3 თავი
მანქანა უკვე ერთი საათია მიჰქრის უკუნში. შიშისგან აკანკალებულ კიმ ჩენს მთელ საუკუნედ მოეჩვენა ეს დრო. კარგად იცნობდა ჯეონს და ისიც იცოდა როგორ უსწორდებოდა მოღალატეებს, სწორედ ამიტომ იყო ახლა ასეთ დღეში. ალბათ იკითხავთ, როგორ გაბედაო მისი ღალატი. ადამიანის ბუნება ხარბია, ხოლო როცა აგენტები მას საკმაოდ დიდ "საქმეს" და ხელშეუხებლობას დაჰპირდნენ ჯონგუკის ჩაშვების სანაცვლოდ ულაპარაკოდ დათანხმდა. ახლა კარგად აცნობიერებდა რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, თუმცა უკვე ძალიან გვიან იყო. ჯეონ ჯონგუკს არასოდეს არავისათვის მიუცია მეორე შანსი
კიდევ რამდენიმე წუთიც და მანქანა მიტოვებულ, ნახევრად დანგრეულ ქარხანასთან გაჩერდა. ძლიერმა ხელებმა უკანა სავარძელზე მოკუნტული ჩენი უხეშად გადმოათრიეს მანქანიდან და ქარხნისკენ დაიწყეს მისი გათრევა.
- ასე, ასე როგორი მნიშვნელოვანი სტუმარი შემოგვიერთდა არა ლამაზო. არ გინდა მამაშენს რამდენიმე სიტყვა უთხრა - გესლიანად ჩაილაპარაკა სკამზე მიბმულ გოგონასთან დახრილმა ჯონგუკმა და იმ წამს შემოყვანილ ჯიმ ჩენს გახედა.
- ხელი გაუშვი ნაბიჭვარო, მისი თავიდან ერთი თმის ღერიც რომ ჩამოვარდეს....
- რას იზამ - მთელს ქარხანაში ექოდ გაისმა ჯეონის მტკიცე, ცივი ბარიტონი. - მიპასუხე რას იზამ?? მე შემიძლია ახლავე ტვინი გავასხმევინო შენს გომბიოს ისევე როგორც შენი ცოლისა და ვაჟის შემთხვევაში და მერე შენც უკან მიგაყოლო. ან ასევე ცოტა გავერთო - მან ფრთხილად ჩაატარა იარაღი გოგონას მკლავზე, თან ჩენს თვალს არ აშორებდა. რას იტყვი??
- შენ საქმე ჩემთან გაქვს ჯონგუკ, შეეშვი ჩემს შვილს - ამოიხავლა უმწეოდ ჩენმა. გთხოვ გაუშვი ის, მე მომკალი, მზად ვარ პასუხი ვაგო.
- ღმერთო რა პათეტიკაა - ჩაიქირქილა ჯეონმა - შენ აუცილებლად მოკვდები, შენი გოგო კი აქედან პირდაპირ ჩემს კლუბში წავა, რათა იქ მყოფი სტუმრები გაართოს. მაგრამ მანამდე შენ მეტყვი ყველაფერს. რას დაგპირდნენ ჩემი გაყიდვის სანაცვლოდ, ან რამდენად ბევრი იციან.
- ამას ვერ გააკეთებ ჯონგუკ. თუ ჩემს შვილს არ გაუშვებ არაფერს გეტყვი. - ჯიბრიანად თქვა ჩენმა რამაც ჯონგუკის აფეთქება გამოიწვია. მან იქვე მდგომი სკამი კედელზე მიაფშვნა ჩენის სახე ხელებში მოიქცია და ძალიან საშიში ტონით ამოისისინა - საკმარისია, არამგონია შენ ახლა იმ მდგომარეობაში იყო რომ პირობებს მიყენებდე. აუცილებლად ილაპარაკებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემს ბიჭებს ვუბრძანებ შენს თვალწინ იხმარონ შენი შვილი და მერე ყელი გამოჭრან. ამაზე რას იტყვი. - ჩენი დუმდა რამაც ჯეონს ღიმილი მოჰგვარა. - ვგონებ შევთანხმდით. ბიჭებო გოგონა წაიყვანეთ კლუბში ვიოლეტას ჩააბარეთ რათა მისი მოვალეობები აუხსნას. ჩვენ კი ძაალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო.
.........
სეულის სამედიცინო უნივერსიტეტი.
- ჯანდაბა, ჯანდაბა დამაგვიანდა - სირბილით შევარდა უნივერსიტეტის ფოიეში ჰესუ და აქოშინებულმა აუდიტორიისკენ გასწია.
- მის კიმ ნუთუ ისევ აგვიანებთ - მოესმა ზურგს უკან თუმცს როგორც კი ხმის პატრონს მოჰკრა თვალი შვებით ამოისუნთქა
- სპენს - შვებით ამოისუნთა სუმ და გაღიმებულ ბიჭს გადაეხვია. - როდის დაბრუნდი, ღმერთო რამდენი დრო გავიდა.
- რამდენიმე დღის წინ, საბუთები ამ უნივერსიტეტში გადმოვიტანე აქ რა ხდება? უჩემოდ მოწყენილობა იყო არაა?
- რათქმაუნდა, ტარამ იცის რომ დაბრუნდი? ძალიან გაუხარდება შენი ნახვა .
- არა, მინდოდა სიურპრიზი მომეწყო ჩემი გოგონებისთვის.
- კარგი გენიოსო, ისედაც დავაგვიანეთ ჯობს ლექციაზე შევიდეთ.
სპენსი და ჰესუ აუდიტორიაში შევიდნენ, მათდა ბედად ახლა საკმაოდ ასაკიანი, ნახევრად თავადაც შეშლილი ფსიქიატრი ატაებდა ლექციას ასე რომ არ გასჭირვებიათ ჩუმად შეპარვა. ტარა ნაჩქარევად მოეხვია ბიჭს. ისიც ძალიან გაახარა დიდი ხნის უნახავი მეგობრის დაბრუნებამ.
ლექციებმა ერთფეროვნად ჩაიარა თუმცა დღეს არც არავის ეცალა ლექციებისთვის. სამი მეგობარი ერთმანეთთან ყოფნით ტკბებოდა.
- ჰესუ არ მჯერა, ნუთუ დეიდა კირას მდგომარეობა ასე დამძიმდა.
- ასეა სპენს, იმდენად რომ მისი სასწრაფოდ ფსიქიატრიულში გადაყვანა გახდა საჭირო. ვიცოდი რომ ეს დღე დადგებოდა, ჩვენი ყველა მოგონება თანდათან განადგურდებოდა და ერთ დღესაც საერთოდ ვეღარ მიცნობდა, მაგრამ როცა ფაქტის წინაშე დავდექი... ეს უმძიმესი გადასატანი იყო. ხედავდე შენი უსაყვარლესი ადამიანის თვალებში სრულ სიცივეს, სიცარიელეს. მან უბრალოდ ვერ გაიხსენა რომ მე მისი შვილი ვარ. -სუს თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა თუმცა მალევე აიყვანა თავი ხელში.
- ყველაფერი კარგად იქნება - გაამხნევეს მეგობრებმა.
- ღმერთო, რა კარგია რომ დაბრუნდი სპენსერ, ახლა სამივე ერთად ვართ როგორც ადრე.
- აიშ გეყოფათ ეს სიყვარულობანა, ჰესუ დაგვაგვიანდააა. - თავში ხელი შემორტყა ტარამ.
- არ მჯერა რომ ჯონგუკთან მუშაობას დათანხმდი - ამოიოხრა სპენსერმა.
- მოიცა შენც იცნობ?
- კი ჩემდა საბედნიეროდ ვიცნობ მასაც და მის ბანდასაც - სარკასტულად თქვა სპენსმა. - ჩემი და ტარას მშობლები ხომ პარტნიორები არიან. თავისთავად ჯონგუკის მშობლებსაც იცნობენ.
- წავედით. დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა, უნდა გამამხნევოთ - ამოიოხრა სუმ და სამივენი აბორიგენი ტომის მეომართა სულისკვეთებით გაემართნენ PARADISE ისაკენ
- მოკლედ ასე, ჰესუ ღრმად ჩაისუნთქე და მაარშ.. - მხიარულად შესძახა კლუბში შესულმა ტარამ თუმცა ღიმილი მაშივე შეახმა სახეზე როცა ერთ-ერთ მოცეკვავესთან მოფლირტავე ჯიმინი დაინახა გოგონა კალთაში ეჯდა და ჩანს საკმაოდ კარგ დროს ატარებდნენ. გოგონას თითქოს რაღაც ჩასწყდა, თვალებზე ცრემლები მოადგა თუმცა თავი ხელში აიყვანა და დანახულის დაიგნორება გადაწყვიტა. მას ბავშვობიდან უყვარდა ჯიმინი თუმცა იცოდა რომ მისნაირს იგი არ გახედავდა. სპენსერმა შეამჩნია ეს წამიერი ტკივილი გოგონას სახეზე, მან იცოდა ტარას ეს საიდუმლო, ზედმეტად აფორიაქებულ ჰესუს კი არაფერი შეუმჩნევია. სპენსერმა გამამხნევებლად მოუჭირა ხელზე ხელი ტარას, გოგონამ სუსტად გაუღიმა და შებრუნდა რათა ჯიმინისათვის გუკის ადგილსამყოფელი ეკითხა მოულოდნელად კი მის სახიფათო მზერას წააწყდა. ბიჭი მისა და სპენსის ჯერ კიდევ ჩაკიდებულ ხელს დაჟინებული აკვირდებოდა. ტარამ ეს მზერა არ შეიმჩნია.
- ჰეი ჯიმინშე, სადაა ჩემი ბიძაშვილი??
- კაბინეტშია, - გაეპასუხა ჯიმინი - გამარჯობა სპენსერ, მეგონა ისევ შტატებში იყავი.
- დავბრუნდი - ნიშნისმოგებით მიუგო სპენსმა და ტარას ხელი წელზე შემოხვია. ამან ატმოსფერო ძალიან დაძაბა, ტემპერატურა საკმაოდ აიწია და უკვე გააფთრებული ჯიმინი ლამის ჰაერში მოხსნა არსაიდან გაჩენილმა ჯონგუკმა.
- დაგაგვიანდათ ქალბატონებო, მე კი ლოდინს ვერ ვიტან. - ჩაიდუდუნა ჯეონმა მას მერე რაც ჯიმინი "გაანეიტრალა".
- არ გინდა დრამატიზება, უბრალოდ ლექციები ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდა - შეუბღვირა ტარამ.
- ვხედავ ჩვენს გოგოს გულშემატკივართა არმია მოჰყვა 1 სამუშაო დღეს, სპენსერ, არ მეგონა რომ ოდესმე დაბრუნდებოდი. - დამცინავად ჩაიცინა ჯონგუკმა
- ცუდად გეგონა - არ შეეპუა სპენსი.
- ჩვენ წავალთ, ჰესუ აბა შენ იცი. რომ მორჩები ჩემთან წამოდი. მე და სპენსი დაგელოდებით. - ჩაილაპარაკა ტარამ რომელმაც იგრძნო ისევ იძაბებოდა სიტუაცია, ჯიმინის მკვლელ მზერას ყირადღება არ მიაქცია და სპენსი გარეთ გაათრია. ჰესუ დაიბნა თუმცა მალევე გამოაფხიზლა მის კისერთან ჯონგუკის სუნთქვამ და უკან გახტა. როგორი მშიშარა პატარა გვყავს არა ჯიმინ? ნუ ღელავ შენნაირს ზედ არ შევხედავ, არაფრის გამო.
ჰოსოკ - დაიყვირა გუკმა და მის ხმაზე ისევ შეხტა გოგონა. - კარგია პატარავ, ჩემი უნდა გეშინოდეს - უჩურჩულა ჯეონმა და ტუჩი მოიკვნიტა რამაც წყობიდან გამოიყვანა ჰესუ, ის იყო მისთვის ჭკუის სწავლას აპირებდა როცა საოცრად სიმპატიური მომღიმარი ბიჭი გამოჩნდა, მეძახდი ბოსს?
- ჰო ეს ახალია, კარგად მოამზადე, ამაღამ მუშაობას იწყებს მიმტანად. ყურადღება მიაქციე რომ არაფერი აურიოს. - ამის გაგონებაზე ჰესუმ თვალები აატრიალა და ჰოსოკს გაჰყვა. ჯონგუკი კი ჯიმინს მიუბრუნდა.
- უნდა ვილაპარაკოთ. - კაბინეტში შესულები სავარძლებში მოთავსდნენ - გისმენ ჯონგუკ
- რას მისმენ, რას? ჯიმინ 18 წლის თინეიჯერი ხარ? რას აპირებდი მე რომ არ მომესწრო.
- ტყავი უნდა გამეძრო იმ ტიპისთვის.
- სულ გააფრინე?? კინაღამ დაიწვი
- არ მაღელვებს ვერ ხედავდი როგორ ეჭირა მისი ხელი? მინდოდა ადგილზე მომეკლა.
- ჯიმინ ტარა უნდა დაივიწყო, დამიჯერე გადაგივლის. ჩემი და რომ არ იყოს გეტყოდი ერთხელ იხმარე და ეგაათქო მაგრამ მაგას არ გაგაკეთებინებ.
- ვცადე, მასზე არ მეფიქრა, დამევიწყებინა მაგრამ ვერ შევძელი. როცა ვხედავ სხვა ეხება ჭკუიდან გადავდივარ. მინდა ნებისმიერი მოვკლა ვინც მიეკარება. ვიცი, ვიცი რომ ის ზედმეტად კარგია ჩემთვის, ზედმეტად პატარაა, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ თავს.
- არ მესმის - გულგრილად ამოილაპარაკა ჯომგუკმა.
- რათქმაუნდა არ გესმის, მაგრამ ერთ დღეს გაიგებ და როცა ეს დღე დადგება მიხვდებო რამდენად მტკიბნეულია გიყვარდეს, ვერ ეხებოდე, ვერ ეხუტებოდე და ამას ვიღაც სხვა აკეთებდეს... -ჯიმინმა ბრაზით ანთებული თვალები სივრცეს მიაპყრო ხოლო მისმა სიტყვებმა ალბათ სადღაც გულის სიღმეში სულ პატარა კვალი დაუტოვა გულქვა ჯეონს.
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro