Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

XXXV

- რა თქვააა?- წამოყვირა ჰოსოკმა
- მოიცა რაა?- წინ წავიდა ანჯელა. ჯონკუკმა, ჰოსოკმა და ჰიუნამ კი ლილიანს შეხედეს. გოგოს სახეზე გაურკვევლობა და იმედგაცრუება აზელილიყო. თვალები ცრემლებით აევსო როცა დაინახა როგორ გაუკეთა ჯიმინმა თითზე ბეჭედი სანჰას და ტაში ატყდა. საბოლოოდ გატრიალდა და გასასვლელისკენ გავარდა. ჰოსოკი უნდა გაკიდებოდა თუმცა ჰიუნამ დაიჭირა
- მარტო ურჩევნია ახლა- გოგომ კიბეები არიბინა და კარი შეაღო. სახურავზე ავიდა და ამოწეულ ადგილას დაჯდა ნაპირთან და ტირილს უმატა. საერთოდ რისი იმედი ჰქონდა. ან ახლა რატომ ტანჯავს ტკივილი და უპობს გულს. თავი ხელებში ჩარგო და ტირილს უმატა.

ის ახლა სხვისია

ყველა ლამაზი მოგონება დაიმსხვრა უმისოდ...

რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა და დაწყნარება ცადა. ცრემლები მოიშორა თუმცა მათი ადგილი ახალმა ნაკადმა დაიკავა. დაჭიმული თმა შეიხსნა და წინ გაიხედა
- მტკივნეულია არა?- მოესმა ხმა რომლის გაგონებაც ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა. ერჩივნა სახურავიდან გადამხტარიყო ვიდრე მისთვის თვალი გაესწორებინა. - მტკივნეულია არა იმის შეგრძნება რომ ვიღაცას კარგავ... ისეთ ძვირფასს რომლის გარეშე არ წარმოგიდგენია მომავალი? - ჯიბეებში ხელებს ჩაწყობილი ჯიმინი ოდნავ მოშორებით იდგა და გოგოს თვალს არ აშორებდა. - მაგრამ... ძვირფასი? მაპატიე არასწორად წარმოვთქვი...- გაეცინა
- რა გინდა- მოტრიალდა გოგო და აწითლებული თვალები ბიჭისას გაუსწორა - რატომ არ ხარ შენს საცოლესთან და ტკბები მილოცვებით?- შეკავების მიუხედავად მაინც წამოუვიდა ცრემლები და ხმა აუკანკალდა. ჯიმინი გოგოს მიუახლოვდა და თავზე დაადგა
- სუფთა ჰაერზე ამოვედი- თქვა და წინ გაიხედა- შენ რატომ ტირი? ჯონკუკმა მიგატოვა?
- მოეშვი ამ დაცინვებს- ბარშაყში ჩაარტყა გოგომ ხელი - ჯონკუკი და მე ერთად არც ვყოფილვართ
- აბა რა გატირებს 
- შემეშვი მეთქი- იყვირა გოგომ
- გკითხე მე!- შეყვირა ბიჭმა და ანთებული თვალები მიაპყრო გოგოს
- შენი ნიშნობა! გაწყობს ეს პასუხი?- წამოხტა გოგო . ჯიმინმა ფეხის გაიგო და გოგოს ხელი მაჯაში ჩაავლო. მეორე გასასვლელისკენ გავარდა და ლილიანი თან გაიყოლა
- გამიშვი ჯიმინ!- ყვიროდა გოგო და ძლივს იმაგრებდა ფეხებს რომ არ გადატრიალებულიყო. საბოლოოდ დაიხარა, ქუსლიანები გაიძრო და სახურავიდან გადაყარა.
- ჯიმინ გამიშვი მტკივა- ხელის გამოგლეჯვას ცდილობდა ლილიანმი მაგრამ ბიჭი უფრო უჭერდა თითებს. საბოლოოდ კიბეები ჩაირბინეს და უკანა გასასვლელიდან გავარდნენ
- ჯიმინ გამიშვი! ჯიმინ სად მიმათრევ - ბოლო ხმაზე ყვიროდა გოგო. ჯიმინმ მანქანა გახსნა და გოგო შიგნით ჩატენა. კარი ჩაკეტა და მანქანას წინიდან მოუარა. მანქანაში ჩაჯდა და გოგოს რომელიც კარს ეჯაჯგურებოდა ხელი ისევ მაჯაში ჩაავლო. დაქოქა და მალევე ქალაქში გაქანდა. გოგო მიხვდა რომ გაქცევას აზრი აღარ ჰქონდა. სწრაფად შეიკრა ღვედი და ჯიმინს გადაწვდა
- ჯიმინ შეანელე!- სიჩქარეზე დადებულ ხელზე ხელი მოუჭირა და მიაშტერდა- შეანელე ჯიმინ - მანქანებს სწრაფად აუარა და წითელზე გავარდა- ჯიმინ გთხოვ!!!-ბიჭის ღვედს გადაწვდა და შეკრა. ჯიმინს გაეღიმა და მოუმატა სიქჩარეს
- ჯიმინ გთხოოოვ- გზას გახედა გოგომ და ბიჭს უფრო მოუჭირა ხელი- ბნელა გთხოვ შეანელე - შეაჯანჯღარა. მალევე გაჭიმულ გზაზე გავიდნენ. გოგომ ფეხები მოკეცა და შიშით დაუწყო ქუჩას ცქერა. როცა ქალაქს გაცდნენ ლილიანი სიბნელეში უფრო მოიკუნტა
- წასვლა მინდა. აქ რა გვინდა. მე არც კი....- ჯიმინმა გამოხედა- ნუ მიყურეეებ! წინ იყურე!!- ლოყაზე მიაწვა და თავი გაუტრიალა ბიჭს. მალევე გაჩერდნენ. შავებში გამოწყობილი ბიჭი გადავიდა მანქანიდან და მანქანასთან დადგა. შორს დაიწყო ცქერა. თმას ქარი უწეწავდა და უკან უყრიდა. ბიჭმა მანქანისკენ გამოიხედა, შემდეგ ახლოს მოვიდა და ფანჯარაზე დააკაკუნა. გოგომ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ნიკაპი მუხლებს მიაჭირა. ჯიმინმა მანქანას მოუარა და კარი გამოხსნა. გოგოს ხელი მოკიდა და მანქანიდან გადაიყვანა
- ზღვაზე ვართ?- იკითხა თვალებდაჭყეტილმა გოგომ და ქვიშაში ფეხები აათამაშა. შემდეგ ნაპირთან ახლოს მივიდა და დაჯდა
- ლილიან...
- გისმენ- თმები აიწია გოგომ, შემდეგ კი ხელი გაუშვა.
- ოდესმე ჩემს მიმართ რამე გიგრძვნია?- იკითხა ბიჭმა და გვერდით მიუჯდა. გოგო ჩუმად ჯერ იყო.. შემდეგ თვალები დახუჭა და თავი დახარა
- კი...- ჯიმინმა თითებით ქვიშა აიღო და ისევ დაყარა. არ იცოდა რა ერთქვა გოგოსთვის. უბრალოდ უნდოდა მთელი ღამე ასე ყოფილიყო სიწყნარეში.
- ყველაფერი დავივიწყოთ გთხოვ- გააგრძელა გოგომ
- რატომ?
- შენ მალე ცოლი გეყოლება. მე კი კორეაში წავალ. ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის. როგორც შენ წამოხვედი უსიტყვოდ, ისე წავალ მეც
- რა თქვი?- მოტრიალდა ბიჭი. - უსიტყვოდ წამოვედი?
- იმ საღამოს შემდეგ მთელი ნახევარი წლის განმავლობაში არ მოგიწერია...
- რა თქვი?- ბიჭმა პირი დააღო. - ჯანდაბა ჯერ  კიდევ თვითმფრინავს ველოდებოდი აეროპორტის სკამზე, მოგწერე რომ მიყვარდი- თქვა ხმამაღლა. გოგოს თვალები აენთო და გულმა გამწარებული ძგერა დაიწყო.
- შენ არაფერი არ მ-ოგიწერია- ყბა აუკანკალდა
- როგორ არა - ტელეფონი აიღო ჯიმინმა და მესიჯის ძებნა დაიწყო. ძლივს მოძებნა მესიჯი და გახსნა. გოგოს გაუწოდა . ლილიანს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. ვეღარც დაინახა რა ეწერა მესიჯში. თვალებით სითხე მოიშორა და ტელეფონი ხელებში მოიქცია
- ეს... ეს მე არ ვყოფილვარ- ბოლო მოსული მესიჯი წაიკითა- ჯიმინ გეფიცები ეს მე-სიჯი მე არ მომსვლია...ა- არც ეს არ მომიწერია მე - პანიკები დაეწყო გოგოს. შემდეგ ჯიმინს შეხედა რომელიც წინ იყურებოდა. ლილიანმა ნომერი გაადიდა
- ჯიმინ...ეს ჩემი ნომერი არ არის - ბიჭმა თავი მოატრიალა და ჩახედა.- არც არასოდეს ყოფილა. ეს არარის ჩემი მესიჯი- ჯიმინმა თმაში ხელები შეიცურა და თვალები დახუჭა ... სანაპიროზე მდგარი რესტორნიდან ″ ნელი ვალსის″ მელოდია ისმოდა და ზღვის ხმას უერთდებოდა...
- ჯანდაბა!-  წამოხტა და ქვა წყლისკენ მოისროლა - ჯანდაბაა!!!!- გოგომ ტელეფონი ქვიშაზე დადო და ჯიმინს გახედა.... ბიჭი მოტრიალდა და გოგოსკენ ნელა წამოვიდა
- ხვალ საბოლოოდ წახვალ?
- კი..
- საქორწინო საჩუქარს ერთ სურვილში გამიცვლი? - გოგომ თავი დაუქნია. - ბოლო ცეკვა..- შეხედა ბიჭმა და შავი კოსტუმი ნელა მოიშორა . ლილიანი წამოდგა. მუქი კაბა ქარის გამო უფრიალებდა. ჯიმინთან ახლოს მივიდა. ბიჭმა ხელი მოკიდა რაზეც  გოგოს ტაომ დააყარა და თვალები დახუჭა. ბიჭმა გოგოს თითებში თითები ახლართა და ნაზი სხეული ტანზე მიიკრო. ხელი წელზე მოხვია და თავი გოგოს ყელში ჩარგო.
  შუაღამის სიბნელეში ორი სხეული ნელა ყვებოდა მელოდიას და უსაზღვრო რომანტიკას ქმნიდა. გოგოს ცრემლები კი ბიჭის შავ პერანგს ჟღინთავდა

თურმე ორივეს უყვარდა ერთმანეთი...

მაგრამ არც ერთმა არ იცოდა....
მელოდია მიწყნარდა და ჯიმინმა მოკლე კოცნა დაუტოვა ლილიანს ყელზე. შემდეგ გამოიწია და უსიტყვოდ შეტრიალდა ნაპირისაკენ

- მშვიდობით ჯიმინ...

••••••••••••
მნაჰ ჰოოო😅😅😅😅😅 მეც მიყვარხართ... პირველად მომინდა ლილიანის ადგილას ყოფნა... აწი სულ 5 თავი დარჩა და ყველა გასაგიჟებელი იქნება... აბა კომენტარებს სდა ვოუთებს ველი.... მიყვარხართ!!!!

ნუნააააა ვგიჟდები შენზეეეე,💛💛💛

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro