Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

32 თავი

არ ახსოვს რამდენ ხანს იარეს, ან რა მომენტში დაკარგა გონება თუმცა როცა თვალი გაახილა, მის ირგვლივ მხოლოდ სიცივე და სიბნელე იყო. მთელი სხეული სტკიოდა, ჰესუმ ინსტიქტურად მუცელზე იტაცა ხელი
- ღმერთო, ჩემო პატარებო, აქედან გაგიყვანთ, უნდა გაგიყვანოთ. ვიცი რომ მამა მოვა, უბრალოდ არ მიმატოვოთ კარგი? - ბუტბუტებდა ისტერიულად და მუცელს ეფერებოდა, როცა ძველი რკინის კარი ხმაურით გაიღო და შიგნით ჯი ჰიონის საზიზღარი სიფათი დაეკიდა.
- აბა ჩემო ძვირფსო, მზად ხარ პატარა ოპერაციისთვის, ნუ ღელავ არ გეტკინება, ამჯერად - მანიაკალურმა სიცილმა გაუპო პირი ჯიჰიონს და ამ ხმამ აავსო საზარელი კედლები.
- წყეული იყავი ნაბიჭვარო, გირჩევნია მომკლა, იმიტომ რომ თუ გადავრჩი ჩემი ხელით ამოგგლეჯ გულს. - მამაკაცმა ყურადღება არ მიაქცია ჰესუს მუქარას და თავისი დამქაშები მოიხმო
- დოქტორო ჰვან, დარწმუნებული ვარ იცით რაც უნდა ქნათ. ოპერაციას რაც შეიძლება სწრაფად მორჩით.
- არა, არა გთხოვთ ამას ნუ გააკეთებთ, ჩემს პატარებს ნუ მომიკლავთ - განწირული ხმით ყვიროდა ჰესუ სანამ მის სისხლში აღმოჩენილმა მორფინმა თავისი არ ქნა და არ გათიშა. ექიმმა ყველა ინსტრუმენტი მოამზადა რაც მინი აბორტისათვის იყო საჭირო, და ის იყო ჰესუს მომზადებაც დაიწყეს კარი ერთ ერთმა დაცვის წევრმა შემოანგრია
- გვიპოვეს ბოსს! ჯონგუკი და მისი ხალხიბაქ არიან.
- რაა? შეუძლებელია ასე სწრაფად ვერ გვიპოვიდნენ
- ახლა მაგის დრო არაა, აქედან უნდა წახვიდეთ ძალიანაა გაცოფებული. ჩვენი დაცვის 10 წევრი თვალის დაუხამხამებლად დახოცა. აქედან უნდა გაიქცეთ ბატონო ლი.
- ჯანდაბა, ამის დედაც - ჯი ჰიონი მძინარე ჰესუსთან დაიხარა - ბედი გწყალობს თოჯინავ, მაგრამ სულ შენსკენ არ იქნება, სანამ მე ცოცხალი ვიქნები ბედნიერების უფლებას არ მოგცემთ - ამ სიტყვების შემდეგ ლი ჯი ჰიონმა და დოქტორმა ჰვონმა საწყობი საიდუმლო გასასვლელით დატოვეს, მიტოვებულ სარდაფში კი რამდენიმე წუთში გაჩნდა გაცოფებული ჯონგუკი, რომელიც მზად იყო ყველა და ყველაფერი გაენადგურებინა გზად. იგი გონდაკარგულ ჰესუს მივარდა, მისი გულისცემა და სუნთქვა დაკვირვებით შეამოწმა, მერე კი ხელი სტაცა და იქაურობას სწრაფად გაარიდა.

3 საათით ადრე

საგონებელში ჩავარდნილი სანგჩოლი სასწრაფოდ ჯონგუკთან გაემართა, ეჭვი არ ეპარებოდა იმაში რომ ჰესუ ჯი ჰიონის გატაცებული იყო. ბიჭი კლუბში შტურმით შევარდა და მაშინვე ჯონგუკის კაბინეტი იკითხა. საჭირო პასუხის მიღების შემდეგ პირდაპირ იქითკენ გაემართა და ნებართვის გარეშე შეიჭრა
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ - გაბრაზებულმა ამოხედა ჯეონმა დაუპატიჟებელ სტუმარს
- ახლა ამის დრო არ არის, პრობლემა გვაქვს, დიდი პრობლემა. - ძლივს ამოითქვა სული სანგჩოლმა - ჰესუ გაიტაცეს ჯონგუკ, ჯი ჰიონს ჰყავს - ერთიანად მიაყარა შოკირებულ ბიჭს
- რა თქვი შე ნაბიჭვარო?- იღრიალა ჯონგუკმა და სანგჩოლს მივარდა, - რას ბოდავ.
- ჰესუმ სიგნალი გამომიგზავნა, შეთანხმებული ვიყავით, ამას მაშინ გააკეთებდა როცა რეალურ საფრთხეს იგრძნობდა. მაშინვე წავედი სასაფლაოზე, მაგრამ... ვერ მივასწარი. შენი მანქანა ისევ იქაა. და ეს ვიპოვე - სანგჩოლმა ჯონგუკს ჰესუს კოლიე მიაწოდა.
- ჯანდაბა, ჯანდაბა, ამის დედაც - ხელები თავზე იტაცა ჯონგუკმა მერე ტელეფონი აიღო და ჯიმინს ბიჭების შეკრება უბრძანა.
- ჰესუ, ჰესუ ცოტაც მოითმინე, გიპივი, აუცილებლად.

მალე საკუთარ ხალხს თავი მოუყარა ჯეონმა.
- რამდენიმე წუთში ჩემი ჯაშუში ინფორმაციას მოგვაწვდის. მოემზადეთ. ცოცხალი არავინ დატოვოთ - კბილებში გამოცრა ჯონგუკმა და იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

ესეც ბონუს თავი, მალე დამთავრდება ეს ფიკიი, მადლობა დიდი მოთმინებისთვის ყველას. მიყვარხართ

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro