Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

მარწყვის ბიჭუნა

ჰოსოკი მაღალი, ბარის სკამზე იყო შემოსკუპებული და კონტეინერში დაგროვებულ მარწყვს მიირთმევდა. მარჯვნივ შუშიდან დიიდი ბაღი იშლებოდა, რომელსაც ღობე აბოლოვებდა . წინ, ღობის გადაღმა, კერძო სახლი. მარცხნივ ისევ ბაღი და ღობე.

ჰოსოკი ჯერ პატარა ზომის მარწყვებს ეძებს, მათ ჭამს, დიდებს კი ბოლოსთვის ინახავს. თან რაღაც მელოდიას ღიღინებს. ალბათ იმას მისმა კლასელებმა რომ წაიმღერეს ზეიმზე. ბიჭმა სულ ახლახანს დაამთავრა პირველი კლასი და ბედნიერი იყო რომ ზეიმზე მზე იყო. ბევრი სიტყვა არ ჰქონდა თუმცა ხომ იყო?

საიდანღაც ტირილის ხმა ისმის. წვრილი, ბოლო ხმაზე აჯღნავლებული ბავშვის ხმა ბაღს ავსებს. ჰოსოკი აქეთ-იქით იყურება, იწევა კიდეც სკამიდან და მოპირდაპირე სახლში, მეორე სართულის ფანჯარასთან მომტირალ ბიჭს უყურებს. როცა ისიც ატყობს რომ ბიჭის ყურადღება მიიპყრო იტრუნება და თვალებდაჭყეტილი იყურება.

ჰოსოკმა ბიჭს ხელი დაუქნია, შემდეგ კი მშვიდად გააქანა პირისკენ მარწყვი რასაც მორიგი ისტერიკა მოჰყვა. ჰოსოკი ჯერ ბიჭს , შემდეგ კი მომტირალის მზერას აყოლებს თვალს და მარწყვებზე რჩება თვალები. ეღიმა. ჰოსოკს თითი ტუჩებთან მიაქ, იჭერს ზედ და ბიჭს ანიშნებს რომ არ იტიროს. ხელს უქნევს და თავისკენ იხმობს. მომტირალი სწრაფადვე უჩინარდება და ჰოსოკი სახლს ავლებს თვალს. ალბათ შეაშინა.... მოწყენილი აგრძელებს მარწყვის ჭამას  როცა შუშაზე მსუბუქ მობერტყების ხმა ისმის. მეზობელი დიდ შუშას მოებერტყა და ახლა ნელა ისრესდა ცხვირს. ჰოსოკი სკამიდან ჩახტა , კონტეინერს წვდა და ბიჭისკენ წავიდა. მინის კარები გააღო და გაეღიმა. მომტირალი მარწყვებს თვალს არ აშორებდა, თან ტუჩებს ილოკავდა

- გიყვარს? - ხმას პირველად ჰოსოკი იღებს. სახეზე აკვირდება  .
- კი ძალიან. მაგრამ დედამ დამსაჯა და ორი დღეა არ მაჭმევს - ტუჩები წინ გამოებერა ბიჭს
- კარგი, კარგი არ იტირო.  ესენი ჭამე- მისკენ გასწია და ბიჭი მაშინვე ეცა ხილს, ერთი მეორეს მიყოლებით იტენა მარწყვები პირში. შემდეგ თვალებაცრემლებულმა დაიწყო ღეჭვა. ჰოსოკმა რამდენიმე მარწყვი მოიპარა და ჭამა დაიწყო. თან იღიმოდა და ბიჭის რეაქციებს აკვირდებოდა.
- მარწყვის ბიჭუნავ. რა გქვია? - გაიღიმა ისევ ჰოსოკმა. ბიჭმა ამოხედა და გაუღიმა. შემდეგ ტუჩებზე მიაშტერდა.  აიწია და ტუჩები ტუჩებზე მიაწება. შემდეგ მუცელზე მიიჭირა ხელი და უკან გაიწია.
-ვაიჰ მუცელი-თავი გააქნია. ჰოსოკი თვალებ დაჭყეტილი იყურებოდა
-ეს რა ქენი
-ტუჩები დასვრილი გქონდა. -გაწითლდა. - მამა და დედა ასე შვებიან ხოლმე
- ჰო მაგრამ ასე ბავშვები ჩნდება
- ანუ მე ახლა ბავშვი მყავს? - თვალები ჭყიტა მარწყვის ბიჭუნამ.- მუცელში მომეღუტუნა -  გაეღიმა
-ასე აღარავისთან ქნა კარგი?
-თეჰიოოოონ!!!! - მოისმა ეზოდან ყვირილი. ბიჭი შეხტა . შუშაში გაიხედა. ამ დროს კი სამზარეულოში ჰოსოკის დედა შემოვიდა
- უი, სტუმარი გვყოლია - გაიღიმა ქალმა  - აბარა გქვია პატარავ - დაიკუზა
- თეჰიონი -გაიკრიჭა უმცროსი
- ჰოსოკ მისაღებში წაიყვანე სტუმარი. მე ნაყინებს მოვიტან - ბავშვებს მისაღებისკენ უბიძგა. კარებზე კი კაკუნი მოისმა. თეჰიონი ჰოსოკის უკან აიტუზა და კარისკენ დაიწყო ჭყიტვა. ქალმა კი კარი გააღო და გამწარებულ თეჰიონის დედას შეეჩეხა.

- გამარჯობა - მასპინძელს გაუღიმა -თეჰიონი თქვენთანაა?
- მობრძანდით - კარი ფართეთ შეაღო და გაიღიმა - ბიჭი აქაა, მაგრამ იქნებ ითამაშოს ჰოსოკთან ერთად ცოტა ხანს . თქვენ კი მობრძანდით.  ახალი გადმოსულები ვართ და არავის ვიცნობთ. იქნებ ყავა დაგველია?
-რატომაც არა -შევიდა სახლში და შეშინებულ თეჰიონს წარბებშეკრილმა აუარა. ბავშვები კისკისით დასხდნენ დივანზე და   სპანჯბობის ყურება დაიწყეს

~
- გილოცავ დაბადების დღეს თეჰიონ - ღიმილით უთხრა ჰოსოკმა მეზობელს და კლასის წინ რბილი სათამაშო გაუწოდა. სათამაშოს მარწყვის თავი და ადამიანის ტანი ჰქონდა. თუმცა მეოთხე კლასში ამაზე უკეთეს საჩუქარს ვერავინ მისცემდა . ბიჭი ჰოსოკს მოეხვია , კისერზე დაეკიდა და სათამაშო მიიხუტა
- ჰიონიი მადლობააა - თვალები დახუჭა და ყურებამდე გაიკრიჭა.ჰოსოკმა მოკლე კოცნა დაუტოვა თავზე თეჰიონს და დასვა. პერანგის საყელო გაუსწორა.
-ზარი იქნება შედი - თმა შეუსწორადა ლოყაზე მოეფერა. თეჰიონი ახტა. უფროსს ლოყაზე აკოცა და საკლასო ოთახში შევარდა. გაკვეთილზე კი ცალკე სკამი მოითხოვა სათამაშოსთვის. რადგან ჰოსოკს მასზე ერთით მეტი გაკვეთილი ჰქონდა, სახლში მალე მიირბინა, მომზადებული ტკბილეულობა და ჩიფსები ოთახში შეზიდა და საწოლზე დააწყო.
- თეჰიონ -ოთახში დედამისი შემოვიდა - ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ მეგობრებს მოიყვანდი  სკოლის შემდეგ
- ჰოსოკი მოვა
- მაგრამ... მარტო ჰოსოკი...
- ის მოვა . სხვა არავინაა საჭირო - თავი გვერდით გადახარა ბიჭმა და თბილი ღიმილი აჩუქა დედას. საათნახევრის შემდეგ კარებში ჰოსოკი გამოჩნდა, ფართე ღიმილით და დიდი კონტეინეტი მარწვებით ხელში
-ოოო ჰიიოონ - წამოხტა თე თვალებგაბრწყინებული - ჯანდაბა საიდან ესენი აქ
-შენთვის მოვიტანე მარწყვის ბიჭუნავ -გაიღიმა და გაუწოდა. თვითონ კი საწოლზე დაჯდა. უმცროსმა პირი ამოივსო ხილით და მაჯით გაიწმინდა დასვრილი ტუჩები. შემდეგ კი საწოლზე გაწვა
- დღეს შენთან ვრჩები -გაუღიმა ჰიონმა და ბიჭს გვერდით მიუწვა. თეჰიონმა ფართხალი დაიწყო და ფეხზე წამოხტა, ხტუნვა დაიწყო და ჰოსოკს დაებერტყა ზემოდან
- ცივა - ამოიბურტყუნადა წელზე ჰიონის თბილი ხელები იგრძნო. ხელები რომელთა ქვეშაც დაცულად გრძნობდა თავს. თვალები მინაბა და ყური ჰოსოკის აჩქარებულ გულის ცემას მიუგდო.
-ჰიონ-ამოილუღლუღა ძლივს. ჰოსოკს თვალები დახუჭული ჰქონდა. ალბათ უკვე ძილისკენ მიდიოდა კიდეც, თუმცა საყვარელმა ხმამ გამოაფხიზლა
-იქნებ კიდევ... -წამოწითლა და თვითონ წაიწია დაბნეული ჰოსოკისკენ და ტუჩებზე ნაზად აკოცა.
-არ შეიძლება - ამოილუღლუღა ჰოსოკმა თუმცა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. მისი საყვარელი მარწყვია ტუჩები... თეჰიონის თავი ჰიონის ყელში აღმოჩნდა, შემდეგ კი მშვიდად დაეძინა.

~

ჰოსოკმა დერეფნიდანვე დაინახა როგორ აბურთავებდნენ თეჰიონს მეთორმეტე კლასელები. ბიჭი მუშტებს იქნევდა თუმცა ჰაერში მოქნეული ხელი სიცილისს ახალ ტალღას იწვევდა. ჰოსოკს ტანი დაეჭიმა. მათკენ წავიდა  და ერთერთს წელში წიხლი უთავაზა. თეჰიონი ხელიდან გაუვარდათ და უფროსმა დრო იხელთა. პატარა ბრბოდან გამოათრია და თვითონ თვალში მუშტი მოხვდა, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად დალურჯდებოდა.

ვიღაცამ ისევ სტაცა ხელი მარწყვის ბიჭუნას და  ჰაერში ასწია. ჰოსოკი ფართხალს მოჰყვა.
- გაუშვი ჩემიაა - იყვირა ჰოსომმა და ამაზე ყველამ ერთხმად ამოიცინა. ნაძირლები, ნაბიჭვრები...
ბიჭი თეჰიონის შეშინებული სახის შემხედვარე უფრო გამწარდა. კიდევ რამდენიმე მუშტს გაუძლო და წრიდან თეჰიონი გამოათრია
-წავიდეთ-წინ გავარდა და ხელი მაგრა ჩასჭიდა უმცროსს.
-ჰიოოონ... ის იქ.,. ისს - უკან ექაჩებოდა თეჰიონი და ისტერიკობდა, როგორც აღმოჩნდა მარწყვის ბიჭუნა იატაკზე ეგდო, თანაც დასვრილი. სწრაფად დასხლტა ხელიდან ბიჭი და სათამაშოს დაებღაუჭა. უკან დაბრუნდა და მთელი ძალით გაექანნენ გასასვლელისაკენ
- ჩანთები იქ დარჩა -გაეღიმა ჰოსოკს და თეჰიონს ხელზე ხელი უფრო მოუჭირა
-ჰიონ თვალი...
-მერე რა - სიცილს მოყვა- მთავარია წამოსვლა მოვასწარით . ძალიან გატკინეს?
- არა უბრალოდ ტანსაცმელი დამეფლითა- მაისურის ნახვრეტში ხელი გაყო და ორივეს გაეცინა.

თეჰიონის დედამ წიოკები მორთო. რადგან ჰოსოკის დედა არ იყო შინ , ბიჭის ჭრილობების დამუშავება მას მოუწია . თან ილანძღებოდა და ბიჭებს ბინტს ახვევდა.
-წამოდით ტანსაცმელი გამოიცვალეთ - დაეხმარა თეჰიონს ადგომაში და ოთახში აიყვანა. ტანსაცმელი დაუნაწილა და ცხელ შოკოლადს შეპირდა
-მთავარია მარწყვის ბიჭუნა კარგადაა -  ჰოსოკმა ზურგით მდგარი თეჰიონის შიშველი სხეული შეათვალიერა და  სათამაშოს დააშტერდა. თეჰიონი მასთან დაჯდა და თლილი თითებით თვალზე ფერება დაუწყო
- გტკი-ვა?- ხმის კანკალით იკითხა ბიჭმა. ჰოსოკმა მსუბუქად დააქნია თავი და საწოლზე ნელა მიწვა. ახლა ძილი არ აწყენდა. თეჰიონის თავი ჰოსოკის მკერდზე აღმოჩნდა და თბილი ღიმილი აჩუქა ჰიონს
- მადლობა ჰიონ. მიყვარხარ- თქვა რბილად და თვალები დახუჭა.

ჰოსოკსაც უყვარდა ის

რა თქმა უნდა

~

ჰოსოკი და თეჰიონი ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ აყროლებულ ბარში . ერთმანეთს არ უყურებდნენ. გუშინდელი ზედმეტი სიახლოვის გამო ორივე დაბნეული იყო. ახლა კი უბრალოდ ჭიქებს ერთმანეთის მიყოლებით ცლიდნენ. უმცროსი თავის კლასელ, ჯონკუკს უღიმოდა ძალდატანებით. ის კი ვითომ სასაცილო ამბების მოყოლას განაგრძობდა რომელზეც ჯინი და ნამჯუნი იცინოდნენ, იუნგი კი უბრალოდ ტელეფონში იყო შემძვრალი. სულ რაღაც ორი კვირაა სრულ წლოვანი გახდა თეჰიონი და უკვე მესამედ იმყოფებოდა ბარში. ბევრი არ დაულევია. ამიტომაც სანამ ღრმად შეტოპვას მოასწრებდა წამოდგა და ბოდიშის მოხდით დატოვა შენობა. სახლისკენ წავიდა

აფორიაქებული იყო. აქამდე სულ ჰოსოკთან ერთად დადიოდა. ახლა კი მარტო უწევდა გრძელი გზის გავლა.

მკლავები რომელთა შორისაც მშვიდად გრძნობდა თავს - აკლდა.

ნელა ჩაიარა დაღმართი და დიდი ხნის ბოდიალის შემდეგ მივიდა სახლამდე. კარები ხმაურით შეაღო და გასაღები მოხსნა. მიაჯახუნა და მეორე სართულისკენ დაიძრა. ყავამ ოდნავ მოიყვანა შედარების გონზე , გრილი წყალი მოუშვა და შხაპი მიიღო. შარვლის ამარა გამოვიდა და მეორე ქილა ყავა აიღო. პირსახოცი ყელზე გადაიკიდა და  კარისკენ წავიდა. ოთახში ჰოსოკი შემოიჭრა. კარი მიკეტა და გასაღები გადაატრიალა, მოხსნა და ჯიბეში ჩაისრიალა
-ჰიონ შენ...
- გაჩუმდი - მისკენ წავიდა უფროსი და თეჰიონი ერთი ბიძგით კედელს ააკრა. თვითონ მის წინ მოექცა და სახე სახესთან გაუსწორა. ხელი თეძოდან აასრიალა მკერდისკენ და გულზე დაადო. თეჰიონს ტაომ დააყარა, შემდეგ კი ტუჩებზე ნაზი შეხება იგრძნო. მონატრებული....
მალევე წაიწია ჰოსოკი ოდნავ უკან და მის ტუჩებზე ჩურჩულს მოჰყვა
-არაფერი თქვა. შენმა გულმა უკვე მითხრა - გაიღიმა და უკან წაიწია. გასაღები ამოიღო და კარები გააღო
-მოიცადე. დარჩი - კედელს უფრო მიეყრდნო თეჰიონი და ტუჩები აილოკა. ჰიონს გაეღიმა. მიტრიალდა და საწოლზე დაეშვა. ლუდის სუნი არც კი ასდიოდა -აშკარად მომზადებული იყო მოსული  . ბალიში დასწია და მკერდზე მიიკრო. თეჰიონი ერთ ხანს გაკვირვებული შეჰყურებდა ბიჭს. შემდეგ მივიდა, ბალიში ამოცალა და მის მაგივრად თვითონ ჩაწვა ბიჭის მკლავებში 

-მიყვარხარ

- მეც მიყვარხარ მარწყვის ბიჭუნავ

~~~

მას შემდეგ აღარც ერთ არ სძინებია მარტო,  თეჰიონი ჰოსოკის ინსტიტუტში მოეწყო და ყოველდღე ერთად მიდიოდნენ სასწავლებელში.

- ადექი მარწყვის ბიჭუნავ , ლექტორი იჯაჯღანებს - ჩაიხითხითა ჰოსოკმა და კონტეინერი გადადო. აწეწლთმიანი თეჰიონი ბარბაცით გამოვიდა სამზარეულოში . წყალი მოსვა და პერანგი შეისწორა. ორივე მოწესრიგდა და მანქანით სასწავლებელშ წავიდნენ

- ჯონკუკააა- გავარდა თეჰიონი თავის კურსელისკენ ისე რომ ჰოსოკს არც დამშვიდობებია, თანაც- პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ბოლო ორი წლის განმავლობაში , როდესაც თე და ჰოსოკი ერთად იყვნენ ასეთი  შემთხვევი არც კი ყოფილა, გარდა ბოლო თვისა

- ხომ გთხოვე ასე აღარ მოიქცე თქო- ჩანთა მაგიდაზე შემოდო ჰოსოკმა და განაწყენებული თვალებით შეხედა თეჰიონს

- ჰოს, გთხოვ თავი მტკივა

- მეც გთხოვ! რატომ აკეთებ ამას

- რას ვაკეთებ ამისთანას?- მოტრიალდა ყვირილით თეჰიონი

-თეჰიონ!

- სულ თეჰიონ! თეჰიონ! თეჰიონ! რა გინდა ჰოსოკ? სხვასთან აღარც კი გავიარო?

-ამას ვინ ამბობს? როცა ჯონკუკს უყურებ თვალებში გიბნელდება და მაშინვე მისკენ გარბიხარ. ასე არ არის?

- ვთქვათ ასეა? და მერე?

-არაფერი.. საერთოდ არაფერი - ხელები გაიქნია და აივანზე გავიდა. დაჯდა  და სიგარეტი ამოიღო. მოწევა დაიწყო და თავი ხელებში ჩარგო. რა გააკეთა საპასუხოდ ეს რომ დაიმსახურა? არც არაფერი... ღერი მალევე მოისროლა და ოთახში დაბრუნდა. ყველაფერი გულს ურევს . ყველაფერი

- სად მიდიხარ ?- იკითხა როცა კარისკენ წასული თეჰიონი დაინახა

- ჯონკუკთან - კარები გახსნა და გასაღები გამოაძრო .

- არ დაიგვიანო. - გასძახა რამაც ბიჭის გაშეშება გამოიწვია. უმცროსი მოტრიალდა

-იცი რა? ამოვიდა ყელში.

- შენი საქციელები არ ამოვიდა ყელში?- იყვირა ბიჭმა

- შემეშვი. საბოლოოდ შემეში ჰოსოკ!! მედაშენ საერთო აღარაფერი გვაქვს

- რას ბოდავ?

- დავშორდეთ!! მინდა დავშორდეთ. მე შენთან ვეღარ ვიქნები - თავი გაიქნია და კარი მიაჯახუნა. ჰოსოკი ერთ წერტილს მიაჩერდა. ეს რა გააკეთა. რატომ უყვირა. რა უფლებით. მაგიდასთან ჩაიკეცა და ფეხები მოკეც. ჯანდაბა!! ყველაფერი დამთავრდა...

მალევე თავის ნივთები მოკრიბა და თავის სახლში დაბრუნდა. ყველაფერი ოთახში შეყარა და თავით საწოლზე დაემხო . გადაეშვა იქ სადაც ის და თეჰიონი ისევ ბედნიერები იყვნენ ერთად

- მე მინდა ბოდიში მოგიხადო - აეკიდა ჰოსოკი თეჰიონს სასწავლებლის წინ

-ყველაფერი გაპატიე. ახლა ისევ კარგი მეგობრები ვიქნებით. ახლა უნდა წავიდე . ლექციაზე მაგვიანდება - გვერდი აუარა და ოთახში შეაჭრა. კარები მიკეტა და ჰოსოკი ისევ მარტო დატოვა

აღარაფერი იქნება კარგად

~

- კინოს ყურებას ვაპირებდი , გადმოხვალ?- იკითხა ბიჭმა ღიმილით , როდესაც აივანზე გამოსული თეჰიონი დაინახა ზედმეტად ჩახსნილი მაისურით და მოტკეცილი შარვლით.

- არ მცალია ჰიონ. ჯონკუკთან მივდივარ - თავი ჩახარა და გატრიალდა, ოთახის სიბნელეში გაუჩინარდა. ახლა ხომ ღამის 11 საათია. წესით თეჰიონი თბილად უნდა იყოს შემძვრალი საწოლში და ტრადიციულად შოკოლადს მიირთმევდეს. ჰოსოკმა ფეხსაცმელები ამოიცვა და თეჰიონის სახლისკენ გასწია. როგორც ყოველთვის უკანა კარის დაკეტვა დაავიწყებია ბიჭს, ამიტომ თავისუფლად შევიდა სამზარეულოდან მისაღებში და კარებთან დაგდებულ მარწყივის ბიჭუნას მოკრა თვალი .  მთლიანად გაშავებბულიყო, ალბათ რამდენი ხანია აქ უპატრონოდ გდია. ნელა აიღო ხელში და სახეზე ხელი გადაუსვა. გაახსენდა რამდენჯერ შეერჭო ნემსი თითებშ ამ სათამაშოს შეკერვის გამო. რამდენი ღამე ათენა და ბოლოს მაინც ააწყო. გულში ყველაფერი ჩასწყდა. სათამაშო მიიხუტა და თავის სახლში დაბრუნდა. საწოლზე წამოჯდა და ვისკის ბოთლს თავი მოხადა. მოიყუდა და დაიჯღანა. ტელეფონი აიღო და სურათების თვალიერებას მოჰყვა

- ახლა აქ უნდა იყოს. ვთხოვ რომ მოვიდეს - კანკალით აკრიფა ნომერი და თვალები მაგრად დახუჭა. 

როგორც მოსალოდნელი იყო არავინ უპასუხა. თვალები რომელიც ამდენი ღამის თენებისგან ჩასწითლებოდა ახლა ცრემლებით აივსო. ყბა აუკანკალდა და დიდი ყლუპი სასმელი გადაუშვა ორგანიზმში.

- რა უნდა ამ შუა ღამეს ის - ამოთქვა და ისევ დარეკა. ნახევარ წუთიანი ზუმერის შემდეგ ჰოსოკმა ტელეფონი კედელს გაუქანა და ზედ  მიაფშვნა. ბოთლი დაცალა და მუხლებს ხელები შემოხვია. წინ და უკან რხევა დაიწყო. აგიჟებდა ის ფაქტი რომ შეიძლება თეჰიონს ვინმე შეხებოდა, ეკოცნა არ თუნდაც... 

- ჯანდაბა - იყვირა და ცარიელი ბოთლი იატაკს მიაფშვნა. 16 წელი მარწყვის ბიჭუნა მას ეკუთვნოდა, ახლა კი ვიღაც ჯონკუკი მის ადამიანს ისაკუთრებდა, კოცნი და ალბათ მის სხეულსაც სწავლობდა. ცრემლებმა ღვარად დაიწყეს დენა.

-არ შეიძლება, ასე მართლა არ შეიძლება- უჯრიდან საძილე აბები ამოიღო- უნდა დავიძინო. ვიცი.. თეჰიონი დაბრუნდება. ჩემი მარწყვის ბიჭუნა - ოდნავ გაეღიმა და ერთი აბი პირში შეიგდო.- არ მეყოფა. იმდენი ხანია არ მძინებია... -  საწოლზე ამოყარა აბები და ერთი მეორეს მიყოლებით გადაყლაპა. მარწყვის ბიჭუნა დაიკავა   და მიიხუტა. დაწვა და თავი ბალისში ჩარგო. 

- მიყვარხარ თეჰიონ - აღმოხდა რამდენჯერმე და მალევე მოაწვა გულის რევა, თავბრუსხვევა... 

- მარწყვის ბიჭუნავ - ამოთქვა და სულიც ამოაყოლა. წამალმა გაამართლლა. დაეძინა მაგრამ სამუდამოდ

ჯონკუკის ოთახის კარებთან არეულად ეყარა ტანსაცმელი , ფანჯრებიდან კი მძიმე ხვნეშის ხმები გადიოდა

ჰოსოკი მართალი იყო, უსამართლობაა....

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro