10 თავი
ტარა ჯერ კიდევ გრძნობდა ჯიმინის კოცნას, მის შეხებას. მანქანაში სწრაფად მოკალათდა ღვედი შეიკრა და სარკეში კისერი შეითვალიერა. როგორც ფიქრობდა უზარმაზარი სილურჯე ამშვენებდა. ტარამ ღრმად ამოიხვნეშა. -ცხოველი. - გოგონამ ჰესუსთან წასვლა გადაწყვიტა. რახან რეალობის შეცვლა არ შეეძლო უნდა დახმარებოდა მაინც, რჩევები მიეცა. ვერ დაუშვებდა მეგობრის ცხოვრება ბოლომდე დანგრეულიყო. გულის სიღრმეში გრძნობდა კიდეც რომ ჯონგუკს ზუსტად ჰესუს მსგავსი გოგონა სჭირდებოდა, იქნებ მას მოეხერხებინა და ეს გულქვა ტირანი შეეცვლა. გოგონამ მანქანა სწრაფად მოსწყვიტა ადგილს, ჰესუსთან და სპენსერთან განახორციელა ზარი და დაელოდა.
- ჰეი, რას აკეთებთ? - მხიარულად ჩასძახა ტარამ მეგობრებს
- ჰესუსთან ვარ, შენ სად ხარ? - გამოეხმურა სპენსი
- გზაში ვარ, მოდი სადმე წავიდეთ და ჰესუს ქორწილისთვის ყველაფერი დავგეგმოთ, რას იტყვით?
- მოიცა შენ აღარ მიბრაზდები? - ჩაერთო გაკვირვებული ჰესუც.
- რა აზრი აქვს რომ? - თავი გაბეზრებულად გადააქნია ტარამ. უამრავი საქმეა. მოლში შევხვდეთ და დავგეგმოთ ყველაფერი.
- გასაგებია. 40 წუთში იქ ვართ. - კავშირის დასასრული.
.........
- ტარა სადაა? - იკითხა ჯონგუკმა როცა ჯიმინი უკან დაბრუნდა
- ჰესუსთან წავიდა.
- ასე მარტივად დანებდა? - ჯონგუკმა გამომცდელი მზერა მიაბყრო ჯიმინს. - რამე მოხდა თქვენ ორს შორის? - ჯიმინს ჩაეცინა - ნამდვილად რაღაც მოხდა, ჯიმინ რას მიმალავ?
- ახლა ალბათ ნებართვის აღებასავით გამომივა მაგრამ, მოკლედ მე ტარასთვის ვიბრძოლებ. ის ჩემი გახედება ჯონგუკ.
- ჯიმინ შენ იცი რა მნიშვნელოვანია ეგ შერეკილი ჩემთვის. შენ ჩემი ძმა ხარ მაგრამ თუ გულს ატკენ არ გაცოცხლებ.
- ვიცი, და აბსოლიტურად მესმის შენი. მაგრამ მე ტარა სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ნუ ღელავ. რაც შეეხება მას და ჰესუს, ეგენი მართლა არ არიან ნორმალურები, და ყველაფრისთვის მზად უნდა იყო..
.........
- ტარა აქეთ. -ხელი დაუქნია სპენსერმა გოგონას როგორც კი დაინახა. - რას ჭაამთ, მეც მშია. - ტუჩი საყვარლად ამოაბრუნა ტარამ და სპენსის სენდვიჩს დასწვდა. მეგობრებმა გემრიელად ისადილეს და გადაწყვიტეს ქორწილისათვის კაბა და თავიანთი ტანსაცმელი შეერჩიათ. მოულოდნელად ჰესუს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა.
- გისმენთ - მხიარულად ჩასძახა ჰესუმ
- ვხედავ კარგ ხასიათზე ხარ, ალბათ გახარებს ის ფაქტი რომ მალე ჯეონი გახდები.
- ბატონო ჯონგუკ? - გაოცდა ჰესუ.
- რატომ გაგიკვირდა? მაინტერესებს როგორ მიდის მზადება, კაბა გაქვს თუ მე შევარჩევინო?
- არა თავად მოვაგვარებ მაგ საკითხს.
- მაშინ სწრაფად მოაგვარე, არ მინდა რამე ცუდად წავიდეს. უნდა ხვდებოდე რომ ამაზეა დამოკიდებული დედაშენის ბედი - დამცინავად გაისმა ჯონგუკის ხმა. გაბრაზებულმა ჰესუმ მაგიდას ხელი დაჰკრა
- საკმარისია, არაა საჭირო გამუდმებით შემახსენო დედაჩემის მდგომარეობა. ვიცი რა პასუხისმგებლობა მაკისრია და შევასრულებ როგორც საჭიროა. ჯობია შენ შეასრულო ის რისი ვალდებულებაც აიღე. - ჩაჰყვირა გაცეცხლებულმა ტელეფონში და გაუთიშა. კომენტალურად გაისმა ტაშის ხმა, სპენსი და ტარს "ბისზე" იძახებდნენ.
- ყოჩა ჰესუ, ყოჩაღ ვამაყობ შენით დაო. - სიცილოთ კვდებოდა სპენსი.
- ვგრძნობ ჯონგუკს ცხოვრების მძიმე დღეები დაუდგა.. - ორონიულად გადააქნია თავი ტარამ და საჭმელს მიუბრუნდა. მეგობრებმა გემრიელად ისადილეს და შემდეგ საშოპიმგოდ წავიდმენ. მთელს დღეს მოუნდნენ თუმცა ამად ღირდა
ჰესუს კაბა უბრალოდ სასწაული იყო, ადგილი კი ღვთაებრივი.
......
- ეს რა იყო? - გაცოფებულმა ჯეონმა ტელეფონი კედელზე შეაფშვნა. - როგორ ბედავს და ტელეფომს მითიშავს. როგორ ბედავს, თავი ვინ ჰგონია ამ ლაწირაკს. დამაცადე კიმ ჰესუ, გასწავლი ჩემთან მოქცევას
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro