33 თავი
- გაგვექცა, ჯი ჰიონი გაგვექცა - ქოშინით მივარდა ჯიმინი ჯონგუკს რომელსაც მკლავებში ჰესუ ესვენა.
- ეგ ნაბიჭვარი, მთელი ტერიტორია გაჩხრიკეთ, იპოვეთ ისიც და მისი დამქაშებიც და მომიყვანეთ. არ მაღელვებთ როგორ გააკეთებთ ამას. მე ჰესუ საავადმყოფოში მიმყავს, სასწრაფოს ვერ დაველოდები - ამოისისინა ჯონგუკმა გოგონა მანქანაში ჩასვა, თავად საჭეს მიუჯდა და სწრაფად მოსწყდა ადგილს, ზუსტად არ ახსოვს განერვიულებულმა როგორ მიაღწია ყველაზე ახლოს მდებარე საავადმყოფომდე, ჯერ კიდევ უგონოდ მყოფი გოგონა ხელში აიტაცა და საავადმყოფოში ყვირილით შევარდა.
- დამეხმარეთ, გთხოვთ, ორსულადაა
- ჰესუ სასწრაფოდ შეიყვანეს გადაუდებელში გასასინჯად, სასოწარკვეთილი ჯონგუკი კი მოსაცდელში სკამზე ძალაგამოცლილი დაეცა. დაახლოებით ნახევარ საათში მას ტარა და ბიჭები შეუერთდნენ
- როგორაა ჩემი მეგობარი ჯონგუკ? ექიმმა რა თქვა? - სულმოუთქმელად მიაყარა გოგონამ
- არაფერი ვიცი ტარა, ექიმი ისევ შიგნითაა, ლამისაა გავგიჟდე, რა იქნება რამე რომ დაემართოს? როგორ ვიცოცხლო?
- არაფერი მოხდება ძმაო, - მხარზე ხელი მოუთათუნა ჯიმინმა, - აი ექიმიც მოდის, ნახავ ყველაფერი მოგვარდება.
- დოქტორო, როგორაა ჩემი ცოლი? - ექიმს მივარდა ჯონგუკი
- ამ ეტაპზე სტაბილურად, მადლობა ღმერთს ჩვენამდე დროულად მოხვედით, ამის გამო მორფინს ნაყოფებზე არ უმოქმედია. სტრესული მდგომარეობის გამო დამამშვიდებლები გავუკეთეთ, სჯობს ცოტა დაისვენოს. მინდა გითხრათ, რომ წინ საკმაოდ რთული თვეები გელოდებათ, არ შეიძლება მისი აღელვება, პატარა სტრესმაც კი ფატალური შედეგი შეიძლება გამოიწვიოს. ეს გაითვალისწინეთ.
- ყველაფერი მესმის და გავუფრთხილდები, მაგრამ როდის შეიძლება ვნახო?
- ცოტა ხანში პალატაში გადაიყვანენ და შეგიძლიათ ინახულოთ, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, ნუ გადაღლით და მოარიდეთ სტრესს.
- მადლობთ ექიმო - ჯონგუკი ექიმს დაემშვიდობა და ღონეგამოცლი ისევ
სკამზე დაეხეთქა.
.........
- უნაქნისებო რა მოხდა? ჯონგუკმა როგორ მოგვაგნო - დაჭრილი ცხოველივით იღრიალა ჯი ჰიონმა და შეშლილივით ბილთის ცემას მოჰყვა.
- ბოსს, არ მინდა ამის თქმა მაგრამ ვფიქრობ ჩვენს შორის ჯაშუშია - ფრთხილად შეაპარა თავისმა მარჯვენა ხელმა გააფთრებულ ჰიონს.
- იპოვეთ, იპოვეთ და ცოცხლად გაატყავეთ. თითქმის ყველაფერს მივაღწიე, მიზანთან ვიყავი, ნაბიჭვარი ჯეონ ჯონგუკი. იპოვეთ ჯაშუში, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას დაგხოცავთ. - ამოისისინა ჰიონმა
..........
ჰესუმ ნელა დაიწყო გამოფხიზლება, პირველად ცხვირში საავადმყოფოს შემაწუხებლად სტერლიზებულმა სუნმა შეუღიტინა, გოგონამ სწრაფად დააჭყიტა თვალები და პირდაპირ ჯონგუკის დაჟინებულ მზერას შეეფეთა. ჰესუმ მომენტალურად გაიაზრა რა მოხდა და დაპანიკებულმა მუცელზე იტაცა ხელები
- ჯონგუკ მითხარი რომ ვერ მოასწრო, მითხარი რომ ჩემი პატარები ისევ ჩემთან არიან - ქვითინებდა საწყლად გოგონა და გიჟივით ებღაუჭებოდა ბიჭის მკლავს.
- ყველაფერი კარგადაა ჰესუ, ბავშვები კარგად არიან. საბედნიეროდ დროზე მოვედი - ჯონგუკმა ხელი მოხვია გოგონას და მისი დამშვიდება დაიწყო.
- ჩემზე ძალიან ბრაზობ არა? - ჩუმად ჩაილაპარაკა ჰესუმ და ჯონგუკს ახედა, რომელსაც ყბა დაჭიმვოდა, აშკარა იყო ძლივს იკავებდა თავს რომ არ აღრიალებულიყო.
- კი ვბრაზობ ჰესუ, არა უფრო სწორი იქნება გითხრა გაცოფებული ვარ. გულნატკენი, არ ვიცი ამ მდგომარეობას რა უნდა ვუწოდო. ეს რატომ გამიკეთე, რამე რომ მოგსვლოდათ? როგორ დამიმალე რომ ის ნაბიჭვარი არაკაცი გემუქრებოდა. - ჯონგუკი ძალიან იყო გაბრაზებული თუმცა ჰესუს პასუხმა. მისმა მზერამ შეიძლება ითქვას სრულად განაიარაღა
- მაპატიე კარგი? ბოდიში - თავი დახარა გოგონამ და თვალები აუწყლიანდა. - მართალი ხარ, უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი. ბავშვებზე არ ვიფიქრე, რადგან სიბრაზემ დამაბრმავა. გთხოვ, მაპატიე, აღარ განმეორდება.
- კარგი პატარავ ამის გამო ასე ნუ ღელავ, მთავარია გიპოვე და აღარ დავუშვებ რამე დაგემართოს, თუ რამე დაგჭირდება უბრალოდ მითხარი. - ჯეონი გოგონას გვერდით მოკალათდა საწოლზე და მთელი ძალით მიიკრა გულზე. ჰესუს გარკვევით ესმოდა ბიჭის გახშირებული გულისცემა. საბოლოოდ თავადაც მოხვია ხელები წელზე და მის კისერში ცხვირი ჩარგო. ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ამ უხეშ ტირანთან რომელმაც მისი ცხოვრება ჯოჯოხეთს დაამსგავსა ასე კარგად იგრძნობდა თავს. თავის მხრივ ჯონგუკს სასიამოვნოდ უღიტინებდა ყელში გოგონას სუნთქვა და მის ჰორმონებს უნამუსოდ ეთამაშებოდა. ჯეონი ვერ ხვდებოდა ამ პატარა საყვარელმა არსევამ როდის მოასწრო მის თვალში მუსთვის ყვლაზე სასურველ და საყვარელ ქალად გადაქცევა. ამაზე პასუხი არც სჭირდებოდა. მას მხოლოდ ჰესუ უნდოდა, სხვა არც არაფერი ანაღვლებდა.
- ძალიან მიყვარხარ ჩემო პატარავ - ჩაიჩურჩულა მძინარე გოგონას ყურთან ვნებამორეულმა და ნათლად შეამჩნია როგორ შეერხა ღიმილისგან ტუჩის კუთხე ჰესუს. - ნუთუ გაიგონა??
.......
ხომ ყველაფერი კარგად იქნება ჯიმინ? - ბიჭის გულზე მისვენებულმა ძლივს ამოილუღლუღა ტარამ
- კი ძვირფასო, ყველაფერი კარგად იქნება. - ღიმილით მიიხუტა ბიჭმა გოგონა. - ტარა იცი, მინდა რაღაც მნიშვნელოვანზე დაგელაპარაკო, მოდი საღამოს სადმე წავიდეთ
- დღეეს? მაგრამ - შეწინააღმდეგება სცადა გოგონამ
- არავითარი მაგრამ. ჰესუ უკვე კარგადაა, მე კი აღარ შემიძლია მეტის მოთმენა, სასწრაფოდ უნდა გავარკვიო ეს საკითხი. უარს არ მივიღებ. ლამაზად ჩაიცვი , 7 საათზე გამოგივლი - მოჩვენებითი სიმკაცრით ჩასჩურჩულა ტარას ჯიმინმა და ლოყაზე სველი კოცნა დაუტოვა.
...........
ესეც ახალი თავი ხალხოო. იმედია მოგეწონებათ. პატარა თავებია ვიცი, მაგრამ მეტს ვერ ვახერხებ, ბოდიშით. კიდევ 1 ან 2 თავიც და დამთავრდება. ძალიან მიყვარხართ
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro