Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

15 თავი

ჰესუ გაოგნებული უყურებდა ჯონგუკს, ვერ იგებდა ასე რამ განარისხა, საბოლოოდ თავადაც  გაბრაზდა
- ხომარ შეიშალე, რა გაღრიალებს, ან რა უფლებით მთხოვ პასუხს, ჰო დავუშვათ შევხვდი, მასთან ვიყავი. მერე  რა? ეს შენ არ გეხება. - ბოლო ხმაზე აყვირდა გაცეცხლებული გოგონა, თუმცა როცა ჯონგუკის შეშლილი მზერა შენიშნა მისდაუნებურად უკან დახევა დაიწყო, ხვდებოდა  ამ სიტუაციაში ჯეონი უკონტროლო იყო.
- მე არ მეხება არა? - მწარედ ამოთქვა ბიჭმა და გოგონასკენ ძალიან ნელი ნაბიჯებით დაიწყო მიახლოება. - შენ ამბობ რომ მასთან იყავი და მე არ მეხება ხომ? - ჰესუ კედელს შეეჯახა მალე კი ჯონგუკის ხელებს შორის აღმოჩნდა, გოგონას მისი მზერა წვავდა, შეეძლო დაეფიცა რომ ახლა ბიჭი მზად იყო საკუთარი ხელით დაეხრჩო. ჰესუ შეეცადა შიში არ ეჩვენებინა თუმცა მისდაუნებურად სხეულმა კანკალი დაიწყო. ბიჭს არ გამოპარვია მისი რეაქცია და ჩაეცინა.
- შენ ჩემი ცოლი ხარ, ჯეონის გვარს ატარებ. ჩემი შვილი უნდა აღზარდო. გგონია უფლებას მოგცემ სხვა კაცს შეეხო? მიპასუხე - მისი სიტყვები გულისგანმგმირავად ჭექდა. თავს ნუ დაიიმედებ, არც იფიქრო რომ შენ მაღელვებ, მე მხოლოდ ჩემს რეპუტაციაზე ვფიქრობ. აღარასდროს არ მიუახლოვდე მას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ასე უმტკივნეულოდ აღარ დასრულდება. - ჯონგუკი გოგონას მოსცილდა და სააბაზანოსკენ დაიწყო სვლა. 

- იუნგი ჩემი მენტორია - მტკიცედ გაისმა ჰესუს ხმა. - ის დედაჩემის მკურნალი ექიმი იყო. უბრალოდ ჩემი მასწავლებელია.  რა საჭიროა ამის გამო ერთ ამბის ატეხვა.  როგორ ბედავ ასეთ რამეში დამდო ბრალი? შენს იაფფასიან ძუკნებში არ აგერიო. საერთოდ არ მესმის რატომ გიხსნი. ჩვენ შევთანხმდით რომ ეს ქორწინება გარიგებაა. შენ აკეთებ იმას რაც გინდა და მეც ანალოგიურად ვიქცევი. სამაგიეროდ ყველა ბედნიერია. გასა...
- არა!!! - გოგონა შეაცბუნა მრისხანე ხმამ - შენ არა, ვერ გააკეთებ იმას რაც გინდა.  დღეიდან ყველა შენი ნაბიჯი  მეცოდინება, ნუ მაიძულებ რომ საერთოდ აგიკრძალო სახლიდან გასვლა. გაფრთხილებ ჭკუიდან არ გადამიყვანო ჰესუ. და ჩაიბეჭდე თავში რომ ვერასდროს ვერ იქნები ვერავისთან ჩემს გარდა. ახლა გაეთრიე სანამ მოთმინება დამიკარგავს. აქედან წადი სწრაფად. - გოგონა შოკირებული უსმენდა ჯონგუკს, არ უნდოდა ასე უსიტყვოდ წასულიყო და დამარცხება ეღიარებინა მაგრამ იმასაც ხვდებოდა რომ ახლა თუ ამ კამათს გააგრძელებდა სავალალო შედეგამდე შეიძლება მისულიყო. ამიტომ უსიტყვოდ შეტრიალდა და კარი გაიხურა. ჯონგუკი კი კიდევ უფრო გაცეცხლებული დატოვა
- მენტორი.. სასაცილოა. რა მემართება, რატომ მაღიზიანებს ასე მათი ერთად მუშაობის ფაქტი, საერთოდ რაში მაინტერესებს. მაგრამ რომ მაღელვებს, ჭკუიდან მშლის იმის წარმოდგენაც კი რომ ის ნაბიჭვარი შეეხება. დასვენება მჭირდება - ჯონგუკი სააბაზანოსკენ გაემართა რათა გონება ცოტა განეტვირთა. მას ახლა ბევრი რამის გააზრება სჭირდებოდა. ჰესუ დაბნეული შვიდა საძინებელში და საწოლზე გაწვა. 

- ვინ მისცა ასე მოქცევის უფლება, აუტანელი დესპოტი. როგორ ბედავს. მე შენ დაგაჩოქებ ჯონგუკ, აუცილებლად დაგაჩოქებ ჩემს წინაშე. ყველაფრისთვის ბოდიშს მომიხდი.

...............

- აბა რა არის ახალი? 

- მისი სახელია კიმ ჰესუ, ეს გოგონა გახდა ჯეონ ჯონგუკის მეუღლე. - ახალგაზრდამ თავი დაუკრა და დოკუმენტებით სავსე ფაილი გადასცა სავარძელში მჯდარ შაუხნის მამაკაცს.

- ანუ ეს გოგონაა შენი რჩეული ჯონგუკ?? არა შენს გემოვნებაში ეჭვი არასოდეს მეპარებოდა თუმცა ჩემს მოლოდინებსაც გადააჭარბე, ნამდვილი მზეთუნახავია.
- რას გვიბრძანებთ ბატონო? როგორ მოვიქცეთ. -იკითხა ბიჭმა
- ჯექსონს დაუძახე. - წყნარად ჩაილაპარაკა ჰესუს ფაილებში ჩაფლულმა კანგ ჯონმა და  ეშმაკურად ჩაიცინა. - მისთვის დავალება მაქვს.
- გასაგებია.
- ასე,  ასე როგორც იქნა ჩემი დრო დგება, როგორც იქნა დავიბრუნებ იმას რაც წლების წინ წამართვეს. - ნახევრად ჩაბნელებული ოთახი შემზარავმა სიცილმა აავსო.

.....
ჯონგუკი საუზმობდა როცა  მისკენ მიმავალი ჰესუ შენიშნა.
- ვხედავ მიუხედავად შენი გიშინდელი  გამოხტომისა მადიანად შეექცევი შვრიას - ჩაიცინა გოგონამ და სანამ ბიჭი რამეს იტყოდა დაამატა - უნივერსიტეტში მივდივარ. შესაძლოა ფსიქიატრიულშიც შევუარო იუნგის ასე რომ შენს ფინიებს გადაეცი თუ ისევ აპირებენ  ჩემს უკან პაპარაცივით დევნას უკეთესი რაკურსით მაინც გადაიღონ, წინა სურათები საშინელება იყო.
- გეტყობა დილიდან კარგ ხასიათზე ხარ ძვირფასო - სარკასტულად ამოილაპარაკა ჯეონმა და გოგონას დაკვირვებით მიაშტერდა.
ჰესუ ძალიან საყვარლად გამოიყურებოდა. მისი ღიმილი უბრალოდ არაჩვეულებრივი იყო. ჯონგუკი საკუთარ თავს ებრძოდა. მას უნდოდა ჰესუ, ამას არამარტო სხეულით არამედ გონებითაც გრძნობდა, თუმცა არ სურდა ეღიარებინა. სიყვარული სუსტებისთვისაა. ბიჭმა თავი გადააქნია და უკვე წასულ ჰესუს პატარა ბავშვივით მიაძახა
- ჭკვიანად იყავი, არაფერი გააფუჭო გასაგებია? - უნდოდა მკაცრად გამოსვლოდა, თუმცა როცა მისკენ შემოტრიალებული ყურებამდე გაკრეჭილი ჰესუ დაინახა ვერ შეძლო, ისევ მისი საყვარელი სახის ტყვე გახდა.
მათი სამყარო იცვლებოდა, სხვა ფერი ხდებოდა ისე რომ ამას  ვერ აცნობიერებდა ვერცერთი

......
- აბა ჰესუ, რა მოიფიქრე, როგორ გავატაროთ შენი დაბადების დღე? საქმიანად იკითხა ტარამ და მეგობარს დადარაჯებული მზერა ესროლა - არა თუ გინდა მე მოვაგვარებ ყველაფერს....
- არა შენ არა. - მომენტალურად შეაწყვეტინა ჰესუმ როცა თავისი ბოლო დაბადების დღე გაახსენდა ტარას ორგანიზებით. მართალია კარგი დრო გაატარეს მაგრამ საბოლოო ჯამში მთვრალებმა პოლიციის განყოფილებაში დაამთავრეს ვოიაჟი რამდენიმე ბიჭის ცემისთვის და დილამდე იქ მოუწიათ გდება. ამის გახსენებაზე ორივეს უსიამოვნოდ გააჟრიალა.
- უბრალოდ სადმე წავიდეთ ჩვენ სამნი. დარწმუნებული ვარ ის დესპოტი მაინც არაფრის უფლებას არ მომცემს. ისევ გული უნდა მეტკინოს - თავი ჩახარა ჰესუმ.
- მაგას მე მოვაგვარებ, შენ უბრალოდ ნება მომეციი. - გაიკრიჭა ტარა. გოგონები სიცილით გაემართნენ აუდიტორიისაკენ. ჰესუს ისევ არ შეუნიშნავს ბიჭი რომელიც შორიახლოს იდგა და დაჟინებით აკვირდებოდა.
......
- ბატონო ჯონგუკ, გესმით ჩემი?
- კი ბენ, მითხარი ამჯერად რა მოხდა? სადაა ჰესუ?
- უნივერსიტეტშია, მაგრამ ეს არაა პრობლემა. მას უთვალთვალებენ. ეს ახალგაზრდა ჯერ კიდევ გუშინ შევნიშნე თუმცა არ მომეცა შესაძლებლობა რომ მეთქვა. მის სურათს გამოვგზავნი.
- გასაგებია ბენ ახლავე გამომიგზავნე სურათი და ჰესუს თვალი არ მოაშორო. არაფერი დაემართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი თავით აგებ პასუხს.- გაისმა ჯეონის შესამჩნევად განერვიულებული ხმა
- გასაგებია ბოსს. - ბენმა გათიშა და ჯონგუკმა მაშინვე მიიღო სურათი


- ჯიმინ, სასწრაფოდ გამირკვიე ვინ არის ეს პიროვნება. და რა საქმე აქვს ჩემს ცოლთან

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro