Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

XXVI

აღარ ვაპირებდი საერთოდ წერის გაგრძელებას მაგრამ ..... გავაგრძელე <3

-ჯონკუკ ძალიან ვნერვიულობ!!!! ჯონკუკ!!! ვაიმე ჯონკუკ!!- წინ და უკან დაბორიალობდა ლილიანი და თითებს იწვალებდა. მისი მეწყვილე ჯონკუკი კი სარკის წინ იჯდა და სახეზე მაკიაჟს იკეთებდა

- პირველი ლაივია. ბუნებრივია ლილიან

-ვიამეეე არ გამომივა ვიცი- კაბა აუფრიალდა გოგოს

- გამოგივა ნუ ღელავ- პუდრი მიიმატა ბიჭმა

- არაა.. ჯანდაბა. ჯიმინის წინ უნდა ვიცეკვო - ნერწყვი ძლივს გადაყლაპა

- ლაივზე მეტად ეგ გაღელვებს შენ- გაიცინა ქუქმა

- არანაირად- აწითლებულმა გამოხედა

- კი კი კი . უბრალოდ იფიქრე რომ ყველაფერს კარგად შეასრულებ.... არა... უნიკალურად!

- მას არ მოეწყონებაა - ლამის ტირილი დაიწყო გოგომ

- აი თურმე ქალბატონი რაზე ღელავს - წამოდგა ბიჭი- მისმინე. მარტო მისი ხმა ვერაფერს იზამს- წინ დაუდგა- ტყუილად ორგანიზმს და ნერვებს იღლი. უბრალოდ დაჯექი- სკამი გამოუწია და გოგო მოათავსა.

- თქვენი ჯერია - შემოაღო კარგი ქალმა და უკან გაბრუნდა

-ვაიმე- გოგო გაშეშდა

- წავედით - ხელი მოკიდა და გარეთ გაიყვანა - ყველაფერი კარგად იქნება

- იმედია- კულისებში გაიყვანა. ჟიური უკვე აფასებდა მონაწილეებს. ჯონკუკმა გოგო მოატრიალა და ზურგით დააყენა

- ჯიმინს არ უყურო- ჩაიხუტა

- წავედით წავედით- ხელით მიაწვა კაცი. ლილიანმა ვერ შენიშნა როგორ წარადგინეს .სახეზე ღიმილი აიკრა და ჯონკუკს გაყვა. მათ გამოსვლას ტაში მოყვა. წყვილი ცენტრში დადგა და მალევე ნელი მოძრაობებით ცეკვა დაიწყეს

- კარგი გოგო ხარ - შეაქო ჯონკუკმა როცა რთული მომენტი რომელიც რეპეტიციისას სულ ებნეოდათ სწორად შეასრულეს. ლილიანი ხშირად იყურებოდა ჯიმინისკენ რომელსაც ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული და სკამის საზურგეზე მიყუდებულიყო. მის გვერდით მჯდომი ანჯელა აღფრთოვანებული უყურებდა წყვილის გამოსვლას. მალე ცეკვა დასრულდა და ქუქმა და ლილიანმა ხალხს თავი დაუკრეს. ანჯელა ფეხზე იდგა და ყველაზე ხმამაღლა ის უკრავდა ტაშს.

- გთხოვთ ჩამოწეროთ ქულები- თქვა წამყვანმა და ყველა ტაბლეტებს მიუბრუნდა. ჯიმინი დამპალი მზერით უყურებდა ლილიანს და ჯონკუკს. საბოლოოს ქუქი ლილიანისკენ მიიწია და ხელი მმოკიდა ხელზე

- ნუ ნერვიულობ- ჯიმინს ჩაეცინა და საბოლოოდ მისი ქულაც აინთო. გოგოს არც კი გაუხედავს ეკრანისთვის, ხედავდა როგორ ეკამათებოდა ანჯელა ჯიმინს რაღაცაზე

- ბატონო ჯიმინ შეგიძიათ გვითხრათ რატომ დაწერეთ ექვსიანი?- კითხა წამყვანმა და გოგო ადგილზე მიიყინა. ახლა გატრიალდა ეკრანისკენ და დაინახა როგორ თვალში საცემად ენთო ცხრიანების და ათიანის გვერდზე ექვსიანი. თვალებზე ცრემლები მოადგა.

- არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას- თქვა ჯიმინმა ჯიუტად და ლილიანის მკაცრი მზერაც დაიმსახურა

- მას დაანებეთ თავი. დღეს გუნებაზე არ გვყავს- სიტუაცია განმუხტა ანჯელამ- მინდა გითხათ ლილიან და ჯონკუკ რომ უმაგრესი წყვილი ხართ. ერთმანეთს ძალიან უხდებით - აღფრთოვანებული ლაპარაკობდა ქალი- რაღაც საოცრება იყო. მართლა აი... ძალიან კარგი შედეგი დადეთ- ქალი ლამის კანიდან ამოხტა .ჯიმინი კი ირონიით იქნევდა თავს და ჯონკუკს თვალებით ჭამდა. საბოლოოდ სცენიდან ბოლო წყვილი გააცილეს და სარეკლამო ჭრა გამოაცხადეს.

- ლილიან დამელოდე- მისდევდა ჯონკუკი ლილიანს რომელიც გასახდელისკენ მიიწევდა

- თავხედი იდიოტი. მეზიზღება - თვალებიდან ცრემლები მოიშორა გოგომ და სარკის წინ სკამზე დაეშვა

- ნუ ნერვიულობ. გასულები ვართ - ხელები მხრებზე დააწყო ჯონკუკმა .- მთელი ცეკვის განმავლობაში კანკალებდი . ასე არ შეიძლება .

- მის გამო გამარჯვებას ვერ შევძლებ - ცრემლები წამოუვიდა გოგოს

- მგონი გადაიღალე მის წინ ჩაიმუხლა და გულში ჩაიკრა გოგო- 10 წუთიც და მერე ყველაფერი კარგად იქნება. ნუ ღელავ კარგი? - გასწია და თვალებზე შეხედა- ტუში სულ აიდღაბნე გოგონი .- თავი უკან გადააწევინა და ტუში ფრთხილად მოწმინდა.მალევე სცენაზე დაბრუნდნენ . თხუთმეტივე წყვილი სცენაზე იდგა და ხალხის ხმას ელოდა. საბოლოოდ ხმები დათვალეს. ხუთი წყვილი გავარდა. ლილიანი და ქუქი პროექტში დარჩნენ. გოგო შეტრიალდა და მაგრად ჩაეხუტა მეწყვილეს. შოუ დამთავრდა და ჯიმინი სკამიდან აორთქლდა.

- ჰო გითხარი - კულისებში გახარებული შევარდა ჯონკუკი და ძლივს მომღიმარ ლილიანს დაეწია.

-ძალიან ვინერვიულე- ჯერ კიდევ ცახცახებდა გოგო სიხარულისგან და ვერ ისვენებდა

- ახლა წადი გამოიცვალე -ხელი გაუშვა ბიჭმა - გასასვლელთან გელოდები- გოგო ოთახისკენ წავიდა და სწრაფად შევიდა შიგნნით. გამოიცვალა და მალე მოიშორა მაკიაჟი

- გამიფუჭებს კანს- ბუზღუნი დაიწყო და ჩანთა აიღო. მხიარულად გაეშურა გასასვლელისკენ. ფეხების მოძრაობას უყურებდა როცა მთელი ძალით შეეხეთქა ბიჭს რომელსაც ხელიდან "ბრელოკი" გაუვარდა. გოგო წამსვე მიხვდა ვინაობას და ბიჭს ნელა ახედა

__________________________________________

ჰელო ფიფოლ. აღარ ვაპირებდი წერის გაგრძელებას საერთოდ რადგან გუშინ ამიცრუეს ყველაფერზე გული. კონკურსისთვის ვემზადებოდი ნახევარი წელი და გუშინ გავიგე რომ მხოლოდ იმიტომ არ შემიძლია წიგნის წარდგენა და მონაწილეობის მიღება რომ 18 წლის არ ვარ.... ცოტა ძააან დავიჩაგრე. ორჯერ ვიკითხე იყო თუარა ასაკობრივი შეხღუდვა და მმითხრრეს არაო... გული გამიტყდა მაგრამ წერის გარეშე არ შემიძლია ასე რომ დაგიბრუნდით მაინც.... ძალიან ვარ გაბრაზებული თუმცა მალე გამივლის ეგ არაფერი. იმედია ფიკი მოგწონთ და უაზრო არ გახდა. ვოუთებს და კომებს ველი <3 მიყვარხართ და მადლობა

@Lilujimin შენ ათასი და ათიათასი მადლობა <3

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro