20 თავი
- მამა ძალიან მძიმე დღე მქონდა, იქნებ უფრო გარკვევით ამიხსნა რას გულისხმობ? ქარაგმებით ნუ მელეპარაკები - ჩახვნეშით თქვა ჯონგუკმა და მამის პირისპირ სავარძელში ზანტად ჩაეშვა.
- მე მაფიის წევრი ვიყავი, შენ ეს იცი. რა რთული იყო ჩემთვის მათი რიგებიდან თავის დაღწევა ესევ ცნობილია შენთვის. მაგრამ 20 წლის წინ კიდევ რაღაც მოხდა. ის რაც დღეს შენს ცხოვრებაზე დიდ გავლენას მოახდენს. მე რაღაცის გაკეთება მომიწია იმისათვის რომ შენ კანონმდებელი გამხდარიყავი სწორედ ამაზე უნდა გესაუბრო ახლა. - თვალი თვალში გაუყარა ლინ ჯონგმა ჯონგუკს და განაგრძო. მე კიმ ვონი და ლი ჯინჰიონი ოდესღაც პარტნიორები ვიყავით. ჩვენს შორის ყველაზე ძლევამოსილი კიმ ვონი იყო. ამის გამო მისი მემკვიდრე მოიაზრებოდა კანონმდებლად. სწორედ ამიტომ ჯი ჰიონთან ერთად პატარა სპექტაკლო დავდგი, მიჭირს ამის აღიარება მაგრამ სუფთა თამაშით მას ვერასოდეს მოვუგებდით. დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები, მხოლოდ მნიშვნელოვანზე გადავალ, ჩვენ კიმ ვონი დავარწმუნეთ ჯი ჰიონის სიკვდილში. ისე რომ მას საფრთხე არ ეგრძნო. ჯი ჰიონს კანონმდებლობა სურდა მე კი მინდოდა რომ შენ დაგეკავებინა ეს ადგილი ამიტომ...
- ამიტომ ორივეს უღალატე, ასეა?? - სიმწრით ჩაიცინა ჯონგუკმა.
- დამამთავრებინე!! - მკაცრად თქვა ლინმა - მე და ჯი ჰიონმა კორონაციამდე 1 დღით ადრე მოვაკვლევინეთ ვონის მემკვიდრე ხოლო მეორე დღეს შენ გახდი კანონმდებელი.
- მოდი გამოვიცნობ, რახან თავად ვერ მიიღო ეს ტიტული ახლა ჯი ჰიონი ჩემს კვალზეა არა? - ცდილობდა ის შოკი დაეფარა რასაც განიცდიდა თუმცა შემდეგ მოსმენილმა ამის შანსი მოუსპო
- ეგ არაა მთავარი ჯონგუკ -ცივად გაისმა ჯეონის ხმა - ბიჭი რომელიც მოვკალით, კიმ ვონის შვილი კიმ ტესო იყო, შენი მეუღლის ჰესუს ტყუპისცალი. - ამის გაგონებამ ჯონგუკის თავში სრული ქაოსი გამოიწვია, უნდოდა ბოლო ხმაზე ეღრიალა თუმცა ჰესუს გამო თავი ხელში აიყვანა. ისედაც განერვიულებული გოგონას კიდევ უფრო დაზაფვრა არ უნდოდა. ამიტომ სცადა დამშვიდებულიყო
- ხვდები მაინც რა ჯანდაბას ამბობ? - კბილებში გამოსცრა გაცოფებულმა. საერთოდ ვინ გთხოვა ჩემს გამო იმ ბიჭის მკვლელობა? 18 წლის ღლაპი გგონია შეძლებდა ჩემთან შებრძოლებას? ასე როგორ მოიქეცი?
- ტონს დაუწიე ლაწირაკო -შეუღრინა შვილს უფროსმა ჯეონმა. - შენ წარმოდგენა არ გაქვს ვინ არის კიმ ვონი და რაზე შეუძლია წავიდეს. ის არ დაგინდობდა. - მისმა სიტყვებმა ჯონგუკს სიმწრის ღიმილი მოჰგვარა. - წარმოდგენა არ გაქვს ვინ არის შენი შვილი და რა შეუძლია. ყველაფერი ჩემთვის რომ გეთქვა ეს არ გახდებოდა საჭირო. ორივეს თავად მივხედავდი. ახლა ვხვდები ვის სურდა ჰესუს გატაცება
- რაა ჰესუს გატაცება სცადეს? - ფერი დაკარგა ლინმა
- ჰო, ვიღაცამ თავი ტესოდ გაასაღა მაგრამ ჩემი პატარა ჭკვიანია - ჩაიღიმა ჯონგუკმა.
- ტყუილად იღიმი, მალე წაგართმევენ მაგ შენს პატარას თუ ბოლომდე არ მოისმენ რასაც გეუბნები.
- რას გულისხმობ - სახე მოექუფრა ჯონგუკს.
- გუშინ ჩემთან ვონის კაცი იყო, მითხრა რომ შენ და ჰესუ სასწრაფოდ უნდა დაგაშოროთ ერთმანეთს.
- არასოდეს - გაცოფებულმა წამოიყვირა ჯონგუკმა და თავადაც გაუკვირდა ეს რეაქცია. - ჰესუს ჩემგან ვერ წაიყვანენ რადგან ჩვენ შეთანხმება გვაქვს, სწრაფად აიყვანა თავი ხელში.
- ვონს უნდა რომ საკუთარი კლანი ჰესუს ჩააბაროს სანამ მოკვდება. ძალიან ავად არის ამიტომ ჩქარობს. შენს ცოლს სანგჩოლი ეძებს. მისი ფინია. - ჯეონმა სურათი დაუდო წინ ჯონგუკს. - საკმაოდ გამოცდილი და გონიერი კრიმინალია. ახლა ყველაფერი იცი, იმედია ხვდები რა მოხდება თუ ჰესუ გაიგებს თავისი ძმა, რომელიც ასე ენატრებოდა ვის გამო მოკვდა.
- ამას არ დავუშვებ. მანამდე დავხოცავ ყველა მათგანს სანამ მიუახლოვდებიან. - ბრაზით ჩაილაპარაკა ჯონგუკმა - ახლა შენის ნებართვით თუ მეტი არაფერია წავალ, დასვენება მჭირდება. - მამამ თავი დაუკრა და ჯონგუკიც საძინებლისკენ გაემართა სადაც ჰესუს ისევ ეძინა. ბიჭი ფრთხილად მიუახლოვდა, საწოლზე მის გვერდით ჩამოჯდა და გოგონას სრულყოფილ სახეს მიაშტერდა. საკუთარ თავს არწმუნებდა რომ მხოლოდ შეთანხმების გამო გაცოფდა ასე, თუმცა გულის სიღრმეში კარგად იცოდა რომ ჰესუს გაშვება არ უნდოდა... არასოდეს... საბოლოოდ ისევ წამოდგა, კაბინეტში გადაინაცვლა, სასმელი აიღო და სავარძელში მოთავსდა. წინ გრძელი ღამე ელოდა.
.......
- იდიოტებო, - ბოლო ხმაზე ღრიალებდა ჯი ჰიონი. - ნამდვილი იმბეცილები ხართ. როგორ ბედავთ იმის თქმას რომ პატარა გოგონამ გაჯობათ? როგორ გაგიმკლავდათ. ახლავე ტვინს გაგასხმევინებთ - იარაღი მოიღერა გაცოფებულმა
- გთხოვთ ბატონო - ფეხებში ჩაუვარდა ჯექსონი. - ერთი შანსი მომეცით, ჰესუს მოგიყვან, აუცილებლად მოგიყვან.
- მომიყვან, რათქმაუნდა მომიყვან, წინააღმდეგ შემთხვევაში ცოცხლად დაგმარხავ - მანიაკალური ღიმილით ჩაილაპარაკა ჯი ჰიონმა - ახლა მომწყდით თავიდან და მითითებებს დაელოდეთ. მალე, ძალიან მალე პატარა ქალბატონო შენს ლამაზ სახეს საგულდაგულოდ დავასახიჩრებ....
.......
- ჰესუს წყურვილი აღვიძებს, გოგონა შიშისაგან კრთება როცა სრულიად უცხო ოთახში იღვიძებს მარტო. თუმცა მალევე ტუმბოზე ჯონგუკის სურათს ამჩნევს და მისდა გასაკვირად მშვიდდება. ძალიან სწყურია ამიტომ სამზარეულოს მოსაძებნად მიემართება თუმცა გზად ერთ ერთი ოთახიდან გამომავალი ხმა ესმის, მისდა უნებურად ახლოს მიდის რათა უკეთ გაიგოს. კაბინეტის კარს აღებს და ჯონგუკს ხედავს რომელიც აშკარად ძალიან მთვრალია და თავის თავს ელაპარაკება. - ვე..ვერავინ გაბედავს მის წაყვანას, ყველას დავხოცავ... - ბურტყუნებს ბიჭი. ამის შემხედვარე ჰესუ თვალებს ატრიალებს, უნდა დააიგნოროს მაგრამ საბოლოოდ მაინც მიდის მასთან და წამოდგომაში ეხმარება. - ჰესუ?? შენ ხარ? -ბლუკუნებს ჯეონი.
- არა დედა-ტერეზა - თვალებს ატრიალებს გოგონა და მის ადგილიდან დაძვრას ცდილობს.
- ჩემთან მოხვედი? - ჯონგუკს ეღიმება და მთელი ძალით ეხვევა.
- ჯანდაბა რა კითხვებს სვამ, საერთოდ სანამ გადამიფიქრებია შენი დახმარება წამოდი თორემ სადმე ჩაიხლიწები და ისევ ჩემი თავში საცემი გახდება.... - საბოლოოდ როგორც იქნა მოახერხა ჰესუმ მისი საწოლამდე მითრევა, კომფორტულად მოაწყო და თავად ისევ სამზარეულოში გაემართა. საკუთარ თავზე ბრაზობდა იმის გამო რომ საერთოდ მოუნდა მისი დახმარება. - მე ის მძულს. რაში მანაღვლებს რა მოუვა, აიშ ჰესუ რა გემართება. - ტელეფონი შეამოწმა და უამრავი შეტყობინება დახვდა ტარასგან - ხვალ ნამდვილად მომკლავს ამოიოხრა გოგონამ და ისევ დასაძინებლად გაემართა.
.......
- ჯიმინ, ძალიან ვნერვიულობ, ჰესუ მართლა კარგად იყო? ჩემს არცერთ შეტყობიმებას არ უპასუხა - ტარამ.ფილმს თვალი მოსწყვიტა და ჯიმინის მკერდზე წამოიწია პასუხის მოლოდინში.
- პატარავ ნუ ღელავ, - ისევ ჩაიხუტა ბიჭმა- ჰესუ კარგად იყო, საღსალამათი. ჯონგუკმა სახლში წაიყვანა, ალბათ ჩაეძინა და ვერ შეძლო ეპასუხა. დიდი სტრესი გადაიტანა. ასე ნუ ნერვიულობ.
- ხო ალბათ მართალი ხარ - კიდევ უფრო ჩაეკრა ტარა ბიჭს- მაგრამ ხვალ მაინც მოვკლავ რომ ასე დამსტრესა.
- სტრესში ხარ პატარავ? ეშმაკურად ჩაიცინა ჯიმინმა და გოგონა წამში მოაქცია მის ქვემოთ. - ამას ახლავე ვუშველი - მაცდურად ჩაილაპარაკა და სანამ ტარა გაპროტესტებას მოასწრებდა მის ტუჩებს ნაზად დაეწაფა. - ჯიმინ რას.. ჯანდაბა.. -ამოიოხრა ტარამ და სიამოვნებისაგან გონდაკარგული თავადაც აჰყვა კოცნაში...
- მაგიჟებ ჯეონ ტარა, უბრალოდ საოცარი ხარ - ჩაიბურტყუნა ჯიმინმა და სწრაფად გაათავისუფლა გოგონა ზედმეტი მატერიისგან. მის სხეულს ისე სათუთად ეპყრობოდა თითქოს ფაიფურის თოჯინა იყო. საბოლოოდ სასიამოვნოდ დაღლილებს ერთმანეთში ახლართულებს ჩაეძინათ.
ცხოვრება უსამართლოა - უფლებას გაძლევს შეიყვარო, შეიგრძნო რას ნიშნავს ბედნიერება, რას ნიშნავს მისი შეხება, მისი სურნელი შენს კანზე. საბოლოოდ კი როცა თავს ყველაზე იღბლიან ადამიანად ჩათვლი წამიერად გტოვებს ამ ყველაფრის გარეშე. მთელი სისასტიკით გაჯახებს მტკივნეულ რეალობას.
ცოტა დამაგვიანდაა. 😁მომიტევეთ. იმედია მოგეწონებათ ❤❤❤❤
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro