Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

2 თავი

კაბინეტიდან გამოსული ჰესუ ცოფებს ყრიდა. საკუთარ თავზე ბრაზობდა რომ ამ "დაწესებულებაში" საერთოდ ფეხი შემოადგა - არა თავი ვინ გონია? ფიქრობს რახან მდიდარი და გავლენიანია შეუძლია ის თქვას და აკეთოს რაც მოეპრიანება? ვერ მივართვი, ტარა რომ არა ნამდვილად გავუერთიანებდი ცხვირპირს რომ ესწავლა როგორ უნდა მოქცევა. აიშ როგორ მომიშალა ნერვ...
- ჰესუ, ჰესუ დამელოდე გთხოვ - შემოესმა ტარას ხმა და უკან მიტრიალდა.- ჰესუ მაპატიე კარგი? მაპატიე ჯონგუკის გამო, ის ასეთი არ არის..  ნუ სულ.
- ბოდიშს ნუ მიხდი ტარა, უბრალოდ მიკვირს, დარწმუნებული ხარ რომ ერთი სისხლი გაქვთ? ის საერთოდ განსხვავებულია შენგან.
- ნუ ღელავ, თავის ადგილას მოვსვი. ხვალ ერთხელ კიდევ შეხვდები მას და ამის მერე კავშირი აღარ გექნება. დიდი კლუბია არამგონია საერთოდ შეხვდეთ ხოლმე.
- მადლობა კიდევ ერთხელ. ეს სამსახური მართლა სიკვდილ სიცოცხლეს წყვეტს ჩემთვის თორემ არასოდეს დავთანხმდებოდი ასეთ ადგილას და მით უფრო ჯონჯოლთან მუშაობაზე. - ამოიფრუტუნა ჰესუმ
- რა თქვი? ჯონჯოლი?? ღმერთო რა კარგად მოიფიქრე- სიცილით კვდებოდა ტარა - უხედება, სერიოზულად. ახლა კი აქაურობას გავეცალოთ სანამ გაგვიგო. - გოგონები სახლებისაკენ გაემართნენ, ტარას ძალიან უხაროდა რომ ჰესუსთვის გუნების გამოკეთება შეძლო, თუმცა ისიც ესმოდა რომ მისთვის თვალი არ უნდა მოეცილებინა.

......

- ჯონგუკ აქ ხარ? - კაბინეტის კარი შეაღო ჯიმინმა და სამუშაო მაგიდასთან მჯდომი ბოსისკენ გაემართა. ჯიმინი ჯონგუკის მარჯვენა ხელი იყო, ისინი ჯერ კირევ ღრმა ბავშვობიდან მეგობრობდნენ და საქმეშიც ერთად იყვნენ კიდევ 2 თან  კიმ ნამ ჯუნსა და კიმ თეჰიონთან . ჯონგუკისათვის ეს სამი ბიჭი და ტარა იყვნენ ოჯახი.
- რა მოხდა ჯიმინ? ახლა წესით ბანგოკში არ უნდა იყო?
- ჩვენმა პარტნიორმა დარეკა, თქვა რომ მომწოდებელმა დაურეკა და ახალი პარტია ამ საღამოს პორტში იქნება?
- დღეს??- გაიკვირვა გუკმა. - ასე უცებ შეცვალა მომწოდებელმა ადგილი? ჯიმინ არ მომწონს ეს ამბავი, გაარკვიე შესაძლებელია ინტერპოლი იყოს კუდზე.
- გეთანხმები, მეც მაშინვე ეს ვიფიქრე. შენ კარგად იცი რომ ჯიმ ჩენს არ ვენდობი.
- შენ არავის ენდობი - ჩაიცინა ჯონგუკმა.
- ეს შენგან ვისწავლე. ისე ტარა არ გამოჩენილა?
- ტარასგან რა გინდა ჯიმინ? - წარბი შეიკრა გუკმა.
- დაწყნარდი ძმაო, უბრალოდ დიდი ხანია არ გამოჩენილა და..
- ჯიმინ ვიცი რომ ტარა მოგწონს..
- სამწუხაროდ არ მომწონს, მიყვარს ჯონგუკ.
- რას ამბობ - გადაიხარხარა გუკმა. -  არ გაიგოს, ვერ გადაურჩები.
- ვიცი - თავი  ჩახარა ჯიმინმა.
- კარგი ახლა ნუ მოთქვამ. მართალია ჩემი ბიძაშვილია მაგრამ შენ იცი ჩემი დამოკიდებულება ქალების მიმართ.  ირგვლივ უამრავი ლამაზმანია. არ ღირს მაგის გამო ნერვიულობა. რამდენიმე ახალი სტრიპტიზიორი მივიღეთ. შეგიძლია რომელიმე წაიყვანო და დარდის გაქარვებაში დაგეხმარება. - ჩაიქირქილა და ეშმაკურად მიაშტერდა ჯიმინს რომელსაც მობეზრებული სახე ჰქონდა.
- ჯეონ ჯონგუკ, ოდესმე შენც შეგიყვარდება და გპირდები ამ სიტყვებს გაგახსენებ.
- ნუ მაცინებ ჯიმინ. კარგი საკმარისია, ბიჭებს უთხარი მოვიდნენ, საღამოსთვის გეგმა გვჭირდება. - გასაგებია თავი დაუქნია ბიჭმა და კაბინეტი დატოვა.

.......

ჰესუ მოწყვეტით დაეშვა საწოლზე და დღევანდელი დღის გაანალიზება დაიწყო.  გული საშინლად სტკიოდა რადგან დედა იმ ამაზრზენ ადგილას გამოკეტა. ახლა სულ მარტო დარჩა ამხელა სახლში, ცოტა შიშმაც შეიპყრო. მომენტალურად დასწვდა საწოლის გვერდით ტუმბოზე დადებულ საოჯახო ფოტოს და სევდიანად დააცქერდა. სურათი 15 წლის წინ იყო გადაღებული. მას შემდეგ არც ჰქონიათ შანსი რომ ერთად კიდევ ყოფილიყვნენ. ზუსტად 15 წლის წინ დაუსვეს დედას ამ საზარელი დაავადების დიაგნოზი. სწორედ ამის შემდეგ მამა ოჯახიდან წავიდა, მან თან წაიყვანა ჰესუს ტყუპისცალი ძმა  ტესო. მას შემდეგ სუს არცერთი უნახავს. მამა და ძმა კარგად არც ახსოვს, რადგან ძალიან პატარა იყო, თუმცა ხანდახან როცა უმიზეზოდ მოწყენილია ყოველთვის  ძმაზე ფიქრობს. ტყუპის სპეციალური ეფექტიც ხომ ესაა. იგრძნონ ყველაფერი ერთმანეთის შესახებ. ჰესუს ძალიან უჭირდა ავადმყოფ დედასთან ცხოვრება, დროის გასვლასთან ერთად ქალის მდგომარეობა უარესდებოდა. ბავშვები კი აბულინგებდნენ და გიჟის შვილს ეძახდნენ. ერთადერთმა ტარამ შეძლო მისი ტკივილი დაენახა. მან აიძულა ძლიერი გამხდარიყო. სუმ კარგად შეისწავლა საბრძოლო ხელოვნება რათა ყოველთვის შეძლებოდა თავის დაცვა და ჯერ კიდევ პატარამ დაისახა მიზნად დედის განკურნება.
- ნეტავ სად ხარ ახლა ტესო? როგორ ხარ? ოდესმე შევხვდებით ისევ ერთმანეთს?? - ამ ფიქრებით შეპყრობილს მალევე ჩაეძინა.

.......

- ძმაო, ჯიმინი მართალია - საუბარი წამოიწყო ნამჯუნმა- ჯიმ ჩენს არც მე ვენდობი, საშინლად მლიქვნელი ვინმეა, ადვილად შესაძლებელია გავეყიდეთ.
- ნარკოტიკის ეს პარტია საკმაოდ დიდია და მნიშვნელოვანი ჩვენი საქმისთვის - მშვიდად თქვა გუკმა- არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავუგდოთ ძაღლებს.
- ხო მაგრამ თუ მახეა მარტო საქონელი კიარა ჩვენც ცუდ დღეში აღმოვჩნდებით
- ხოდა გააკეთეთ ისე რომ პარტიაც უსაფრთხოდ ჩაგვბარდეს და უვნებლებიც დავრჩეთ. - ამოიგმინა გუკმა და მრისხანე მზერა მოავლო სამივეს. - საუკეთესო ბიჭები შეკრიბეთ, მე კი ჩემს ჯაშუშს დავურეკავ.
-გასაგებია - ერთხმად თქვა სამივემ და ოთახი დატოვა. მარტო დარჩენილმა გუკმა ტელეფონი აიღო და ჯინის ნომერი აკრიფა
(კიმ სეოკ ჯინი. ჯონგუკის ხელქვეითი. ჯაშუში,  შეგზავნილია ინტერპოლში).  - უკვე ვიცი რატომ რეკავ ბოსს - ჩაიქირქილა ჯინმა.
- რას აპირებენ, ყველაფერი უნდა ვიცოდე.
- სპეცრაზმი უკვე განალაგეს პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. საკმაოდ ბევრნი არიან, მათთან გამკლავება გამორიცხულია.
- არც ვაპირებ მათთან შეტაკებას - გესლიანად ჩაიცინა გუკმა - უნდა გავთიშო ჯინ, მალე დაგიკავშირდები და ინსტრუქციას მოგაწვდი.
- გასაგებია - კავშირის დასასრული.
- ჩემთან თამაში გადაწყვიტე ჯიმ ჩენ? მოდი ვითამაშოთ

 
ინტერპოლის შტაბი საღამოს 8 საათი.

- ბატონო ჩანგ, ჩვენი ბიჭები ადგილზე არიან, ელოდებიან მათ გამოჩენას. ამაღამ ნამდვილად ავიყვანთ. - გახარებული შევარდა ჯიმ ჩენი  ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შექმნილი სპეც დანაყოფის უფროსთან.
- შენთვისვე აჯობებს ჯიმ ჩენ რომ მათი აყვანა შევძლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი შენი უბადრუკი ცხოვრების მანძილზე ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში მოგიწევს ტუალეტების ხეხვა. - კბილებ შუა გამოცრა შუა ხნის მამაკაცმა და ხელით კაბინეტის დატოვება ანიშნა.

.....
- ყველაფერი მზადაა ბოსს, მხიარულად შესძახა ჯიმინმა, - მომწოდებელმა შეძლო ტვირთის ტრაექტრორია დროულად შეეცვალა. ახალი კოორდინატები გამოაგზავნა. ჩვენი ხალხი იქაა და ტერიტორიას ამოწმებს.
- ძალიან კარგი ჯიმინ. საქონელი თქვენ მიიბარეთ. მე პორტში უნდა წავიდე. ამ სანახაობას ვერ გამოვტოვებ, თან ბატონ ჩენს სპეციალური გაკვეთილი უნდა ჩავუტარო. როგორც კი საქმეს მორჩებით მასთან წადით და მისი ყველა ოჯახის წევრი დახოცეთ. არავინ დაინდოთ..  ყველაზე ბოლო თავად მოკვდება.
ჩემთვის არ უნდა გეღალატა ჯიმ ჩენ. ახლა განახებ როგორ ვსჯი ღალატისათვის.

ღამის 11 სააათი პორტის მიმდებარე ტერიტორია.

- ჯიმ ჩენ  სად არიან, რატომ არ ჩანან?
- ახლავე დავრეკავ და გავარკვევ.- ჩენი ცოტა მოშორებით გავიდა და ჯონგუკის ნომერი აკრიფა.
- პარტნიორო, სად ხარ აქამდე? პარტია უკვე შემოსულია
- ჯიმ ჩენ, ჯიმ ჩენ... - ტელეფონში ავისმომასწავებლად გაისმა ჯეონის ცივი, შემზარავი ხმა - არ მეგონა რომ ასეთი ლამაზი ქალიშვილი გყავს. სწორედ მისმა სილამაზემ გადაარჩინა სიკვდილს. იცოცხლებს და ჩემს ღამის კლუბს დაამშვენებს.
-ჯონგუკ რას ნიშნავს ეს შე ნაბიჭვარო.. - ტელეფონში გაისმა ჩენის განწირული ხმა
- გირჩევ ტონს დაუწიო, სანამ გადავიფიქრე და ეს ლამაზი შუბლი გავუხვრიტე. ნელი ნაბიჯით წამოდი და გზაზე მდგომ შავ ჯიპში ჩაჯექი, თუ გინდა შენი შვილი მაინც ცოცხალი ნახო.
- ამას განანებ განანებ ჯონგუკ. -სიმწრისგან ამოიგმინა ჩენმა.
- ეს არ უნდა გექნა ჯიმ, ჩემთვის ეს არ უნდა გაგეკეთებინა. ახლა პასუხი უნდა აგო. გელოდები, არ დააგვიანო. - კავშირი გაწყდა. ჩენი სწრაფად გაემართა იმ ადგილისაკენ რომელიც გუკმა მიუთითა და მინიშნებულ მანქანაში ჩაჯდა. იცოდა რაზეც მიდიოდა, თუმცა უკან დასახევი გზა მოჭრილი ქონდა.

ჯონგუკის ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა - გისმენ ჯიმინ, რა მდგომარეობაა?
- ყველაფერი კარგადაა აქ ყველაფერი სუფთაა შინ ვბრუნდებით.
- ძალიან კარგი, მეც მალე შემოგიერთდებით. - ტელეფონი გათიშა, დააკვირდა როგორ ჩაჯდა ჩენი მანქანაში,  რომელიც მყისიერად მოწყდა ადგილს. კაპიუშონი წამოიხურა და ფეხით ნელა გაუყვა სანაპიროს. ზურგს უკან კი სუსტად ესმოდა გააფთრებული კომისრის ლანძღავ-გინება, რომელმაც სავარაუდოდ გააცნობიერა რომ ოპერაცია ჩავარდა.

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro