- იდიოტი, თავისთავზე შეყვარებული ჯონჯოლი - ბურტყუნებდა ჰესუ და ცდილობდა მის წინ მიმავალ ბიჭს არ ჩამორჩენოდა. - "არასოდეს გავხედავ შენნაირს, რაც უნდა მოხდეს" - გამოაჯავრა ჯონგუკი- ნეტა ვის რა ჯანდაბად უნდა მაგის ყურადღება, იმბეცილი ფსიქოპატი.
- ჰოსოკი ყურადღებით უსმენდა ჰესუს და გულიანად ეცინებოდა, მომენტალურად მან სიარული შეწყვიტა, რაც რათქმაუნდა ვერ შენიშნა უფროსის ლანძღვით გართულმა სუმ და მთელი ძალით შეასკდა ზურგზე
- აუჩ, ბოდიში ვერ შევამჩნიე რომ გავჩერდით - გაუბედავად ჩაილაპარაკა გოგონამ.
- ეჭვიც არ მეპარება, ისე იყავი ჯონგუკის თათხვით დაკავებული - სიცილს ვერ იკავებდა ბიჭი,
- მეე? არა მე მხოლოდ...
- ნუ ღელავ, შეგიძლია მშვიდად იყო არაფერს ვეტყვი, თან გეთანხმები ასე რომ - თვალი ჩაუკრა გოგონას და ფართოდ გაუღიმა - ნუ ხარ დაძაბული, ახლა ფორმას მოგცემ და აგიხსნი რა და როგორ უნდა გააკეთო. - ჰოსოკმა მუქი შინდისფერი ფორმა კარადიდან გამოიღო და გოგონას გასახდელისკენ ანიშნა. ჰესუსგან გასაოცრად ფორმა საკმაოდ მოკრძალებული პერანგი და შარვალი აღმოჩნდა.
- რა უცნაურია, მეგონა ის ფსიქოპატი სტრიპტიზიორივით აცმევდა პერსონალს.
- ეს ძალიან მაღალი დონის კლუბია ჰესუ, აქ მხოლოდ ქალებისათვის არ დადიან. საკმაოდ მაღალი ფენის საზოგადოებაც იკრიბება ხოლმე. ხომ ხედავ რამდენიმე ფლიგელადაა დაყოფილი.
- გასაგებია.
- ახლა რამდენიმე წესს აგიხსნი და გთხოვ კარგად დაიმახსოვრე, მათი დარღვევა არ შეიძლება. 1.არასოდეს შეეპასუხო კლიენტს, რაც უნდა მოხდეს იგი ყოველთვის მართალია, 2. არ მიუახლოვდე ჯონგუკის კაბინეტს და მით უფრო არასოდეს შეხვიდე შიგნით. 3.იყავი ყოველთვის მომღიმარი და არ დაიგვიანო. თუ რამე კითხვა გაგიჩნდება მე მომმართე. ახლა კი მუშაობას შეუდექი.
- გასაგებია შეფ - წელში გასწორდა სუ და შეკვეთის ასაღებად გაემართა. გზაში რამდენიმე დამშეული მზერა იგრძნო. მიხვდა, რომ წინ ძალიან რთული პერიოდი ელოდა.
.....
- ჯიმინ ყველაფერი ისე გააკეთე როგორც გითხარი, ნებისმიერს დაადე ხელი და გაერთე. თუ გინდა დასასვენებლად წადი.
- ჯონგუკ რამდენჯერ უნდა გითხრა რომ აზრი არ აქვს არაფერს. ახლა წავალ დილით ადრე იარაღის ახალ პარტიას უნდა დავხვდე.
- ჯანდაბა კინაღამ დამავიწყდა, გამაგებინე როგორ ჩაივლის. - ჯიმინი გასასვლელისკენ გაემართა ხოლო ჯონგუკმა, რომელმაც მეგობარი გამოაცილა კაბინეტში გადაწყვიტა შებრუნება როცა შემთხვევით დაბლა " მოქაქანე" ჰესუს მოკრა თვალი, იგი მთელი ენთუზიაზმით უხსნიდა რაღაცას ჰოსოკს რომელიც საცაა ჩაბჟირდებოდა სიცილისგან. ჯეონს თავისდაუნებურად ჩაეცინა, თუმცა მალე დაასერიოზულა სახე და კაბინეტში მიიმალა.
......

(ჯეონ ტარა,)
- ტარა, კარგი რა პატარავ, კიდევ დიდხანს უნდა იტირო? - სპენსერმა მთელი ძალით მიიხუტა მეგობარი
- რატომ სპენს, რატომ შემიყვარდა მაინდამაინც ის? ირგვლივ უამრავი ბიჭია მე კი ის მოთამაშე მიყვარს. ვერ ვახერხებ გულიდან ამოვიგლიჯო.
- ყველაფერი კარგადაა, იცი რაა? შეიძლება არ დამეთანხმო მაგრამ მგონი არც ჯიმინი უნდა იყოს გულგრილი შენს მიმართ.
- კარგი რა, საიდან მოიტანე - ამოსრუტუნა ტარამ.
- ვერ ნახე რა თვალებით მიყურებდა, მერე კი, საერთოდ ჯომგუკი რომ არა ადგილზე მომკლავდა. არა დარწმუნებული ვარ ასეა. გრძნობები აქვს, ამ ქცევას სხვა ახსნა არ აქვს.
- სპენს, ის არასოდეს შემომხედავს. ჩემზე 10 წლით უფროსია, ბიჭები ოსე მექცეოდნენ ყოველთვის როგორც პატარა ბავშვს.
- ვნახოთ, ვნახოთ. ამ დღეებში "საკონტროლო გასროლა" გავაკეთოთ და დაგარწმუნებ ჩემს სიმართლეში.
- არვიცი, არვიცი - ამოიოხრა ტარამ და უფრო მჭიდროდ აეკრა მეგობარს.
......
- ღმერთო როგორ დავიღალე, საშინლად მტკივა ფეხები, როგორ უძლებენ ამ რეჟიმს - გასავათებული ჰესუ გოგონების საპირფარეშოში შევიდა რათა სახეზე წყალი შეესხა და ცოტა ამოესუნთქა, რამდენიმე წუთში კი ერთ ერთი კაბინიდან ქვითინის ხმა შემოესმა - რა ჯანდაბაა, ვინ არის მანდ? - ჰესუმ კაბინის კარი ფრთხილად შეაღო და იქვე ჩაკეცილი ლამაზი გოგონა შეამჩნია, მაკიაჟი სულ გადღაბვნოდა ამდენი ტირილისგან, ისე ეცვა აშკარად მოცეკვავე იყო. - ჰეი, კარგად ხარ? - მასთან ჩაიმუხლა ჰესუ.
- არა არ ვარ კარგად, აქედან გასვლა მინდა, არ მინდა აქ ყოფნააა - ამოიტირა გოგონამ და თავი მუხლებში ჩარგო.
- რა გჭირს რატომ ტირი?
- მაიძულებენ ის ვაკეთო რაც არ მინდა, ჯონგუკმა მამაჩემი მოკლა, მთელი ჩემი ოჯახი, მე კი აქ გამამწესა, ამ ჯოჯოხეთში. არ მინდა, არ შემიძლია, ამის გაკეთება? - ჰესუ შეძრა ამის გაგონებამ, - კი მაგრამ ვინ არიან? მკვლელები? რამე დაჯგუფებაა, ეს რა შარში გავყავი თავი. - გამალებული ფიქრობდა როცა ფეხზე შეხება იგრძნო. - დამეხმარე, გეხვეწები დამეხმარე რომ აქედან გავიდე.
- გაგჟდი? ის ჯონჯოლი არ მაცოცხლებს.
- რა? გეხვეწები გთხოვ დამეხმარე - ქვითინებდა გულამოსკვნილი, ამ მდგომარეობაში იყვნენ როცა საპირფარეშოს კარი შემოგლიჯეს. კარში ამ კლუბის მთავარი "მოცეკვავე" ვიოლეტა გამოჩნდა.
- აი სად ყოფილხარ გომბიო, ყველა შენ გელოდება ახლავე წამოდი. - გოგონას ხელი დაავლო და გასასვლელისკენ გაათრია.
- ჰეი ხელი გაუშვი. - ხელი გააშვებინა ჰესუმ და წინ გადაეღობა.

- შენ ვინ ჯანდაბა ხარ? უხეშად ჰკრა ხელი ჰესუს ვიოლეტამ და აკანკალებული გოგონასკენ გაიწია, თმებში ჩაავლო ხელი და მისი გათრევა განაგრძო.
- გითხარი ხელი გაუშვიმეთქი - დაუყვირა ჰესუმ, ვიოლეტას ხელი ჩაავლო და სახეში მძლავრად დაარტყა, შედეგად იგი უკან გადავარდა, სახიდან ჩამჩქერივით სდიოდა სისხლი, - ამას ასე არ დავტოვებ,- მოუბრუნდა ჰესუს. - -განანებ.
- ჯანდაბა, მემგონი შარში ვარ. - ამოიოხრა სუმ.
......
- ჯანგუკ, ჯანგუკ სად ხარ პატარავ - ვიოლეტა ჯეონის კაბინეტში აცრემლებული შევარდა. თან ცდილობდა სახიდან სისხლი ჩამოეწმინდა.
- რახან ერთხელ გიხმარე, ეს იმას არ ნიშნავს რომ ასე შემოვარდე ჩემს კაბინეტში. - გაღიზიანებით გამოსცრა ჯონგუკმა და როცა მის სახეზე სისხლი დაინახა კიდევ უფრო გაბრაზდა. - ამჯერად რა მოხდა, რა ვერ გაიყავი დანარჩენებთან.

- საიდან მოათრიე ის ველური გამაგებინე?
- რა ჯანდაბას ამბობ? ჩენის შვილმა ქნა ეს?
- არა, იმ მიმტანზე გეუბნები? სად იპოვეთ?
- ჰესუმ? - ჩაიცინა ჯონგუკმა
- დიახ, შენთვის არ მინდოდა პრობლემა შემექმნა თორემ კი იცი რასაც ვუზამდი ამ დარტყმისთვის. უბრალოდ აყალმაყალს მოვერიდე.
- ხო რათქმაუნდა. იმ გოგოსთან რა პრობლემა გაქვს?
- მირას (ჯიმ ჩენის ქალიშვილი) დაუდგა ადვოკატად.
- ვერაფერს ართმევ თავს, იქნებ "დაწინაურებამ" ცუდად იმოქმედა შენზე?
- არა პატარავ რას ამბობ - მთელი ტანით აეკრა ჯონგუკს ვიოლეტა და სცადა ხელები მოეხვია მისთვის თუმცა მან უხეშად მოიცილა.
- მეორედ აღარ გაბედო ამ უაზრო მეტსახელით მომართვა და ნუ მეხები. -ზიზღით ამოთქვა მან
- კი მაგრამ მე მეგონა...
- ტყუილად გეგონა - ჩაისისინა ჯონგუკმა. - ახლა მომწყდი თავიდან, სწრაფად. - აკანკალებულო ვიოლეტა სწრაფად გავარდს კაბინეტიდან.
- ჯერ არ მოსულხარ და უკვე პრობლემებს მიქმნი, ასეთი ვინ ხარ კიმ ჰესუ? მგონი დროა გაკვეთილი ჩაგიტარო - ჯონგუკმა ტელეფონი აიღო და დარეკა. - ჰოსოკ, ახალს უთხარი რომ კაბინეტში ველოდები.
პატარაა ვიცი და ცოტა უაზრო თავი მაგრამ გამოვასწორეებ - :) იმედია მოგეწონებათ
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro