13 თავი
ჰესუმ სახლი გულდამძიმებულმა დატოვა, ძლივს იკავებდა თავს რომ პატარა ბავშვივით არ აზლუქუნებულიყო. ალბათ მხოლოდ ღმერთმა იცოდა რად უჯდებოდა ძლიერი გოგოს თამაში იმ სატანის წინ. რამდენად მძიმე იყო ცინიკური ღიმილით და აბსოლიტური სიმშვიდით ეპასუხა მისი ყველა დამცირებისთვის. ხანდახან ავიწყდებოდა კიდეც რომ 19 წლის იყო, მხოლოდ 19ის და უკვე მისი ცხოვრება ჯოჯოხეთს გავდა. როცა მისი ასაკის გოგონები ერთობოდნენ ის დედის სასთუმალთან იჯდა და ღამეს უთენებდა, როცა სხვები ბავშვობის წლებით ლაღობდნენ და თინეიჯერულ კაპრიზებს თავს ახვევდნენ მშობლებს ის მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ მიზნისთვის მიეღწია, საბოლოო ჯამში რა გამოვიდა? ახლა თავადაც მდიდრულად ცხოვრობს და დედამისიც საიმედო ხელშია, მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ და მას ჯეონ ჯონგუკი ქვია, გოგნამ იცის რომ წინ კიდევ უფრო დიდი გამოწვევები ელის და მისი გუნება უფრო იშხამება.
- ქალბატონო, არ წავიდეთ? - ჰესუს მანქანასთან მდგომი მძღოლის ხმა აფხიზლებს.
- ჰო, წავიდეთ რა თქმა უნდა. - ის იყო უნდა ჩამსხდარიყვნენ რომ მათთან ახლოს ჯიმინის ჯიპი გაჩერდა საიდანაც სწრაფად გადმოხტა ტარა. - ჰესუ, ჰეი, დამიცადეეე. ტელეფონი დამიჯდა. კიდევ კარგი მოგისწარი- ერთიანად მიაყარა მეგობარს და ჩაეფსკვნა.
- ჯიმინთან ერთად რა გინდოდა? -გაოცდა ჰესუ და თავადაც მოეხვია დაქალს.
- მერე ვილაპარაკოთ მაგაზე, ახლა წავიდეთ. - ტარამ ლამის ძალით ჩატენა ჰესუ მანქანაში როცა მათკენ მომავალი ჯონგუკი შენიშნა, არ უნდოდა მისი დაკითხვის მოსმენა, დარწმუნებული იყო რომ დაინახა როგორ მივიდა ჯიმინთან ერთად და ახლა ერთ ამბავს დააწევდა. გოგონები მანქანაში ჩასხდნენ, ხოლო ჯიმინი ჯონგუკის სანახავად გაემართა.
- აბა, როგორია დაქორწინებული კაცის ამპლუაში ყოფნა - სიცილით მიმართა მეგობარს რაზეც ჯონგუკმა თვალები აატრიალა
- საშინელებაზე დიდი კოშმარი, სხვა რა უნდა იყოს?
- რამე მოხდა თქვენს შორის?
- ის მოხდა რაც ცოლ-ქმარს შორის ხდება ჯიმინ, სხვა რა - ეშმაკურად ჩაიცინა ჯეონმა. - რათქმაუნდა, მხოლოდ იმიტომ რომ უხუცესები სასწრაფოდ ითხოვენ ჩემგან მემკვიდრის გაჩენას.
- ხო მეც მარტო ეგ ვიფიქრე. ისე ჰესუ ძალიან ლამაზია. - მაცდურად წამოიძახა ჯიმინმა და გამომცდელად შეხედა ჯონგუკს.
- უკეთესებიც მყოლია, და საერთოდ გგონია ვერ შევამჩნიე გუშინ ტარასთან ერთად რომ წახვედი? რა ხდება?
- ერთად ვართ.
- რა თქვი?? - გაოცდა ჯონგუკი, ვერ წარმოიდგენდა რომ მისი შერეკილი ბიძაშვილი ოდესმე ბიჭს გაეკარებოდა. - საოცარია, იცი ძალიან დიდი ხანი მეგონა რომ ეგ გოგო მთლად ჯანმრთელი ორიენტაციის არ იყო.
- ცდებოდი, მასაც ვუყვარვარ და ერთად ვართ. - ჩაიღიმა ჯიმინმა ტარას გახსენებაზე.
- ჩემი გაფრთხილება არასოდეს დაივიწყო ძმაო. ტარას შენს გამო ერთი ცრემლიც რომ ჩამოუვარდეს დავივიწყებ რომ ჩემი მეგობარი ხარ.
- მას არასოდეს ვატკენ - მტკიცედ ამოთქვა ჯიმინმა, ამის შემდეგ მეგობრები კლუბში წავიდნენ რათა იარაღის ახალი პარტიის შესახებ ესაუბრათ.
.........
ჰესუ შორიახლოდან ადევნებდა თვალს თუ როგორ გამოჰყავდათ დედა საავადმყოფოდან. ქალი მართლაც არასახარბიელო მდგომარეობაში იყო. მისი მზერა კიდევ უფრო გაყინული გახლდათ. ამასთან საშინლად გამხდარიყო.
- შენ სწორი გადაწყვეტილება მიიღე. - მხარზე ხელი დაადო ტარამ - ამის გამო ასე ნუ განიცდი. აი ნახავ როცა დეიდა კირას მოსანახულებლად საფრანგეთში ჩავალთ ის ბევრად უკეთ იქნება.
- მადლობა ტარა, მიუხედავად ყველაფრისა ბედნიერი ვარ რომ დედა იცოცხლებს. ასე ამ სამყაროში თავს დაუცველად აღარ ვიგრძნობ.
- ჰესუ ასე ნუ ამბობ, შენ მე გყავარ, სპენსი გყავს. მარტო არასდროს იქნები.
- ხომ მოგიყევი რა გამიკეთა. მეშინია რომ ვერ შევძლებ ამის გაძლებას. ვერ შევძლებ თამაშს. კიდევ ერთხელ რომ მომიახლოვდეს ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. მთელი ცხოვრება ასე როგორ გავატარო? - ჰესუს ცრემლები წასკდა. ტარამ მეგობარი მაგრად ჩაიკრა გულში. მთელი სული ეწვოდა ჰესუს რომ ასეთ უბედურს ხედავდა. იცოდა უნდა დახმარებოდა მაგრამ ვერ ხვდებოდა როგორ.
- მე შენთან ვარ, ყოველთვის აქ ვიქნები შენს გვერდით. ახლა წამოდი, ლექციაზე ისედაც დაგვაგვიანდა.
გოგონები უნივერსიტეტისაკენ გაემართნენ სადა სპენსი უკვე ელოდათ. პირველ ლექციაზე შესვლას წახემსება გადაწყვიტეს და კაფეტერიაში ჩამოსხდნენ.
- სპენს რა ხდებოდა პირველ ლექციაზე? - ძლივს ამოილუღლუღა პირგამოტრნილმა ჰესუმ რაზეც ტარა და სპენსი სიცილით ამოყირავდნენ
- იმ ბებერმა ძაღლმა გვითხრა რომ შემდეგი სემესტრიდან პრაქტიკები იწყება. უნდა ავარჩიოთ კლინიკები და კვალიფიციურ ფსიქიატრებთან გავიაროთ მომზადება.
- ღმერთო რა მაგარია, როგორც იქნა ჭეშმარიტ გიჟებთან ვიმუშავებ. - ტაში შემოჰკრა ტარამ, რასაც ჰესუს ბუზღუნი მოჰყვა.
- კარგი რა, შენი სანათესაო სავსეა შეშლილებით.
- ნუ ეგეც მართალია, - სიცილით დაეთანხმა ტარა. ჰესუ აკვირდებოდა მეგობრებს, მათ სახეებს, როგორი ბედნიერები იყვენენ, როგორი ბედნიერი იყო თავადაც მათთან ერთად. მათ შემყურეს სიცოცხლის ხალისი უბრუნდებოდა.
- ჰეი ჰესუუ, ჰესუს იძახებს პლანეტა დედამიწა- ხელები სახესთან აუფრიალა სპენსმა.
- აქ ვარ აქ. უბრალოდ ჩავფიქრდი - უხერხულად ჩაიჩურჩულა გოგონამ.
- მე და სპენსს გვაინტერესებს რომელ საავადმყოფოს აირჩევ ან ექიმს.
- იუნგის ვთხოვ რეზიდენტად ამიყვანოს. დედას გამო საკმაოდ დავახლოვდით და მასთან მუშაობა გამიადვილდება ვფიქრობ. ძალიან კომფორტული ადამიანია და ეს ისაა რაც მჭირდება.
- ეგ ყველაფერი კარგი, - ჩაახველა სპენსმა, - მაგრამ ორ კვირაში რას ვაპირებთ?
- რა ხდება ორ კვირაში? - გაიკვირვა ჰესუმ
- ადამიანს საკუთარი დაბადების დღე როგორ უნდა დაავიწყდეს? 20 წლის ხდები ადამიანო, ეს თარიღი უნდა ავღნიშნოთ, აუცილებლად. - თავში ხელი შემოირტყა ტარამ
- გირჩევ დაგვთანხმდე თორემ ჩვენ დავგეგმავთ და ეს მაინდამაინც არ მოგეწონება - ეშმაკურად ჩაიღიმა სპენსერმაც წარბების თამაშით.
- ოოჰ, კარგით კარგით. ასე იყოს მაგრამ ჯერ ადრეა. ახლა კი ლექციაზე შევიდეთ. სანამ სამივე გაგვრიცხეს დაუსწრებლობის გამო.
-აბუზღუნდა ჰესუ და კაფეტერიიდან სწრაფად გავიდა, სანამ კიდევ რამეს ეტყოდნენ.
- ძალიან ვნერვიულობ მასზე, ძალიან ტარა.
- ჯონგუკს დაველაპარაკები. აუცილებლად დაველაპარაკები.
- სპენს შენ წადი მეც მოვალ კარგიი- საყვარლად გაუღიმა ტარამ
- რატომ შენს პრინცს უნდა დაურეკო?
- ჩემი გენიოსი ხარ. - შესძახა ტარამ და სასწრაფოდ ჯიმინის ნომერი აკრიფა.
- გისმენ პატარავ, სად ხარ? - ტელეფონში გაისმა ჯიმინის ხმა და ტარას გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა.
- უნივერსიტეტში ვარ, ლექციებზე. რაღაც მინდოდა მეკითხა, ამიტომ დაგირეკე. გუკი მანდაა?
- კი აქაა, რამე მოხდა?
- ერთ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვესაუბრო. ლექციების მერე მოვალ.
- გინდა მოგაკითხო?
-არაა, სპენსი წამომიყვანს. ჰესუს ფსიქიატრიულში დატოვებს იუნგი უნდა ნახოს, მე მანდ მომიყვანს.
- ჯანდაბა პატარავ რამდენჯერ უნდა გითხრა....
- შეწყვიტეე, ხომ იცი რომ მიყვარხარ და მარტო შენი ვარ - ჩასძახა გოგომ, ერთიანად აწითლებულმა ტელეფონი გათიშა და აუდიტორიისკენ გაიქცა.
......
- ღმერთო ეს გოგო, ჩემი გაგიჟება უნდა - ჩაიცინა ჯიმინმა და ჯონგუკს მიუბრუნდა. - ტარას შენთან საუბარი უნდა. მითხრა რომ აქ მოვა ლექციების მერე
- ახლა რაღა მოხდა? ალბათ ისევ ჰესუს ადვოკატობას დაიწყებს.
- ჯონგუკ, არ გგონია რომ ზედმეტი მოგდის? რა დააშავა ასეთი იმ გოგომ?
- ბედავს და მეწინააღმდეგება, ეს მაცოფებს.
- კარგი, არ აქვს მნიშვნელობა, ხომ გახსოვს ამაღამ მნიშვნელოვანი შეხვედრაა.
- რათქმაუნდა მახსოვს. თუ გაგვიმართლებს გზას გავჭრით და სამხრეთ ამერიკის ბაზარზეც გავალთ. - ჯონგუკმა თვალები ოდნავ მოხუჭა და სავარძელში გადაწვა. ახლა წადი ვიოლეტას დაუძახე, შენი გიჟი შეყვარებულის აქ მოვარდნამდე ნერვები უნდა დავიწყნარო. - ჯიმინმა თავი გადააქნია და ოთახი დატოვა.
....
- პატარავ მოვედი, მოგენატრე არა? - კაბინეტში ვიოლეტა შემოვიდა და პირდაპირ ჯონგუკის კალთაში მოთავსდა. - ნუ ღელავ მე ყველანაირ სტრესს მოგიხსნი. გოგონამ ჯონგუკის ყელზე გადაატარა ტუჩები, მისი პერანგის ღილების ნელა გახსნა დაიწყო, პარალელურად მის კალთაში წრიულად ამოძრავებდა თეძოებს რომ ბიჭი უფრო მეტად აღეგზნო. ჯონგუკმა სიამოვმებისგან თვალები დახუჭა და თავი უკან გადააგდო, ვიოლეტამ კი აშკარად იგრძნო მის ფეხებში ბიჭის გამკვრივებული სხეული, რაზეც ჩაეღიმა. მხოლოდ ის უქმნიდა დისკომფორტს რომ ჯეონი არ აძლევდა უფლებას ტუჩებში ეკოცნა მისთვის და ახლა ზედაც არ უყურებდა.
- აიშ მამიკო, როგორი მკვრივი ხარ? - ამოიკვნესა ვიოლეტამ და ნელი მოძრაობა გააგრძელა ბიჭის კალთაში. ხელი მისი უბისაკენ წაიღო რომ შარვალი გაეხსნა - ალბათ როგორი საშინელი ღამე გაატარე შენი იდიოტი ცოლის გვერდით. ჩემთან უნდა მოსულიყავი. -კოცნებს შორის ჩურჩულებდა აღგზნებული ვიოლეტა.
მას შემდეგ რაც ეს სიტყვები მოისმინა ჯონგუკის გონებაში უკვე წინა ღამის კადრებმა დაიწყეს გაცოცხლება. გაახსენდა მისი ნაზი კანი, მისი ალუბლის სურნელი. ყორანივით შავი თმა და მარწყვისებრი ტუჩები. მისი სხეული და სიამოვნება, რომელიც განიცადა.
- ახლავე წადი აქედან. - ცივად გაისმა ბიჭის ხმა
- კი მაგრამ საყვარელო - შეწინააღმდეგება სცადა ვიოლეტამ
- არ გამამეორებინო. - ჯეონი შეუვალი ჩანდა. - გაეთრიე - დაიყვირა და გოგონა უხეშად გადააგდო კალთიდან. ვიოლეტა უკვე მეორედ გავარდა მისი კაბინეტიდან ატირებული.
- რა ჯანდაბაა - იღრიალა გაცოფებულმა და ოთახში ყველაფრის განადგურებას მოჰყვა. - ეს რა ჯოჯოხეთია.
- რა ხდება ჯონგუკ? ასე რამ გაგაცეცხლა? - კაბინეტში შემოვარდა ჯიმინი.
- უნდა წავიდე- შეშლილი სახით გავარდა კაბინეტიდან ჯეონი. - შეხვედრაზე გნახავ - მიაძახა გაოცებულ ჯიმინს და მალე თვალს მიეფარა.
- ამას არ დავუშვებ, შენსას ვერ მიაღწევ ჰესუ, ვერ შეძლებ
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro