადაატარა. გული სიხარულით ევსებიდა როცა ბიჭის ნაკვთებს აკვირდებოდა.
- თუ ასეთ ბედნიერებას განიჭებს ჩემი ყურება შემიძლია სულ ასე დავრჩე - ფრთხილად ჩაიცინა ჯონგუკმა და გოგოს ხელები უფრო მოხვია
- მე.. არ გიყურებდი უბრალოდ შენი გაღვიძება მინდოდა რომ მეკითხა როდის შეგვიძლია სახლში დაბრუნება. - გაწითლდა ჰესუ.
- ჩემი ნუ გრცხვენია კარგი? ვიცი შეიძლება დასაწყისი არც ისე კარგი ჰქონდა ჩვენს ურთიერთობას, თუმცა მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული. მე მინდა რომ ყველაფრის გამოსწორება ვცადო. - ჩასჩურჩულა ბიჭმა
- კარგი - თავი მორჩილად დაუქნია ჰესუმ რამაც ჯონგუკის გაოცება გამოიწვია.
- ეგეთი სახით ნუ მიყურებთ ბატონო ჯეონ, დაგპირდი რომ ყველაფერს დაგიჯერებდი. დავიღალე წინააღმდეგობის გაწევით. ახლა მხოლოდ ბევრი ჭამა და ძილი მინდა - ზარმაცულად დაამთქნარა გოგონამ რამაც ბიჭის დამპლური ღიმილი გამოიწვია.
- მგონი რაღაც გამოგრჩა პატარავ - წარბები აათამაშა ჯონგუკმა
- იდიოტო გარყვნილო. - მოჩვენბითად გაწყრა ჰესუ და ბიჭის მკლავებში გაიბრძოლა. - გამიშვი უნდა ავდგე, აბაზანაში მინდა გასვლა
- მაკოცე და გაგიშვებ - გაეკრიჭა ჯონგუკი
- აიშ, პატარა ბავშვივით ხარ - გაეცინა გოგონას.
- მხოლოდ შენთან სიხარულო, ახლა კოცნა - ტუჩები მიუშვირა ჰესუს ბიჭმა და თვალები დახუჭა, რაზეც გოგონას გაეცინა, ლოყაზე მოწყვეტით აკოცა და მისი მოდუნებული ხელებიდან გასხლტა.
- ეე, მე ტუჩრბში მინდოდა გეკოცნა ახლავე დაბრუნდი - ჩაიბუზღუნა ჯეონმა
- სხვა დროს დააკონკრეტე საყვარელო -თვალი მაცდურად ჩაუკრა ჰესუმ და აბაზანის კარში გაუჩინარდა
- აახ, ეს გოგო, ჩემი გაგიჟება უნდა. - უკან დავარდა ჯონგუკი და სულელივით სიცილს მოჰყვა.
- ასე რამ გაგამხიარულა ძმაო - პალატის კარი შემოაღო ნამჯუნმა და მეგობრისკენ გასწია - ჰესუ სადაა?
- აბაზანაში. რამე არის ახალი?
- სამწუხაროდ არაფერი, ჩვენი ჯაშუში იქედან უნდა გამოიყვანო გუკ, შეიძლება მიაგნონ და ჯი ჰიონი არ აცოცხლებს.
- მაგაზე უკვე ვიზრუნე, მან უკვე დატოვა კორეა, არ იდარდო. ყველაფერს მივცემდი ახლა ჯი ჰიონის სიფათი რომ დამანახა.- ჩაიქირქილა ჯონგუკმა - როგორმე უნდა ვაიძულოთ რომ სოროდან გამოძვრნენ. ის ნაბიჭვარი უნდა მოვკლა, უფლებას აღარ მივცემ ჰესუს მიუახლოვდეს.
- ნუ ღელავ, ყველაგან ვეძებთ, დიდხანს ვერ დაიმალება - დაამშვიდა ნამჯუნმა, მოულოდნელად კი კარი კიმ ვონმა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შემოანგრია, მას უკან სანგჩოლი მოჰყვა.
- სადაა ჩემი შვილი? - მკაცრად იკითხა ვონმა
- აქ ვარ მამა, გთხოვ ნუ ღრიალებ ისედაც თავი მისკდება - აბაზანიდან გამოლასლასდა ჰესუ.
- როგორ ხარ? ხომ არაფერი გტკივა - მამაკაცი შვილს მივარდა და მისი მდგომარეობის შესამოწმებლად
- კარგად ვარ, გთხოვ, უკვე ყველაფერმა ჩაიარა - გაბეზრებით ამოილაპარაკე ჰესუმ და მამას ახედა.
- ჩემთან უნდა დარჩენილიყავი ხედავ რა დაგემართა? მე მამაშენი ვარ მხოლოდ მე შემიძლია შენი დაცვა - ამოისისნა ვონმა - ესაა შენი ძალა ჯეონ? ჩემი შვილი კინაღამ მოკლეს, სად იყავი ამ დროს შენ? როგორ დაუშვი ეს მომხდარიყო?
- ის არაფერ შუაშია მამა - ბიჭს დაასწრო ჰესუმ და ვონს შეუტია - მე მოვინდომე მარტო წასვლა, მინდოდა ტესოს საფლავზე მარტო ვყოფილიყავი, მინდა ძმასთან მესაუბრა. ჩემი წინდაუხედავობის გამო მოხდა ყველაფერი. ჯონგუკი იმაზე მეტად ზრუნავს ჩვენზე ვიდრე ოდესმე ვინმეს უზრუნია
- ამას როგორ ამბობ დაუნახავო ლაწირაკო - თვალები რისხვით აენთო ვონს და ჰესუსთან ახლოს მიიწია თუმცა ჯონგუკის ძლიერმა ხელმა ამის საშუალება არ მისცა
- არ გაბედო და მიუახლოვდე ცუდი განზრახვით. უფლებას არ მოგცემ მას უყვირო. - ამოისისინა ჯეონმა.
- მამა, კარგად ვარ, მართლა, შეგიძლია წახვიდე. რაც შეეხება კლანების მომავალს როგორც კი მოვმჯობინდები ყველაფერს შეგატყობინებ. მენდე, არ დავუშვებ მთელი ამ წლების ნაშრომი ქარს გაყვეს. ვიცი ეს შენთვის რა მნიშვნელოვანია, ბოლოს და ბოლოს ქალიშვილს ანაცვალე. - ბოლო სიტყვების წარმოთქმისას თვალებზე ცრემლები მოადგა გოგონას.
- ასე არ არის, გთხოვ მომეცი საშუალება აგიხსნა - ისევ მისკენ გაიწია ვონმა
- ახლა არა მამა, ახლა არა. შეიძლება ხვალ მოგისმინო, ახლა არა. - თავი ჩახარა ჰესუმ, მის სიტყვებს კი კიმ ვონის მწარე ღიმილი მოჰყვა - ხვალ შეიძლება აღარც იყოს ჰესუ, შეიძლება ხვალ ჩემთვის აღარ დადგეს -
- კარგი, როგორც შენ გინდა - ხმამაღლა ესღა ჩაილაპარაკა და ოთახი დატოვა.
- მოგვიანებით გინახულებ ჰესუ, თავს გაუფრთხილდი - ღიმილით დაემშვიდობა სანგჩოლი გოგონას, რასაც ჯონგუკის გაღიზიანებული ფრუტუნი მოჰყვა და ისიც ვონს გაჰყვა.
- ჯანდაბა საშინელი ადამიანი ვარ, საშინელი შვილი ვარ - ამოისლუკუნა ჰესუმ
- სუ, ასე ნუ ამბობ - ჯონგუკმა სწრაფად მიირბინა გოგონასთან და თავის მკლავებში მოიქცია.
- მაგრამ ასეა, მიუხედავად ყველაფრისა ის მამაჩემია. მან მაჩუქა სიცოცხლე, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ, ძალიან დამტანჯა. საშინელება გამოვიარე.
- ყველაფერი კარგადაა, ახლა მოემზადე, მე ადმინისტრაციაში ყველაფერს მოვაგვარებ და შინ წაგიყვან. - ჯონგუკი ოთახიდან გავიდა ჰესუმ კი ნივთების შეგროვება დაიწყო.
..........
- ღმერთო საშინლად ვნერვიულობ, არც შენ და ჰესუ ხართ ჩემს გვერდით - ვიდეოთვალით ეწუწუნებოდა ტარა ამერიკაში მყოფ სპენსერს და უკვე მეათასე კაბას ისინჯავდა.
- ჯანდაბა ჩემი გაგიჟება გინდა? იმ ბოლო კაბას რას ერჩოდიი? - ამოიკვნესა სპენსერმა - ხომ იცი არა შენ ყველაფერი გიხდება, თან ის შენი განგსტერი ისეა დაბრმავებული შენი სიყვარულით ახლა რაც უნდა ჩაიცვა მაინც ყველაზე ლამაზი მოეჩვენები.
- სპენსეეერ - დაიკრუსუნა ტარამ -კარგი მორჩა ამ შავ კაბას ჩავიცვამ, მაგრამ როგორ ფიქრობ რაზე უნდა საუბარი?? '- ინტერესით მიაჩერდა მეგობარს გოგონა, სპენსერი ჩაფიქრდა და ფილოსოფოსის შესაშური პათოსით უპასუხა მეგობარს
- სავარაუდოდ მსოფლიოს გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე... ნუ ხარ თხა - დაუცაცხანა ბოლოს - და ნუ იგიჟიანებ თავს, დარწმუნებული ვარ ცოლობას გთხოვს.
- კარგი კარგი უკვე თითქმის 7იააა, ვაიმე ახლა ჩავიცვამ და მერრ დაგირეკავ.
- მიდი, მიდი ეცადე ცოცხალი დარჩე - დაცინა სპენსერმა და სანამ ტარას რისხვა დაატყდებოდა თავს სასწრაფოდ გაქრა ტელეფონის ეკრანიდან.. რამდენიმე წუთში ზარის ხმაც გაისმა
- აიშ, ჯანდაბა, უკგე აქ არის. მიდი ტარა ამდენს ნუ ნერვიულობ, პირველად ხომარ მიდიხართ არს პაემანზე. - მიუხედავად იმისა რომ უკვე რამდენიმე თვეა ერთმანეთს ხვდებიან ტარას ჯიმინის დანახვა ისევ ისე აფორიაქებს როგორც ადრე როცა ჩუმად ქრაშავდა. გოგონამ კისრისტეხით ჩაირბინა კიბეები და კარი სუნთქვაშეკრულმა გააღო, ცდილობდა არ შეტყობოდა როგორ ღელავდა იმ წამს, თუმცა ჯიმინის მზერამ ამის შანსი მოუსპო, ბიჭი უბრალოდ იდეალურად გამოიყურებოდა, როგორც ყოველთვის
ჯიმინმა ყურადღებით აათვალიერა ტარას სრულყოფილი ფეხები რომელსაც სანახევროდ ფარავდა საკმაოდ მოკლე კაბა და მაცდურად ჩაიღიმა
- იქნებ სახლში დავრჩეთ, რას იტყვი პატარავ?
- ჯიმიინ, გეყოს - ყუტებამდე გაწითლდა გოგონა რამაც ბიჭის ხარხარი გამოიწვია. - კარგი წავიდეთ ჩემო სიცოცხლე, მინდა ყველაფერი მალე მოვაგვარო რომ შენით დავტკბე - ტუჩზე იკბინა ჯიმინმა და ტარა მანქანისკენ გაათრია.
...........
- ჯონგუკ, აქ ახლოს ჯი ჰიონის ხალხი შევნიშე, ჰესუ სადაა - გულამოვარდნილი მივარდა თეჰიონი ჯონგუკთან რომელიც გოგონას გაწერის საკითხებს აგვარებდა
- მასთან ნამჯუნი და დაცვის რამდენიმე ბიჭია, ჯანდაბა ეს ნაბიჭვარი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიპოვო და მოვკლა. - ამოისისინა ჯონგუკმა და სწრაფად წავიდა ჰესუს პალატისკენ სადაც უკვე მზად მყოფი ელოდა გოგონა ჯუნისთან ერთად.
- წავიდეთ? -ღიმილით შეეგება ჯეონს და ბიჭსაც უეხრად ყველანაირი სიბრაზე გადაავიწყდა.
- წავედით, სახლში მივდივართ, ჩვენს სახლში. - გაუღიმა გოგონას, ნამჯუნს თვალით რაღაც ანიშნა და მათ საავადმყოფო დატოვეს.
❤❤❤❤❤❤
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro