Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

28 თავი

უკვე ერთი კვირაა რაც ცხოვრობს კაცთან, რომელსაც მამამისი ჰქვია, ყოველთვის ცდილობდა გაეხსენებინა მამა. მისი ჩახუტება, სითბო თუმცა ამას ვერ ახერხებდა. ელემენტარული გრძნობაც კი არ აკავშირებდა ამ ადამიანთან, ძარღვებში მისი სისხლი უჩქეფდა თუმცა ამაშიც კი ეპარებოდა უკვე ეჭვი. ერთმა კვირამ სწრაფად გაიარა. ორსულობის გამო საშინელი ტოქსიკოზი დაეწყო რის შედეგადაც გამუდმებით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უწევდა ყოფნა. ვონი ასე თუ ისე შეეგუა შვილის ამ მდგომარეობას თუმცა ჰესუ მაინც დიდ ყურადღებას იჩენდა, ყველა მედიკამენტისა და ექიმის მიმართ. მათ არ ენდობოდა, ირგვლივ საერთოდ არავის ენდობოდა. სიგიჟის ზღვარზე მყოფი მისდა გასაკვირად გამუდმებით ჯონგუკზე ფიქრობდა. მის თვალებზე, ძალიან უნდოდა მისი ბოხი ხმა გაეგო. ძილის წინ მისი სუნთქვა ეგრძნო.
- ყველაფერი ორსულობის ბრალია. - იმშვიდებდა თავს. სწორედ ამ უცნაური მდგომარეობის გამო გარისკა და ტარას დაურეკა, მასთან მისვლა სთხოვა. მტკიცედ იდგა,თუმცა შინაგანად ძალიან ეშინოდა. მეგობრებისგან ბევრი საყვედური მოისმინა ამდენი ხნით გაუჩინარების გამო, თუმცა მაინც ბედნიერი იყო. ახლა თავს მარტო აღარ გრძნობდა.
- უსინდისო, როგორ შეგეძლო აქამდენარ დამლაპარაკებოდი - ამოისლუკუნა ტარამ რომელიც მეგობარს მჭიდროდ ეხვეოდა.
- მაპატიე კარგი? - ჩაიხვნეშა ჰესუმ
- არა, არ გაპატიებ - ამოიბუზღუნა გოგონამ. დაბადებია დღეზეც კი უჩემოდ იყავი.
- ჯანდაბა დაბადების დღე არ აღმინიშნავს და საერთოდ, არ გეკონტაქტებოდი რადგან მეშინოდა რომ მასზე, აიშ....
- მოიცა შენ ჯონგუკის გამო მარიდებდი თავს. ჰესუ რა ხდება? - დადარაჯებულმა ჰკითხა ტარამ თუმცა იცოდა პასუხი
- შენი გაფრთხილება არ გავითვალისწინე, შემიყვარდა ტარა - ცრემლები წასკდა გოგონას და თავი მეგობრის კალთაში დადო. - მეც არ ვიცი როდის, ან რატომ მაგრამ შემიყვარდა. ყველაფერს ორსულობას ვაბრალებდი, მეგონა ეს იყო მიზეზე უაზროდ რომ ვტიროდი ყოველ ღამე. საცოდავი ვარ არა? - მწარედ ჩაიცინა და წამოდგა - საცოდავი ვარ მიყვარდეს კაცი რომლისთვისაც უბრალო გასართობიც კი არ ვყოფილვარ.

- ტარა გაოგნებული ისმენდა ჰესუს აღიარებას. ვერ წარმოედგინა რომ მის "გულქვა" მეგობარს ოდესმე შეუყვარდებოდა თან ვინ.... გოგონამ გუნებაში ჩაიღიმა - მე აქ ვარ, შენთან, ნუ ღელავ ვიცი ყველაფერი დალაგდება.  მითხარი, ხვალისთვის მზად ხარ? იქ  ჯონგუკის ნახვაც მოგიწევს.
- ვიცი და მზად ვარ. ტარა ყველაფერი იმაზე უარესადაა ჩანს. ვაპირებდი ამ კორონაციაზე უარი მეთქვა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ლი ჯი ჰიონმა დამირეკა. მას ჩემი მოკვლა აქვს გადაწყვეტილი. თუკი ძალაუფლება არ მექნება ამას აუცილებლად გააკეთებს.
- რას ამბობ ჰესუ, იქნებ ჯონგუკს ვუთხრა, არ დაუშვებს რომ რამე დაგემართოს, დაგეხმარება.
- სისულელეა, მას საფრთხეს ვერ შევუქმნი. ჩემი ბრალია, ჯი ჰიონი მე გამოვიწვიე. ნუ ღელავ შემიძლია გავუმკლავდე.
- მაგრამ შენს მდგომარეობაში..
- ახლა უფრო ძლიერი ვარ, დამიჯერე, ეს ბავშვი ძალას მაძლევს. მის გამო ყველას დავუპირისპირდები. ის აუცილებლად მოევლინება ამ ქვეყანას. - მტკიცედ წარმოთქვა ჰესუმ და დაქალს თვალი გაუსწორა.

.........

ჯონგუკმა სახლი დილაადრიან დატოვა და შეკრების ადგილისაკენ გაემართა, ერთი სული ჰქონდა ჰესუ ენახა. სულ მალე იქაურობას სხვადასხვა მაფიოზური კლანის წარმომადგენლები შეუერთდნენ. უხუცესებმა ნიშანი მისცეს და მათ წინ მალევე კიმ ვონი წარსდგა. ჯონგუკს  თითქმის არ გაუგია მისი საუბარი, მზერა იმ ცარიელი ადგილისაკენ ჰქონდა რომელიც სავარაუდოდ ჰესუსათვის იყო განკუთვნილი
- როგორც მოგეხსენებათ, ჩემი ვაჟი შარშან მაფიოზური გარჩევებისას მოკლეს, ამის გამო ჩემს ადგილს მისი ტყუისცალი კიმ ჰესო დაიკავებს, ის... - ამაყად წარმოთვა ვონმა თუმცა ჯონგუკმა ცივად გააწყვეტინა - ჯეონი, ჯეონ ჰესუ და არა კიმ ჰესუ, შეგახსენებთ რომ ის ჩემი მეუღლეა და ჩემს გვარს ატარებს.
- სულერთია, - ჩაიბურტყუნა ვონმა- ჰესუ ძვირფასო გთხოვ შემოხვიდე და შენი ადგილო დაიკავო - ამ სიტყვებს თან ჩურჩული მოჰყვა, ყველას აინტერესებდა მიზეზი რის გამოც ჯონგუკი და ჰესუ ცალცალკე მოვიდნენ, რამდენიმე წუთში კი ჰესუც გამოჩნდა  რის გამოც სრული მდუმარება ჩამოვარდა დაებსზში. ისინი მონუსხულები იყვნენ გოგონას სილამაზით. მისი ანგელოზის სახე და მკაცრი მზერა უბრალოდ ატყვევებდა მათ.

ჯონგუკი თვალს ვერ აშორებდა ჰესუს, ულამაზესი იყო მაგრამ მისი სახე ზედმეტად ფერდაკარგული ეჩვენა, გოგონა ძალიან გამხდარი იყო. მისი უსიცოცხლო გამოხედვა გულს უკლავდა ჯეონს. მომენტალურად მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. ისინი ერთმანეთის თვლებში დაიკარგნენ, გოგონამ სუსტად გაუღიმა და თავი ოდნავ დაუკრა. მის ამ უბრალო ჟესტზე ჯონგუკს გული გაუთბა, ამ კვირის მანძილზე მილიონჯერ მაინც წარმოიდგინა ეს მომენტი ალბათ და ძალიან ეშონოდა გოგონას თვალებში მისადმი ზიზღი არ დაენახა. ჰესუს ის არ ძულს. მთავარი ესაა. გოგონამ თავისი ადგილი დაიკავა იქ მყოფთ მიესალმა. ამის შემდეგ ყველაფერი სწრაფად წარიმართა. ჰესუ გამოაცხადეს ვონის ოფიციალურ მემკვიდრედ. კორონაციის შემდეგ კი წვეულება გაიმართა. ამდენმა მილოცვამ, ხმაურმა გოგონა ცუდად გახადა. იგი ბარბაცით გაუყვა კედელს, გარეთ გასასვლელად, რათა ჰაერზე ცოტა მოსულიერებულიყო. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ მთლიანად გამოეცალა ძალა, ბოლო კი რაც იგძნო მასზე შემოხვეული თბილი, ძლიერი მკლავები იყო, რომლებმაც დაცემის უფლება არ მისცეს.....

...........

ჯონგუკი მთელი ამ დროის განმავლობაში თვალს ადევნებდა ჰესუს, მისი მდგომარეობა საშინლად ანერვიულებდა. გოგონა არცისე ჯანმრთელად გამოიყურებოდა, ბოლოს კარისკენ მიმავალი შენიშნა, მის სახეზე დანახულმა ემოციამ მიახვედრა ცუდად იყო და დაუფიქრებლად მისკენ წავიდა. როცა ჰესუმ ონება დაკარგა როგორღაც მოასწრო მასთან მივარდნა და მკლავებში მოიქცია. გოგონას სხეული მძლავრად ჰყავდა გულში ჩაკრული, მის სურნელს ღრმად ისუნთქავდა და განუწყვეტლოვ უკოცნიდა ლოყებს.

............

ხალხო საშინლად ავად ვარ 😔😔 ასე რომ თუ სისულელე დავწერე არ გაგიკვირდეთ. მიყვარხართ

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro