Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

11 თავი

ქორწილის დღე

დილიდან აურზაური იყო ჯეონების საზაფხულო რეზიდენციაში სადაც ტარას გადაწყვეტილებით ქორწინების ცერემონია უნდა გამართულიყო.  სიძე და პატარძალი თავიანთთვის გამოყოფილ ოთახებში იყვნენ და ემზადებოდნენ. ჰესუს თავს სტილისტები და ვიზაჟისტები დასტრიალებდნენ, საბრალო გოგოს დილიდან თავბრუ დაახვიეს. საშინელი შეგრძნება ჰქონდა,  გული ერეოდა ამდენი სიყალბისგან,  მხოლოდ იმით იმხნევებდა თავს, რომ ხვალ დედას სამკურნალოდ გააგზავნიდა. ჯეონმა კლინიკაში თანხა უკვე გადარიცხა, ექიმები კირას ჩასვლას  ელოდნენ. - ყველაფერი დამთავრდება, მალე ყველაფერი დამთავრდება - განუწყვეტლივ იმეორებდა გონებაში ჰესუ. მისგან განსხვავებით იდეალურ განწყობაზე იყო ჯონგუკი და ეს თავადაც უკვირდა, თუმცა საბოლოოდ თავის რევანშისტულ ბუნებას მიაწერა ეს ამაღლებული განწყობა და საკუთარ გარეგნობაში ბოლო შტრიხები შეიტანა და კიბეზე დაეშვა რათა იქ შეკრებილ სტუმრებს მისალმებოდა. 

- ტარამ ყველა დეტალზე იზრუნა, აქაურობა იდეალურია - ჩაილაპარაკა ჰესუმ - თუ სიძეს არ ჩავთვლით.

- დამშვიდდი პატარავ, შენ ძლიერი ხარ, დარწმუნებული ვარ გაუმლავდები ამ სიტუაციას. ყველაფერი კარგად იქნება. - სპენსმა გულზე მიიკრა მოწყენილი პატარძალი და მის გამხნევებას შეეცადა. ცოტა ხანში კარი ზედმეტად აჟიტირებულმა ტარამ შემოანგრია და გაბრწყინებული მათკენ გამოემართა.

- ღმერთო იდეალური ხარ ჰესუ, მაპატიე რომ არ ვიყავი შენთან ერთად მზადების პროცესში, ქვემოთ სრული ქაოსი იყო.

- მადლობა ტარა, შენც საოცრად გამოიყურები, სიტყვები არ მყოფნის. ალბათ ჯიმინი ჭკუას დაკარგავს შენი სილამაზით.

-დამიჯერეთ, აღნიშნულმა ახალგაზრდამ ჭკუა კარგა ხნის წინ დაკარგა. ვიცი რასაც ვამბობ - ახარხარდა სპენსერი და ტარას მუჯლუგუნიც დაიმსახურა. - რამდენჯერ გითხარი ნუ როშავ სისულელეებსთქო. არ დაგავიწყდეს დღეს ჩემი მეწყვილე ხარ. 

- თქვენს განკარგულებაში ვარ მადამ, ნუ სანამ ის შენი განგსტერი სადმე არ მიმაკლავს. - არარსებული ცრემლი მოიწმინდა სპენსმა რასაც გოგონების მხიარული სიცილი მოჰყვა. - საკმარისია, ჰესუ დროა გავიდეთ. ყველა შენ გელოდება - მძიმედ თქვა ტარამ და მეგობარს ზუგზე ხელი მოუთათუნა, შემდეგ სპენსს ხელკავი გამოსდო და კარისკენ ნელა გაემართა მასთან ერთად - ნუ გეშინია ჩემო პრინცო, მე დაგიცავ - სპენსმა თეატრალურად დაუკრა თავი და მალევე ორივენი გაუჩინარდნენ. ჰესუმ კი ღრმად ჩაისუნთქა სუსტად გაიღიმა, ბოლოჯერ შეათვალიერა საკუთარი თავი სარკეში და თავადაც მეგობრების კვალს მიჰყვა. ნელა დაიძრა კიბეებისაკენ და ქვემოთ დაეშვა. ჯონგუკმა, რომელიც საპატარძლოს მოლოდინში იდგა მომენტალურად აიხედა მაღლა და თითქოს გაშეშდა, ჰესუს სილამაზემ, მისმა უმანკო სახემ თავად სატანაც კი შეაცბუნა. ჯეონმა გულზე უცნაური მოჭერა იგრძნო თუმცა თავი სწრაფად აიყვანა ხელში და ჩვეული გულგრილი ღიმილი აიკრა. სტუმრები აღფრთოვანებული იყვნენ პატარძლის სილამაზით და იმითაც თუ როგორ უხდებოდნენ ჯონგუკი და ჰესუ ერთმანეთს. გოგონამ თვალისმომჭრელი ღიმილით გადახედა დამსწრე საზოგადოებას და "ბედნიერმა" ჩაჰკიდა ხელი მომავალ ქმარს. ისინი ხელისმოწერის ადგილისაკენ გაემართნენ.

 - საოცრად ნიჭიერი მსახიობი ყოფილხარ, ლამის მეც კი დამაჯარე რომ ეს ყველაფერი გაბედნიერებს, თუ უკვე შეგიყვარდი და ეს შენი ნამდვილი ემოციებია?? - ჯონგუკმა ჩუმად ჩასჩურულა ჯერ კიდევ მომღიმარე ჰესუს. გოგონამ ისევ ღიმილით მიანათა "სიყვარული"  სავსე თვალები მომავალ მეუღლეს და ასევე ჩუმად უპასუხა

- შენ ჯერ კიდევ არაფერი იცი ჩემს შესახებ ჯეონ ჯონგუკ, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვს. 

...................

ცერემონია დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა ჰესუს რომელსაც მთელი სხეული დაძაბულობისაგან მთლიანად დაჭიმული ჰქონდა ეს დრო მთელ საუკუნედ მოეჩვენა. გარეგნულად ვერაფერს შეამჩნევდით, იგი იდეალურად მოერგო თავის ამპლუას, ჯონგუკს მთელი ტანით ეკვროდა და დროდადრო მორცხვად ხრიდა თვალებს ქმრის მკლავებში მოქცეული. ლოყებიც კი უწითლდებოდა. პირველი კოცნა,  სიყვარულით სავსე ჩანდა, პირველი ცეკვა საოცრად ვნებიანი. ვერავის შეეპარებოდა ეჭვი რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ფარსი იყო. რამდენიმე ადამიანის გარდა ეს არავინ იცოდა. უკვე კარგად შემთვრალი ტარა სპენსის მხარს იყო მიკრული და ამ სანახაობას შორიდან ადევნებდა თვალს ეშმაკური ღიმილით, აშკარად ამაყი იყო თავისი დაქალით, რომელიც სასწაულად, შეიძლება ითქვას ზედმეტად კარგიც კი იყო ამ როლში. საბოლოოდ, როცა როგორც იქნა მისთვის სასიამოვნო მუსიკა გაისმა გოგონას ცეკვა მოუნდა, სხეული თითქოს თავად აჰყვა საყვარელ მელოდიას. 

- სპენს, წამოდი რა ვიცეკვოთ? - შეეხვეწა ბიჭს

- ძვირფასო, შენ რა გინდა რომ შენმა შეყვარებულმა მართლა მომკლას? - ჩუმად გააპარა სპენსერმა თვალი იქვე შორიახლო მდგომი ჯიმინისკენ, რომელიც მათ თვალს არ აშორებდა და უკვე აშკარად ბევრს სვამდა.

- კარგი, კარგი მე ვიცეკვებ შენ კი იყავი აქ, ქვრივი დედაკაცივით მარტოდმარტო - ჩაიბუზღუნდა ტარამ და საცეკვაოდ გასწია, ზედმეტი ალკოჰოლისგან უკვე სიარულიც უჭირდა თუმცა ტანი მაინც მთელი გრძნობით ააყოლა ჰანგებს. მომენტალურად წელზე მძლავრი ხელების შეხება იგრძნო, ისინი ურცხვად დასრიალებდნენ გოგონას იდეალურ ტანზე და მჭიდროდ ექაჩებოდნენ თავისი სხეულისკენ. ტარას საოცრად ეცნობოდა ეს ხელები, იცოდა ვინც იყო მათი პატრონი, ისიც იცოდა რომ სიჩუმით საშინელ შეცდომას უშვებდა თუმცა ახლა ამ სიამოვნებაზე უარის თქმა არ შეეძლო. ჯიმინმა მისკენ შეატრიალა გოოგნა, ახლოს მიიკრა მისი სხეული და თვალებში ჩახედა. 

- ძალიან მაბრაზებ პატარავ - ამოიბურტყუნა მისი თვალებით მონუსხულმა

- მაინც როგორ?- გოგონა აშკარად თამაშის ხასიათზე იყო რაც ჯიმინის მახვილ მზერას არ გამოპარვია და ოდნავ ჩაეცინა - ნუ მეთამაშები ბავშვო, მაშინდელივით არ დაგინდობ - ჩაიჩურჩულა ვნებამორეულმა ტარას ყურთან და იქვე სველი კოცნა დაუტოვა, რისგანაც გააჟრჟოლა გოგონას.

- და ვინ გთხოვს დანდობას? - ტარამ თამამად გაუსწორა თვალი ბიჭს, რომელმაც მისი სიტყვები გამოწვევად მიიღო. 

- დარწმუნებული ხარ? - კიდევ ერთხელ დააზუსტა ჯიმინმა.

- პარკ ჯიმინ? ახლა ასე უნდა იჭოჭმანო? - ცოტათი გაბეზრებულმა ამოიბურტყუნა ტარამ და ცეკვა შეწყვიტა 

- შენ თავად მთხოვე, მერე თავის შეკავებას ნუ მომთხოვ - ამოიგმინა ბიჭმა და გოგონა გასავლელისაკენ გაათრია. ამჯერად უკან არ დაიხევდა, ამ ღვთაებას აუცილებლად დაისაკუთრებდა ამაღამ.

...............

- როგორც იქნა ყველაფერი დამთავრდა - ჰესუმ გაბეზრებულმა მოისროლა ფეხსაცმელები, რომლებიც მთელი დღე სატანჯველად ექცა, ოთახის კუთხეში და კაბის ზონრების გახსნას შეუდგა რათა ამ მძიმე მატერიისაგანაც გათავისუფლებულიყო. - ღმერთო და ადამიანები ამის ჩაცმაზე ოცნებობენ - უკმაყოფილო ბურტყუნს აგრძელებდა გოგონა როცა ზურგზე შეხება იგრძნო. ჰესუ მოულოდნელობისაგან შეხტა და სწრაფად მობრუნდა რის შედეგადაც ჯონგუკის მაღალ ფიგურას შეეფეთა. - აქ რას აკეთებ? - უკმეხად მიმართა სიმთვრალისაგან ფეხზე ძლივს მდგომ ჯეონს?

- ჩემს ოთახში შემოვედი, ჩემს საკუთარ ცოლთან, რა არ შემიძლია? თუ დაგავიწყდა რომ რაღაც საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი - ეშმაკურად ჩაიცინა ჯონგუკმა და ცოლისკენ დაიძრა, თუმცა ჰესუ არც კი გატოკებულა, ისევ უემოციო სახით ახედა აწ უკვე მის ქმარს და ცივად თქვა 

- საკმაოდ მთვრალი ხარ, სჯობს დაიძინო, დანარჩენზე დილით ვისაუბრებთ.

- როგორ ბედავ და ხელს მკრავ? შენ საერთოდ იცი ვინ ვარ? - დაიღრიალა ჯონგუკმა თუმცა ჰესუზე არც ამას უმოქმედია დიდად

- ახლა მხოლოდ ის ვიცი რომ სიკვდილამდე მეძინება, საშინლად დაღლილი ვარ. შენ თუ გინდა იდექი და ღრიალი გააგრძელე. მე შენის ნებართვით დავიძინებ. ასეთ მდგომარეობაში შენთან არაფრის განხილვას არ ვაპირებ, დღეს სხვა ოთახში დავიძინებ, მაღიზიანებს ალკოჰოლის სუნი - ჰესუ კარისკენ დაიძრა თუმცა ჯეონის მძლავრმა ხელებმა გზა გადაუღობეს და საწოლზე მოისროლეს. ამ ჟესტმა ცოტა დააფრთხო გოგონა  და შეაშინა კიდეც თუმცა შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, იცოდა ეს მაინც მოხდებოდა, რომ სწორედ ეს იყო მათი გარიგების მთავარი  "პუნქტი", ასე რომ შეეცადა ძლიერი დარჩენილიყო. ჯონგუკი კი მას მხეცის სიფრთხილით უახლოვდებოდა, გზადაგზა იხსნიდა პერანგის ღილებს. საბოლოოდ იგი გოგონას ზემოთ აღმოჩნდა და ხარბად შეისუნთქა მისი სურნელი. - უნდა ვაღიარო რომ იშვიათი სილამაზის პატრონი ხარ ჯეონ ჰესუ - ვნებიანად ამოიჩურჩულა ჯონგუკმა და გოგონას კისერზე ტუჩები გადაატარა. შენი კანი საოცრად ტკბილია. ვფიქრობ ნამდვილად გამიადვილდება ამ დავალების შესრულება, აი შენ კი ეცადე დღევანდელი ღამის შემდეგ არ შეგიყვარდე პატარავ. - ირონიულად ჩაიღმა ჯეონმა და გოგონას სხეულისაგან კაბის მოშორება დაიწყო. როცა საბოლოოდ გააშიშვლა მისი სხეული მოხიბლული დარჩა მისი იდეალური ფიგურით, იგი მთელს ტანზე დაასრიალებდა ხელებს, ჰესუს ყოველ ნაკვთს სწავლობდა თუმცა გოგონაში ვერნაირი ემოციის გამოწვევა ვერ შეძლო. ჰესუ ერთ წერტილს მიშტერებოდა, თითქოს გონება გათიშული ჰქონდა, თითქოს იქ არც იყო. ამან ჯონგუკი საშინლად გააბრაზა, გოგონა მის მამაკაცურ ღირსებას შეეხო. მამაკაცი რომელიც ყველა ქალისათვის სასურველი და საყვარელი იყო მომენტალურად უარყვეს ამ საქციელით. იგი უხეშად დაეწაფა ჰესუს ტუჩებს თუმცა გოგონამ არ უპასუხა. ამან კიდევ უფრო გაახელა ბიჭი, მან სასწრაფოდ მოიშორა ზედმეტი მატერია თავადაც და გაუფრთხილებლად, მძლავრი მოძრაობით შეიჭრა პატარა სხეულში. ჰესუს ჯოჯოხეთურმა ტკივილმა დაუარა, ცრემლები წასკდა და მისდაუნებურად ტკივილიანი კვნესა აღმოხდა რაც ზედმეტად ტკბილად ჩაესმა ჯონგუკს ყურში. ბიძგებს უმატა, სიამოვნების პიკში იყო, თავს პირველად ვერ აკონტროლებდა. საბოლოოდ მასში ღრმად ჩაიღვარა და ღონემიხდილი გვერძე გადაწვა. ჯერ კიდევ სასწაულ ეიფორიაში გრძნობდა თავს. თვალწინ გამუდმებით ცოლის ანგელოზისებრი სახე ედგა და მისდა უნებურად კმაყოფილს ეღიმებოდა ეს იდილია კი ჰესუს სუსტმა ხმამ დაურღვია. 

- იმედია საკმარისად "კაცი" ხარ იმისათვის რომ შენი დავალების შესრულება მოგეხერხებინა, რადგან ეს პირველი და უკანასკნელი ღამე იყო  რომელიც ჩემთან გაატარე.-  გოგონამ მჭიდროდ მოიხვია სისხლიანი ზეწარი შიშველ სხეულზე, ქვემო არეში სულისგამყინავი ტკივილი დააიგნორა და აბაზანისკენ გაეშურა რათა ჩამოერეცხა ის ჭუჭყი რაც ჯონგუკმა დაუტოვა სხეულზე. ჰესუმ  კარი ხმაურიანად ჩაკეტა და აბაზანის წყლით ავსება დაიწყო, თავად სარკის წინ დადგა, ზეწარს ხელი უშვა და სხეულის თვალიერება დაიწყო რომელიც კარგად შესამჩნევი იასამნისფერი ლაქებით იყო დაფარული. გოგონა იქვე ჩაიკეცა  და გულამოსკვნილი ატირდა.

ვაიმეე არ ვიცი რა დავწერეე. იმედია მოგეწონებათ 🤣🤣  შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით, მართლა საველე პირობებში  ვწერე.


Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro