14 თავი
გაბრაზებული ჯონგუკი უმისამართოდ მიჰქროდა მაღალი სიჩქარით, მის ირგვლივ რაღაც იცვლებოდა. ვერ ხვდებოდა რა, ვერ იგებდა რატომ და ამაზე ფიქრი აგიჟებდა. ყოველთვის ბევრი ქალი ეხვია გარს, მათ ისე უყურებდა როგორც უსულო საგნებს, სიამოვნების ობიექტებს. არასოდეს უგრძვნია რამე ფიზიკურ ლტოლვაზე მეტი, მაგრამ ახლა? რასაც იგი ჰესუსთან მიმართებაში განიცდიდა ლტოლვას ბევრად აღემატებოდა. ამ გოგონას დაუფლების სურვილი იმ წამსვე გაუჩნდა, როგორც კი დაინახა მისი კაბინეტის კართან დამფრთხალი როგორ იდგა. როცა ცოტა მეტად გაიცნო ეს სურვილი უფრო გაუძლიერდა, ხოლო როცა ჰესუს მტკიცე შეუვალ ხასიათს შეეჯახა, ამან სიგიჟის ზღვარზე მიიყვანა. ფიქრობდა რომ თუკი მასთან დაწვებოდა ეს უბრალო ინტერესი გაუქრებოდა როგორც სხვა შემთხვევაში, შეცდა. მისი ტუჩები დააგემოვნა, მისი სხეულის სიტკბო შეიგრძნო და ახლა კიდევ უფრო მეტად მოერია ვნება, ვერ დაკმაყოფილდა. საკუთარ თავთანაც გაუჭირდა ამის აღიარება რომ ჰესუმ დააინტერესა, ცხოვრებაში პირველად ვიღაცამ სერიოზულად დააინტერესა. იმასაც ვერ იგებდა ვიოლეტას სიტყვებმა, მისმა შეხებამ ასე რატომ გააღიზიანა
- ეს მხოლოდ ვნებაა. განსხვავებულია და ამიტომ მაქვს ასეთი განცდა. რამდენჯერმე დავწვები მასთან და ყველაფერი კალაპოტში ჩადგება. - საკუთარ თავს არწმუნებდა ცოტა დამშვიდებული. საბოლოო ჯამში ფიქრი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა ჰესუსთვის მიკუთვნებული მძღოლი რეკავდა.
- რა მოხდა ბენ?- უპასუხა ჯეონმა.
- თქვენი მეუღლე მთხოვს რომ დავტოვო და სახლში მის გარეშე დავბრუნდე. ამბობს რომ რაღაც საქმე აქვს და მეგობარს გაჰყვება. როგორ მოვიქცე?
- გაუშვი, მაგრამ გაჰყევი, არ შეგნიშნოს. - ჯონგუკმა ტელეფონი გათიშა და საჭეს მძლავრად მოუჭირა ხელები. იგი ნელ-ნელა უახლოვდებოდა პარტნიორებთან შეხვედრის ადგილს. სულ მალე დალანდა ნამჯუნისა და ჯიმინის მანქანები. შორიახლოს გაჩერდა თავადაც და მანქანიდან გადავიდა. დღეს მნიშვნელოვანი შეთანხმება უნდა დაედო. ეს მას გაცილებით დიდ მოგებასა და სახელს მოუტანდა.
.......
- ჰესუ? აქ არ გელოდი? ყველაფერი კარგადაა? - მსუბუქად მოეხვია მინ იუნგი გოგონას და მის მოპირდაპირედ მოკალათდა.
- კი ყველაფერი კარგადაა დოქტორო, თქვენთან სათხოვარი მაქვს. მომავალ სემესტრში პრქატიკებზე გვგზავნიან და შეიძლება რომ მე თქვენი მოსწავლე ვიყო? უბრალოდ მგონია რომ უფრო გამიადვილდება ნაცნობ ადამიანთან მუშაობა, თან თქვენ ჩემი ოჯახის პრობლემაც იცით და..
- რათქმაუნდა მოხარული ვიქნები თუკი შენნაირი ჭკვიანი გოგონა ჩემი ასისტენტი იქნება. შენ სანერვიულო არაფერი გაქვს. ხომ იცი ალცჰაიმერი მამის ხაზით გადადის. - იუნგიმ გოგონას გამამხნევებლად გაუღიმა და დასამშვიდებლად ხელი ხელზე დაადო. - მოთმენლად გელოდები, ყველაფერს გავაკეთებ რომ დაგეხმარო და დარწმუნებული ვარ როცა სწავლას მორჩები ჩვენი კოლეგა გახდები.
- მადლობა ექიმო მინ. - გოგონამ თავი დაუკრა დაემშვოდობა იუნგის და საავადმყოფო დატოვა. იმედი ჰქონდა აქ მაინც შეძლებდა პირადი ცხოვრება და დესპოტი ქმარი ცოტა ხნით თავიდან ამოეგდო. ჰესუმ ტაქსი გააჩერა და შეთანხმებისამებრ ტარასა და სპენსერთან წავიდა, მას არ შეუნიშნავს მანქანა რომელიც აედევნა.
.............
- რახან ყველაფერი გავარკვიეთ და ორივე მხარის პირობები გვაკმაყოფილებს შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ პარტნიორები ვართ. - მხიარულად შეძახა შუა ხნის ქერა მამაკაცმა და ჯონგუკს ხელი მძლავრად ჩამოართვა.
- მეც მოხარული ვარ ჯონსონ, რომ შეთანხმება შედგა. დარწმუნებუილ ვარ ეს ჩვენს მოგებას საგრძნობლად გაზრდის. - დაეთანხმა ღიმილით ჯეონი.
- რათქმაუნდა ასე იქნება პარტნიორო. სამხრეთ ამერიკის ბაზარი, ისევე როგორც აღმოსავლეთისა ძალიან შემოსავლიანია. საქონელი კი კარგი ხარისხით გამოირჩევა. - ჯონგუკს კიდევ უნდოდა რაღცის თქმა თუმცა შეტყობინებამ მიიპყრო მისი ყურადღება რომელსაც ბენი აგზავნიდა. ტელეფონის შემოწმების შემდეგ ჯონგუკს სახე გაუქვავდა. სურათზე მომღიმარი ჰესუ და ფსიქიატრი მინ იუნგი იყვნენ აღბეჭდილნი. ერთ ფოტოში იუნგი ჰესუს ეხვეოდა, ხოლო მეორე ფოტოში მისი ხელი ეჭირა. ჯონგუკს დღეს უკვე მეორედ დაუარა უსიამოვნო შეგრძნებამ და ყველაფერი იმ ლაწირაკის გამო. სტუმრებს მოუბოდიშა, მნიშვნელოვანი ზარი მოიმიზეზა და სასწრაფოდ დატოვა შეხვედრის ადგილი. თავს ძალიან უცნაურად გრნობდა, საშინელი მრისხანება იპყრობდა, უნდოდა მინისთვის ყელი თავისი ხელით გამოეჭრა. ვერ იგებდა ეს რა შეგრძნება იყო, ან არ უნდოდა რეალობისთვის თვალის გასწორება. გაცეცხლებული ჯეონი სახლში მიიჭრა და ჰესუს ძებნა დაიწყო თუმცა უშედეგოდ.
- მარტა, სად არის ჩემი ცოლი? - მიუბრუნა მსახურს
- ქალბატონი არ დაბრუნებულა. - ჩუმად მიუგო ქალმა.
- რას ნიშნავს.. ჯანდაბა , ბენ, სად არის ჰესუ? - დაურეკა მძღოლს და პასუხის მოლოდინში გაირინდა
- ქალბატონი ტარასთან ერთადაა, მის სახლში. გნებავთ შევიდე და წამოვიყვანო?
- არა, არაფერი გააკეთო, ახლავე თავად მოვალ მანდ. - ტელეფონი გათიშა და სწრაფად გავიდა სახლიდან.
..............
- ძალიან დავიღალე, აღარ შემიძლია ამდენი კითხვა- ამოიწუწუნა ტარამ, წიგნი საწოლზე მოისროლა და თავადაც იქვე გაიშხლართა.
-მეც საშინლად დავიღალე - დაეთანხმა ჰესუ და მეგობარს უკნიდან ჩაეხუტა. - რაო სპენმა, როდის დაბრუნდება.
- 3 დღეში ჩამოვა. 1 კვირაში ისედაც გამოცდებია. ღმერთო ჰესუ, რა დრო გასულა. არ იფიქრო რომ გაგდებ, მაგრამ უნდა დაბრუნდე სახლში.- შეაჯანჯღარა ტარამ მეგობარი რომელსაც ზეზეულად ეძინა.
- არსად მივდივარ. გთხოვ აქ დავრჩები, შენთან - შეეხვეწა ჰესუ, არ მინდა იმ გიჟის ნახვა.
- გააფრინე? იცი მაინც რა დღეს დააწევს? სასწრაფოდ დაურეკე და უთხარი რომ აქ ხარ სანამ ჰაერში აგვწია - წამოიძახა დაზაფრულმა ტარამ როცა კარზე საშინელი ბრახუნის ხმა გაისმა. - ღმერთო, მგონი გვიანია. - შეშინებულმა შეჰყვირა და კარისკენ გაემართა.
- სად არის? ჰესუ ახლავე გამოდი, სახლში მივდივართ. - ყვიროდა ჯონგუკი. გოგონა სწრაფად გამოვიდა ტარას ოთახიდან და ჯეონის სიბრაზისგან ჩაშავებულ თვალებს შეეჩეხა.
- ახლავე სახლში მივდივართ - ცივად გაისმა ჯონგუკის ხმა.
- მე ტარასთან მინდა დარჩენა - მტკიცედ ამოთქვა ჰესუმ.
- ვერსად დარჩები, დანარჩენზე სახლში ვილაპარაკებთ. - არც ჯეონი თმობდა პოზიციას.
- ჰესუ, გთხოვ გაყევი - შეევედრა ტარა - ნუ გაართულებ ყველაფერს.
- ჯანდაბა - გაბრაზებულმა წამოიყვირა ჰესუმ, იქვე მიგდებულ ჩანთას ხელი დაავლო და გაცოფებულმა აუარა გვერდი ჯონგუკს, რომელიც მაშინვე უკან გაჰყვა, მკლავში მტკივნეულად დაავლო ხელი და მანქანას ააკრა
- ჩემთან ხმის აწევა აღარ გაბედო. სახლში რომ მივალთ ბევრი რამის ახსნა მოგიწევს. - ამის შემდეგ მანქანის კარი გამოაღო, ჰესუ ლამის ჩატენა შიგნით, თავადაც ჩაჯდა და დიდი სისწრაფით მოსწყდნენ ადგილს. გოგონა ვერ ხვდებოდა რის გამო იყო ბიჭი ასე გაცოფებული. სახლში დაბრუნების შემდეგ ჯეონმა ჰესუ მანქანიდან შეიძლება ითქვას გადმოათრია და თავისი ოთახისკენ აიღო გეზი.
- ჰეი, ხელი გამიშვი ეგ ჩემი ოთახი არაა. ახლავე გამიშვი. - გოგონა ეწინააღმდეგებოდა თუმცა ვერაფერს გახდა? ჯონგუკმა იგი საწოლზე მოისროლა კარი ჩაკეტა და მრისხანე მზერით გაემართა მისკენ.
- ახლავე ამიხსენი ეს რა სურათებია? რას აკეთებდი დღეს ამ ნაბიჭვართან ერთად? - დაიღრიალა ჯონგუკმა და დაბნეულ ჰესუს წინ მისი და იუნგის სურათი აუფრიალა.
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro