Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

21 თავი

ჰესუ ფრთხილად ახელს თვალებს, თუმცა საძინებელში არსებული სქელი ფარდების გამო ვერაფრის გარჩევას ახერხებს. მხოლოდ გრძნობს ძლიერ ხელებს მის სხეულზე და მშვიდ სუნთქვას ყელთან. ჯონგუკს ძალიან ძლიერად ჰყავს მომწყვდეული მკლავებში ფაქტია მის გაშვებას აპირებს.
- ჯანდაბა, ჯონგუკ გაიღვიძე ასე ლექციაზე დამაგვიანდება. - აწუწუნდა ჰესუ და გაიბრძოლა რათა თავი დაეღწია მისგან, თუმცა ბიჭმა უფრო მეტად მიიხუტა.
- ნუ ფართხალებ პატარავ, თავის შეკავება ისედაც მიჭირს - ეშმაკურად ჩაიღიმა ჯონგუკმა თუმცა გოგოსათვის ხელის გაშვება არც უფიქრია.
- მოკეტე იდიოტო და გამიშვი, ლექციაზე მაგვიანდება, მგონი ერთხელ უკვე გითხარი რომ ეგ შენი ფლეიბოის შარმი ჩემზე არ მოქმედებს.
- ვერსად წახვალ, აქ დარჩები, სანამ ყველაფერს არ მოვაგვარებ აქ ვიქნებით. - ზანტად წარმოთქვა ჯეონმა და ძილის გაგრძელება დააპირა.
- შენ რა შეიშალე? გამოცდები მაქვს, შენს გამო არ ვაპირებ საგანი ჩავიტოვო, მე უნივერსიტეტში მივდივარ და მორჩა.
- ჰესუ, რატომ ცდილობ ყველფერი გაართულო? - ჯონგუკი საბოლოოდ გამოფხიზლდა, მიხვდა რომ ჰესუსთვის აზრის შეცვლა გაუჭირდებოდა. - ასეა საჭირო, ცოტა ხნით სახლიდან არ უნდა გახვიდე.
- არა, გამორიცხულია. მილიონ სიგიჟეს შეიძლება დავთანხმდე მაგრამ ამას არასდროს. მე ვერც ამ გამოცდებს გავაცდენ და ვერც კრიმინალის მსგავსად დავიმალები. ამას არ ვიზამ - მტკიცედ გაისმა ჰესუს ხმა.
- ჯანდაბა, მე ვცდილობ ლოიალური ვიყო, რატომ არ შეიძლება ერთხელ მშვიდად ვისაუბროთ?
- შენ ხომ ვერ მიტან - ჩაიბურტყუნა ჰესუმ, - ახლა რა სიმშვიდე მოგინდა?
- ჰესუ მე ვცდილობ რომ ჩვენი თანცხოვრება ასატანი გავხადო - უკვე გაღიზიანებულმა თქვა ჯონგუკმა. - ჩემს ქცევას სხვანაირად ნუ გაიგებ.
- ჯანდაბაშუ წასულხარ ჯონგუკ, არაფერს არ ვიგებ სხვანაირად და განუწყვეტლივ ნუ იმეორებ ერთსა და იმავეს. - აფეთდა ჰესუ, - თუ ეს შენი გადაწყვეტილება ჩემს აქ "დამწყვდევაზე" გუშინდელის გამოა მინდა გითხრა რომ თავის დაცვა შემიძლია და ეს დავამტკიცე მგონი. ბავშვობიდან მიწევდა თავად მეზრუნა საკუთარ თავზე. რამენაირად გაუმკლავდები.
- ჰესუ ერთხელ უკვე გითხარი რომ არსად წახვალ - ამოუღრინა ჯონგუკმა. იმ წყეულ გამოცდას მე მივხედავ. საგანი არ დაგრჩება. გპირდები ამ სიტუაციას დავაწყნარებ და შენ დაუბრუნდები ჩვეულ რეჟიმს.
- კარგი, როგორც იტყვი - ამოიგმინა ჰესუმ და აბაზანაში შევარდა. ჯონგუკი გააკვირვა მისმა ასეთმა ცვალებადობამ მაგრამ სიტუაციის გართულებას მოერიდა. - ნამდვილად რაღაც ჩაიფიქრა ამ პატარა ალქაჯმა. - ჯეონმა ტელეფონი აიღო და ნამჯუნთან დარეკა
- გისმენ გუკ, ყველაფერი რიგზეა? - რამდენიმე წუთში გაისმა ჯუნის ნამძინარევი ხმა
- არა, ნამდვილად არაა რიგზა, სასწრაფოდ ბიჭები შეკრიბე, 1 საათში კლუბში იყავით. საგანგებო რეჟიმზე გადავდივართ. - ჯონგუკმა ტელეფონი გათიშა და ის იყო ოთახიდან გასვლას აპირებდა რომ ჰესუს ხმამ შეაჩერა
- თავს კარგად არ ვგრძნობ, ასე რომ დღეს აქ ვიქნები, ოთახში. უთხარი არ შემაწუხონ. - გოგონა ნელა მილასლასდა საწოლამდე და კომფორტულად მოთავსდა.
- კარგი, მაგრამ თუ რამე დაგჭირდება ან მდგომარეობა გაუარესდება მსახურებს დაუძახე. - ჯომგუკმა რეზიდენცია დატოვა და კლიბისაკენ გაემართა.

.......
- სანგჩოლ, რა არის ახალი, როდის მომიყვან ჰესუს?
- ბატონო კიმ, პრობლემა გვაქვს. გუშინ ჯი ჰიონის ხალხმა ჰესუს გატაცება სცადა, ეს ჯონგუკმა გაიგო და გოგონა ძლიერი დაცვის ქვეშ გადამალა.
- რათქმაუნდა, დაგენაძლევები ჯეონმა ყველაფერი უამბო თავის შვილს, იმასაც ეტყოდა როგორ მომიკლეს ტესო - მწარედ ამოილაპარაკა კიმმა, - ჯონგუკს ეშინია რომ ჰესუ სიმართლეს გაიგებს და მიატოვებს. მამამისს კი შვილის პოზიციის დაკარგვა აშინებს.  სანგჩოლ, არ ვიცი როგორ მაგრამ ჰესუს კვალზე უნდა გახვიდე. რამდენადაც ჩემს შვილს ვიცნობ იგი არ დაჰყვება ქმრის ნებას, აუცილებლად დაიძვრენს თავს. მისი ჩვეული რუტინა რა არის? გაარკვიე და მიხვდები სად უნდა იპოვო.
- გასაგებია ბატონო - თავი დაუკრა სანგჩოლმა და დავალების შესასრულებლად გაემართა. ჰესუ განრიგის მიხედვით ახლა უნივერსიტეტში უნდა ყოფილიყო.

......

- ჯანდაბა, რა ვქნა? აქ არაფერი მაქვს რომ ჩავიცვა. აიშ, იდიოტი, თუ ჰგონია რომ მთელი დღე აქ დავჯდები ძალიან ცდება. - ეშმაკურად ჩაიცინა ჰესუმ და ჯონგუკის კარადას მიადგა. მისდა საბედნიეროდ რამდენიმე შედარებით პატარა ზომის ჯინსის შარვალი იპოვა, მართალია ჯონგუკის მაგრამ არაუშავდა. ასევე მისი მაისური გადაიცვა და აივანზე ჩუმად  გავიდა.
- ღმერთო ნამდვილად ვერ გადავრჩები აქ თუ ჩავიხლიწე - წუწუნებდა აივნის მოაჯირზე ჩამოკიდებული და ცდილობდა სწრაფად ჩამხტარიყო რომ ზედმეტი ყურადღება არ მიექცია. გულში სამამდე დაითვალა და ძირ ჩახტა.
- აიშ, მგონი ფეხი ვიღრძე, როგორ მეზიზღებიით.-  ამოიხრა და გალავნისკენ გაიქცა. რამდენიმე წუთიანი ტანჯვა- წამების მერე უზარმაზარ გალავანსაც თავი დააღწია და უკვე სამშვიდობოს გასულმა შვებით ამოისუნთქა.

......

- შენ რა სერიოზულად ამბობ? - ბიჭები მოსმენილისგან ჯერ კიდევ შოკში იყვნენ
- გამოდის ჰესუც მაფიოზის შვილია?? აი ეს მესმის - ჩაიცინა ჯიმინმა - ეგ გოგო ყოველთვის უცნაური იყო. ახლა რას აპირებ? როგორ გგონია თავად იცის მამამისის წარსულზე რამე?
- არა, არაფერი იცის, და ვერც დავუშვებ რომ გაიგოს. ჯი ჰიონიც და კიმ ვონიც მანამდე უნდა მოვკლა სანამ ჰესუს მიუახლოვდება.
- შენ რა გაგიჟდი? გგონია მამის მკვლელობას გაპატიებს? - შეუღინა თეჰიონმა
- არა, თუ გაიგებს რომ ეს მეგავაკეთე. - ჩაფიქრებით თქვა ჯეონმა.- ვერ დავუშვებ ჰესუმ მის ძმაზე სიმართლე გაიგოს.
- რაიყო, ცოლი ხოარ შეგიყვარდა გუკიი?? - სარკასტულად გადახედა ჯიმინმა
- სისულელეებს მორჩი. ნუ გამაცოფებ- დაიღირიალა ჯეონმა.
- კიი, შეგიყვარდა, ნამდვილად ასეა- არ ნებდებოდა ჯიმინი და ჯონგუკისგან გამაფრთხილებელი მზერაც დაიმსახურა.
- კარგით, საკმარისია - ამოიოხრა ნამჯუნმა - რა უნდა ვქნათ, რამე გეგმა გააქვს?
- დაავალე ჩვენს ხალხს რომ ჯი ჰიონის და კიმ ვონის ადგილსამყოფელი დაადგინონ. რაც შეიძლება სწრაფად. იმედი მაქვს ჩემი სიმამრის მოკვლა არ მომიწევს და შევძლებ აზრი შევაცვლევინო. - თქვა ჯონგუკმა და სწრაფად გადაკრა სასმელი.
- გეუბნებით შეუყვარდათქო. - მხრები აიჩეჩა ჯიმინმა. ჯომგუკს კი მისი ამისნ არყოფა აღარ უცდია.

.........

- სად ჯამდაბაში დადიხარ ადამიანო??? - გაცხარებულმა ჩხუბი დაუწყო ტარამ როგორც კი ჰესუ აუდიტორიაში დაინახა. - ან ეს რა ჯანდაბა გაცვია.
- შენს ტვინნაღრძობ ბიძაშვილს კითხე. სახლში ჩამკეტა, ტანსაცმელი არ მქონდა, ასე რომ მისი ვითხოვე და სახლიდან გამოვიპარე. - გაიკრიჭა ჰესუ.
- სახლიდან... რა ქენიი? - თვალები გაუფართოვდა ტარას.- წასულია შენი საქმე, თუ გაიგო ნამდვილად ტრუპი ხარ.
- ვერ გაიგებს. ვუთხარი რომ მთელი დღე მეძინებოდა. გამოცდის მერე ეგრევე სახლში მივალ და ისევ ჩუმად შევიპარები.
- ეგ კარგი, მაგრამ რატომ ჩაგკეტა? - გაუკვირდა სპენსს
- ალბათ გუშინდელის გამო. ეგ კიდევ ცალკე თავსატეხია. იმათ ჩემი გატაცება უნდოდათ, და რაც მნიშვნელოვანია მათ იციან სადაა ტესო - ცივად ჩაილაპარაკე ჰესუმ.- უნდა გავარკვიო ვინაა ის ხალხი.
- ჰესუ, გთხოვ, აცალე, ჯონგუკი მიხედავს ამას.
- არა ტარა. გული ცუდს მიგრძნობს, ძალიან ცუდს. შინაგანად ცარიელი ვარ. ვაი თუ რამე ცუდი დაემართა ჩემს ძმას, ან იქნებ ცოცხალიც არაა - გოგონას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. - უნდა ვიპოვო. უნდა გავრკვიო, თორემ გავგიჟდები.

.....

- ჰანს, სახლში სიმშვიდეა- იკითხა ჯონგუკმა
- დიახ ახალგაზრდა ბატონო, ყველაფერი კარგადაა - ტელეფონში ჩასძახა მსახურმა.
- წადი და ჰესუ შეამოწმე, დილით თავს ცუდად გრძნობდა.
- გასაგებია. - კავშირის დასასრული

- ქალვატონი ჰესუ, ქალბატონო - ფრთხილად დააკაკუნა მოსამსახურემ კარზე თუმცა პასუხი არავინ გასცს.
- ჰანს რა ვქნათ? რამე ხომარ დაემართა? - იკითხა განერვიულებულმა.
- შედი და შეამოწმე, ახლავე. - უბრძანა ჰანსმა და თავად ჯინგუკთან დარეკა.
- რა ხდება ჰანს? როგორაა ჰესუ? - იკითხა ჯონგუკმა მოულოდნელად კი მსახურის სასოწარკვეთილმა ხმამ ძრღვებში სისხლი გაუყინა
- აწ არ არის ჰანს, ოთახში არ არის
- ბატონი მე...
- გავიგონე... მოვდივარ. - განრისხებულმა იქაურობის ლეწვა დაიწყო. - ჯეონ ჰესუ, აჯერად მარტივად ვერ გამოძვრები.
- ჯიმინ - ტელეფონში ჩასძახა მეგობარს ჯეონმა - ახლავე უნივერსიტეტში წადი და ჰესუ მომიყვანე. ჩემთან ვიქნები, სახლში.
- გინდა რომ მამიკომ დაგსაჯოს არა? კარგი პატარავ. აუცილებლად მიიღებ სასჯელს.

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro