27 თავი
სიყვარული - ეს მხოლოდ ილუზიაა, ლამაზი ზღაპარი, ფერადი ოცნება, მაგრამ ის მაინც გათბობს, შინაგანად გავსებს. ყველაზე გაყინულ გულსაც კი ალღობს. ყველაზე უგრძნობ ადამიანსაც აიძულებს მის წინაშე დაიჩოქოს. თავი დაკარგოს წუთისოფლის ყველა სიტკბო შეიგრძნოს, თუმცა ზუსტად ეს გრძნობა აიძულებს ამ უკანასკნელს წინანდელზე საშიშ მონსტრად იქცეს, როცა ართმევს მას ვინც ბედნიერება განაცდევინა. სწორედ ამას ჰგავდა ახლა ჯონგუკის მდგომარეობა. წვეულება აბსოლიტურად წაშლილმა დატოვა. საშინლად იყო გაბრაზებული, გულნატკენი თუმცა გულის სიღრმეში ეცინებოდა, ვერ იჯერებდა, რომ ეს მას დაემართა თვით ჯეონ ჯონგუკს, მას ვინც 10 ობით გოგონას ატკინა გული. ვინც თავისი სისატიკით ცოვრება დაუნგრია ბევრ ადამიანს. ეს თითქოს სასჯელი იყო წუთისოფლისგან მოვლენილი. ჯეონმა უხმაუროდ გაიარა მანქანიდან სახლამდე მანძილი და როგორც კი შიგნით ფეხი შედგა თვალწინ დაუდგა ჰესუ, რომელიც შეჭმუხვნილი სახით ცდილობდა ჭაღის ჩამოხსნას, მერე კი მჭიდროდ ეკვროდა მის მკერდს თვალდახუჭული. ჰესუ, რომელიც კისრისტეხით ჩამორბოდა კიბეზე, ხოლო მისი სიცილი მთელს სახლს ათბობდა. მკვეთრად იგრძნო საძინებელში შესულმა მისი სურნელი, რომელსაც გოგონას ტანსაცმელი აფრქვევდა. ამ სურნელმა მისი უნაკლო სხეული გაახსენა, ეს სხეული მხოლოდ ერთხელ შეიგრძნო, მაგრამ მისი დავიწყება ვერაფრით მოახერხა. ბიჭმა მწარედ ჩაიცინა და გაუხდელად მიწვა საწოლზე. ცუდად იყო, ძალიან ცუდად. თითქოს მის გარეშე სული სხეულს ტოვებდა, სუნთქვაც კი უჭირდა მის გარეშე.
- ნუთუ ესაა სასჯელი?? ნუთუ შენი უპასუხო სიყვარულით უნდა მომეწამლოს ცხოვრება ჰესუ? არა ძვირფასო, ჩემთამ დაგაბრუნებ, არ მაღელვებს ნებით თუ ძალით. შენ ჩემთან იქნები უბრალოდ ცოტაც მოითმინე..... - გულდამძიმებულს ძალიან გვიან და ღრმად ჩაეძინა.
...........
- შეძელი ჰესუსთან დარეკვა? - ჰკითხა აფორიაქებულმა ტარამ სპენსერს რომელიც მთელი საათია ცდილობდა მეგობარს დაკავშირებოდა.
- ვერა ტარა, მიუწვდომელია. - ამოიხვნეშა სპენსმა
- ღმერთო ჭკუიდან გადამიყვანს, ნეტა როგორაა?
- კარგად იქნება, ჰესუ ძლიერია, ძალიან ძლიერი. ჩვენზე ორივეზე გამბედავია- მოეხვია სპენსერი აქვითინებულ გოგონას.
- სპენსერ რიდ მოაშორე ხელები ჩემს გოგოს სანამ მოთმინება დამიკარგავს- არსაიდან გაისმა ჯიმინის ავისმომასწავებელი ხმა და ბიჭმა თვალები აატრიალა. - დამშვიდდი ძმაო, და შეიგნე ბოლოს და ბოლოს ტარა და ჰესუ ჩემთვის პატარა დებივით არიან მეტი არც არასოდეს არაფერი მდომებია მათგან. ახლა დაგტოვებთ - გაბეზრებით თქვა ბიჭმა, ტარას შუბლზე აკოცა და გოგონას პროტესტის მიუხედავად იქაურობას გაეცალა.
- ჯიმინ რა გემართება? - განაწყენებულმა ახედა ტარამ - სპენსერი ჩემი საუკეთესო მეგობარია.
- ვიცი, ვიცი პატარავ, - ამოიბურტყუნა გოგონას ყელში ჯიმინმა - მაგრამ როცა სხვა გეხება და გულში გიხუტებს თვალზე ბინდი მეკვრება. თავს ვერ ვაკონტროლებ.
- ჯანდაბა, ჯიმინ ხანდახან მგონია რომ 19 წლის შენ ხარ და არა მე - მობეზრებით გააქნია თავი.- კარგი შევეშვათ ამას, ხომ არ იცი ჰესუ სად არის?
- მამამისთან- ამოიოხრა ჯიმინიმა და მომენტალურად ისევ გაცოფებული ჯონგუკი დაუდგა თვალწინ.
- საად? მოიცა ჰესუ რა ბატონ კიმს შეხვდა?
- პატარავ, წამოდი, რამე ვჭამოთ, თან ყველაფერს გიამბობ. - ჯიმინმა ტარას ხელი ჩაკიდა და მანქანისკენ გაათრია.
..........
- რაც უნდა მითხრა ამ ბავშვს ჩემს შვილიშვილად არ ვცნობ ჰესუ, მოვითხოვ რომ დაუყოვნებლივ გაიკეთო აბორტი. - თავისას არ იშლიდა კიმ ვონი - ნუთუ შეგიძლია ეგ ბავშვი გიყვარდეს როცა იცი მამამისმა შენი ტყუპისცალი მოკლა?
- საკმარისია- მრისხანედ ჩაისისინა ჰესუმ. - ჯონგუკს არ მოუკლავს ტესო ეს კარგად ვიცი. ისიც კარგად მომეხსენება რა თამაშს თამაშობდით შენ და ჯეონი. გავიგე როგორ ესაუბრებოდა ჯონგუკი მამამმისს. მან არ იცოდა ტესოს მკვლელობაზე. და ასეც რომ იყოს როგორ შემიძლია ძმა ვუწოდო? მთელი ეს დრო ვეძებდი. მენატრებოდა. მეგონა რომ ცუდად იყო და ამიტომ ვერ მოდიოდა ჩემთან. მეგონა რომ ისიც მეძებდა, რომ მასაც ვჭირდებოდი. თურმე არა, ის სიცოცხლით და შენი ფულით ტკბებოდა მაშინ როცა მე და დედა შიმშილით ვკვდებოდით, მე მარტო ვიყავი სრულიად მარტო სულით ავადმყოფ დედასთან ერთად, ირგვლივ ყველას დაცინვას, სიბრალულს ვიტანდი. იცი რომ 10 წლიდან ვმუშაობ? ერთხელ მაინც დაინტერესდი როგორ ვცხოვრობდი? სიმართლე თუ გაინტერესებს ერთადერთი ადამიანი ვინც რეალურად დამეხმარა ჯონგუკი იყო. მიუხედავად ყველაფრისა ის ნამდვილად დამეხმარა. თუნდაც მას მოეკლა ტესო არ მანაღვლებს. შვილს არ მოვკლავ. მე ჩემს შვილს არ მივატოვებ, ტესო კი, ის არაა ჩემი ძმა. - ჰესუ ამ ყველაფერს ზიზღით ამბობდა, მისი თითოეული სიტყვა ტვინში ურტყამდა ვონს, წყობიდან გამოსულმა ხელი აღმართა დასარტყმელად თუმცა გოგონამ მძლავრად დაუკავა მაჯა - არა მამა, უფლებას არ მოგცემ დამარტყა, რახან აქ მომიყვანე კეთილი ინებე და სიმართლეს თვალი გაუსწორე. დაკმაყოფილდი იმით რომ ქმარს ვეყრები. შვილზე უარს არ ვიტყვი. ახლა კი ჩემი ოთახი მაჩვენეთ, დაღლილი ვარ.
ერთი კვირის შემდეგ.
იმ დღიდან რაც ჰესუ მისგან წავიდა ჯონგუკი წინანდელზე აუტანელი და სასტიკი გახდა. მისი ქმედებებით საკუთარ მეგობრებსაც კი აოცებდა. იგი მთელს დღეებს სამსახურში ატარებდა, ღამით კი ჰესუს მონატრებას სასმელში იკლავდა. მასთან დალაპარაკებაც კი შეუძლებელი იყო. ამ დროის მანძილზე ალბათ ათასჯერ მაინც უნდოდა წასულიყო ვონთან და ძალით წამოეყვანა ჰესუ. ჯიმინმა ძლივს შეძლო მისი გადარწმუნება უხსნიდა რომ უხუცესები ამის გამო სასტიკად განრისხდებოდნენ. რომ ჰესუს ნერვიულობა მისი ორსულობის გამო არ შეიძლებოდა. ჯონგუკი კი მის გარეშე ნელნელა ეფლობოდა სიბნელის ჭაობში.
........
- ძმაო, შენთვის კარგი ამბავი მაქვს - კაბინეტში შტურმით შევარდა გახარებული თეჰიონი და სავარძელში გადაწოლილ მეგობარს მიმართა, რომელიც უკვე კარგად შემთვრალიყო. - კიმ ვონი ხვალ ჰესუს უხუცესებს წარუდგენს. იქ შეძლებ მის ნახვას.
- ცოტაც, სულ ცოტაც და ისევ ჩემთან მეყოლები, ცოტაც - ჩაიღიმა ჯონგუკმა და ვისკის ჭიქა ზალპით გამოცალა
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro