XXXVIII
- აქ რა გინდა- წამოდგა გოგო და ბიჭის სახეს მიაშტერდა . კიმინი რამდენიმე წამით ტელევიზორს მიაშტერდა. შემდეგ კი გოგოს გახედა
- ჯონკუკო დაიკ...
- ვიცი...შეგიძლია დაუბრუნდე შენ კუთვნილ სკამს - თქვა გოგომ და ისევ შეტრიალდა. პატარა მოკუნტულ არსებად იქცა. ჯიმინი ოთახში შევიდა. კარები მიკეტა და ზურგით მიაწვა
- ნახევარი წლის წინ დამეხმარე რომ მთელო ჩემი კარიერა ამეწყო. წამოვსულიყავი ამერიკაში. ახლა კი ჩემი ჯერია
- მართლა არ არის საჭირო მადლობა - ნიკაპი მუხლებზე მოხვეულ ხელებში ჩარგო და ყურება განაგრძო
- ლილიან მოემზადე ხუთ წუთში სცენაზე გახვალ
- მე არ...
- არავინ არ გეკითხება - ტონი გაუკაცრდა ჯიმინს. ლილიანს მთელი ძველი მოგონებები აუტრიალდა გონებაში. შეპასუხებისთვის ბუქნები და აზიდვები
- კარგი გოგო ხარ- გაეღიმა ბიჭს
- ეგ უთხარი იცი ვიის?- ფეხები ჩამოალაგა გოგომ და მოტრიალდა. გამწარებული ტონით დაიწყო- აი უკან რო გეჯდა სამიტონა მაკიაჟით, იმას ვის ბეჭედსაც შენ ატარებ.
- ლილიან ნუ მეუზრდელები
- წადი შენი დედაც - წამოდგა გოგო და იერიშისთვის მოემზადა. ჯიმინი სწრაფად წავიდა გოგოსკენ, ხელი კრა და კედელზე მსუბუქად მიახეთქა.
- მგონი ძალიან ზედმეტები მოგდის პატარა ქალბატონი- სახე ძალიან ახლოს მიწია- ან ახლა სცენაზე გავალთ... ან კიდევ თავს დააბრალე რაც მოგივა
- არაფერიც არ მომივა
- ვნახავთ... - თვალი ჩაუკრა და უკან წაიწია. კოსტიუმის ასაღებად კარადა გამოაღო. მაისური სწრაფად გაიძრო და შარვალი შეიხსნა
- უკაცრავად?! ააქ აპირებ გატიტვლებას?!?
- თუარ განიახლებ მაკიაჟს გპირდები მარტო შარვლის არ შემოვიფარგლები - გაუღიმა და ზედა მოირგო
- ჯანდაბა რა წვრილი ტანიაქ ამ ბავ-შვს - გვერდებზე ვერ ჩამოსული კოსტიუმი დაქაჩა
- ჰაა???? და კიდევ მე ვარ მსუქანიიი???
- ლილიან მაკიაჟი - შეხედა მკაცრად. შემდეგ წინ კოსტიუმი მაკრატლით აჭრა და ქინძისთავი მოიმარჯვა.
- არ შეგერჭობა?- თვალი გამოაპარა გოგომ მისკენ
- შენ რატომ ღელავ - შარვალი გაიძრო და სხვა მოირგო. გოგომ კითხვა უპასუხოდ დატოვა . ჯიმინი მასთან მივიდა და თავი გააქნია
- მაკიაჟის გაკეთება საერთოდ არ იცი- ლოყაზე თითი გადაუსვა და ტონალური გაუნაწილა. თმა გადაივარცხნა და დაყენებას შეუდგა.
- ნერვიულობ?- იკითხა ბიჭმა და თავის თავი შეათვალიერა სარკეში
- ძალიან- თვალები დახუჭა გოგომ
- ყველაფერი კარგად იქნება. წავედით - ხელი მოკიდა და კულისებისაკენ გაიყვანა . წამყვანს შეატყობინა რომ მზად იყვნენდ.
- ნუ იჭამ ტუჩებს - ხელი გაკრა ჯიმინმა
- მე... ვნერვიულობ- შეხედა. ბიჭმა თავისკენ მიატრიალა და მიიხუტა. ხელები ნაზად მოხვია და თავი მის ყელში ჩარგო.
მონატრებული სურნელი..
რომელზეც ალბათ ყოველ საღამოს უფიქრია ბიჭს
გოგოს ტაომ დააყარა. მზად იყო ბიჭის ხელებში ჩაკეცილიყო. ხელები ძლივს შემოხვია და გული უფრო აუჩქარდა. წყვილი ერთმანეთს ქალის ხმამ დააშორა რომელიც ატყობინებდა მათ რომ გასვლის დრო იყო. ჯიმინი ისევ წინ წავიდა. გოგო მიყვა და დაბნელებულ სცენაზე გავიდნენ..
ზუსტად ისე იყო როგორც 6 თვის წინ
იგივე გარემო
იგივე მელოდია
იგივე გრძნობები...
ერთმანთს ნაზად მიუახლოვდნენ და ცეკვა დაიწყეს.
- სამი ნაბიჯი უკან - გაახსენა ბიჭმა გოგოს ის მომენტი როცა კორეაში ზუსტად ასე იდგნენ . გოგოს გაეღიმა და აღელვება ვერ დამალა . კანკალი დაეწყო რამაც ჯიმონის ღელვა გამოიწვია
- ნუ ნერვიულობ. აქ ვარ - დაატრიალა გოგო და უკან გასწია.
დარბაზში სამართლებრივი სიჩუმე იყო. ყველა განაბული უყურებდა წყვილს. ჯიმინის ცეკვის სანახავად კაბინეტიდან ძლივსგამომძვრალი იუნგი კულისებში იდგა და საოცრებას ღიმილით უყურებდა
ბიჭმა გოგო მოატრიალა და ხელები ნაზად შემოხვია წელზე. თავი მის ყელში ჩარგო და მოძრაობები რითმს ააყოლა. გოგო მზად იყო წაქცეულიყო ჯიმინის სიახლოვისგან. ბიჭის ხელი ისევ ბარძაყზე მოხვდა და გაეღიმა. ჯიმინი გამოუსწორებელია. ნელნელა ხელი ასრიალდა ტანზე ისე რომ ნაჭრის ნაწილი თან აყვა. ხელები მუცელზე დააწყო და მალევე გოგო მიატრიალა.
- 5 ნაბიჯი- ამჯერად გოგომ უკარნახა და ბიჭმა უკან დაიხია. გოგო გაექანა. ხუთი ნაბიჯი ჰაეროვნად გაიარა და ჯიმინის ზელებში აღმოჩნდა რომლებმაც მაღლა ასწიეს. შემდეგ თავისთან ნაზად დაისვეს და ტანზე მიიკრეს. ბიჭმა ლილიანი ნელა გადასწია უკან და თავი მის მკერდთან დადო. ლავიწზე სველი და რბილო კოცნა დაუტოვა და მალევე წამოწია.
დარბაზი ტაშით დაინგრა. ანჯელა ფეხზე იდგა და მთელი ძალით ტაშს უკრავდა. თან ცრემლები სდიოდა.ჰოსოკი და ჰიუნა ერთმანეთს ეხუტებოდნენ. სანჰა კი ბოღმით სკდებოდა. ბიჭმა გოგოს თვალებში ჩახედა. ღრმა სევდა ამოიკითხა რომელიც მოსალოდნელი განშორებით იყო გამოწვეული. ლილიანი სამუდამოდ წავიდოდა. მერე კი ღმერთმა იცის ვისთან იქნებოდა და რას გააკეთებდა. ჯიმინმა სასწრაფოდ ხელი გაუშვა გოგოს. მარცხენა ხელის თითზე გაკეთებული ბეჭედი მოულოდნელად მოიხსნა და სცენიდან გადააგდო. ბეჭედი გაგორდა და პირდაპირ სანჰას მიუგორდა ფეხებთან. ანჯელა პირღია უყურებდა ამ სცენას. მანამდე კი ჯიმინმა ნაზად მისწია ახლოს გოგო
- მიყვარხარ- უთხრა ხმამაღლა და მის ტუჩებს დაეწაფა. ანჯელამ ისევ ტაში ატეხა. რომ შეძლებოდა ალბათ მაგიდაზე ახტებოსა კიდეც. დარბაზისკენ მიტრიალდა და აუდიტორია აიყოლია. მეორე სართულის ლოჟადან შავებში გამოწყობილი ჯონკუკი იყურებოდა და ტაშს მთელი ძალით უკრავდა. გაწითლებული სანჰა ფეხზე წამოვარდა და მას ბიძამისი მიყვა
- პაკ ჯიმინ!!! სასწრაფოდ ბოდიში მოიხადე თორემ გაგდ....- იყვირა თუმცა ჯიმინის ამოყოფილმა შუა თითმა კაცი გამოშტერებული დატოვა. სცენაზე გამოსული იუნგი ტაშს ბედნიერი უკრავდა
- ჩემი მოსწავლეა!- გაეცინა.
ჯიმინი ქოშინით მოშორდა გოგოს ტუჩებს და შუბლი შუბლზე მიადო
- დამთავრდა პატარავ ერთად ვართ- გაუღიმა და თავი დაუჭირა. - მე და შენ. ჩვენ!- ჯონკუკმა ანჯელასთან მიირბინა და ეკრანზე სულ 10 იანები გააბრწყინეს. წყვილმა თავი სწრაფად დაუკრა აუდიტორიას და კულისებში გავარდნენ. მათ ჰოსოკი და ჰიუნა მიყვნენ რომლებმაც იერიშით აიღეს კულისები
- ჯანდაბა ჯიიმიიინ- შევარდა ბიჭი და ჯიმინს ეტაკა. გულში ჩაიკრა. ჰიუნა კი ლილიანს ულოცავდა ყველაფერს. გოგომ დიდი ხნის ნაგროვები ცრემლები გადმოუშვა და ტირილი დაიწყო. რა დროსაც მათთან ანჯელა და ჯონკუკი მოვიდნენ. ლილიანი ჯიმინმა ისევ მიიხუტა და წყნარება დაუწყო. თან იღიმოდა. ჯონკუკი კი მათ ჩუმად უღებდა . ჯიმინი ჯონკუკისკენ მოტრიალდა და შებღვირა. შემდეგ კი მისკემ გავარდა. ბიჭი სიცილით გაიქცა და თან განწირული ხმით ყვიროდა
- მარტო ჩემი ბრალი არააა ანჯელამ მითხრა - ლილიანს ამოეფარა და სიცილს მოყვა. ახლა ყველა ბედნიერი იყო. ყველა იცინოდა და ერთმანეთს ეხვეოდა
სანჰა იყოს ეგრე. 😂😂😂😂😂😂😂😂😂😂
------------------
აჰაააა.... ტირილი მომინდა ბედნიერებისგან 😍😍😍😍
მგონი კაი თავია. მთელი გულით მაინტერესებს თქვენი შეფასება. კომენტარები და ვოუთები არ დავიშუროოოთ😁😁😁😁😁 შემდეგი თავი 18+ :} სულ რაღაც ორ თავში მთავრდება😔😔😔😔 ბოლომდე ერთად ვიყოთ. მიყვარხართ
ნახეთ💛💛💛
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro