Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

23თავი

- აბა.. რა გვაქს იმ ნაბიჭვარზე, - იკითხა ოფისში შესულმა ჯონგუკმა და კმაყოფილი სახით სავარძელში ჩაეშვა.
- რაღაც კარგ ხასიათზე ხარ? შეიძლება გავიგოთ მიზეზი? - ეშმაკური ღიმილით ჰკითხა ჯიმინმა
- მიზეზი ნამდვილად მაქვს თუმცა არ ვაპირებ გითხრა - იმავე ტონით უპასუხა ჯონგუკმა და მაშინვე დასერიოზულდა - რა სიახლეა?
- გავარკვიეთ სად არის ჯი ჰიონი. მხოლოდ შენს მითითებებს ველით - წყნარად თქვა თეჰიონმა- ასევე ვიცით სად იმყოფება კიმ ვონი. არჩევანი შენზეა, რას გააკეთებ პირველად.
- კიმ ვონი უნდა ვნახო, ის ჰესუს მამაა. ვცდი მასთან ყველაფერი მშვიდად მოვაგვარო ამის შემდეგ კი ჯი ჰიონს მივხედავ. არვინ უნდა გაიგოს რომ მათი ადგილსამყოფელი ვიცი. მაქსიმალურად წყნარად იმოქმედეთ.
- გასაგებია- თავი დაუქნია თეჰიონმა.
- ძმაო მინდა ავღნიშნო რომ ჰესუ თანდათან უფრო და უფრო მომწონს - ჩაიდუდუნა ნამჯუნმა რის გამოც ჯონგუკის მკვლელი მზერა დაიმსახურა. - მისი დამსახურებით იცვლები, უკეთრსობისკენ - ჯეონს არაფერი უპასუხია თუმცა ოდმავშესამჩნევად მაინც ჩაიღიმა. იცოდა რომ ბიჭები მართლები იყვნენ. ადრე იგი ვონს არ დაინდობდა. მაშინვე დაახლიდა ტყვიას შუბლში მაგრამ ახლა, ახლა სხვაა. ახლა ჰესუზე ფიქრობს. არ უნდა რამე ისეთი გააკეთოს რაც გოგონას გულს ატკენს. ბიჭებმა ცოტა ხნით ითათბირეს, შემდეგ კი ვონის სანახავად გაემართნენ.

.......
- ქალბატონო შეიძლება შემოვიდე? - მიმართა შუა ხნის მოსამსახურემ ისევ საძინებელში მყოფ ჰესუს, რომელიც ლამაზი ბაღის ყურებით ტკბებოდა.
- რათქმაუნდა, შემოდი- ფრთხილად გაუღიმა ჰესუმ.
- ახალგაზრდა ბატონმა ეს თქვენთვის მოატანინა- თქვა ქალმა და ტანსაცმლით სავსე პარკები საწოლზე დააწყო.
- მადლობა, - ჰესუმ მსახური გაისტუმრა და ინტრესით დაიწყო ტანსაცმლის თვალიერება. - ჰეჰ კარგი გემოვნება აქვს ვაჟბატონს და ისიც გაითვალისწინებია რა მიყვარს. - ჰესუმ ჯინსის შარვალი, ნაცრისფერი ჰუდი გადაიცვა და ქვემოთ ჩავიდა. ორი დღეა წესიერად არ უჭამია და საშინლად მოშივდა. უკვე ბინდდებოდა ჯონგუკი კი ისევ არ ჩანდა. - უნდა გავრკვიო ჩემთან რა საქმე ჰქონდათ მაგრამ სანამ აქ ვარ გამოკეტილი ამას ვერ გავარკვევ, იქნებ ჯონგუკს ვთხოვო გამიშვას, აიშ ჰესუ რა სისულელეებს ფიქრობ, როდის მერე გჭირდება ვინმეს ნებართვა. ყველაფერს თავად მივხედავ.
- შვილო, მოდი შემოგვიერთდი, ჩვენთან ივახშმე- ღიმილით მიიხმო ქალბატონმა ჯეონმა ჰესუ მაგიდასთან სავახშმოდ.
- მადლობა ქალბატონო, - თავი დაუკრა გოგონამ და მის გვერდით დაიკავა ადგილი. საჭმლის დანახვაზე გაახსენდა რომ ძალიან შიოდა ამიტომ ნელა შეუდგა ჭამას, ცოტა ხანში კი თავი ძალიან ცუდად იგრძნო. სუფრასთან მყოფთ მოუბოდიშა და სასწრაფოდ ოთახშო გაიქცა, ღმერთს ევედრებოდა სააბაანომდე მიეღწია და მათ წინაშე არ ამოეღო მიღებული საკვები. სააბაზანოში შევარდა და უნიტაზს დიდი ხნის უნახავი შეყვარებულიბით ჩაეფსკვნა.
- შვილო კარგად ხარ? - გაისმა ქალბატონი ჯეონის შეშფოთებულო ხმა, - გინდა ექიმს დავურეკოთ.
- არა, არა გთხოვთ. უკეთ ვარ, 2 დღეა არაფრი მიჭამია, ალბათ ზედმეტი მომივიდა. მალე უკეთ გავხდები - გაიღიმა მასზე უფრო გაფითრებულ ქალს.
- კარგი შვილო მაგრამ იქნებ მაინც დაგვერეკა ექიმისათვის?
- ხვალ წავალ და გავარკვევ რა მჭირს არ იღელვოთ. - კიდევ ერთხელ გაუღიმა ქალს და საწოლზე წამოწვა - ცოტას დავისვენებ და უკეთ ვიქნები, ძალიან გთხოვთ უკან დაბრუნდით.
- კარგი ჰესუ, თუ რამეა დამიძახე. - თავზე ხელი გადაუსვა ქალმა და ოთახიდან გავიდა. როგორც კი გარეთ დაიგულა ჰესუ წამოხტა და იქვე დადებულ კალენდარს სტაცა ხელი რაღაცას გამალებით ითვლიდა, ბოლოს კი თვალები ცრემლებით აევსო. - შეუძლებელია....
ნუთუ ასე მალე..

.......
- ბატონო კიმ, თქვენთან არიან - კაბინეტის კარი მსახურმა შეაღო და კიმ ვონს ვიზიტორის შესახებ ამცნო.
- ვინ არის? - გაბეზრებულად ჩაილაპარაკა კაცმა. - ახლა არავის ნახვა არ მინდა.
- არც ჩემი სიმამრო? - ოთახში ნებართვის გარეშე შევიდა ჯონგუკი და ვონის პირდაპირ სავარძელი დაიკავა.
- დაგვტოვე-  უბრძანა კიმმა მსახურს და ყინულივით ცივი მზერით ჯონგუკს გახედა. - როგორ გაბედე აქ მოსვლა??
-  თქვენს ადგილას საკუთარ სიძეს ასე არ დაველაპარაკებოდი, იქნებ რისი თქმა მინდა.
- არსფრის გაგონება არ მინდა, შენგან რაც მჭირდება მხოლოდ ჩემი შვილია.
- ვწუხვარ მაგრამ თქვენი შვილი ჩემი ცოლია, არ ვაპირებ მასთან დაშორებას. თქვენ მას ჩემგან ვერ წაიყვანთ. სამაგიეროდ თუ ვითანამშრომლებთ ორივესთვის მომგებიანი იქნება. ვფიქრობ ერთი და იგივე მიზანი გვაქვს ლი ჯი ჰიონი.
- როგორ ბედავ ლაწირაკო - გამეტებით დაკრა ხელი მაგიდაზე ვონმა თუმცა მაშინვე გულზე საშინელი ტკივილი იგრძნო და მძიმედ ჩაეშვა სავარძელში.
- წამალი, წამალი თაროზეა, - ამოიხრიალა სასოწარკვეთილმა.
ჯონგუკმა მოაწოდა მედიკამენტი და დაელოდა სანამ  მოსულიერდა.
- ხედავთ, მე თქვენთვის არაფრის დაშავება არ მინდა. მე არაფერი მაქვს საერთო ტესოს სიკვდილთან. მეტიც საერთოდ არაფერი ვიცოდი მისი არსებობის შესახებ. დამერწმუნეთ 18 წლის ღლაპთან ასეთ თამაშს არ წამობიწყებდი.
- 15 წლის წინ, მამაშენისა და ჯი ჰიონის გამო მე ჩემი ოჯახის მიტოვება მომიწია, რადგან თუ ასე არ მოვიქცეოდი ჰესუს მოკლავდნენ. ლაჩარი ვიყავი, ვერ დავიცავი ჩემი გოგონა თუმცა ახლა იგივე შეცდომარ არ დავუშვებ. შენ და ის სხვადასხვა წრეს ეკუთვნით, როცა ჰესუ გაიგებს რატომ მოკვდა მისი ძმა შეგიძულებს. ის შენთან დარჩენას არ მოისურვებს თუნდაც ეს შენი გაკეთებული არ იყოს.  - ჯონგუკმა ბრაზით დააჭირა კბილები ერთმანეთს და ცივად გამოცრა
- სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს ცოლს ვერავინ წაიყვანს ჩემგან. ის კანონმდებლის მეუღლეა, იმედია იცით ეს რას ნიშნავს.
- ჰესუ ჩემი მემკვიდრეა ჯონგუკ, ის შენი თანასწორია იმედია ისიც იცი ეს რას ნიშნავს. უხუცესები მას არჩევანის უფლებას მისცემენ. არამგონია მან შენ აგირჩიოს. მეტიც თუკი ჩემს ძალაუფლებას მთლიანად მას გადავცემ იგი შენზე უპირატესიც გახდება, ასე რომ შესაძლოა მაგ წოდებაშიც შეგეცილოს - გადაიხარხარა ვონმა და ჯონგუკს გამომცდელი მზერა მიაბყრო. მისმა სიტყვებმა ჯეონი განარისხა, იარაღი ამოიღო და კიმს დაუმიზნა.
- მიდი, გაისროლე, და საბოლოოდ დაემშვიდობე ჩემს გოგონას - მშვიდად განაგრძობდა ბიჭის ნერვებზე თამაშს ვონი.
- შენი დედაც კიმ ვონ, შენი დედაც, - გაცოფებულმა ჯონგუკმა ირგვლივ ყველაფრის ლეწვა დაიწყო, მერე კი მშვიდად მომზირალ მამაკაცს მიიბრუნდა - ვერ წამართმევ გესმის? რ დაგითმობ. მას ჩემგან ვერ წაიყვან - ბოლო ხმაზე იღრიალა ჯონგუკმა და ოთახიდან გავარდა.
- ნუთუ ასე ძლიერად შეუყვარდა ჩემი შვილი - ჩაიცინა ვონმა და სავარძელში ნებიერად გადაწვა - საინტერესოა...

......

ჰესუ უკვე 2 საათია გაშტერებული იჯდა და უაზროდ მისჩერებოდა ერთ წერტილს სივრცეში. ტარას მიერ მოტანილი ტესტი გაიკეთა და ახლა სრულიად დარწმუნებულია იმაში რომ ორსულადაა, ჯონგუკის შვილს ატარებს, ჯონგუკისა და თავის შვილს. გული ამის გაფიქრებაზეც კი სასიამოვნოდ უძგერს რომ მალე დედა გახდება მაგრამ ჯონგუკი, აი რა აშინებს. ყობელთვის უნდოდა მის შვილს ისეთი ოჯახი ჰქონოდა რაც თავად არასდროს ჰქონია. ახლა კი არ იცის. მას და ჯეონს ერთმანეთი სძულთ. რას იგრძნობს ბავშვი. ჰესუმ მუცელზე დაიდო ხელი და თვალები დახუჭა.
- არაუშავს ჩემო პატარავ, დედას ეყვარები. ყველაფერზე მეტად, და დაგიცავს.
- ჰესუ, - ოთახში შემოიჭრა ჯონგუკი- დედამ მითხრა რომ ცუდად გახდი, რატომ არ მიეცი საშუალება ექიმი გამოეძახა. დილითვე გამოკვლევებზე წავალთ გასაგებია?
- არ არის საჭირო, - წყნარად ამოილაპარაკა გოგონამ- კარგი ამბავი მაქვს. აღარ მოგოწევს თავს რამე დააძალო და ჩემნაირთან "დაწვე".
- ვერ გავიგე?? - გაოცდა ბიჭი.
- ორსულად ვარ. ამიტომ გავხდი ცუდად....
- რა თქვი? -  შოკში მყოფმა ძლივს ამოიბურტყუნა. - ანუ მამამ გავხდები?
- კი, ასეა - დაღლილად ჩაიხვნეშა ჰესუმ და საწოლზე ჩამოჯდა.
- რამე გჭირდება? რამე მოგიტანო? რა ვქნა? - აბლუკუნდა ბიჭი, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა რაც მოისმინა მისმა ამ მდგომარეობამ ჰესუ ძალიან გაამხიარულა.

- ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ საშიში დესპოტი ჯეონ ჯონგუკის ასეთ მდგომარეობაში ხილვა მეღირსებოდა. - სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდს გოგონა. მისმა ბედმიერმა სახის დანახვამ ბიჭსაც გაღიმება აიძულა.
- შენ დაისვენე. მე ცოტა ხნით გავალ, მალე დავბრუნდები, თუ რამეა დამირეკე. - ჯეონი სწრაფად გამოვიდა საძინებლიდან რომ ჰესუს მის თვალებზე მომდგარი ცრემლები არ შეემჩნია

როგორ უნდოდა მასთან მისულიყო და გულში ჩაეკრა. ეთქვა როგორ უყვარს, ვერ შეძლო. თავის თავს ვერ აჯობა. ახლა კართან აყუდებული პატარა დასჯილი ბავშვივით ტირის.
- ჯანდაბა ჰესუ, ეს რა გამიკეთე. ყველას დავხოცავ, შენ და ჩვენს პატარას ჩემგან  ვერავინ წაგიყვანთ.
ვერასდროს....

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro