Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

29 თავი

ზუსტად არ ახსოვს რამდენხანს იყო გათიშული, თუმცა როცა გონს მოსვლა დაიწყო, იგრძნო პატარა ბავშვივით იყო მოქცეული ვიღაცის ძლიერ მკლავებში, მის კალთაზე და მას მთლიანად ეკვროდა სხეულზე. ჰესუმ ზანტად გაახილა თვალები, მისი მზერა ჯონგუკის სახეზე დაესვენა. ბიჭს გოგონა მჭიდროდ ჰყავდა სხეულზე აკრული და ეძინა. ჰესუმ მიმოიხედა, მიხვდა რომ ჯონგუკის საძინრბელში იმყოფებოდნენ
- მან რა სახლში წამომიყვანა? ჯანდაბა - გაიფიქრა ჰესუმ და ბიჭის კალთიდან ადგომა ფრთხილად სცადა თუმცა ვერ შეძლო, ბიჭი შეიშმუშნა და უფრო მოხვია ხელები
- საით?? -ჰკითხა მისი სიახლოვისგან აწითლებულ ჰესუს.
- აქ რატომ მიმიყვანე, აქ არ უნდა ვიყო - ბუტბუტებდა გოგონა.
- ზუსტად რომ აქ უნდა იყო, ჩემს გვერდით თუ დაგავიწყდა რომ ჩემს შვილზე ხარ ორსულად - წარბები შეიკრა ჯონგუკმა.
- ნუ მიყვირი - თვალები ცრემლებით აევსო გოგონას და ბიჭის მკლავებიდან გასხლტა. რითაც ჯონგუკის გაკვირვება გამოიწვია.
- გეკითხები და მიპასუხე, რისთვის მომიყვანე აქ. - ჯონგუკმა ღრმად ამოიხვნეშა და გოგონასკენ ფრთხილად წავიდა.
- პატარავ რატომ ტირი? - ბავშვივით დაუყვავა და ლოყაზე ხელი მოუთათუნა?
- შენ მიყვირე- საწყლად ამოისლუკუნა ჰესუმ- ნერვები ეშლებოდა ასე რომ იქცეოდა მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერი მოუხერხა. იცოდა ყველაფერი ორსულობის ბრალი იყო. წყეული ჰორმონები. გოგონა თავს იწყევლიდა სამაგიეროდ ჯონგუკი გრძნობდა თავს გადასარევად. რახანია ასე ბედნიერი არ ყოფილა, უფრო კონკრეტულად ის პერიოდი რაც ჰესუ მასთან არ იყო.
- ჩშშ, დამშვიდდი კარგი? არ მინდოდა შენთვის მეყვირა. დამნაშავე ვარ, უნდა გამეთვალისწინებინა რა მდგომარეობაშიც ხარ. - ეჩურჩულებოდა ჯეონი და მხარზე ხელს უთათუნებდა.
- რატომ წამომიყვანე? მინდა ვიცოდე.
- შენ ჩემს შვილს ელოდები, მე მხოლოდ ეს მაღელვებს. ჩვენ მშობლები გავხდებით, არ დავუშვებ ის ჩემგან შორს იყოს. უნდა ვიზრუნო მასზე, ახლაც კი როცა ჯერ კიდევ შენშია. ძალიან ფერმკრთალი ხარ. რატომ არ ფიქრობ პატარაზე, საერთოდ რამეს ჭამდი? - ბავშვივით დატუქსა ჯონგუკმა გოგონა, რამაც ჰესუს გაღიზიანება გამოიწვია - ანუ ბავშვის გამო არა? რათქმაუნდა იდიოტო სხვას რას ელოდი, მას მხოლოდ ბავშვი აინტერესებს - გულნატკენი ფიქრობდა გოგონა, საბოლოოდ ძალა მოიკრიბა, ცრემლი შეიშრო და ბიჭისკენ გულგრილი სახით მიტრიალდა
- ის ჩემი შვილიცაა ჯონგუკ, არ დავუშვებ რომ რამე საფრთხე შეექმნას, ესეც არ იყოს შენ არ გქონდა უფლება წამოგეყვანე, ახლა მე მხოლოდ შენი ცოლი არ ვარ, მე კიმების კლანის ხელმძღვანელი ვარ. ჯობს უფლება მომცე აქაურობა დავტოვო სანამ გვიან არ არის. - ჯონგუკი საშინლად გააბრაზა იმ ფაქტმა რომ შესაძლოა ჰესუ მისგან ისევ წასულიყო, საშინლად გაუჭირდა თავის შეკავება, მაგრამ რაც შეიძლებოდა მშვიდად თქვა
- გგონია დავუშვებ რომ ამ მდგომარეობაში ათას ნაბიჭვართან გქონდეს კონტაქტი? აქედან ვერსად წახვალ - დაიღრინა ავისმიმასწავლებლად და კარისკენ გაემართა.
- ჩემი ხალხი ჩემთვის მოვა - გოგონას ცივმა ხმამ კარებთან შეჩერება აიძულა. - გარისკავ და დაიწყებ ომს კლანებს შორის??- ჯონგუკმა ოდნავ მოატრიალა მისკენ თავი თუმცა მეორე წამს კარი მძლავრად გამოაღო და მის მიღმა გაუჩინარდა. გოგონამ გარკვევით გაიგო საკეტის ხმა. ლოგინზე დაეცა და გულამოსკვნილი ატირდა
- წყეული იყოს ის დღე როცა შეგიყვარე ჯეონ ჯონგუკ, წყეული იყოს ის მომენტი როცა შენში ადამიანი დავინახე. - ჰესუს საშინლად ტკიოდა გული, ტკიოდა რადგან გულწრფელად შეუყვარდა ჯონგუკი. - მე შენ დაგივიწყებ, აუცილებლად დაგივიწყებ და სამუდამოდ ამოგშლი ჩემი ცხოვრებიდან. მხოლოდ ეს ბავშვი გჭირდება ასეა? კარგი, დღეიდან გაჩვენებ როგორია ნამდვილი ჰესუ....

............

- ჯონგუკ რა მოხდა? ისე ბედნიერი იყავი რომ ჰესუ დაუბრუნე, ეს სახეზე გეწერა - დაზაფრულმა ჰკითხა ჯიმინმა ჯონგუკს რომელიც უკვე 1 საათია შეუჩერებლად სვავდა.
- მას არ უნდა ჩემთან დარჩენა, ისევ უნდა  რომ გამექცეს და მის გარეშე დამტოვოს. გესმის ჯიმინ? მგონი ვგიჟდები. ის ერთადერთი გოგოა რომელიც მინდა, ის ჩემი ქალია, მაგრამ ჩემთან ყოფნა არ სურს. ამას არ დავუშვებ, გესმის, არასოდეს.  სრული ჯოჯოხეთი გამოვიარე, მისით ვარ შეპყრობილი, იმდენად რომ სხვები ვერ მაკმაყოფილებენ. მთელი ცხოვრება რომ მისი გამოკეტვა დამჭირდეს ამას გავაკეთებ.

- იქნებ პრობლემა შენშია?? - დაღლილად ამოიხვნეშა ჯიმინმა და კეფა მოიქექა - ვაღიარებ თავიდან ძალიანაც  სახალისო იყო შენი შეყვარებულის ამპლუაში ხილვა მაგრამ ახლა გისმენ და შენ მართლა შეპყრობილს გავხარ. რას ითხოვ იმ გოგოსგან? ერთხელ მაინც გითქვამს რომ გიყვარს? - ჯონგუკის სმენას ჯიმინის მიერ წარმოთქმული ბოლო სიტყვა უცნაურად მოხვდა. იგი რათქმაუნდა აღიარებდა რომ ჰესუ  ჰაერივით სჭირდებოდა, რომ ამ სურვილს სიგიჟემდე მიჰყავდა, მაგრამ სიყვარული, ამ გრძნობას იმდენად დასცინოდა ყოველთვის რომ საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა ჰესუს სიყვარულში.
- ჰეი ძმაო აწ ხარ? - ხელები აუფრიალა ცხვირწინ ჯიმინმა? - მიპასუხე გითქვამს?
- არა, ეშმაკმაც დაწყევლოს, არა. ვერ შევძელი, ყოველთვის როცა მინდა თბილად ჩავეხუტო და მოვეფერო რაღაც მაკავებს. როცა მინდა ვუთხრა რას ნიშმავს ჩემთვის ბურთი ყელში მეჩხირება ეს უბრალოდ, წარმოუდგენლად რთულია... - მძიმედ ამოიოხრა ჯონგუკმა, რომელსაც საუბარი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა.
- გისმენთ - ჩასძახა მოუთმენლად როცა სახლის ნომერი იცნო
- ბატონო ჯეონ,  რამდენიმე წუთის წინ  სანგჩოლი მოვიდა, ქალბატონ ჰესუს კაბინეტში ესაუბრება.
- რა თქვი?  -ჩაისისინა ჯონგუკმა - მე ის საძინებელში ჩავკეტე, როგორ გაბედეთ კარის გაღება? - ღრიალებდა განრისხებული.
- გვითხრა რომ არსად წასვლას აპირებს და უბრალოდ ოთახიდან გამოსვლა უნდა, გვემუქრებოდა, გბაპატიეთ ბოსს, სხვა გზა არ გვქონდა.
- მაგას კიდევ გავარკვევ. ახლავე გამოვდივარ - დაიღრინა ჯეონმა ჯიმინს არაფრის თქმა არ აცალა შტურმიყ გავარდა კაბინეტიდან.
- ჯანდაბა ეს ორი ბოლოს მომიღებს - ამოიფრუტუნა უკმაყოფილომ.

..........

- გოგონა თავისი ქმრის სახლში დაბრუნდა....  როგორ მოვიქცეთ?
- უბრალოდ დააკვირდით და ყველა დეტალი მაცნობეთ. ჯერ ჩვენი სვლა არ არის.....

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro