25 თავი
-რა თქვი? წვეულება? -გაბრაზებული წამოხტა ფეხზე ჯონგუკი როცა ჯიმინმა უხუცესების დანაბარები გადასცა.
- მშვიდად ძმაო, ზუსტად ასეა, მათ სურთ შენი და ჰესუს საპატივცემულოდ წვეულება გამართონ. ასევე ჯერ არდაბადებული პატარასთვის. - ჩაიღიმა ჯიმინმა.
- აქ რაღაც ისე არ არის, არ მომწონს რომ ჰესუმ მათ წინ უნდა იტრიალოს. იქ მამამისიც იქნება. ჯანდაბა რაღაც ჩაიფიქრეს ნამვილად. - უფრო დაიძაბა ჯეონი - მაგრამ რომელმა მხარემ? აი ესაა გასარკვევი.
- ჯი ჰიონი იქ ვერ მივა, შენ იცი რომ ყველა მკვდრად თვლის, ასე უცებ ვერ გამოჩნდება. რაც შეეხება ჰესუს, ნუ ღელავ ჩვენ თვალს არ მოვაშორებთ, ვერავინ ვერაფერს გაბედავს.
- ჰესუმ სიმართლე არ უნდა გაიგოს, არ უნდა იცოდეს ვინაა მამამისი.
- ნუ ღელავ, ყველაფერს მივხედავთ.
ჯიმინმა კაბინეტი დატოვა, ხოლო ჯონგუკს არ ასვენებდა რაღაც ამოუხსნელი შიში რაც აქამდე არასდროს განუცდია. ეს არც იყო გასაკვირი. პირველად შეუყვარდა, პირველად მიხვდა რამდენად რთულია იმის გააზრება რომ შეიძლება საყვარელ ადამიანი, ახლა უკვე ადამიანები დაკარგო. ეს საერთოდ უცხოა მისთვის და ახლა ვერ ეგუება. ეს ფიქრები შიგნიდან ჭამს, მოსვენებას უკარგავს და აცოფებს. დასამშვდებლად ახლა მხოლოდ ჰესუს ხმის გაგონება სჭირდება რომელიც სავარაუდოდ გამოცდაზეა თუმცა ეს არ ანაღვლებს და რეკავს.
.....
- ჯანდაბა სერიოზულად ჯონგუკ, გამოცდაზე ვარ - ჩურჩულებს ჰესუ, რაზეც ბიჭს ეღიმება.
- ყველაფერი რიგზეა?
- მაგისთვის დამირეკე? ნამდვილად გამაბუნძულებენ და სამარეს გაგითხრი - დაექადნა გოგონა და გაუთიშა. - არანორმალური მანიაკი.
- ყველაფერი რიგზეა? - უჩურჩულა ტარამ
- შენი ბიძაშვილი თავს მომაკვლევინებს - გაბეზრებით ჩაიჩურჩულა ჰესუმ და ტესტს დაუბრუნდა.
.........
- ბატონო კიმ, ეს თქვენთვისაა- მოსამსახურემ მომცრო ზომიდ კომვერტი შემოუტანა საქმეში ჩაფლულ კიმ ვონს და თავის დაკვრით ოთახი დატოვა.
-წვეულება?? იქ ჩემი შვილი იქნება ეს შანსი უნდა გამოვიყენო - ჩაილაპარაკა ვონმა და მის წინ დადებულ მოსაწვევს კიდევ ერთხელ დააკვირდა.
..........
- არ მჯერა რომ გამოცდებს მოვრჩით - ამოიოხრა ტარამ როცა აუდიტორია დატოვეს.
- საშინლად მშია რამე ვჭამოთ კარგი?- წარბები აათამაშა სპენსერმა და ორივენი მაშივე დასთანხმდნენ თუმცა ჰესუს მაშინვე გაახსენდა რომ მთელი ბატალიონი გააყოლა ჯონგუკმა დაცვად და მძიმედ ამოიოხრა. - არამგონია შევძლო, მთელი არმიით ვარ წამოსული.
- ქალბატონო ჰესუ, ბატონი ჯეონი გთხოვთ ტრლეფონთან- დაცვის ერთ ერთმა წევრმა მათთან მიირბინა და გოგონას მობილური მიაჩეჩა.
- სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი? რატომ გამორთე- გაისმა მეორე მხარეს ჯონგუკის გაბრაზებული ხმა.
- იქნებ იმიტომ რომ ვიღაც გამოცდის წერას არ მაცდიდა - დაუცაცხანა ჰესუმ.
- კარგი, მისმინე ახლა წახვალ და წვეულებისთვის კაბას შეარჩევ. სთხოვე ტარას გამოგყვეს, თუ არ შეუძლია დამირეკე, მე გამოგყვები.
- არა, შეუძლია, ტარა და სპენსი წამყვებიან, მაგრამ იქნებ ესენი...
- არც იფიქრო დაცვის გარეშე წასვლა- მკაცრად უთხრა ჯეონმა და ყურმილი დაკიდა.
- აიშ რა ხასიათი აქვს.
- რა ხდება? - ინტერესით იკითხა სპენსმა.
- მითხრა რომ წვეულებისთვის კაბა ვიყიდო.
- ჰოდა წავიდეთ - ტაში შემოჰკრა ტარამ.
........
- როგორაა საქმე?
- ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის ბატონო ლი. წვეულებაზე საშუალება გექნებათ ჰესუ ნახოთ, ისე რომ თქვენს იდენთიფიცირებას ვერ მოახდენენ.
- ძალიან კარგი თავისუფალი ხარ- კმაყოფილად ჩაიღიმა მამაკაცმა და მის წინ მდგომს ფულით სავსე კონვერტი მიუგდო.
საღამოს 6.00 საათი ჯეონების რეზიდენცია.
- ვაგვიანებთ - გასძახა ჯონგუკმა ჰესუს რომლის გამოსვლას არა და არ დაადგა საშველი.
- აიშ რა გაღრიალებს, მოვდივარ, - გაეპასუხა გოგონა და მალევე დაეშვა კიბეენზე შეწუხებული სახით. ჯეონმა როგორც კი თვალი მოჰკრა კიდევ ერთხელ მოინუსხა მისი სილამაზით
ჰესუ მართლაც უზადოდ გამოიყურებოდა. გოგონამ როცა ქმრის რეაქცია შენიშნა შეუმჩნევლად ჩაიცინა და სახის წინ ხელი აუფრიალა. -ჰეჰ მე სულ ასეთი ლამაზი ვიქნები, მგონი გვაგვიანდებოდა.
- ჰო, წავედით - უხერხულად შეიშმუშნა ჯონგუკი, გოგონას ხელი ჩასჭიდა და მანქანისაკენ წაიყვანა თან მთელი სერიოზულობით მოძღვრავდა.
- არავის გამოელაპარაკო და გვერდიდან არ მომშორდე, გასაგებია? უბრალოდ მივალთ, ცოტა ხნით და მალე დავბრუნდებით უკან, გასაგებია?
- კარგი, კარგი. - თავი დაუქნია მორჩილად ჰესუმ. - ისედაც თავი მტკივა...
...........
კანების მამული უზადოდ იყო მორთული, ეზო, სადაც წვეულება იმართებოდა სავსე იყო სტუმრებით, ყველაზე ბოლო ჯონგუკი და ჰესუ გამოცხადდნენ და ყველასგან გამორჩეული წყვილი მალევე მოექცა ყირადღების ქვეშ. ბატონმა კანმა, მათ მიმართ მისალოცი სიტყვა წარმოთქვა და წვეულებაც გახსნილად გამოცხადდა. ჯონგუკი ყველანაირად ცდილობდა ცოლი გვერდიდან არ მოეშორებინა, გული ცუდს უგრძნობდა. სწორედ ამიტომ სთხოვა ნამჯუნს და ამ წვეულებაზე მისი ხალხი გადაცმული შემოაყვანინა.
- ჯანდაბა, ერთი წუთით არ შორდება გოგონას, როგორმე უნდა მიუახლოვდეთ- თავის ბიჭებს გადსჩურჩულა ჯი ჰიონმა და სახეზე სპეციალურად მორგებული უზარმაზარი სათვალე შეისწორა. მეორე მხრივ კიმ ვონი ცდილობდა შვილთან მიახლოვებას თუმცს ჯონგუკის ხალხი ოსტატურად იშორებდა მას. ჰესუ კი თავს უცნაურად გრძნობდა. თითქოს მთელი ამ დროის განმავლობაში ვიღაც ყურადღებით აკვირდებოდა. მოულოდნელად მან შეამჩნია ახალგაზრდა რომელიც იმ დღის ინცინდენტიდან ეცნო. ბიჭმა თვალი თვალში გაუყარა და ანიშნა გაყოლოდა. მათი თვალის კონტაქტი ჯონგუკისათვის შეუმჩნებელი დარჩა. ჰესუმ არ იცოდა რა ექნა. გრძნობდა რომ ჯონგუკი ძალიან შეიცვალა, რაღაცას უმალავდა. ეს იცოდა, იმასაც ხვდებოდა რომ არაფერს ეტყოდა, ამიტომ მასში მეამბოხე სულმა გაიღვიძა და გადაწყვიტა თავად გაერკვია ყველაფერი.
- ჯონგუკ - მკლავზე მოქაჩა ჰესუმ ქმარს და მანაც სწრაფად მოხედა გოგონას - საპირფარეშოში გავალ, კარგი? მინდა თავი მოვიწესრიგო
- გამოგყვები - შესთავაზა ჯეონმა.
- კარგი რა, ზედმეტად ღელავ - გაუღიმა გოგომ - ახლავე დავბრუნდები, უბრალოდ არსად წახვიდე.
- კარგი - დაბნეულად ამოილაპარაკა ჯეონმა თუმცა მაიმც დაეთანხმა. ჰესუ ნელა მოშორდა ბიჭს და იქეთ გაემართა სადაც ის ბიჭი შენიშნა. მალევე დაინახა კიდევაც ის ბისაც ეძებდს დს მისი მითითებული კოორდინატებით წავიდა. ჰესუ სულ მალე დიდ კართან გაჩერდა, მისი გათვლით ეს კაბინეტის უნდა ყოფილიყო და არც შემცდარა, ღრმად ჩაისუნთქა, მტკიცედ შეაღო მასიური ხის კარი და შიგნით შევიდა, სადაც შუა ხნის მამაკაცი სავარძელში იჯდა და გოგონას ეშმაკური ღიმილით უმზერდა
- გელოდებოდი კიმ ჰესო, გელოდებოდი რათა ყველაფრისთვის მომეფინა ნათელი რაც შენს ოჯახს და შენს ტყუპისცალ ძმას ეხება. - ცბიერი ღიმილით თქვა მამაკაცმა და გოგონას სავარძლისკენ მიუთითა. ჰესუმ თავი ამაყად ასწია და საბარძელში მამაკაცის გვერდით ადგილობდაიკავა
- ბევრი დრი არ მაქვს. სწრაფად მითხარით რა გინდათ ჩემგან. რატომ დადგით ის სპექტაკლი ჩემი ძმის სახელით?
- ოჰო, უშიშარი გოგონა ჩანხარ? დავიჯერო ჩემი არ გეშინია?
- და რატომ უნდა მეშინოდეს? გიმეორებთ, ბევრი დრო არ მაქვს.- გოგონას მტკიცე ხმამ და მზერამ ჯი ჯიონი მიახვედრა რომ ყველაფერი მთლად მისი გათვლით არ წავოდოდა და ფრხილად დაიწყო
- მე ლი ჯი ჰიონი ვარ. მაფიის ბოსი. ერთ ერთი ძლევამოსილი კლანის ხელმძღვანელი. პირველ რიგში გეტყვი იმას რომ მე ოდესღაც მამაშენს ვიცნობდი. ისიც ერთერთი ჩვენგანი იყო. საკმაოდ ძლევამოსილ კლანს მეთაურობდა. შეიძლება ითქვას რომ მე მამაშენი და ჯეონ ლინი განუყრელი მეგობრები ვიყავით..... - ჰესუ უსმენდა მის მონათხრობს და ყოველი სოტყვა მის გონებაში ღრმად ილექებოდა, მისი სულის აფორიაქებას იწვევდა, გულს უჩქარებდა. ცდილობდა გარეგნულად ისეთივე ცივი და შეუვალი დარჩენილიყო, თუმცა შინაგანად უკვე ათასჯერ გატყდა, მრავალ ნაწილად დაიშალა ხოლო როცა ჯო ჰიონი მისი ძმის საკითხს შეეხო იმდენად ძლიერად დააჭირა საკუთარი ფრჩხილები ხელის გულს მასზე სისხლმდენი ჭრილობები გაჩნდა.
- გინდა მითხრათ, რომ ჩემი ძმა ცოცხალი აღარაა - ძლივს ამოიდგა ენა და შენიშნა რომ ხმა გაბზარვოდა.
- შენი ძმა შარშან, ზამთარში ჩაცხრილეს. სწორედ მაშინ როცა ჯონგუკის კორონაცია შედგა კანონმდებლად. და მე ვიცი ვინ მოაკვლევინა ის.
- ვინ?? - ცივად გაისმა გოგონას ხმა,- მითხარით მისი სახელი.
- ჯეონ ლინმა და ჯონგუკმა მოაკვლევინეს, რათა კანონმდებელი არ გამხდარიყო. ეს მათ გააკეთეს. - თვითკმაყოფილმა ჩაილაპარაკა ჯი ჰიონმა.
- და ეს ყველაფერი რატომ მომიყევით? - თავს ძალა დაატანა და ბოლო ენერგია ამ შეკითხვას დაახარჯა სრულ შოკურ მდგომარეობაში მყოფმა ჰესუმ.
- მე მამაშენმა და ჯეონ ლინმა მიღალატეს, სასიკვდილოდ გამწირეს. მომატყუეს, ამისათვის შური უნდა ვიძიო. სწორედ ამიტომ ამ მომენტიდან შენ ჩემი ტყვე ხარ. ისინი შენთვის მოვლენ, მე კი მათ დავხოცავ. - ბოროტი ღიმილით წამოდგა მამაკაცი და ჰესუსთან ახლოს დაიხარა
გოგონამ მას ცინიკური სახით შეხედა. სპეციალურად აღებული კალამი მოიმარჯვა, მომენტალურად მოდუნებული მამაკაცის სხეული მკლავებში მოიმწყვდია და საწერი კალამი მის ყელში სწრაფი მოძრაობით შეიყვანა. შედეგად ჯი ჰიონმა საწყალობლად ხრიალი დაიწყო.
- რაღაც არამგონია ბატონო ლი რომ თქვენთან ერთად წამოსვლა მინდოდეს. ახლა ზედმეტი მოძრაობის გარეშე გააკეთებთ იმას რასაც გეტყვით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კალამი თქვენს საძილე არტერიაზე აღმოჩნდება და ამ სამყაროს დაემშვიდობებით.
- მი.. მითხარი რა გი..ნდა..ა - ამოიხავლა საწყალობლად.
- დაურეკე შენს კაცებს და უთხარი რომ აქედან გამიყვანონ ისე რომ ჯონგუკმა ვერაფერი შენიშნოს.... მამაჩემს უნდა შევხვდე. მერე მოგცემ იმას რაც შენ გინდა.
- რა.. რატომ გენდო? - საწყალობლად ახედა კაცმა.
- ნუ მენდობი, ასეთ შემთხვევაში მოგკლავ. - კბილებში გამოცრა ჰესუმ.
- კარგი, კარგი - ჯი ჰიონმა თავის ხალხს დაურეკა და ბრძანება გასცა. ჰესუ კი უკანა გასავლელისკენ გაემართა, ეზოდან გასულს კი მოულოდნელად ხმა შემოესმა, ხმა რომელსაც მილიონში გამოარჩევდა. ხმა რომელიც 15 წელია აღარ სმენია
- ვგონებ მე მეძებ - კიმ ვონმა შვილისკენ გაიწია თუმცა მის უმეტყველო მზერას შეეფეთა და ამან აიძულა უკან დაეხია.
- აქედან წავიდეთ კიმ ვონ, ბევრი გვაქვს სალაპარაკო - ცივად თქვა ჰესუმ, მისთვის გამოგზავნილ მანქანაში მოკალათდა და მამას გახედა. მალე მამაკაცმა მის გვერდით ადგილი დაიკავა და ჰესუმ მანქანა ადგილიდან სწრაფად მოსწყვიტა
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro