XXVII
- წინ უნდა იყურო - იყვირა ჯიმინმა და ტელეფონი აიღო. გოგოს ხელი არც გაუწოდა. უბრალოდ აუარა გვერდი და გზა განაგრძო
- რაო ამერიკაში ვართ და ზრდილობა სულ დავკარგეთო?- წამოდგა ლილიანი
- ბატონოო?- მოუტრიალდა ჯიმინი და მისკენ წამოვიდა- რა თქვი?
- რაც გაიგე. უზრდელი ხარ!!
- კიდევ მე ვარ უზრდელი?
- კი! არც კი წამომაყენე!!
- რატომ უნდა წამოგაყენო. ვინ ხარ საერთოდ- მოუახლოვდა
- ჰო რა თქმა უნდა ვინ ვარ! ერთ-ერთი სუსტი მოცეკვავე რომელსაც პაკ ჯიმინი 6 სს უწერს
- მართალი ხარ ექვსი არ უნდა დამეწერა. ალბათ ოთხი აჯობებდა
- რა გინდა პაკ ჯიმინ?
- შენ რა გნებავს კიმ ლილიან? შენი საქციელი ძალიამ სწორი და თბილი იყო?
- რა საქციელი? რაზე მელაპარაკები- ყვირილი დაიწყო ლილიანმა - ისე წამოხვედი არც არაფერი გითქვამს. დამიკიდე?
- რა თქვიიი?- გოგოსკენ გაიწია ბიჭი
- რაც გაიგე. შემეშვი. საერთოდ რას გელაპარაკები?- ჯიმინმა პირი გააღო ყვირილის გასაგრძელებლად თუმცა ქუქი მოვარდა და ლილიანს ხელი ჩაავლო
- რა გაყვირებთ- ჯიმინს შებღვირა- გვიანია წავედით ლილიან- უბიძგა და გასასვლელისკენ წაიყვანა. ჯიმინი გაცეცხლებული უყურებდა მათ დერეფნის ბოლომდე. მუშტი მწარედ შეკრა და კედელს ჩაარტყა
- დებილი დეგენერატი- ლილიანი ხმამაღლა ილანძღებოდა- გეგონება წარსულში არაფერი შეცდომა არ დაუშვია. თავმოყვარე იდიოტი- ჯონკუკი დასჯილი ბავშვივით მიყვებოდა ლილიანს
- ლილიან დალევა არ გინდა- ჰკითხა როცა მაღაზიასთან მივიდნენ
- მინდა!!- იღრიალა გოგომ
- კაი რაიყო რა გაღრიალებს- მაღაზიაში შევიდა ბიჭი და იქიდან სასმელები წამოიღო.
- ოღონდ მაღაზე ნუღა ღელავ გთხოვ- მაგიდაზე დააწყო ლუდი და ტელევიზორი ჩართო.- უბრალოდ ასეთია. ადრე თუ გვიან მიხვდება რა დააშავა
- ადრე თუ გვიან ის თავის მეწყვილე აურევს გონებას და ცოლად გაყვება!- მოიყუდა სასმელი
- აჰაა ესეიგი ეჭვიანობ- გაეცინა ქუქს
- ჯანდაბა აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი- ოთახში შევიდა გოგო და გამოცვლა დაიწყო
***********
- ვისთან ჩხუბობდი?- გაკვირვებული ანჯელა ჯიმინს მოუახლოვდა.
- არავისთან...- ძალდატანებითი ღიმილიც კი არ გამოუვიდა ჯიმინს.
-კი ისმოდა ყვირილი - წინ დაუდგა გოგო და ხელები გადაიჯვარედინა - ინგლისურ ენაზე ნამდვილად არ გიჩხუბიათ. ვგონებ ან იუნგი უნდა ყიფილიყი, ან ქუქი ან კიდევ ლილიანი.
- რომელიმე იქნებოდა - თქვა ჯიმინმა და წასვლა დააპირა როცა გოგომ გააჩერა - მოიცადე... ლილიანი წარსულში შენი მეწყვილე იყო?.
- მეწყვილე არა... უბრალოდ როცა სანჰამ ხელი მოიტეხა ის გამოვიდა საცეკვაოდ. ჩემი მოსწავლე იყო
- ანუ მისი წყალობით ხარ აქ- თავი გვერდით გადასწია
- აქ ჩემი შრომის და ნიჭის წყალობით ვარ!!- ტონს აუწია ბიჭმა
- ნუ ყვირი... და ლილეს წყალობით. ის რომ არ ყოფილიყო აქ არ იქნებოდი ახლა
- ასე არაა
- ასეა უბრალოდ აღიარება არ გინდა. არ ვიცი რა მოხდა მაგრამ გოგონას ცუდად ექცევი. ის რა ნიშანი იყო რაც დაწერე?
- რაც ეკუთვნოდა ის დავუწერე
- ისევ არ გინდა იმის აღიარება რომ კარგად იცეკვა. ნუ ჩაგრავ!!
- არ იცი რა ხდება - თვალი აარიდა ჯიმინმა ანჯელას, რომელიც ალბათ ასე გაბრაზებული პირველად იყო
- ნორმალურად მოექეცი!- აარიდა გვერდი და გაიარა. ჯიმინმა კეპი დაიხურა და წვიმიან ქალაქში გავიდა. გამწარებული სახე სულ უხურდა. ჰაერი სახეზე ელამუნებოდა და ოდნავ შვებას გვრიდა.
იცოდა ჯიმინმა რომ დამნაშავე იყო. არ უნდა ეკოცნა იმ საღამოს. არ უნდა მიეცა გოგოსთვის ამდენი თავისუფლება.
- არანაირი გრძნობები მის მიმართ- ამოიბურტყუნა მაცივართან და გამოაღო. ძალიან ცივი ლუდი გამოიღო და ნელა დაიწყი მისი სმა
***************
ლილიანი ნელა დაუყვა ჩაყოლებაზე კაბინეტებს ანჯელას ძებნის მიზნით. ჯონკუკს შეებერტყა და დროებით დამეშვიდობა. ბიჭს სხვა ქვეყანაში ჰქონდა ამანათი გასაგზავნი. გოგო ერთ-ერთ შეღებულ კარში შევიდა. მოათვალიერა და თვალში მაგიდაზე მოთავსებული წიგნი მოხვდა. კარი დაკეტა და წიგნისკენ წავიდა.
- ნეტავ ვისი კაბინეტია - თვალი ლეპტოპს და საწერ კალმებს მოავლო. წიგნი ხელში მოითავსა და შინაარსი წაიკითხა
- ჯანდაბა! მიყვარს საშინელებათა წიგნები- მიმოიხედა. - ამის პატრონს უნდა დაველოდო- პირველი გვერდით კითხვას მოყვა. იქვე მოთავსებულ სავარძელში მოიკუნტა და კითხვას შეყვა. ვერც კი გააცნობიერა როგორ მოსაღამოვდა და გასცდა 250 გვერდს. წიგნში დაძაბული მომენტები ერთმანეთს ებმოდა და ფანჯრიდან ძლივს შემოსული სინათლე მძაფრ სიტუაციას ქმნიდა. გარედან შემოსულმა ხმაურმა შეაკრთო თუმცა თვალი არ მოაშორა წიგნს. შემდეგ კარი გაჭრიალდა თუმცა ესეც ჰალუცინაციებს მიაწერა. მანამ არ აწია თავი სანამ სიბნელეში ვიღაცის ჩრდილმა არ დაფარა უკანასკნელი შემოული სინათლე
- აქ რას აკეთებ- გოგოს ზემოდან დახედა ჯიმინმა და წიგნს შეხედა. გოგომ კივილი დაიწყო და წიგნი გაუვარდა. გაქცევა უნდა სანამ ძლიერმა ხელებმა არ დაიჭირეს და პირი აუფარეს
-ჩშ! რა გაკივლებს - თქვა ჯიმინმა ხმა დაბლა და გოგო ნელა გაუშვა.
- მე.... მ...ე...მე...- დაიბნა გოგო და კარების უეცარმა გაჯახუნებამ უარესად ააკივლა. ჯიმინის უკან აიტუზა და სწრაფად სუნთქვას მოყვა
- უბრალოდ ორპირი იყო - ფანჯარა მიკეტა ჯიმინმა და წიგნი აიღო- ოჰ... ანუ საშიში ყოფილა - მაგიდაზე თავის ადგილს დაუბრუნა წიგნი- აქ რა გინდა ?- ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და გოგოს მიაშტერდა
- შენ თვითონ რა გინდა აქ?- ტონს აუწია ლილიანმა
- რავი მეგონა საკუთარ კაბინეტში შემოსვლა შემეძლო- მიმოიხედა
- მე ახლავე წავალ- კარებისკენ წავიდა გოგო და გამოღება სცადა. - ა-არ იღება - ჯიმინი ნელა მივიდა კართან. გოგო გასწია და ჯაჯგური დაიწყო თუმცა კარი არ იღებოდა
- ჩავიკეტეთ- ხელი კარზე მიაბრახუნა. - ძალიან კარგი . სალაპარაკო გვაქვს!!!
••••••••••••••••••
ჰელოუ 💛💛💛💛 არ ვიცი ასე გვიან რატომ ვტვირთავ მაგრამ იყოს 💛😊 იმედია მოგწონთ... იმედია უაზრო არაა.. კომენტარებს და ვოუთებს ველი 💛💛✌✌✌✌
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro