XXX
- აა.. აქ ქუქი არ არის?- იკითხა და ბიჭს თვალი აარიდა. სახლში შეიჭყიტა
- ქუქი? აქ მე ვცხოვრობ- თქვა დაბნეულმა ჯიმინმა- აქ რა გინდა
- მე... ანჯელამ დამირეკა ქუქის მაღალი სიცხე აქვს და მასთან მიდი მალე მეც მოვალო. ეს მისამართი მითხრა არც ვიცოდი შენი თუ იყო- დაიქოქა და ყველაფერი ერთმანეთს მიაყარა - მე არ ვიცოდი მართლა... ახლავე წავალ - გატრიალდა თუ არა ჯამინმა მკლავში ხელი მოკიდა და მოაბრუნა.
- გალუმპული ხარ გარეთ ქარია. ღამის ორი საათია სად აპირებ წასვლას.
- სახლში წავალ არაუშავს
- შემოდი - ძალით შეათრია გოგო ჯიმინმა სახლში და კარი მიკეტა
- მე არ...
- მოკეტე. თავს დაიავადებ. მერე ანჯელამ რომ გაიგოს სველი ქუჩაში გააგდე გოგოო მომკლავს - ოთახში შევიდა და სუფთა პირსახოცი და საღამურები გამოუტანა - აიღე. შედი და ცხელი შხაპი მიიღე.
- მე არ...
- მოკეტე თქო.. ამ სახლში მუდამ სიწყნარეა. სანამ არ გეტყვი ხმა არ ამოიღო. მალე!- გოგო გაატრიალა და სააბაზანოსკენ ანიშნა. გოგო ნელა გაიძურწა და კარი ჩაკეტა. კარებს მიეყუდა და ხელი გულზე მიიჭირა
- ვაიჰ- თვალები დახუჭა... სველო ტანსაცმელი მოიშორა და ბანაობა დაიწყო. თაროზე ჯიმინს ათასნაირი თმის მოვლის საშუალებები ეწყო. გოგო ყველას თვალიერებას მოყვა. საბოლოოდ იმით დაიბანა თავი რომლის სუნიც ყველაზე მეტად მოეწონა და გამთბარი გამოვიდა სააბაზანოდან საღამურებით... ჯიმინი ამ დროს სავარძელში იჯდა და შეკრული წარბებით რაღაცას მიშტერებოდა სიბნელეში. გვერდით ვისკის ბოთლი და ჭიქა ედგა.ხელი ნიკაპზე ჰქონდა წავლებული
- რას უყურებ?- იკითხა გაკვირვებულმა გოგომ. ჯიმინი შეხტა მის ხმაზე
- მე რა გითხარი ხმა არ ამოიღოთქო- წამოდგა ფეხზე- ჩაი გაგიკეთე დალიე- უთხრა მბრძანებლური ტონით
- მე არ მინდა ჩა...
- ბუქნები მოგენატრა?- გოგომ თავი გააქნია და ჭიქა ხელებში მოიქცია. ტელეფონი აიღო და ანჯელას გადაურეკა. გოგომ ტელეფონზე არ უპასუხა...ამიტომ შეეშვა და წინ და უკან სიარულს მოყვა
- გეყო ხმაური!- თქვა უხეშად ჯიმინმა
- ადამიანს მაღალი სიცხე აქვს
- მეც მაქ ხოლმე მაღალი სიცხე მაგრამ მარტო ვარ ხოლმე და ჯერ არ მოვკვდარვარ
- ცუდი მახსოვრობა გქონია ჯიმინ- უთხრა ჩუმად გოგომ და მოტრიალდა. თბილი სითხის სმა დაიწყო. სახლში უხერხული სიტუაცია იყო. არც ერთი ხმას არ იღებდა . გოგომ მაცივარი გამოაღო. საჭმელი არ ჰქონდა თუმცა პროდუქტები ელაგა. გამოალაგა,და საჭმლის კეთებას შეუდგა.
- არ გშია?- იკითხა გოგომ ჩუმად
- არა ღამე ჭამა არ შეიძლება. გირჩევ შენც არ ჭამო თორემ მეწყვილე ვერ დაგძრავს. ეხლა როგორ გძრავს ისიც მიკვირს - თითები ჭიქას შემოხვია ბიჭმა. ლილიანმა პომიდორი ბიჭს გაუქანა და პირდაპირ თავში მოარტყა
- ეგრე!- იყვირა და დაჭრა განაგრძო - შემდეგში დანა წამოვა!
- დაისჯები!- გამოხედა ჯიმინმა ( 😈😈😈😂😂😂)
- ოჰ შემაშინე. მაინც როგორ?
- მოკეტე თქო!- ტონს ისევ აუწია. გოგო ბურტყუნს მოყვა და მალევე საჭმლის კეთებას მორჩა. ყველაფერი დააბინავა და ბართან დაჯდა
- სეულში როდის ბრუნდები?- იკითხა ჯიმინმა სიწყნარის შემდეგ
- როცა გავიმარჯვებ მერე- თქვა გოგომ და თავი მაგიდაზე მოთავსებულ ხელ დაადო. ბიჭს გაეცინა და ჭიქა მაგიდაზე მოათავსა. ოთახში გავიდა და იქიდან თხელი ნაჭრით გამოტრიალდა უკან
- საწოლი მოგიმზადე. წადი დაიძინე- დივანზე მოათავსა ნაჭერი
- მე დავიძინებდი აქ...- ხელი დივნისკენ გაიშვირა
- წადი თქო- შეხედა გოგოს
- ძილინებისა ჯიმინ- უთხრა გოგომ და ოთახში შევიდა
- ძილინებისა ლილიან- ტელევიზორი აანთო ჯიმინმა და კარგად მოკალათდა. ლილიანი რბილ საწოლში დაწვა თუარა ეგრევე ძილი მოერია. ერთი ბალიში ჩაიხუტა, მეორეზე კი თავი დადო.. ყველგამ ჯიმინის სუნი იდგა. ბალიშზე, საწოლზე... თმაზე და ტანზეც კი ჯიმინის სუნი ასდიოდა. მალევე მიეძინა ...
ჯიმინმა ვერ მოისვენა. წამოდგა და საჭმელს უსუნა. კოვზით ცოტა ამიღო და გასინჯა . ტუჩები გაილოკა და ლილიანთან გავიდა ოთახში. გოგოს ძალიან საყვარლად ეძინა. ბიჭმა თხელი გადასაფარებელი გაუსწორა და თმა სახიდან გადაუწია. ტელეფონი ამოიღო და გოგოს დიდ ხანს უყურა. შემდეგ სურათი გადაუღო. დაიხარა და შუბლზე ნაზად აკოცა. ოთახიდან ნელა გამოვიდა და მალე ისიც ძილს მიეცა.
დილას ჯიმინი მალე გაემზადა. ლილიანს ჯერ კიდევ ეძინა როცა კარზე სანჰამ მოაკაკუნა
- ჯიმინში რეპეტიციაზე ვიგვიანებთ - სახლში შემოაჭრა
- არავის დაუპატიჟებიხარ - უთხრა ბიჭმა და ტელეფონი აიღო
- ჰო მაგრამ მაინც- საძინებლისკემ წავიდა
- არ მითქვამს შეგიძლია ჩემ სახლში იბოდიალოთქო. საძინებელში არ შეხვიდე!
- რატომ?- კარები უნდა შეეღო როცა ჯიმინმა ხელი მოკიდა გოგოს და გარეთ გაათრია
- მე ვთქვი მგონი- კარები მიკეტა და სარეპეტიციოდ წავიდა
••••••••••••••••••
არ ვიცი..... საოცრება იყო... აი... ვეღარ ვლაპარაკობ ...იუნგიმ და თეჰიონმა ბოლო მომიღეს 😲😲😲 👏👏👏👏👏👏 კიდევ რამდენჯერ უნდა მოვუსმინო რომ გავძღე არ ვიცი 😘😍😍😍😍😍😍 აბა როგორ მოგეწონათ ახალი თავი? 😁😁😁😁😁😁 ნუ ქამბექის ფონზე იმედია ბანძობა არაა😏😏😏😌😌😌 სიმღერაზე რა აზრის ხართ?
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro