Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

17 თავი

ჰესუ დაღლილი მიესვენა სავარძელში. თვალი გადაავლო თავის ნახელავს და კმაყოფილი დარჩა, ახლა ეს ადგილი შედარებით მშობლიურად ეჩვენა. გოგონა აპირებდა ოთახში ასულიყო, როცა კართან ვიღაცის ხმამაღაკლი საუბარი შემოესმა, მალე კი ამ ხმის პატრონიც დაინახა.

- ჯონგუკი სად არის? მის სანახავად მოვედი - კეკლუცად ჩაილაპარაკა ვიოლეტამ და ჰესუს ზურგი მედიდურად აქცია.

- სად გგონია რომ მიდიხარ? - იკითხა სუმ მშვიდი ხმით და ვიოლეტასკენ წავიდა თუმცა მაშნვე შეჩერდა როგორც კი კიბეებზე მომავალი ჯეონი შეამჩნია.

- მე დავურეკე, და ვუთხარი მოსულიყო - ეშმაკურად ჩაიღიმა ჯონგუკმა და ვიოლეტას ხელი წელზე შემოხვია. - რამე პრობლემაა ძვირფასო მეუღლევ?

-კარგი საყვარელო, დააცადე - ჩაიცინა ვიოლეტამ და ჯონგუკს უფრო მეტად მიეკრა - ხედავ ცოტაც და აზლუქუნდება.

- ფჰჰჰ, აზლუქუნდებაო? მაოცებს შენი წინასწარმეტყველური ნიჭი ვიოლეტა - ჩაიქირქილა ჰესუმ ხოლო როცა მათი გაკვირვებული სახეები შეამჩნია განაგრძო - ალბათ საკუთარ თავზე თქვი, რადგან რამდენიმე წუთში სწორედ შენ დაიწყებ ზლუქუნს - ამოისისინა, მკვეთრი მოძრაობით ვიოლეტა ჯონგუკს მოაშორა და მისი სახლიდან გათრევა დაიწყო.

- რას აკეთებ, გამიშვი მანიაკო, გუკი, პატარავ უთხარი რამე - გაკიოდა ბოლო ხმაზე თუმცა ჯონგუკს აზრად არ მოსვლია მისი დახმარება. მეტიც ოდნავშესამჩნევი ღიმილით აკვირდებოდა სიტუაციას, საბოლოო ჯამში ვიოლეტა კარებს მიღმა აღმოჩნდა გაცოფებული ჰესუ კი თავისი ოთახისკენ გაემართა, თუმცა ცივმა ხმამ რომელიც მის ქმარს ეკუთვნოდა აიძულა შეჩერებულიყო.

- ვინ მოგცა უფლება რომ ჩემი ქალი სახლიდან გამიგდე?

- მე გაგაფრთხილე ჯეონ ჯონგუკ რომ სახლს სადაც ვცხოვრობ ბორდელად არ გაქცევინებდი. გაგაფრთხილე რომ შენი ბოზები აქ არ მოგეყვანა. ახლა პასუხს ნუ ითხოვ. - მტკიცედ თქვა ჰესუმ და წასვლა დააპირა როცა უკნიდან წელზე მძლავრი მკლავები იგრძნო

- მართლა ასეა? თუ იეჭვიანე, მიდი თქვი რომ ასეა და რომ სწორედ ამიტომ გააგდე. - მაცდურად ჩაილაპარაკა ჯეონმა გოგონას კისერში

- სისულელეს ნუ ამბობ. რომ ეჭვიანობდე უნდა გიყვარდეს, მე კი ცოტა არიყოს შორს ვარ ამ მდგომარეობისგან - ამოისისინა ჰესუმ და თავის დაღწევას შეეცადა თუმცა ამის მაგივრად ჯონგუკმა მისკენ სახით მიატრიალა და მთელი სხეულით აიკრა. - გართობის ობიექტი გამიგდე, ახლა შენ მოგიწევს ჩემი დაკმაყოფილება - ბიჭმა ჰესუ მკვეთრი მოძრაობით ჰაერში აიტაცა და თავის ოთახში შესულმა საწოლზე დაანარცხა - აბა რაო პატარავ, მოგენატრა მამიკო?

- არ მომიახლოვდე - გამაფრთხილებლად თქვა ჰესუმ და უკან გაჩოჩება დაიწყო - არ შემეხო. ფაქტი იყო ჯეონი მის მოსმენას არ აპირებდა გოგონა მძლავრად მიიკრა და მის ტუჩებს მონატრებული დაეწაფა. გაშმაგებით კოცნიდა თან ორივე ხელით მაგრად ჰყავდა მისი სხეული ჩაბღუჯული. ჭკუიდან გადაჰყავდა იმ ფაქტს რომ ჰესუ კოცნაზე არ პასუხობდა. მისმა ლოყებმა დასველება დაიწყო, მიხვდა რომ გოგონა ტიროდა. ჯეონი ელდანაკრავი მოსცილდა მას კედელს მუშტი მძლავრად დაკრა და ოთახიდან გავარდა. საშინლად ბრაზობდა საკუთარ თავზე. ბრაზობდა რადგან ჰესუ უნდოდა. ბრაზობდა რადგან ცხოვრებაში პირველად რაღაც მართლა მოუნდა და ვერ იღებს. სახლი განერვიულებულმა დატოვა და კლუბისკენ გაემართა.

.....

- ვიპოვე, ჰესუ ვიპოვე ბიძია - თავი დაუკრა ახალგაზრდა მამაკაცმა საწოლში მწოლიარეს და ოდნავ გაუღიმა

(კანგ სანგჩოლი)

- მადლობა სანგჩოლ, ვგრძნობ დიდი დრო აღარ დამრჩა - ჩაილაპარაკა მამაკაცმა და მისი თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა - ტესოს გარდაცვალების შემდეგ ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა, ვინ იცის, რდენჯერ ვცადე და როგორ მინდოდა უკან დავბრუნებულიყავი, მაგრამ ვერ გავბედე, ვერ შევძელი.
- თავს ძალას ნუ ატანთ ბატონო კიმ.
- გთხოვ სანგჩოლ, გთხოვ ჩემი შვილის მახვა მინდა თუნდაც შორიდან, თუნდაც უკანასკნელად. მხოლოდ თვალს შევავლებ. 15 წლის წინ ლაჩარივით მოვიქეცი, სულ პატარა ჰესუ სრულიად მარტო დავტოვე სრულ ჯოჯოხეთში. შემეშინდა. ცხოვრებამ მწარედ დამსაჯა. მაიძულა ჩემი ვაჟის სიკვდილი მენახა.
- ბატონო კიმ, ჩვენ ახლა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს. - ნერვიულად ჩაილაპარაკა სანგ ჩოლმა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.  - ჰესუ დაქორწინდა, მისი ქმარი კი ჯონგუკია, ჯეონ ჯონგუკი.
- რა თქვი? - კოდევ უფრო დაეკარგა ფერი ისედაც უფერულს- როგორ ფიქრობ იცის ვინაა ჰესუ?
- არამგონია, არამგონია ჯონგუკმა იცოდეს რა მოხდა  20 წლის წინ თქვენს, უფროს ჯეონსა და ლი ჯი ჰიონს შორის.
- მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტია რაღაც მანქანებით მათი გზები გადაიკვეთა. აუცილებლად უნდა მოვაშოროთ ჰესუ ჯონგუკს. უნდა დაშორდნენ სანამ ლი გაიგებს რომ ჰესუ ჩემი შვილია.
- გასაგებია. შევეცდები ყველაფერი მალე მოვაგვარო.
- შეეცდები არა სანგჩოლ, უნდა მოაგვარო, ახლა როცა ტესო მკვდარია ჰესუა ჩემი მემკვიდრე. მან უნდა მართოს ჩემი "იმპერია". უმდა თუ არა ამის გაკეთება მაინც მოუწევს.

.......
- ჯონგუკ გეყოფა, უკვე საკმარისზე მეტი დალიე. - ძლივს გამოგლიჯა ხელიდან ტარამ სასმლით სავსე ჭიწა უგონოდ მთვრალ ჯეონს.
- ჯიმინ შენ მაინც გამაგებინე რა ხდება, არასდროს მინახავს ამ მდგომარეობაში. - ხვნეშით ახედა ტარამ შეყვარებულს რომელიც არანაკლებ შოკირებული იყო ჯონგუკის ქცევით.
- მგონი შეყვარებულია, ცოლი შეუყვარდა და ამის აღიარება არ უნდა. - ღიმილით ჩაილაპარაკა ბიჭმა და ტარას ზუგს აეკრა.
- პფფ ნუ მაცინებ ჯონგუკი და სიყვარული?
- გეუბნები ასეათქო, აი ნახავ თუ მართალი არ აღმოვჩნდი. წამოდი მომეხმარე დივანზე დავაწვინოთ.
- კარგი - ამოიოხრა ტარამ.
-გუკი წამოდი, გთხოვ ცოტა დაგვეხმარე ძალიან მძიმე ხარ.
- ხ..ხელი გამიშვით, სახლში უნდა წავიდე... - ამოიბურტყუნა ჯეონმა და კარისკენ ბარბაცით დაიწყო სვლა. - ჰესუ მარტოა, სახლში უნდა მივიდე. ახლავე გამიშვით ხელი
- მაგრამ - ჭეწინააღმდეგება სცადა ტარამ
- არაუშავს ძვირფასო. მე წავიყვან...
ჯანდაბა არადა მინდოდა დღეს ერთად გაგვეტარებინა დრო.
- როცა გუკის დატოვებ ჩემთან მოდი. რამეს ვუყუროთ - გაეკრიჭა ტარა
- მე უკეთესი იდეა მაქვს საყვარელო - წარბები აათამაშა ბიჭმა და სანამ ტარასგან მუჯლუგუნი მოხვდებოდა სწრაფად დატოვა კაბინეტი თითქმის გათიშულ ჯონგუკთან ერთად.
- გარყვნილი - ჩაეცინა ტარას და ხელები აწითლებულ ლოყებზე აიფარა.

.......

- როგორაა საქმე ხომ არ შეგნიშნა??
- არა ბატონო ლი, ყველაფერი წესრიგშია. თქვენს მითითებებს ველოდები რათა მოქმედებაზე გადავიდე.
- ვინ იფიქრებდა რომ ერთო გასროლით ორ კურდღელს დავიჭერდი. მხოლოდ ჯონგუკი კიარა კიმ ჯონ ვონის ქალიშვილიც ხელში ჩავიგდე. - კმაყოფილად ჩაილაპარა მამაკახმა და სახეზე მანიაკალური ღიმილი გამოესახა.
.....

- არ იცის ჯონგუკის წასვლის შემდეგ რამდენ ხანს ტიროდა. იმის ძალაც არ შესწევდა რომ თავის ოთახში გასულიყო. გული საშინლად სტკიოდა თუმცა ვერ გებულობდა რატომ,  იმის გამო რომ ქმარს კიდევ ერთხელ უნდოდა ძალით დაუფლებოდა თუ, ვიოლეტას ვიზიტის გამო. ის ის იყო ძილი მოერია როცა კარის გაღების ხმა შემოესმა და მძაფრი ალკოჰოლის სუნი იგრძნო. ამ სურნელს ათასში გამოარჩევდა. რამდენიმე წუთში მის გვერდით ლოგინი ჩაიწია და მეორე წამს ჯონგუკის ძლიერ სხეულზე აღმოჩნდა აკრული. გოგონა შიშით აცახცახდა, არ იცოდა რა ელოდა მისგან თუმცა ბიჭის ხავედოვაბმა ბარიტონმა მის ყურთან მშვიდად გაიჟღერა
- ნუ გეშინია, უბრალოდ ჩემთან დარჩი... ჰესუ... - გოგონას სუნთქვა შეეკრა, მალევე გაიგონა მძიმე მშვიდი სუნთვქა მოესმა. მიხვდა ჯონგუკს ეკვე ეძინა. რამდენიმე წუთში თავადაც ჩაეძინა...

ძლიივს, მოვუყარე თავი. რეეჰი ჩავიდინე არ ვიცი ;D

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro