Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

დასასრული

ცხოვრებაში ხშირად დგება მომენტი, როცა უსაზღვრო სინანული გვიბყრობს. ვწუხვართ იმაზე, რომ არასწორად მოვიქეცით, თუმცა ვერასდროს ვაბრუნებთ დროს. ბოლოს კი ვეჩვევით, იმდენად ვეჩვევით რომ საკუთარი მცდარი გადაწყვეტილებების გამართლებას, მათ შეყვარებას ვიწყებთ. ასე თუ არ მოვიქცევით, უბრალოდ ჩვენს "სუნთქვას" აღარ ექნება აზრი. 

ჰესუ მისაღებში იმყოფებოდა შავ სამოსში გამოწყობილი. მისი მხრიდან უაზრო ფარისევლობა იქნებოდა ცრემლისღვრა დაეწყო, ამიტომ სრულიად მშვიდად იჯდა და ჩაფიქრებული გაჰყურებდა ერთ წერტილს, ამ მდგომარეობის გამო ტარას შემოსვლა საკმაოდ გვიან გაიგო

- ჰესუ, კარგად ხარ? - ალბათ მეხუთედ დაუძახა ტარამ გოგონას და მის გვერდით დაიკავა ადგილი. - თუ საუბარი გინდა მე აქ ვარ, შენს გვერდით.
- ვიცი რომ ასეა მეგობარო, ვიცი რომ არასდროს დამტოვებ - მძიმედ ამოიოხრა ჰესუმ და გოგონას გახედა - სიმართლე გითხრა ვერ ვხვდები რას ვგრძნობ, რათქმაუნდა რთულია მშობლის დაკარგვა, მით უფრო მამის რომელიც ამდენი წლის მერე იპოვე, მაგრამ მე არაფერს ვგრძნობ, უბრალოდ ცარიელი ვარ, ვერც კი ვტირი, საკუთარ მამას ვერ ვტირი ტარა გესმის? როგორ გგონია, ამის გამო მონსტრი ვარ?
- არა ჰესუ, სისულელეს ნუ ამბობ. შენ უბრალოდ გულგატეხილი ბავშვი ხარ, რომელიც მამის მზრუნველობის გარეშე გაიზარდა. ესაა მიზეზი ყველაფრის. შენი გული გაყინულია იმ ტკივილისგან რაც გამოიარე. მე თუ მკითხავ ბუნებრივი რეაქციაა.
- ჰესუ მაგრად მოეხვია ტარას და თავი ბევრად უკეთ იგრძნო.

........

- ასე, ასე ანუ ჩემი ძვირფასი მეგობარი ჯოჯოხეთში გაემგზავრა არა?? - ჩაიქირქილა ჯი ჰიონმა და თვალები ცინიკურად მოჭუტა - ძალიან კარგი. რახან ასეა ეს ჩვენი შანსია, ჰესუ დაკრძალვაზე უნდა მოვკლათ. - დაუცაცხანა ჰიონმა თავის დამქაშებს - ისევ თუ რამე შეგეშლებათ არ დაგინდობთ, არავის გაცოცხლებთ
- არა ბოსს, ამ ჯერად ყველაფერს მოვაგვარებთ, ის გოგო ხვალ მამის დაკრძალვაზე მოკვდება, ამას წყალი არ გაუვა. - თავი დაუქნია ტანმაღალმა დაცვის წევრმა და ჯი ჰიონს.

.............
- საყვარელო მზად ხარ? - შესძახა ჯონგუკმა ჰესუს რომელიც აბაზანაში იმყოფებოდა.
- 5 წუთში გამოვალ ჯონგუკ - გამოსძახა მან, სარკეში თავისი გამოსახულება ბოლოჯერ შეათვალიერა, ზედმეტად ფერმკრთალი კანი არ შეიმჩნია და სააბაზანო დატოვა
- დარწმუნებული ხარ რომ ყველფერი კარგად გაქვს - აღელვებულმა ჰკითხა ჯეონმა და გოგონა თავის ხელებში მოიქცია.
- კი გუკ, ნუ ღელავ, მართლა კარგად ვარ, ტოქსიკოზის ბრალია - სუსტად გაუღიმა ჰესუმ და ლოყაზე ნაზად აკოცა.
- ჯანდაბა ჯეონ ჰესუ, როცა ასე მკოცნი თავის შეკავება ძალიან მიჭირს, უბრალოდ მაგიჟებ - ბიჭმა გოგონას ტუჩებისაკენ გაიწია, თუმცა ჰესუს საშიშმა მზერამ მომენტალურად მიახვედრა სიტუაციის სიმძიმეზე და სასწრაფოდ დაიხია უკან.
- ჯონგუკ, ძალიან ცუდი გრძნობა მაქვს, გთხოვ ყურადღებით იყავი კარგი???
- ნუ ღელავ ძვირფასო  ყველაფერზე ვიზრუნე
- ჯი ჰიონი არ მოისვენებს, დარწმუნებული ვარ მოვა, დაკრძალვაზე მოვა, ეს ზუსტად ვიცი
- გაბედავს და მოვკლავ, გეფიცები არ დავინდობ - ამოისისინა ჯონგუკმა.
- ასეც უნდა მოიქცე, შენ ის უნდა მოკლა ჯონგუკ - მძიმედ ახედა ჰესუმ ქმარს და მალე მათ სახლი დატოვეს.

.........

-....დღეს ვემშვიდობებით ჩვენთვის საყვარელ ადამიანს, და ვლოცულობთ მისი ცოდვილი სულისათვის, რათა მან შეძლოს დაიმკვიდროს  სასუფეველი.

უკანასკნელი სიტყვა წარმოთქვეს და გვამი კრემაციისათვის მოამზადეს, ჰესუს თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა, გოგონამ დასამშვიდებლად გვერძე გაიხედა და მალევე მისი მზერა მათკენ მომავალ პიროვნებაზე შეჩერდა
- ჯი ჰიონი - ამოიჩურჩულა ჰესუმ ისე რომ ჯონგუკს არაფერი გაუგია, იდუმალი უცნობი კი თანდათან უახლოვდებოდა მათ. გოგონა საშინლად დაიძაბა, რადგან მალე  მისი ამაზრზენი ხმაც გაისმა
- დიდი წუხილითა და ტკივილით ვიზიარებ თქვენს დანაკარგს ქალბატონო ჯეონ - ჯი ჰიონმა ჰესუსა და ჯანგუკისკენ სვლა დაიწყო - ვონი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახლდათ, საშინლად მტკივა მისი არ ყოფნა - ყალბი მზერით მიუახლოვდა წყვილს და ჯეონს ოდნავ გასაგონად ჩასჩურჩულა
- არაფერი სცადო,  ნებისმიერი შენი მოქმედება და ძვირფას მეუღლეს მოგიკლავ - მისმა სიტყვებმა ჯონგუკს ადგილზე გაყინვა აიძულა, ერთი სული ჰქონდა ჯი ჰიონი შუაზე გაეგლიჯა, მაგრამ მეორეს მხრივ ჰესუ ედარდებოდა. ბიჭი გამალებით ფიქრობდა რა ექნა როცა იარაღის გამაყრუებელმა ხმამ ყველა მისი შიში უაზრო გახადა, ჯი ჰიონის სხეული  უსულოდ დაეცა ცივ მიწაზე, მისი თავიდან კი სისხლმა იფეთქა. ჯონგუკმა შიშით გაიხედა გვერძე და შოკირებულმა აღმოაჩინა ჰესუ რომელსაც ხელში ჯერ კიდევ იარაღი ეჭირა.
- არავინ გაბედოს სროლა - ცივად გაისმა გოგონას სიტყვები და ის ჰიონის ხალხისკენ იყო მიმართული - არც კი გაიფიქროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სისხლით მოირწყვება ქალაქის ქუჩები, არავის დავინდობ. ვიმეორებ არავის დავინდობ - ჰესუს მტკიცე ხმამ, მისმა უმეტყველო მზერამ აიძულა ჯი ჰიონის ხალხი უკან დაეხიათ, საბოლოოდ, მოსალოდნელი სიკვდილის შიშით, დაჩოქილებმა ითხოვეს პატიება. ჰესუმ იარაღი ფრთხილად გაანეიტრალა და ჯონგუკს გადსცა, შემდეგ გასასვლელისკენ გაემართა. ჯეონი მალევე მოეგო  გონს და ცოლს სწრაფი ნაბიჯით გაჰყვა უკან.
- ეს რა იყო, იარაღი საიდან გქონდა?
- ჯონგუკ გთხოვ ახლა თუ უნდა მეჩხუბო...
- არა პატარავ - ჩაიცინა ბიჭმა - უბრალოდ გამიკვირდა რომ ასე კარგად ისვრი მიზანში - ჯეონმა გოგონა მკლავებში მოიმწვდია და ცხვირის წვერზე ფრთხილად აკოცა - ჩემი ცუდი გოგო ხარ.
- ცუდი გოგო, კარგად ჟღერს - ამოიფრუტუნა ჰესუმ - თუმცა არ მინდა ასეთ მდგომარეობაში კიდევ აღმოვჩნდე, საკმაოდ ზარმაცი და სიმშვიდის მოყვარული ვარ სამაგისოდ. შეიძლება ახლა მაგის დრო არ არის, მაგრამ მინდა კიმების კლანი შენს კლანს შემოვუერთო, ჯონგუკ მშვიდად ცხოვრება მინდა, მინდა შენზე, ჩემს შვილებზე ვზრუნავდე, ჩემს პროფესიაში წარმატებული ვიყო. ეს სიტუაცია სადაც ახლა ვარ არ მომწონს.
- შენი სურვილი ჩემთვის კანონია, თუმცა გეტყვი რომ იდეალური მაფიის ბოსი ქალი იქნებოდი. - ეშმაკურად ჩაიცინა ჯეონმა და გოგონას ტუჩებს ხარბად დააცქერდა
- მომშორდი გარყვნილო - მოჩვენებითი სიმკაცრით მოიშორა ბიჭი ჰესუმ და მანქანისკენ გაემართა.
- ჩემი ბრაზიანი პატარა - ჯონგუკი რამდენიმე ნაბიჯში მის გვერდით გაჩნდა, გოგონას სხეული მიიხუტა და მათ ერთად განაგრძეს გზა რომელსაც  საერთო ბედნიერი მომავლისკენ მიჰყავდა წყვილი.... ჰო ისინი უკვე ბედნიერები იყვნენ, მიუხედავად იმისა რომ ეს ბედნიერება სისხლში იყო მოსვრილი, მიუხედავად იმისა, რომ იგი გვამებზე იდგა........

დასასრული.....

ესეც ასე, ჩემო ძვირფასებო, როგორც იქნა  ფინალური თავი დავწერე. იმედი მაქვს თქვენი მედები გავამართლე და ბოლო თავმა არ გაგაწბილათ 😁😁❤❤ უცნაურად დავასრულე ალბათ, მაგრამ შეიძლება ოდესმე მომინდეს მეორე ნაწილის დაწერა და ამისთვის გარემო შევქმენი. ძალიან მიყვარხართ და მაბედნიერებს თქვენი თითოეული კომენტარი.....

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro