Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

12 თავი

ტარას საშინელი თავის ტკივილი აღვიძებს, ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს თავში ურო ჩაარტყეს. გოგონა გაჭირვებით ახელს თვალს, შემდეგ ისევ ხუჭავს თუმცა რამდენიმე წამის მერე ფართოდ დაჭყეტილი თვალებით ხტება ლოგინიდან. მის ამ უეცარ ქმედებას კი გვერდით მწოლიარე სხეულის უსაგნო ზმუილი მოჰყვება.
- რა ჯანდაბაა? ღმერთო რა მოხდა გუშინ? - სასოწარკვეთილი აქნევს თავს და ცდილობს წინა ღამე გაიხსენოს. ახსოვს როგორ ცეკვავდა შემდეგ ჯიმინი მივიდა მასთან, ქორწილის წვეულება ერთად დატოვეს და - ჯანდაბა,  ჯანდაბა. მოგკლავ პარკ ჯიმინ, ნამდვილად ვერ გადაკირჩები - ბოლო ხმაზე იყვირა ტარამ და თან მუჯლუგუნები დასცხო მძინარეს.
- რა ხდება, რა ამბავია? - ამოიგმინა ბიჭმა და ცალი თვალი გაახილა, რომელსაც მალე მიჰყვა მეორე და საბოლოო ჯამში მისი სახე გარყვნილმა ღიმილმა გაანათა.
-ოუ პატარავ ასეთ ფორმაში თუ გამაღვიძებ ყოველ დილით წინააღმდეგი არ ვიქნები. - ტარამ ქვემოთ დაიხედა და დაინახა რომ შიშველ სხეულს ზეწარი ნაწილობრივ უმალავდა, ჯიმინს კარგად შეეძლო მისი სავსე მკერდი შეეთვალიერებინა.
- იცი გუშინ კარგად ვერ დავიმახსოვრე შენი ზომები, მოდი თავიდან ვცადოთ - ეშმაკური სახით მიიწია გოგონასკენ თუმცა უმალ ჩაეხუტა ბალიშს ტარა კი ზეწარშემოხვეული აბაზანისკენ გაქანდა, ნუ შეძლებისდაგვარად, რადგან ძალიან სტკიოდა ქვემოთა არე. ბიჭმა ღიმილით გააყოლა თვალი, ბედნიერი გადაწვა უკან საწოლზე. ვერც წარმოიდგენდა ამხელა სიამოვნებას თუ იგრძნობდა ამ პატარა ალქაჯთან. გრძნობდა რომ თანდათან უფრო და უფრო მიჯაჭვული ხდებოდა მასზე. ერთი რამ დანამდვილებით იცოდა, არ უნდოდა თავისი ცხოვრებიდან ოდესმე გაეშვა. არასდროს.
- ჯერ არაფერი დამთავრებულა გესმის? აქედან გამოვალ და მოგთხოვ პასუხს.
- კარგი ჩემო სიცოცხლე, როგორც შენ იტყვი. - ჯიმინი სასწაულად ბედნიერად გრძნობდა თავს.
- ახლა ამიხსენი რა ჯანდაბა მოხდა - ჯიმინის ხალათში გამოწყობილი ტარა სააბაზონოდან გამოვიდა და ბიჭს წინ აესვეტა.
- დეტალებში თუ..
- ჩემს მოთმინებას ნუ ცდი პარკ.. - თვალები დააკვესა ტარამ.
- კარგი შენ გამომიწვიე, მე კიდევ  ცდუნებას ვერ გავუძელი და ჩემი გაგხადე. სამუდამოდ ჩემი.  - ჩაიცინა ბიჭმა, თავადაც წამოდგა და გოგონასკენ დაიწყო სვლა ტარა კი ნელნელა იხევდა უკან სანამ კედელმა არ შეაჩერა.
- მე მთვრალი ვიყავი... ამოიბურტყუნა ბიჭის სურნელით დაბნეულმა და თვალები მორცხვად დახარა
ჯიმინმა გოგონა მკლავებში მოიქცია
- მე შენ მიყვარხარ ჯეონ ტარა, სოცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. ვიცი შეიძლება არ ვარ ის კაცი ვინც შენ გიმსახურებს მაგრამ ვერ დავუშვებ სხვასთან წახვიდე. ამის გაფიქრებაც კი მაგიჟებს. - ტარა სულშეგუბებული ისმენდა ამ სიტყვებს. მისი გული სიხარულით ფრთხიალებდა და ალბათ მთელს ოთახში ისმოდა. გოგონა ძალიან დიდხანს ელოდა ამ წამებს და ახლა უბრალოდ არ იცოდა სიხარულისგან რა ექნა ამიტომ უბრალოდ ჯიმინისთვის თვალებში ჩახედვა გადაწყვიტა, სიმორცხვე დასძლია და თვალი გაუსწორა მომღიმარე ბიჭს. როგორც კი მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა თითქოს ირგვლივ ყველაფერი გაქრა. სხვა ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა.
- მეც მიყვარხარ ჯიმინ, ბავშვობიდან მიყვარხარ, უბრალოდ არ მეგონა რომ შენ მე ოდესმე სერიოზულად შემომხედავდი. - გოგონამ სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს და თავი ისევ მორცხვად ჩახარა.
- ჩემი პატარა, როგორი საყვარელი მყავხარ, ჩემი გიჟი გოგო - ჯიმინმა ბედნიერმა ჩაიცინა და ტარას სხეული თავის მკლავებში მოიქცია.
- მორჩა, დღეიდან მარტო ჩემი ხარ და იცოდე შენს საქმროს ძალიან მესაკუთრული ხასიათი აქვს ამიტომ არ გააბრაზო თორემ მამიკო დაგსჯის - ბოროტულად ჩაილაპარაკა ტარას ყელში ჯიმინმა და მისი  სურნელი ღრმად შეისუნთქა.
- პაკ ჯიმინ - სიცილით გაუწყრა გოგონა
- რა ?? გააფრთხილე ის შენი ამერიკელი მეგობარი თავს ნუ მომაკვლევინებს
- კარგი ხო გეყოფა - ამოიბუზღუმა გოგომ და მისი მკლავებიდან თავის დაღწევა სცადა.
- მოიცა პატარავ სად მიდიხარ?
- ჰესუ უნდა ვნახო ჯიმინ, დღეს დეიდა კირას საფრანგეთში გზავნიან. - უთხრა გოგონამ, სწრაფად აკოცა ტუჩებზე და მოდუნებულს სხარტად გამოუძვრა მკლავებიდან.
- ჯანდაბა ტარა, ამისთვის მწარედ დაგსჯი პატარარავ.- ჩაიცინა ბიჭმა. - მიდი ჩაიცვი მე წაგიყვან ჰესუსთან თან გუკს ვნახავ.
- კარგი, იმედია ორივე საღსალამათი დაგვხვდება. - ამოიხვნეშა ტარამ და მომზადება დაიწყო.

.........

ჯონგუკმა თვალი ნელა გაახილა, თავი საშინლად სტკიოდა, აშკარად ბევრი მოუვიდა. როცა ცოტა უკეთ მოფხიზლდა წინა ღამის გახსენება დაიწყო, გაახსენდა ჰესუს სხეული და იგრძნო როგორ დაეძაბა ტანი.
- რა ჯანდაბაა? რათქმაუნდა ეს მხოლოდ ჩვეულებრივი დილის მდგომარეობაა - საკუთარი თავი დაიმშვიდა და შხაპის მიღება გადაწყვიტა.
- საინტერესოა სად ბრძანდება, ალბათ თავის ოთახში ზის და მოთქვამს, რამდენად არ გაუმართლა, რა საცოდაობაა - სარკასტულად ჩაიცინა და სასაუზმოდ სასადილო ოთახისკენ გასწია საიდანაც ხმა შემოესმა, ამან ლამის შოკში ჩააგდო, ხო ეს ნამდვილად ჰესუს ხმა იყო, როგორც ჩანს მსახურს აძლევდა მითითებებს

- დღეიდან ყოველ დილით ასეთ მსუბუქ საკვებს მოამზადებთ. არანაირი ყავა ან დაბუტერბროდი. ყოველ დილით დაწურავთ წვენს გასაგებია? ასევე ხვალ...
- მე ამ ნაგავს არ შევჭამ, ვინ მოგცა უფლება რომ ჩემი დილის მენიუ შეცვალო?
- დაცინავად გაისმა ჯონგუკის ხმა. ჰესუმ ხელის მოძრაობით ანიშნა მსახურს რომ გასულიყო თავად კი ცივი, არაფრისმეტყველი თვალები მიანათა ჯეონს
- პირველი, მე არ მიკითხავს, მეტიც ნაკლებად მაინტერესებს რას შეჭამ და რას არა. თუ არ მოგწონს ჩემი შერჩეული მენიუ შეგიძლია სხვაგან ისაუზმო და მეორე არასოდეს მომმართო ასე სხვების თანდასწრებით წინააღმდეგ შემთხვევაში არც ჩემგან ელოდო პატივისცემას. ახლა შენის ნებართვით მშია.  - გოგონა მშვიდად მიუჯდა მაგიდას და საუზმობა დაიწყო.
- ვხედავ დიასახლისის როლი სწრაფად მოირგე - დასერიოზულდა ჯეონი და მაგიდას მიუჯდა.  -სანამ წავალ რამდენიმე წესს აგიხსნი რაც ამ სახლში მოქმედებს. არასოდეს ჩაერიო ჩემს საქმეში, არ დამირეკო უაზრო, მაკონტროლებელი კითხვებით. გარეთ მხოლოდ დაცვის თანხლებით გახვალ. როცა აქ ჩემს გოგონებს მოვიყვან შენი ოთახი არ დატოვო - სარკასტულად წარმოთქვა ჯონგუკმა და  ჰესუს გაქვავებული სახის დანახვაზე დაამატა - ნუ ღელავ, პერიოდულად შენც მოგაკითხავ ხოლმე - თვალი ჩაუკრა ჰესუს. გოგონამ ცივად ჩაიცინა
- არ მაინტერესებს ვისთან რა ურთიერთობა გექნება და იქნები თუ არა სახლში. მე შენ არასოდეს არ დაგირეკავ, ხოლო რაც შეეხება შენს "ნაშებს" არ ვაპირებ უფლება მოგცე სახლი სადაც ვცხოვრობ ბორდელად აქციო. არც გაბედო აქ ვინმეს მოყვანა თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. ამისთვის შესაბამისი ადგილები არსებობს. ახლა მომიტევე, ჭამის მადა დავკარგე. - ჰესუ წამოდგა და გასავლელისკენ გაემართა.

- სად მიდიხარ? - მძიმედ იკითხა ჯონგუკმა.
- დედა საფრანგეთში უნდა გავაცილო. ნუ ღელავ, შენი "გორილები" გარეთ მელოდებიან
არაფერს ვიზამ ისეთს, რომ შენი სახელი შევურაცხყო. - ამაყად ჩაილაპარაკა გოგონამ და სახლი დატოვა. ჯონგუკი კი მაგიდასთან გაცეცხლებული დატოვა

იგი ჯერ კიდევ შოკში იყო, ვერ წარმოედგინა ის რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
- ასეთი ვინ არის? როგორ ბედავს, ასე როგორ ლაპარაკობს. ბიჭს თანდათან ბრაზი ერეოდა მაგრამ ამასთან ეღიმებოდა კიდეც. ძალიან მოსწონდა ჰესუს სიჯიუტე, მისი მტკიცე ხასიათი ეს უფრო ანდომებდა მისი გატეხვის, დამონების სურვილს. პირველად ხედავდა ასეთ გოგონას და ის მისი ცოლი იყო. მისი საკუთრება, ჯეონი ამით საოცრად კმაყოფილი ჩანდა.
- წინ ძალიან საინტერესო დღეები გველოდება ძვირფასო მეუღლევ, და ღამეებიც

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro