19 თავი
წარსული არასოდეს გვტოვებს, მან შეიძლება მხოლოდ დროებით გადაინაცვლოს უკანა პლანზე. ყოველთვის როცა მის დაიგნორებას გადავწყვეტთ იგი მტკივნეულად შეგვახსენებს თავს.
- შენ რა ჩაგეძინა?? დღეს როგორ დაიგვიანე? - კითხვები მიაყარეს ტარამ და სპენსერმა ჰესუს, რომელიც ერთიანად აჭარხალებული მარშით შევარდა აუდიტორიაში.
- არ გამახსენო, ძლივს მოვაღწიე აქამდე. ჯერ ლამის კიბეზე დავგორდი. მერე ორჯერ მანქანამ თითქმის დამარტყა. - მძიმედ სუნთქავდა ჰესუ და მთელი ძალით ინიავებდა ტარას კონსპექტს რათა აზრზე მოსულიყო.
- გაგიმართლა რომ ლექტორი კონფერენციაზე შეაყოვნეს. - სიცილით გადაუჩურჩულა სპენსმა და თმები სიყვარულით აუჩეჩა.
- სიწყნარე!!! ცოტა ხნით თქვენს ყურადღებას მივიბყრობ - აუდიტორიაში შემოიჭრა ლექტორი - იმედია მზად ხართ ამ გამოცდისთვის. - თვალი გადაავლო აუდიტორიას და სტუდენტების უკმაყოფილო ბუზღუნს ყურადღება არ მიაქცია - დროა დავიწყოთ...
......
- ჯექსონ - ტელეფონში გაისმა ჯი ჰიონის ხმა. - დრო აღარ არის. გეგმები შეიცვალა, სასწრაფოდ მომიყვანე ჰესუ.
- გასაგებია ბატონო.
.......
- რა საშინლად რთული გამოცდა იყო - აბუზღუნდა ჰესუ, როცა როგორც იქნა წერას მორჩნენ - სპენს შენ რომ არა ნამდვილად ჩავფლავდებოდი.
- მართალია, შენ ჩვენი გენიოსი ხარ- გაიცინა ტარამ და ორივენი სპენსერს ჩაეკრნენ. მოულოდნელად ჰესუს შეტყობინენა მოუვიდა, მისი წაკითხვის შემდეგ კი ფერი დაკარგა.
- ბავშვებო, რაღაც საქმე გამომიჩნდა, თქვენ წადით და მერე გნახავთ კარგი?
- რამე მოხდა?? - ჰკითხა ტარამ.
- არაა, არაფერი მალე დაგეწევით, ერთ ერთმა კურსელმა რაღაც მთხოვა - კარგი დაეჭვებით გახედა ტარამ თუმცა დაემორჩილა. როგორც კი ისინი თვალს მოეფარნენ გოგონამ კიდევ ერთხელ გადაიკითხა შეტყობინება.
- უნივერსიტეტის უკანა მხარეს მოდი, თუ ისევ გახსოვს შენი ტყუპისცალი. ტესო...
- ჰესუ ლამის სირბილით გაიქცა, ერთი სული ჰქონდა ენახა ძმა რომელიც ასე მოენატრა. თავლები ცრემლებით აევსო - ტესო, - დაიძახა გაუბედავად და იქაურობას თვალი დაკვირვებით მოავლო.
- აქ ვარ დაიკო - ჩაბნელებული კუთხიდან მისი ასაკის ძალიან სიმპათიურმა ბიჭმა გამოყო თავი და მისკენ ნელი ნაბიჯით წამოვიდა
- დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს....
........
- ჯონგუკ, პრობლემაა, დიდი პრობლემა - ჯიმინი ქარივით შემოიჭრა კაბინეტში, უკან კი თეჰიონი და ნამჯუნი მოყვნენ.
- რა მოხდა?? - თაგისდაუნებურად დაიძაბა ჯეონი მათი დაბნეული სახეების დანახვისას.
- გახსოვს რომ მთხოვე ტესო მომეძებნა.
- მაგრამ ის ხომ გამოჩნდა უკვე? - თავადაც დაიბნა ჯონგუკი
- მე დეტექტივი დავიქირავე რომ მის შესადებ ყველაფერი გამეგო. მან კი დღეს დამირეკა. - ჯიმინმა მძიმედ ამოისუნთქა - ტესო მკვდარია, ერთი წლის წინ ჩაცხრილეს, ზუსტად მაშინ როცა შენ კანონმდებელი გახდი. - ამის გაგონებაზე ჯონს ფერი შეეცვალა თუმცა სანამ რამის თქმას მოასწრებდა კაბინეტის კარი დაცვის წევრმა შემოგლიჯა.
- მაპატიეთ ბოს რომ ასე შემოგეჭერით, მაგრამ მნიშვნელოვანია, ბენი მოკლეს. მისი ცხედარი ფოიეში მოგვიგდეს.- ამის გაგონებაზე ჯონგუკს სისხლმა ტვინში აასხა. - ჰესუ? სად არის ჰესუ? - იღრიალა ბოლო ხმაზე და ტელეფონს დასწვდა - მიუწვდომელია- ჩაიცინა სიმწრით. - ჯანდაბა ამის დედაც, ახლავე მოამზადე მანქანები ჯიმინ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიპოვოთ. - ეს ვის უნდა გაეკეთებინა? - გაიგნებულმა იკითხა თაემ, ვინ გაბედავდა შენი ცოლის მოტაცებას. ან იქნებ არც გაუტაციათ.
- გავარკვევ, აუცილებლად გავარკვევ და ამის ჩამდენს ნაწილ-ნაწილ ავკუწავ. - კბილებში გამოცრა ჯონგუკმა და კაბინეტიდან გავარდა, მას დანარჩენებიც მას გაჰყვნენ. - მე ტარასთან დავრეკავ. ერთად უნდა ყოფილიყვნენ, დღეს გამოცდა ჰქონდათ. -თქვა ჯიმინმა და ტელეფონი აიღო
- პატარავ, სად ხარ? ჰესუ მანდაა?? - იმედიანად კითხა თუმცა როცა პასუხი მოისმინა მასაც წაერთვა ფერი. - არსად წახვიდე, მოვდივარ - ჩასძახა გაოცებულს და გათიშა.
- რა გითხრა? - იკითხა ჯონგუკმა რომელიც უკვე საჭესთან ჯდებოდა.
- მითხრა რომ ჰესუმ შეტყობინება მიიღო და სადღაც გაუჩინარდა. მათთვის უთქვამს რომ კურსელს უნდა დახმარებოდა.
- ჯანდაბა, ჰესუ - დაიყვირა ჯეონმა და ხელი მძლავრად დასცხო საჭეს - ჯერ გიპოვო.
......
ჰესუ გაბრწყინებული სახით უყურებდა ბიჭს რომელიც მისკენ მიდიოდა და რომელიც ასე ძალიან ენატრებოდა. საბოლოოდ ტესო გადაეხვია და გულში ჩაიკრა გოგონა. ჰესუმ მისი მკლავებიდან თქვი დაიხსნა, მისი სახის თვალიერებას მოჰყვა, თუმცა მალევე სახე ეცვალა, ბიჭს ხელი კრა და გაბრაზებულმა დაიყვირა
- ვინ ჯანდაბა ხარ? მიპასუხე ვინ ხარ -თვალები დააკვესა და გაცეცხლებული მიაშტერდა მის წინ მდგომს.
- რას ამბობ, მე ტესო ვარ, შენი ძმა, ჰესუ. იმდენს გეძებდი. - ცოტა დაბნეულმა ამოიბლუკუნა ბიჭმა.
- ჩემი ძმა ხარ? ანუ ჩემი ძმა ხარ- ჩაიცინა ჰესუმ. - ტესოს წარბთან კარგად შესამჩნევი ხალი ჰქონდა, შენ არ გაქვს, ახლა მითხარი ვინ ხარ სანამ მოთმინება დავკარგე.
- ცივად ამოისისინა ჰესუმ, - რატომ ასაღებ ტესოდ თავს?- ბიჭმა უბრალოდ ჩაიცინა.
- იმაზე ჭკვიანი ყოფილხარ ვიდრე მეგონა. - შენ თავად გაართულე ყველაფერი ლამაზო, ახლა მომიწევს გატკინო. - ბოროტად ჩაისინა " ტესომ" - ბიჭებო გამოდით აქ ვიღაცას დაწყნარება სჭირდება.- სიბნელიდან 2 დაკუნთული ტიპი გამოვიდა, ეტყობოდათ დაცვის წევრები იყვნენ. ერთ ერთის ხელში ჰესუმ ელექტრო შოკერი შენიშნა. გული საშინლად აუფართხალდა თუმცა იცოდა ახლა არ იყო შიშის დრო. ვერავინ დაეხმარებოდა. ყველაფერი უნდა გაეხსენებინა რაც კი საბრძოლო ხელოვნებაში უსწავლია. წყნარად ჩაიცინა და პირველი ტესოს მოუქნია მუშტი რაც ადრესატს საკმაოდ მაგრად მოხვდა. შემდეგ სწრაფი მოძრაობით ჯერ ერთი "გორილა" მოსვა ძირს შემდეგ მეორე. იცოდა ბევრი დრო არ ქონდა ამიტომ სწრაფად გაეცალა იმ ადგილს და დასახმარებლად დარეკვა გადაწყვიტა.
......
- ყველგან მოძებნეთ, მთელი ტერიტორია გადაატრიალეთ - იყვირა ჯეონმა და თავადაც ჰესუს მოსაძებნად წავიდა მოულოდნელად მის ტელეფონზე ზარი შემოვიდა, ჰესუ რეკავდა. ჯონგუკმა სწრაფად უპასუხა
- ჯონგუკ გესმის ჩემი?
- რათქმაუნდა მესმის ჰესუ, სად ხარ კარგად ხარ?
- ჯონგუკ არ ვიცი სად ვარ, მეძებენ, თავი დავაღწიე მაგრამ არ ვიცი რამდენი ხნით.
- დამშვიდდი. გიპოვნი, უბრალოდ წყნარად იყავი, არ გაინძრე ახლავე გიპოვნი... არ შეგეშინდეს - დაამატა ბოლოს და გოგონას ადგილმდებარეობის დადგენა დაიწყო. საბოლოოდ მალევე მიაგნო მოფარებულ კუთხეში მჯდარს, მაშინვე მასთან მიირბინა. მის წინ ჩაიმუხლა და ყურადღებით შეათვალიერა, შენიშნა ტუჩი ჰქონდა გახეთქილი საიდანაც სისხლი ჟონავდა. სიბრაზისგან კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა თუმცა ხელი ფრთხილად შეახო და სისხლი მოსწმინდა. - ძალიან გტიკივა?
- გადავრჩები, - ამოიხვნეშა ჰესუმ - მადლობა რომ მოხვედი.
- შენ ჩემი ცოლი ხარ, რათქმაუნდა მოვიდოდი, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ შენზე, ამაზე სახლში ვილაპარაკებთ ახლა წამოდი.
ჯონგუკი და ჰესუ დანარჩენებთან დაბრუნდნენ, სამწუხაროდ გამტაცებლების კვალს ვერ მიაგნეს.
- სად მივდივართ? - იკითხა გოგონამ როცა ჯონგუკმა აშკარად სხვაგან გადაუხვია.
- მამაჩემს ჩემი ნახვა უნდა, მასთან მივდივართ. იმის შემდეგ რაც მოხდა მარტო ვერ დაგტოვებდი სახლში. მას დაველაპარაკები და შემდეგ დავბრუნდებით უკან.
- გასაგებია თქვი დაუკრა ჰესუმ, რახან დაღლილი იყო ცოტა დასვენება გადაწყვიტა და თვალები დახუჭა. ვერ გაიგო როდის ჩაეძინა.
- ჰესუ, ჰესუ მოვედით -ოდნავ შეანჯღრია ჯონგუკმა გოგონა თუმცა მისი გაღვიძება ვერ შეძლო.
- ღმერთო, მოდი აქ - ამოიხვნეშა ჯეონმა, გოგონა ხელში ფრთხილად აიყვანა და სახლში შევიდა.
- ახალგაზრდა ბატონო უკვე მოხვედით? - გამოეგება ჰანსი.
- მამა სადაა? - იკითხა გუკმა
- კაბინეტშია გელოდებათ.
- ჰესუს ჩემს ოთახში შევიყვან და მივალ მასთან. მსახურს უთხარი ჩემს ცოლს ყურადღება მიაქციოს. თავს შეუძლოდ გრძნობდა. შესაძლოა ამაღამ აქ დავრჩეთ.
- გასაგებია ბატონო. - თავი დაუკრა ჰანსმა ჯონგუკმა კი გზა განაგრძო, ჰესუ ფრთხილად დააწვინა თავის საწოლზე, პლედი მიაფარა ლოყაზე ხელი მოუთათუნა და ოთახიდან ჩუმად გავიდა.
- მამა მოვედი, რაზე გინდოდა ჩემთან საუბარი.
- დაჯექი შვილო,- მძიმედ ამოთქვა უფროსმა ჯეონმა - დაჯექი და ყურადღებით მისმინე, რადგან რასაც ახლა გეტყვი თავდაყირა დააყენებს მთელ შენს ცხოვრებას.....
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro