Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

18 თავი

20 წლის წინ.  შანხაი..

- თქვენ მე მიღალატეთ? უფლება არ გქონდათ ასე მომქცეოდით.
- ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალე ჯი ჰიონ. პირველმა შენ გაეცი ჩვენი საიდუმლო უხუცესთა წინაშე. - აუღელვებლად უპასუხა კიმ ვონმა გაცოფებულ ლის. - შენ შეატყობინე მათ რომ კანონმდებლის მკვლელობას ვგეგმავდით, თუმცა ვერ გათვალე რამდენად საშიშ მტერთან გქონდა საქმე. ალბათ ვერც წარმოიდგენდი რომ ამას შევიტყობდით.
- ჯეონ ნუთუ შენც მის მხარეს იჭერ? - უკვე ხმაჩამწყდარი ლი ჯი ჰიონი ჯეონ ლინ ჯონგს  მოუბრუნდა თუმცა მის სახეზე ნერვიც არ შეტოკებულა.
- კარგით, კარგით ასე იყოს,  მოვა დრო და ამ გადაწყვეტილებას ინანებთ, როცა რეალური ომი დაიწყება კლანებს შორის. ჯეონ შენ 10 წლის ვაჟი გყავს, შენ კი კიმ შვილს ახლა ელოდები. როცა ისინი შესაბამის ასაკს მიაღწევენ და მოუწევთ  ორომტრიალში ჩართვა სწორედ მაშინ ჩავერევი და გაგანადგურებთ. - ჯი ჰიონმა განრისხებულმა დატოვა კაბინეტი.

დღევანდელი დრო. ჯეონების რეზიდენცია

- ბატონო, ახალგაზრდა მამაკაცს თქვენი ნახვა სურს. - ფრთხილად შეაღო მსახურმა  ჯეონ ლინ ჯონგის კაბინეტის კარი და მას ვიზიტორის შესახებ აცნობა.
- ვინ არის? - დინჯად იკითხა ჯეონმა ისე რომ მსახურისათვის არც გაიხედავს.
- ამბობს  რომ კიმ ვონმა გამოგზავნა. - ამ სახელის გაგონებაზე ჯეონს ფერი ეცვალა, შესამჩნევად განერვიულდა და ვიზიტორის დაუყოვნებლივ შეშვება
მოსთხოვა მსახურს. რამდენიმე წუთში მისი კარი სანდომიანმა მამაკაცმა შეაღო
- გამარჯობათ ბატონო ჯეონ. მე სანგჩოლი ვარ და აქ კიმ ვონის დავალებით მოვედი.
- გისმენ, დაჯექი. დიდი ხანია მის შესახებ არაფერი მსმენია.
- ბატონი ვონი მძიმედაა ავად, სწორედ ამიტომ თავად ვერ მოახერხა აქ მოსვლა. მე გამომგზავნა, არის ერთი საკითხი რომელიც უნდა განვიხილოთ. ეს თქვენს ვაჟსა და მის მეუღლეს ეხებათ. - ჯეონს სახეზე გაოცება გამოესახა. სანგჩოლმა კი განაგრძო - როგორც იცით კიმ ვონის მემკვიდრე ტესო გასულ ზამთარს ჩაცხრილეს საკუთარ ავტომობილში. სწორედ მისი კორონაციის წინა დღეს. ჩვენ მკვლელის კვალს გავყევით. გაგვიჭირდა ყველაფრის გარკვევა მაგრამ საბოლოო ჯამში დამკვეთის კვალზე გავედით და ის ჯი ჰიონია.
- შეუძლებელია, შეუძლებელია ის იყოს. მე და ვონმა ჩვემი თვალით ვნახეთ მისი ცხედარი. - ნერვიულად ამოილაპარაკა უფროსმა ჯეონმა
- ის ცოცხალი ვერ იქნება.
- მაგრამ არის.
- კარგი დავუშვათ ასეა, რა კავშირშია ჩემი შვილი ან ჰესუ.. ჯანდაბა, ვონი ფიქრობს რომ მას შურისძიება უნდა? ასეა არა? - მწარედ ჩაეცინა ჯეონს. - იგი ჯონგუკის მოკვლას ეცდება. მე არ მინდოდა ჯონგუკს ჩემნაირი ცხოვრებით ეცხოვრა, სწორედ ამის გამო მოგვივიდა შელაპარაკება 12 წლის წინათ. იგი სახლიდან წავიდა მაგრამ მე ყოველთვის ვიცოდი რას აკეთებდა. ვონს გადაეცი რომ სანერვიულო არაფერია, ჯონგუკს ასე მარტივად ვერაფერს დააკლებენ, რადგან მაფიის ბოსია. - არხეინად თქვა ჯეონმა
- ჰესუ ვონის შვილია, ჯი ჰიონი მასზეც ნადირობს. რადგან ტესო მკვდარია, ჰესუმ უნდა დაიკავოს მისი ადგილი. - მტკიცდ წარმოთქვა სანგჩოლმა. ვონს თქვენგან მხოლოდ ის უნდა რომ ჰესუ ჯონგუკს მოაშოროს.
- სისულელეა - გაცხარდა ჯეონი, თუკი ჰესუ მართლა ვონის შვილია იგი ჯონგუკთან უფრო დაცული იქნება. გოგონას წარმოდგენაც არ ექნება როგორ დაიცვას თავი. თანაც ის უკვე ჯეონია. არაა გასაკვირი ჩემს შვილიშვილს ატარებდეს მუცლით. მე დაველაპარაკები ჯონგუკს, მაგრამ მას და ჰესუს არ დავაშორებ.
- გასაგებია - თავი დაუკრა სანგჩოლმა და რეზიდენცია მალევე დატოვა.

.........
- ჰესუმ ფრთხილად გაახილა თვალი და როცა გვერდით სიცარიელე დახვდა შვებით ამოისუნთქა. ჩანს ჯონგუკი უკვე სამსახურში იყო წასული. გოგონამ საათს დახედა და როცა გააცნობიერა რომელი საათი იყო გიჟივით წამოვარდა. სასწრაფოდ შევარდა თავის ოთახში თავი მოიწესრიგა და ტანსაცმლის ძებნა დაიწყო. - ჯანდაბაა, ჯანდაბა ჯანდაბა. მაინდამაინც დღეს როცა ასეთი მნიშვნელოვანი გამოცდაა. ჯანდაბა იდიოტო... - ლანძღავდა თავის თავს თან გზადაგზა იცმევდა ფეხსაცმელს.  სამჯერ ლამის კიბეზე დაგორდა.
- ქალბატონო არ ისაუზმებთ გამოეგება მარტა ღიმილით, ხელში ბლითებით სავსე თეფში ეჭირა

- მარტა რამდენჯერ გითხრა ნუ მომმართავ ეგრე თავი 100 წლის მგონია - თვალებიი აატრიალა ჰესუმ - არა არ შევჭამ არ მქვს დრო. დამაგვიანდაა. - დაიწივლა ჰესუმ და კარში გაიჭრა, თუმცა მალე უკან გაკრეჭილი შემოვარდა ერთი ცალი ბლითი პირში ჩაიტენა, მეორე ხელში დაიჭირა და ისევ გავარდა. ისე ჩქარობდა არ ჭეუნიშნავს ჯონგუკი რომელსაც მის შემხედვარეს გაზეთის კითხვა შეეწყვიტა და გაღიმებული უყურებდა.
- როგორ შეუძლია ერთდროულად ასეთი ბავშვური და ასეთი გაწონასწორებული იყოს. როგორი საყვარელია. - ჯეონს ფიქრი ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა - გისმენთ .
- ბატონო ჯონგუკ, მამათქვენს თქვენი ნახვა სურს. თქვა რომ ამ საააღამოს სახლში გელოდებათ.
- გასაგებია ჰანს, უთხარი მამას რომ მოვალ.  - საინტერესოა რა უნდა.

........

- რას ნიშნავს არ დააშორებს სანგჩოლ? - ცივად გაისმა კიმ ვონის ხმა. - ჰესუ ჯონგუკთან არ დარჩება, თუ ჯეონი არა ამას მე გავაკეთებ.
- კი მაგრამ შეიძლება ჯეონი მართალიცაა, იქნებ ჯონგუკმა უფრო შეძლოს მისი დაცვა.
- არა, ნიშნავს არას. ისინი ერთად არ უნდა იყვნენ. და არ შემეკამათო. სანგჩოლ ჩემი შვილი მომიყვანე.
- გასაგებია სერ - თავი დაუკრა ბიჭმა და კარში გაუჩინარდა.
- თქვენ ერთად ვერ იქნებით, ეს შეუძლებელია, როცა სიმართლე გაიგებ თავად მოუღებ ბოლოს ჯეონების კლანს.

ვიცი პატარაა მაგრამ უნდა მომიტრვოთ :) მომდევნო ვრცელი იქნებაა. კიდე ავხლართე

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro