16 თავი
ჯონგუკი ადგილს ვერ პოულობდა. ბევრჯერ სცადა სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება მაგრამ არ გამოუვიდა, უნდოდა ჰესუსთვის დაერეკა, მაგრამ არ სურდა გოგონა რამეში დაეჭვებულიყო ამიტომ თავს იკავებდა საბოლოო ჯამში როგორც იქნა ჯიმინმა შემოაღო კარი და გაბრწყინებული სახით გაემართა გაგიჟებას მყოფი მეგობრისკენ.
- ჯიმინ, რა გაარკვიე? - მოუთმენლად იკითხა ჯონგუკმა
- ვერ დაიჯერებ ძმაო, შენ მისი მოძებნა მთხოვე, მაგრამ მან თავად გვიპოვა, ნუ ჩვენ რა, ჰესუ იპოვა - ჯიმინმა ჯეონის დაეჭვებულ სახეს ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო - ეს ბიჭი ტესოა. კიმ ტესო ჰესუს ტყუპისცალი ძმა.
- ტესო? - ჯონგუკმა მშვიდად ამოილაპარაკა თუმცა მაშინვე დასერიოზულდა - თუ ნამდვილად ისაა რატომ იმალება? ჩუმად რატომ უთვალთვალებს ჰესუს? ეს ამბავი არ მომწონს ჯიმინ. აქ რაღაც ისე არაა.
- ყველსფერს გავარკვევ, შენ არ იღელვო, მაგრამ მაინც რატომ გაინტერესებს იმ და-ძმის ამბავი ასე? მოიცა არ მითხრა რომ უკვე აგიხდა ჩემი სიტყვები.
- რა სისულელეს ლაპარაკობ- უხეშად აიქნი ხელი გუკმა- უბრალოდ არ მინდა რამე გაუთვალისწინებელმა დისკომფორტი შემიქმნას.
- ხო რათქმაუნდა. კარგი ახლა შენის ნებართვით წავალ. ჩემი გოგო უნდა ვნახო, კარგა ხანია უნივერსიტეტში მელოდება. - ჯიმინი ხალისით გაემართა კარისკენ ჯონგუკმა კი თვალები გაბეზრებით აატრიალა და თავადაც სახლში წასვლა გადაწყვიტა.
...........
ჰესუ საშინლად დაღლილი დაბრუნდა შინ, ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო ამიტომ სახლის დაკვირვებით დათვალიერებას მოჰყვა.
- რახან აქ მომიწევს ცხოვრება ბარემ ჩემს გემოზე მაინც მოვაწყობ ასე, ასე. მარტაა - გასძახა მსახურს.
- გისმეთ ქალბატონო, - ღიმილით გამოეგება შუახნის ქალი.
- მინდა დეკორაცია შევცვალო, ამ სახლში ყველაფერი საშინლად უსიცოცხლოდ გამოიყურება, რას იტყვი?
- მე რა უნდა გითხრათ ახალგაზრდა ქალბატონო, უბრალოდ ბატონ ჯეონს არ მოსწონს ცვლილებები. - ფრთხილად ამოთქვა მარტამ და თავი დახარა.
- აიშ ნეტა ვის აღელვებს მაგის აზრი, მე ავიღებ პასუხისმგებლობას
- კარგით ქალბატონო, წავალ ბიჭებს დავუძახებ რომ ავეჯის გადაადგილებაში დაგვეხმარონ.
- ძალიან კარგიი - ტაში შემოჰკრა გოგონამ და იმაზე დაიწყო ფიქრი რა სად გადაეადგილებინა.
........
ჯონგუკმა მანქანა დააპარკინგა და სახლისკენ გაემართა, უკვე აღარ ახსოვს ასე ადრე როდის დაბრუნდა შინ, ისიც არ იცოდა დღეს რატომ მოუნდა სახლში წასვლა, იქნებ იმოტომ რომ ბენმა დაურეკა და უთხრა რომ ჰესუ სახლშია. ჯეონმა თავი გადააქნია რომ აუზრო ფიქრებისაგან თავი დაეღწია და შიგჯოთ შევიდა. ძალიან გააკვირვა იმან, რომ გარეთ არც ერთი დაცვის წევრი არ იდგა, სახლიდან კი ხმაური გამოდიოდა, ხელი იარაღისკენაც კი წაიღო, რომელსაც გამუდმებით თან ატარებდა. თუმცა სახლში შესულს ისეთი სიტუაცია დახვდა რასაც ყველაზე ნაკლებად წარმოიდგენდა.
მაგიდაზე მდგომი ჰესუ მთელი ძალით ცდილობდა საკმაოდ მაღალ ჭაღს მისწვდომოდა ჩამოსახსნელად და პარალელურად განკარგულებას აძლევდა დაცვის ბიჭებს ავეჯის გადაადგილების შესახებ. მარტას კი გოგონას წელზე ჰქონდა შემოხვეული ხელები რათა არ ჩამოვარდნილიყო.
- აიშ ჯანდაბა, რომელ გენიოსს მოუვიდა აზრად ასეთი მაღალი ჭერის დაპროექტება - ილანძღებოდა ჰესუ და თან ფეხისწვერებზე დამდგარი განაგრძობდა ჭაღზე ჯაჯგურს- ქალბატონო დენმა არ დაგარტყათ, იქნებ შეეშვათ მაგ ჭაღს - ოხრავდა მარტა.
- არა მარტა, ცოტაც და მივწვდები, სულ ცოტაც და...
ჯეონი თავისდაუნებურად ღიმილით შესცქეროდა ამ სანახაობას, ცდილობდა გაეხსენებინა ბოლოს ასეთი სასიამოვნო გრძნობა როდის ქონდა, თუმცა ვერ ახერხებდა. უყურებდა წარბეშკრული ჰესუ როგორ ცდილობდა ჭაღს მისწვდომოდა და მის სრულყოფილ სხეულს, სახეს თვალს ვერ აცილებდა. მომენტალურად შენიშნა რომ მაგიდა რომელზეც გოგონა იდგა ავარიული იყო, რადენიმე წამიც და მაგიდამ სერიოზული რყევა დაიწყო რასაც ჰესუს შეკივლება მოჰყვა, მეორე წამს კი იატაკზე მტკივნეულად დაცემის შიშისაგან თვალებდახუჭული ჰესუ ქმრის მკლავებში აღმოჩნდა და კოალასავით შემოჰხვია ხელები კისერზე. ფაქტია ძალიან შეეშინდა რადგან მისთვის ხელის გაშვებას არ აპირებდა და მძიმედ სუნთქავდა, თვალები ჯერ კიდევ მჭიდროდ ჰქონდა დახუჭული. ამ მკლავებში თავს რატომღაც დაცულად გრძნობდა და ალბათ კიდევ გაურვეველი ვადით დარჩებოდა, რომ არა დაბალი ბოხი ხმა, რომელიც მის ყურთან გაისმა
- თუ ასე მოგწონს ჩემს მკლავებში ყოფნა შეგვიძლია საძინებელში გადავინაცვლოთ. - ამის გამგონე ჰესუმ იმწამს დააჭყიტა თვალები და ჯონგუკის ხელებში აფართხალდა - მადლობა, დამსვი კარგი? - გოგონა ძირს ფრთხილად დასვა და ირგვლივ მიმოიხედა, - აქ რა ამბავი დაგიტრიალებია, მოჩვენებითი სიმკაცრით მიმართა ჯერ კიდევ აჭარხალებულ ჰესუს. - ვინ მოგცა უფლება რომ სახლს შენს ჭკუაზე უცვლი დიზაინს??
- მე... ამ მე მხოლოდ, უბრალოდ... - ენა დაება გოგონას, რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ინცინდენტის შემდეგ ჯერ კიდევ დარეტიანებული იყო.
- რაო ძვირფასო, სად წავიდა შენი სისხარტე და შემართება? ნუთუ ასე იმოქმედა ჩემმა სიახლოვემ - ჩაიცინა ჯონგუკმა და გოგონას კიდევ უფრო აჭარხლებული სახის დანახვაზე გულიანად გადაიხარხარა. - კარგი, კარგი, ახლა ხელში ნუ ჩამაკვდები. რაც გინდა ის ქენი მაგრამ არ იხმაუროთ თორემ ყველას გაგყრით სახლიდან სიცილით დაემუქრა იქ მყოფთ და თავისი ოთახისაკენ გაემართა.
- ჰუჰ, ეს რა იყო, - არარსებული ოფლი მოიწმინდა ჰესუმ შუბლიდან და ასევე დაზაფრულ დანარჩენებს გადახედა. ჰე, დასვენება გეყოთ, ჯერ კიდევ უამრავი საქმეა. - გოგონა თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ მაგრამ მისი განწყობა მომენტალურად გაუმჯობესდა. საკუთარ თავთანაც კი ეშინოდა იმის აღიარება რომ ამის მიზეზი ჯონგუკი იყო..
.......
- იპოვე ჰესუ? - იკითხა საწოლში მწოლიარე ფერდაკარგულმა მამაკაცმა.
- ვიპოვე... - იყო პასუხი
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro