Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

31 თავი

- დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა გამოგყვე? - ჰკითხა ჯონგუკმა ჰესუს როცა საავადმყოფო დატოვეს.
- არა, მარტო ყოფნა მჭირდება - წყნარქდ ჩაილაპარაკა გოგონამ- მინდა ტესოს საფლავი მოვინახულო, შემდეგ კი პირდაპირ სახლში წამოვალ.
- მაგრამ არ მინდა მარტომ იარო. - შეწინააღმდეგება სცადა ჯონგუკმა
- იცი რა? იარაღი დამიტოვე. ყველაფერი კარგად იქნება. არმგონია ახლა ვინმემ ჩემზე ღიად თავდასმხა გაბედოს. - მტკიცედ თქვა ჰესუმ რამაც ჯონგუკის გაოცება გამოიწვია.
- შენ რა მისი გამოყენება იცი??
- მე კიდევ ბევრი რამე ვიცი ბატონო ჯეონ - ნიშნის მოგებით მიუგო ჰესუმ და კეკლუცად ჩაიღიმა
- ეჭვი არ მეპარება - ტუჩი მოიკვნიტა ჯონგუკმა და ჰესუს ხელში მანქანის გასაღები ჩაუდო - მანქანა შენ წაიყვანე, მე ტაქსით წავალ. იარაღი ბარდაჩოკშია. ფრთხილად იყავი და მაშინვე დამირეკე თუ რამე არ მოგეწონება - ბიჭმა ლოყაზე სწრაფი კოცნა დაუტოვა გოგონას და სანამ რამეს ეტყოდა იქაურობას გაეცალა.
- სულელი ჯონჯოლი - ჩაიბურტუნა გაწითლებულმა ჰესუმ და ფრთხილად შეეხო ლოყას რომელიც უეცარი შეხებისგან ჯერ კიდევ ეწვოდა. გოგონამ ფრთხილად მოათვალიერა გარემო მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა. ცხვირში სასიამოვნოდ უღიტინებდა ნაცნობი, ჯონგუკის სუნამოს სურნელი და თავს კიდევ უფრო კომფორტულად გრძნობდა.  წალაქგარეთ მდებარე პატარა სასაფლაოს მალევე მიაღწია. იქაურობა საკმაოდ მიყრუებულად და საშიშად გამოიყურებოდა თუმცა ჰესუ ნერვი არ ატოკებია. სტეჩკინის ტიპის იარაღი ფრთხილად ამოიღო, დაბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა და მანქანა დატოვა.

..........

- ტყუპები? სერიოზულად? შენ აღარ ხუმრობ ძმაო - ბოლო ხმაზე ხარხარებდა ჯიმინი.
- მორჩი ჯიმინ - დატუქსა ტარამ და ბრდნიერი ჯონგუკს მიუბრუნდა.
- აბა შენ იცი ძამიკო, ჰესუს კარგად უნდა მიხედო.
- ასეც მოვიქცევი, თუ რათქმაუნდა მომცემს ამის საშუალებას - ამოიოხრა ჯონგუკმა.
- თავს ნუ ისაწყლებ, შენი ბრალია რომ ასე გექცევა. ადრეც გითხარი, ჰესუმ ძალიან რთული ცხოვრება გამოიარა. მას სიყვარული და სითბო სჭირდება და არა შენი ფლეიბოის  მომნუსხველობა. მისმინე, ახლა რაღაცას გეტყვი და მარტო იმიტომ, რომ მჯერა შენთვის ჩემი მეგობარი ნამდვილად მნიშვნელოვანია. - მძიმედ ამოიოხრა ტარამ
- რას გულისხმობ? - დაიძაბა ჯონგუკი
- ჰესუს უყვარხარ, ძალიან უყვარხარ. არც კი მეგონა რომ შეძლებდა ვინმე ასე შეეყვარებინა ოდესმე მაგრამ შენ შეუყვარდი. გაფრთხილებ მის თვალზე რომ ცრემლი შევნიშნო შენი სისულელის გამო შუბლს გაგიხვრეტ.- თვალები დაუბრიალა გოგონამ ჯონგუკს რომელიც ამ მოულოდნელი ამბისგან სრულად გაშტერებული და გახარებული იყო. - ახლა დაგტოვებთ, შენ კი იმაზე დაფიქრდი რაც გითხარი.- საუბარი დაასრულა ტარამ და ჯიმინი გარეთ გაათრია.
- შენ გიყვარვარ, გიყვარვარ ჩემო პატარავ, მე შენზე ყოველთვის ვიზრუნებ, შენზეც და ჩვენს შვილებზეც. მორჩა ამაღამ გამოვუტყდები რომ მიყვარს - ჯონგუკი ბედნიერი გადაწვა სავარძელში და ტელეფონი მოიმარჯვა.

..........

ალბათ საათზე მეტი იდგა ჰესუ განცალკევბით მდებარე საფლავთან, დაჟინებით უცქერდა წარწერას მარმარილოს ქვაზე რომელიც იუწყებოდა რომ იქ კიმ ტესო განისვენებდა. გული საშინლად ჰქონდა დამძიმებული. გოგონამ ღრმად ამოიოხრა
-  დიდი ხანია ერთმანეთს არ შევხვედრივართ, ასე არაა ძმაო? ამ წლების მანძილზე უამრავჯერ წარმომედგინა ჩვენი შეხვედრა მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ აქ მომიწევდა შენი მონახულება.  მინდოდა ჩაგხუტებოდი ისე როგორც ბავშვობაში. ერთად ძალიან ცოტა ხანს ვიცხოვრეთ. საშუალება არ მოგვეცა გვეკამათა როგორც სხვა და-ძმებს, ერთმანეთზე გავბრაზებულიყავით, ერთმანეთი დაგვეცვა. შენ ჩემი აბეზარი თაყვანისმცემლები გეცემა. მე შენი ფანი გოგონები დამეშოშმინებინა. გახსენდებოდი? ტესო გენატრებოდა შენი და? რატომ არ მეძებდი. ახლა ვერასოდეს გავიგებ ამ კითხვებზე პასუხს. იცი ახლა მეც ტყუპებს ველოდები, დღეს გავიგე რომ ორნი არიან. ღმერთს ვთხოვ გოგონა და ვაჟი იყვნენ. მე არ დავუშვებ რომ ისინი ოდესმე დაშორდნენ  ერთმანეთს.  მე მათ დავიცავ... - გოგონამ ცრემლები მოიწმინდა  და ისევ დაჟინებით დააცქერდა მდუმარე მიწას. მოულოდნელად სხეული გაუქვავდა, იგრძნო იქ მარტო არ იყო, ისიც არ იცოდა მოასწრებდა თუ არა რეაგირებას ამიტომ თავის დამშვიდება სცადა და უბრალოდ დაელოდა.
- მიცვალებულები არ ბრუნდებიან საყვარელო ბავშვო - სიჩუმეში გაისმა გულისამრევად ნაცნობი ხმა
- ლი ჯი ჰიონ! - თვალები დააკვესა ჰესუმ და კაცისკენ სწრაფად შეტრიალდა.
- მეგონა შენი მოხელთება გამიჭირდებოდა მაგრამ როგორც ვხედავ იმაზე სულელი ხარ ვიდრე მეგონა. ასეთ ადგილას მარტო არ უნდა იყო, მით უფრო შენს მდგომარეობაში.  ეს იმას ნიშნავს რომ ჩემი არ გეშინია, სათანადოდ არ მაფასებ. მე კი ვერ ვიტან ამას - ჩაისისინა კაცმა და ჰესუსკენ ნაბიჯი გადადგა, თუმცა გოგონა არც გარყეულა. - როგოც ჩანს ჩემი მუქარა სერიოზულად არ მიგიღია.
- იმ დღეს უნდა მომეკალი - ამოისისინა ჰესუმ, თან ცდილობდა რამე მოეფიქრებინა და ცოტა დრო მოეგო, ჯიბეში არსებული ტელეფონი საგანგებო რეჟიმზე მიმართა და სპეციალური ღილაკით სანგჩოლთან დარეკა. - ცოცხალი არ უნდა დამეტოვებინე.
- როგორ ბედავ ლაწირაკო - იღრიალა ჯი ჰიონმა. - არ შეგარჩენ იმას რაც გამიკეთე, როგორც დამამცირე. ამის გამო მწარედ დაისჯები. ჯერ მუცლად მყოფ შენს შვილს მოგიკლავ, შემდეგ კი შენ ამოგხდი წამებით სულს. ახლა კი ეგ ცეცხლსასროლი გადააგდე - ჰესუს ძარღვებში  სისხლი გაეყინა როცა მისკენ მიმავალი ათამდე შეიარაღებული მამაკაცი დალანდა. საკუთარ თავს ლანძღავდა ასეთი დაუკვირვებლობისთვის. სხვა გზა აღარ ჰქონდა ჩაბღუჯული იარაღი ნელი მოძრაობით გვერძე მოისროლა და თვალები სიმწრისაგან მაგრად დახუჭა.
- თუ ასეა აქ ვარ. შეგიძლია აქვე მესროლო და ყველაფერი დაამთავრო.  მიდი ლაჩარო, მესროლე და მორჩი ამ ფარსს - იღრიალა ბოლო ხმაზე სასოწარკვეთილმა გოგონამ - რადგან თუ ფიქრობ, გამტეხავ, ან შენდობას შეგეხვეწები ძალიან ცდები.
- მოკვდები მაშინ რიცა ამას მე მოვინდომებ - ჯი ჰიონმა ხელი მძლავრად მოუჭირა ჰესუს სუსტ სახეს.
- ხომ იცი რომ ამას არ შეგარჩენენ. მე სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ შენ ამის გამო ჯოჯოხეთი გელის დედამიწაზე.
- პატარა სულელო გოგო, შენ ამას ვეღარ მოესწრები, წამოიყვანეთ - უბრძანა ჯი ჰიონმა თავის ხალხს, მათაც ჰესუ შეკრეს, თავზე ბნელი ნაჭერი ჩამოაფარეს და იქაურობას სწრაფად გაეცალნენ მასთან ერთად.

........
- ჯანდაბა, ჯანდაბა ჰესუ სად ხარ? - სანგჩოლმა ქოშინით მოირბინა მთელი სასაფლაოს ტერიტორია თუმცა გოგონას კვალს ვერ მიაგნო, სასოწარკვეთილმა თავზე ხელები შემოიწყო, ვეღარ ფიქრობდა რა შეიძლებოდა ექნა. მოულოდნელად ბალახში მბზინავი სამკაული შენიშნა.
სასწრაფოდ მასთან მიირბინა ხელი მოკიდა და იგრძნო როგორ შეუნელდა გულის ცემა.  ეს ჰესუს კოლიე იყო, რომელიც სულ თან ჰქონდა, და რაც უარესია მასზე სისხლი იყო შემხმარი.
- ჯონგუკი, ჯონგუკს უნდა შევატყობინო. ჰესუს ბევრი დრო არ აქვს.

.........

ამაღამ დავდებ მეორე თავსაც, ისეთი საგიჟეთი მაქვს ვერ ვწერ მეტს ბოდიშით 😔😔😔

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro