24 თავი
უკვე შუაღამეა ჰესუს კი ძილი არ ეკარება.
- რა ჯანდაბაა, რატომ ვერ ვისვენებ? - ოხრავს საწყლად. არ უნდა თავის თავს გამოუტყდეს რომ ჯონგუკს ელოდება, რომელიც უკვე დიდი ხანია არ ჩანს. - დაიძინე ჰესუ, დაიძინე, რაში გადარდებს სადაა, აი უბრალოდ თვალები დახუჭე და დაიძინე - გოგონამ თვალები მჭიდროდ დახუჭა და უკვე მეათასედ სცადა დაძინება, ამ დროს კი კარის ფრთხილი გაღების ხმა გაისმა. - მობრძანდა ვაჟბატონი- ამოიბურტყუნა ჩუმად და გვერდი იცვალა რომ მისი სიფხიზლე ვერ შეემჩნიათ. ჯონგუკმა ნელა დაიწყო გახდა და საწოლზე ჩამოჯდა მხოლოდ ბოქსერების ამარა. სწრაფად შეძვრა საწოლში, ჰესუს სხეული მკლავებში მოიქცია და ახლოს მიიკრა. გოგონას ამ მოულოდნელი შეხებისაგან გული გამალებით აუძგერდა, ტანზე ტაომ დააყარა, ამ რეაქციებით კი ჯონგუკი მიხვდა ჰესუს ეღვიძა და ჩუმად ჩაიცინა.
- მელოდებოდი?
- არააა- მაშინვე უარყო გოგონამ და ლამის შუბლში ირტყა ხელი, როცა ჯეონის სიცილის ხმა მოესმა.
- ხო რათქმაუნდა. მაშინ რატომ არ გძინავს? - შეეკითხა ბიჭი და გოგონას ზურგს უფრო აეკრა
- ამ... მე.. ისა, ანუ სახლში როდის დავბრუნდებით? აქ თავს მთლად კომფორტულად არ ვგრძნობ - ამოილუღლუღა დაბმეულმა.
- და ამიტომ ვერ იძინებ?? - მაცდურად ჩაილაპარაკა ჯონგუკმა, იქნებ მამიკო მოგენატრა.
- მოკეტე გარყვნილო იდიოტო - გაუბუსა ჰესუ და მის მკლავებში აფართხალდა.
- ნუ ფართხალებ პატარავ თორემ არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდები. არ მინდა ჩემს შვილს დისკომფორტი შევუქმნა. - ისევ ჩაიცინა ჯეონმა რასაც ჰესუს უკმაყოფილო ბურტყუნი მოჰყვა - მანიაკი.
- რაც შეეხება სახლში დაბრუნებას რამდენიმე დეტალი დარჩა მოსაგვარებელი და აუცილებლად მალე დავბრუნდებით?
- ეს იმ ბიჭს ეხება თავი ტესოს სახელით რომ გამაცნო? იკითხა ჰესუმ და ბიჭისაკენ შებრუნდა, მოულოდნელად კი მასთან ძალიან ახლოს აღმიჩნდა. მათი ტუჩები ლამის ეხებიდნენ ერთმანეთს. ჯონგუკმა ღრმად ამოიოხრა და ფრთხილად დაიწყო გოგონას შეხება. ორივეს სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. გოგონას არც კი სჯეროდა რომ კოცნა მოეწონა. იგი სწრაფად მისცილდა ბიჭს - მგონი კითხვა დაგისვი? მაინტერესებს ვინ იყვნენ, რა უნდოდათ ჩემგან???
- დამშვიდდი კარგი, ისეთი არაფრია რომ მაგაზე იფიქრო. ყველაფერს თავად მივხედავ - მშვიდად დაუყვავა ჯონგუკმა რამაც ჰესუს გაღიზიანება გამოიწვია.
- რა ჯანდაბამ გაგაკეთილშობილა? ნუ მექცევი პატარა ბავშვივით - ბიჭს მკლავებიდან დაუძვრა და საწოლზე წამოჯდა .
- პატარა ხარ და აბა როგორ მოგექცე? - მისმა ბუზღუნმა გაამხიარულა ბიჭი.
- აუ არ მინდა ეგრე კარგად რომ მექცევი. მეჩხუბე... - წუწუნს აგრძელებდა ჰესუ თუმცა ჯონგუკის დაბნეული სახე რომ დაინახა თვალები აატრიალა და ისევ საწოლში დაბრუნდა ბიჭისგან ზურგშექცრვით.- ჰესუ, უკვე გითხარი რომ მინდა მშვიდად ვიცხოვროთ. ამისგან დიდ იმედებს ნუ დაამყარებ - დაუყვავა ჯეონმა.
- ხო რათქმაუნდა, მწარედ ჩაეცინა ჰესუს.
- ხვალ შეგიძლია უნივერსიტეტში წახვიდე.
- მართლა? - გაუხარდა გოგონას და ისევ ბიჭისაკენ მიბრუნდა.
- ჰო, ოღონდ დაცვა გამოგყვება, და შენ რაც უნდა მოხდეს შენი ინიციატივით არაფერს იზამ.
- კარგი, კარგი. ოღონდ გამიშვი და ყველაფერზე თანახმა ვარ - გაიკრიჭა.
- ახლა დაიძინე, - ბიჭის სხეული ისევ მიეკრა მის სხეულს და მალე მათი მშვიდი სუნთქვაც გაისმა..
......
- ჯექსონ არის რამე სიახლე?? როდის მომიყვან გოგოს?
- ჯერჯერობით არაფრი ბატონო- თავი დაუკრა ახალგაზრდამ ჯი ჰიონს და საშინელების მოლოდინში გაირინდა.
- მგონი საკმარისად მძაფრად ვერ აგიხსენი საქმის ვითარება- იღირიალა გაცოფბულმა და მაყუჩიანი იარაღი, რომელიც მაგიდაზე ედო ჯექსონს დაუმიზნა.
რამდენიმე წამში კი ახალგაზრდის შუბლი წითელი სისხლით დაიფარა.
- ეშმაკმაც წაგიღოთ, ყველანი ერთმანეთზე უფრო დიდი იმბეცილები ხართ, თავად მოვაგვარებ ყველაფერს. არაუშავს, ადრე თუ გვიან ხელში ჩაგიგდებ კიმ ჰესუ, ჩემთან აღმოჩნდები. მერე კი შენი საყვარელი ქმარი და ძვირფასი მამა თავისი ფეხით ავლენ სამსჯავროზე. ჯერ შენ მოგკლავ მათ თვალწინ და მერე ორივეს მოვიშორებ. - გადაიხარხარა საკუთარი ბინძური აზრებისგან ზედმეტად კმაყოფილმა და დაცვას "ნაგვის" ოთახიდან გატანა უბრძანა.
.........
- რაა ჯონგუკი აქ იყო?- გაოცება ვერ დამალა სანგჩოლმა როცა კიმისაგან მომხდარის შესახებ შეიტყო. - ახლა რა იქნება?
- როგორმე ჰესუ უნდა ვნახო და ყველაფერი ვუთხრა, ჯეონებს ღალატსა და ტესოს სიკვდილს არ შევარჩენ. ჩემი გოგონა იმ სახლში არ იცხოვრებს სადაც ისინი ცხოვრობენ.
- მაგრამ დარწმუნებული ვარ ჯონგუკი ახლოს არ მიგვიშვებს მასთან.
- თუ ჰესუს ვიცნობ ის თავად მიპოვის. მე არსად დამჭირდება მისვლა. გული მიგრძნობს ჩემი გოგონა მალე ჩემთან მოვა.
........
- მოიცა შენ ამბობ რომ ჯონგუკის ცოლი უკვე ორსულადაა?? - ჩაიცინა ხანდაზმულმა მამაკაცმა და კმაყოფილი წელში გასწორდა - მას ეს ამბავი ძალიან დააინტერესებს. სასწრაფოდ უნდა შევატყობინო. შენ
დანარჩენებს უთხარი რომ კანონმდებლისა და მისი მეუღლის საპატივსაცემად წვეულებას ვმართავთ. რაც შეიძლება მალე. - ჩაიქირქილა და ნაჩქარევად დატოვა ადგილი, საიდანაც პირდაპირ ჯი ჰიონის ბუნაგში გაემართა.
- თქვენი ბოსის ნახვა მინდა - მიმართს დაცვას და დაელოდა. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ სწრაფად შენობაში შევიდა და მალე ლის წინ აღმოჩნდა.
- უხუცესო, თქვენს აქ ნახვას არ მოველოდი. რას მივაწერო ეს პატივი ბატონო კან?? - მოჩვენებითი მოწიწებით შეხვდა ჯინჰიონი მამაკაცის გამოჩენას.
- ჯეონ ჰესუ ორსულადაა, იმედია იცი ეს რასაც ნიშნავს. - პირდაპირ მიახალა სათქმელი კანმა და სავარძელში მოთავსდა.
- ჯანდაბა, - დაიღრინა ჯი ჰიონმა, - სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, გოგონა უნდა მოვკლათ.
- ნუ ჩქარობ ლი, მე უკეათესი იდეა მაქვს. ჰესუ საკმაოდ დიდი ქონების მემკვიდრეა. ეს ძლიერი კლანი მეთაურის გარეშე დაიღუპება, ან ისეთ ვინმეს ჩაუვარდება ხელში რომ აქეთ ჩაგვაგდებს ცუდ დგომარეობაში. აჯობებს ჰესუ გადმოვიბიროთ.
- ეგ როგორ? - იკითხა ლი ჯი ჰიონმა
- მას სიმართლეს მოვუყვებით, მამაზე, ქმარზე. ის ორივეს გაანადგურებს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მე ის გოგონა ვნახე. ვიცი რასაც ვამბობ.
- რახან ასეა კარგი მაგრამ როგორ შევძლოთ დალაპარაკება. გალძლიერებული დაცვა იცავს.
- მაგაზეც ვიფიქრე -ჩაეცინა კანს - წვეულებას გავმართავ, სადაც იქნებიან ჯეონები. სწორედ იქ დაველაპარაკებით.
- მაოცებს შენი გამჭრიახი გონება უხუცესო. რახან ასეა კარგი. - დაეთანხმა ჯინჰიონი და მზაკვრულად ჩაიღიმა...
ხალხო ხოარ გავფუჭე ძაან? ეს თავი სისულელეა ვიცი, მაგრამ ესე ოყო საჭირო. იმედია ძალიან ცუდი არ გამოვიდა.
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro