26 თავი
ჰესუ მდუმარედ მართავდა მანქანას, ხმის ამოღებას ვერც კიმ ვონი ბედავდა. კაცი ხვდებოდა რომ გოგონას, რომელიც გვერდით ეჯდა არაფერი ჰქონდა საერთო მის საყვარელ ჰესუსთან. მოულოდნელად მანქანა მოწყვეტით გაჩერდა, ჰესუმ ღვედი შეიხსნა და ვონსაც ანიშნა რომ მანქანიდან გადმოსულიყო.
- გადმოდი, და შენს ფინიას, რომელიც მთელი გზაა კუდზე გვაზის უთხარი სწრაფად მოგვიახლოვდეს.
- ახლავე - გაოცებულმა ვინმა ტელეფონი მოიმარჯვა და სანგჩოლს დაურეკა. - აქ მოდი, სწრაფად.- ჰესუმ ტელეფონი მოისროლა და მამის დადარაჯებულ მზერას საკუთარი გულუბრყვილო თვალები შეაგება.
- რატომ გიკვირს? გეგონა ვერ შევამჩნევდი რომ აგვედევნა? ისედაც ვაპირებდი ამ მანქანის მოშორებას, დარწმუნებული ვარ რომ ჯი პი ესი დაამაგრა. ბოლოს და ბოლოს მაფიოზის სისხლი მიჩქეფს ძარღვებში - ცივად ამოისისნა გოგონამ. მალევე სანგჩოლიც მოუახლოვდათ, ჰესუმ და ვონმა სწრაფად დაიკავეს ადგილები და მანქანაც სწრაფად მოსწყდა ადგილიდან.
- დარწმუნდი რომ არავინ მოგვდევს? - წარბშეჭმუხვნით იკითხა კიმმა
- დიახ, გზა სუფთაა - თავი დაუკრა სანგჩოლმა და ჰესუ სარკეში ყურადღებით შეათვალიერა. მათი თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა თუმცა გოგონამ მალევე მზერა აარიდა და სივრცის თვალიერება განაგრძო.
........
- ჯანდაბა, ჯონგუკ ჰესუ არსად არის.- სუნთქვა შეგუბებულმა ძლივს ამოთქვა ნამჯუნმა და გაცეცხლებულ მეგობარს თვალი აარიდა.
- ამის დედაც, - იღრიალა მთელი ხმით გაცოფებულმა - სად ხარ ჰესუ, სად. იქნებ რამე სჭირს, ჯანდაბა - ჯონგუკი სრულიად უკონტროლო იყო იმის გაფიქრებაც კი აგიჟებდა რომ ჰესუ მისგან წაიყვანეს. რომ არ იცოდა ახლა რა მდგომარეობაში ჰყავდათ მისი ცოლშვილი.
სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადგილს ვერ პოულობდა როცა მის ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა
- გისმენთ - შეეცადა მშვიდი ხმით ეპასუხა
- ჯონგუკ, მე ვარ, ჰესუ - ჯეონმა როგორც კი გოგონას ხმა გაიგო ერთიანად დამშვიდდა, ჰესუ აშკარად აუღლვებლად საუბრობდა, თუმცა მალევე მოაწვა მრისხანების ტალღა
- სად ხარ? იცი მაინც რომ გიჟივით დაგეძებ, ახლავე მითხარი სად ხარ, მოვალ და წამოგიყვან. - ჩასძახა მტკიცედ თუმცა გაგონილმა მთელი მისი სამყარო თავზე ჩამოაქცია.
- მე მამაჩემთან ვარ ჯონგუკ, ყველაფერი ვიცი, და ყველაფერში ყველაფერს ვგულისხმობ. დაგირეკე იმის გამო რომ არ მინდა მეძებო. როცა ბავშვი დაიბადება თავად მოგძებნი. მასთან არ დაგაშორებ. რაც შეგვეხება "ჩვენ", ეს ტერმინი აღარ არსებობს. უახლოეს პერიოდში ჩემს იურისტებს გამოგიგზავნი განქორწინების საბუთებზე ხელის მოსაწერად, მერე კი...
- არ გაგეყრები - გააწყვეტინა ჯონგუკის გაყინულმა ბარიტონმა - არასდროს გაგეყრები, თავისუფლებას ვერ მიიღებ რადგან შენ მე მეკუთვნი ჯეონ ჰესუ - ჩასძახა ტელეფონში თუმცა მეორე მხრიდამ მხოლოდ გაბეზრებული ქშუტუნი გაიგო.
- საკმარისია ჯონგუკ, ვერაფერს იზამ. დამთავრდა, ყველაფერი მორჩა. - კავშირი გაწყდა არემარე კი ჯეონის გამწარებულმა ღრიალმა მოიცვა. - გგონია გამექეცი? ჩემგან ასე მარტივად ვერ დააღწევ თავს ჰესუ
დაგიბრუნებ და მწარედ დაგსჯი.
............
- შენ რა ორსულად ხარ? - მკაცრად გახედა კიმ ვონმა შვილს.
- კი ვარ, და რა მერე? - გაბეზრებით იკითხა ჰესუმ
- შენ მის შვილს არ გააჩენ. - შეუვალი იყო ვონი.
- არ ვაპირებ ამ ვითარებაში მსგავს თემაზე საუბარს - სანგჩოლზე მიანიშნა ჰესუმ და ისევ სივრცეს გახედა.
- სანგჩოლი ჩემი მარჯვენა ხელია ჰესუ - უკმაყოფილოდ თქვა ვონმა, ამ დროს კი მანქანა საკმაოდ დიდი და ლამაზი ვილის წინ გაჩერდა.
- ეს ბავშვი გაჩნდება და ამაზე კამათს არ ვაპირებ- ჰესუ სახლისაკენ დაიძრა მაგრამ მამის ხმამ დღეს უკვრ მეორედ აიძულა შეჩერებულიყო.
- ასეთ შემთხვევაში ჩემგან ვერაფერს მიიღებ - ნიშნის მოგებით უთხრა ვონმა თუმცა მალევე შენიშნა ჰესუს სახეზე ცინიკური ღიმილი
- მაგას არ იზამ, ასეთ შემთხვევაში ჩემს ძებნას არ დაიწყებდი, შენ მე გჭირდები მამიკო, შენი ბინძური სულის გადასარჩენად გჭორდები ამიტომ მაგას არ გააკეთებ - ჩაიწირწილა ჰესუმ და სახლში გაუჩინარდა.
- ჭეშმარიტად თქვენი მემკვიდრეა - ღიმილით დაუკრა თავი სანგჩოლმა კიმ ვონს, მამაკაცმა კი პასუხსდ მხოლოდ ღრმად ამოიოხრა და ჰესუს მიყვა.
...........
- როგორ გამაცურა, ეს როგორ ვერ გავთვალე - ბობოქრობდა ჯი ჰიონი და მის ირგვლივ ყველაფერს ანადგურებდა.
- ბატონო ნაკერი გაგეხსნებათ - მის დაშოშმინებას ცდილობდნენ დაცვის წევრები თუმცს უშედეგოდ.
- პატარა ძუკნა, ამას არ შეგარჩენ, ჩემი ხელით ამოგგლეჯ გულს. ჩემთან არ უნდა გეთამაშა.
- ახლა რა უნდა ვქნათ შეფ? - იკითხა ჯი ჰიონის ერთერთმა ქვეშევრდომმაა.
- ჯერჯერობით არაფერს, ახლა უნდა დაველოდოთ როდის დაგლეჯენ ერთმანეთს კიმები და ჯეონები. როცა ერთმანეთთან ბრძოლით დაღლილები ყურადღებას მოადუნებენ სწორედ მაშინ დავიწყებთ მოქმედებას და მათ გავანადგურებ......
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro