XXXVII
ლილიანმა პირველი კოსტიუმი მოირგო და სარკის წინ მსუბუქად დატრიალდა. ჯონკუკმა კი კარები შემოაღო. ხელში საჭმელი ეჭირა და აღელვებული სახე ჰქონდა
- ლილიან არაფერი არ გიჭამია. უნდა ჭამო
- არ მინდა ჯონკუკ- გაუღიმა - ასე კარგად ვარ
- ჰო მაგრამ ცეკვისას რამე რომ მოგივიდეს?
- არ მომივა
- ფინალია ლილიან!
- არ მშია- ოთახში ჰოსოკი და ჰიუნა შემოვიდნენ. მაისურებზე ლილიანის ნომერი და სახე ეხატათ
- ჰიონ უთხარი რამე საჭმელს საერთოდ არ ჭამს- ამოიწუწუნა ჯონკუკმა. ჰობიმ ლილიანს შებღვირა
- ჯიმინის გოგოვ რატომ არ ჭამ არაფერს? შუა სცენაზე წაიქცევი.
- არ ვარ ჯიმინის გოგო მე - ამოიბურტყუნა
- აიღე და ჭამე. თორე ჯიმინს ვეტყვი და მერე ნახავ - გაიცინა ჰოსოკმა და ლილიანს შოკოლადის ფილა ესროლა. შემდეგ კი ოთახიდან გავიდნენ
- ჭამე. მალე უნდა გავიდეთ. შოუ იწყება ქალბატონო. ჯიმინი ხსნის ამ საღამოს
- მოიცა რა- შოკოლადი პირში ჩაადნა გოგოს
- ჰო რა იყო - გაიკვირვა ჯონკუკმა. გოგოს ჭამის დასრულება აცადა. წამოაყენა და კულისებში გაიყვანა. სცენა ჩაბნელებული იყო. თუმცა თავისუფლად შეიძლებოდა სცენაზე მდგარი ჯიმინის დალანდა. მარაო ბრწყინავდა ტანსაცმელთან ერთად . მალე განათება აინთო და ყველას ყურადღება ჯიმინმა მიიპყრო. ანჯელა ტაშს სწრაფად უკრავდა. მის უკან სანჰა და მისი ბიძა ისხდნენ . ჯიმინი თავის საფირმო მარაოების ცეკვას ასრულებდა. ლილიანი კულისებიდან გაშტერებული უყურებდა ბიჭს და წარსულ დროს იგონებდა.. როცა შავი მაისური ეცვა ბიჭს და სტუდიაში მარაოს თავბრუდამხვევად ატრიალებდა. მაგრამ მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო...
ორივეს გულები მთელი იყო...
სხეულები მომნუსხველი გრძნობებით იყო სავსე
ახლა კი...
ახლა კი მისჩერებია გოგო ჯიმინის ხელზე ბეჭედს ,რომელიც შუქზე ბზინავ და ფიქრობს :
ოდესმე შეიძლება იყოს ბედნიერი?
- დეჟავუ მაქ - გახედა ლილიანმა ჯონკუკს რომელიც სანახაობას ღიმილით უყურებდა
- აბა რა. მის კონვერტზე ადრეც ყოფილხარ
- ჰო მაგრაგ- სიტყვა მარაოს ხმამ გააწვეტინა. სიმღერა მორჩა. დარბაზში რაში ატყდა. ჯიმინს მკრთალად გაეღიმა და აუდიტორიას თავი დაუკრა. ლილიანი სწრაფად გატრიალდა და საგრიმიოროშო შევარდა. ჯიმინმა კი კუთვნილი ადგილი დაიკავა. წამყვანმა დღევანდელი ცეკვები და მათი შემსრულებლები ჩამოთვალა.
ჯიმინი კი ჩაფიქრებული იყო. ღრმად სუნთქვისგან მკერდი ზემოთ ქვემოთ ეზნიქებოდა.. პირველი წყვილი გამოვიდა და ბიჭი იძულებული იყო მათთვის ეყურებინა თუმცა გონებით ლილიათან იყო.
რა გააკეთა გუშინ....
ხელები მაგიდაზე შემოაწყო და ბეჭედს შეხედა... ამ ბეჭდის დანახვისას ადამიანი ბედნიერი უნდა იყოს თუმცა... ის ბედნიერი არ არის... ბედნიერება ალბათ ბოლოს ექვსი თვის წინ, წამოსვლის ბოლო დღეს იგრძნო. მაშინ როცა მთელი საღამო ლილიანთან ერთად გაატარა. ჯიბეში ხელი ჩაასრიალა და მოსიარულე თეატრის მიერ ნაჩუქარი ″ბრელოკი″ ამოიღო. ხელში მოიქცია და უყურა. შემდეგ კი შეფასების ჯერი მოვიდა. ანჯელას ქულას შეხედა. და იგივე დაწერა. არა და შეიძლება ამ წყვილს 9იანზე სულარ უცეკვია . ტაშით გააცილეს წყვილი და სცენაზე მალე ლილიანი და ჯონკუკი იხმეს. ბიჭი წამოიწია. ატყობდა როგორ არიდებდა ლილიანი მას თვალს. მთელი ცეკვა ისე გავიდა ჯონკუკის ხელებს არ აშორებდა თვალს რომელიც ლილიანის ტანზე დასრიალებდა.
ეჭვიანობდა..
საბოლოოდ ჯონკუკმა გოგო გადასწია და ტაში ატყდა. ანჯელამ ათიანი დაწერა და ჯიმინის ცხრიანისკენ წაღებული ხელი ათიანზე მიაჭერინა. წყვილმა თავი დაუკრა აუდიტორიას და კუსილებში გავიდა ხოლო ჯიმინი ისევ თავის ფიქრებში წავიდა .
ჯონკუკი გაკრეჭილი იყურებოდა. ბედნიერი იყო. ლილიანი კი ტიროდა
- ჯონკუკ პირველ ადგილზე ვართ - ჩაეხუტა ბიჭს და მაისური დაუსველა
- შენ კიდევ იმედები დაკარგე სულელო - ხელები მოხვია და თმაზე მოეფერა.- ცოტა დაგვრჩა. გავიმარჯვებთ ლილიან!
- აუცილებლად - გაუღიმა და მეორე ცეკვისთვის მოსამზადებლად გავიდა.
დასასრულს, როცა ლილიანს უნდა დაეხურა შოუ კულისებში ქაოსი ატყდა. ყველა აქეთ იქით დარბოდა. ზოგი რეკავდა,
ზოგი ტანსაცმელს დაარბენინებდა აქეთ იქით. რაღაც საშინლად აირია
- რა ხდება- წამოიწია ანჯელა - ბავშვებს რამე ჰოარ ჭირთ?. ამ დროს სცენაზე დაგვიანებით გამოვიდა წამყვანი
- ქალბატონებო და ბატონებო. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. სამწუხაროდ ბოლო წყვილი ჩვენ წინ არ წარსდგება და პირდაპირ გამოეთიშება კონკურსს. მონაწილე ჯონ ჯონკუკი არ ჩანს ამიტომ შოუს დასრულება მოგვიწევს. - წამყვანი მიკროფონს გაეცალა თუარა ჯიმინი წამოხტა სკამიდან
- მოიცადეთ!!
- რასაკეთებ?- მოუტრიალდა ანჯელა
- ის მე თავის დროზე დამეხმარა .ახლა ჩემი დროა!- სცენაზე ავარდა - უღრმესად გთხოვთ დაგველოდოთ- თავი დაუკრა ბიჭმა და კულისებში შევარდა. ოთახის კარი სწრაფად გააღო სადაც ლილიანი იჯდა და მათ ერთობლივ ლაივს უყურებდა
---------------------------
იაააააააააა 😌😌😌😌😎😎😎😎😎😎 ნელნელა ფინალისკენ მოვდივართ... მადლობა 17000+ ნახვისთვის 😍😍😍😍😍 მიყვარხართთ
კომენტარები და ვოუთები არ დაივიწყოთ... შემდეგი თავი იქნება ფურორი.... ამის გარანტიას მე გაძლევთ 😌😌😌😌🔥🔥🔥🔥🔥🔥🔥
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro