Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

XXV

-ჯონკუკ!- დაუძახა ბრაზნარევი ტონით ჯიმინმა და ოთახიდან გავიდა. ლილიანი შეხტა და კარისკენ გაიხედა
- რა? ჯიმინი იყო?
- მალე მოვალ- გოგო ნელა მოიშორა და კარისაკენ წავიდა. ელოდა გასვლისას სახეში მუშტს . გაუხვია თუ არა ჯიმინის გამწარებულ მზერას წააწყდა. ახლო არ მისულა. შორიდან აკვირდებოდა მის მოძრაობას. ჯიმინი მივიდა ბიჭთან და წინ დაუდგა. ალბათ ასე ერთი წუთი ბიჭის გაფართოებლ თვალებს უცქერდა. შემდეგ თმა უკან გადაიყარა და მოუტრიალდა
- ის კოსტუმი გუშინ რომ მოგეცი დამიბრუნე
- ა- ახლავე - ბიჭი სტუდიაში შევიდა და უკან კოსტუმით ხელში გამოვიდა. ჯიმინმა უხეშად გამოართვა ტანსაცმელი და მკაცრი ტონით დააყოლა
- დაიმახსოვრე!! შენ მხოლოდ მისი მეწყვილე ხარ!!- მიტრიალდა და წავიდა. ქუქს გაეღიმა. მიხვდა რომ ქუქი მწარედ ეჭვიანობდა....

*********

ჯიმინი ვისკის ჭიქაში მესამეჯერ ამატებს ორ ყინულს და სითხეს ამატებს. ბარის მხრიდან გაჰყურებს ოთახს და ერთ წერტილს აშტერდება. ყინული დნება და ვისკის ერევა. ჯიმინმა შეხედა ჭიქას და წყალნარევი სითხე სწრაფად გადაუშვა ორგანიზმში. თვალები მაგრა დახუჭა და ვისკი დაამატა. მაგიდაზე დაღვრილს აღარ მიაქცია ყურადღება და ოთახი გადაჭრა. ჭიქას ხელი მაგრა მოუჭირა. ჯონკუკის ყოველი მოძრაობა და შეხება გაიხსენა და კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. თითები ზეწოლისგან გაუთეთრდა. ჭიქა მოისროლა და კედელს მიახეთქა. ბოლო ხმაზე იღრიალა . ხელი სახელურს ჩაარტყა და იქვე დატოვა
- რატომ- იკითხა ხმადაბლა და ფანჯარას თვალი არ მოაცილა. კარებზე კაკუნი გაისმა. ჯიმინმა კარისკენ გაიხედა და ისევ ფანჯარას შეხედა
კაკუნი არ შეწყდა. უფრო მეტი ბრაგუნი ისმოდა კარზე. ბიჭი წამოიწია და ნელა წავიდა კარისკენ. გამოაღო და ყურებამდე გაკრეჭილ სანჰას შეეფერთხა
- საყვარელო- თავი გვერდით გადაწია- დალიე? მთვრალი ხარ?- ხელი მხარზე გაუსვა და მკერდზე ჩამოასრიალა. ჯიმინმა უხეშად შეხედა გოგოს ხელს და მოიშორა. სანჰას ეწყინა. სახლში დაუკითხავად შეაჭრა და ბარზე ცელოფნები დაალაგა
- საჭმელი მოგიტანე საყვარელო. მე გავაკეთე - კონტეინერი ამოიღო და გახსნა - მიირთვი- გამოვიდა და საძინებლისკენ გააჭრა. ჯიმინი კონტეინერთან მივიდა და ერთი ხელის მოსმით ნაგავში მოიქნია. სანჰა ორი პერანგით ხელში გამოვიდა ოთახიდან და ჯიმინის წინ დადგა
- საყვარელო რა გჭირს?
- მგონი ზედმეტი მოგდის ″საყვარელო″- ბოლო სიტყვა გამოკვეთა ჯიმინმა და სანჰას ხელი ჩაავლო მკლავში. სახლიდან გაათრია
- გ-გამიშვი- სწრაფად მიყვებოდა სანჰა - მტკი-ვა - ხელს უყურებდა.
- მეორეჯერ აქ აღარ მოეთრე - დერეფნის ბოლოს დაცვასთან მიათრია - ეს ვინ შემოუშვა??!- წინ ერთი კაცი გამოვიდა- მეორეჯერ ოთახში არავინ არ ამოუშვათ დაუკითხავად!!- ტონს აუწია და გოგო წინ წააგდო- მითუმეტეს ეს- უკან აწითლებული გამოტრიალდა და კარები მწარედ მიაჯახუნა.

მთელი ღამე თავის ტკივილმა არ დააძინა. დილისკენ რომ დაეძინა მაღვიძარამ მალევე დარეკა და ადგომა მოუწია. ცემინებას მოყვა და ტანში მტვრევა დაუწყო.
-ჯანდაბა გავცივდი- თავი გააქნია და გაახსენდა როგორ აათრია ლილიანმა თავის ოთახში ჯიმინი და წვნიანი მოუმზადა. ხელი შუბლზე მიიდო და ჩაცმა დაიწყო.
სხვა ჟიურის წევრებთამ ერთად ჯიმინი ზუსტად 10 ზე უკვე შენობაში იყო და ძლივს იყურებოდა აქეთ იქით.
- კარგად ხარ პაკ?- კითხა ანჯელამ მას
- კარგად ვარ
- არ გაქვს ფერი - შეწუხდა
- კარგად ვარ ნუნა- უთხრა და გაუღიმა . შემდეგ თავის კაბინეტში გაბრუნდა და ცოტა ხანს სავარაძელში დასასვენებლად ჩაჯდა

- რა სჭირს - ლილიანი ანჯელასთან მივიდა და ჯიმინის ამბავი იკითხა.

- მგონი სიცხე აქვს - თქვა თავის ქნევით. ძალიან წითელი ლოყები ჰქონდა.- ლილიანს ის საღამო გაახსენდა და წამოწითლდა. სასადილოში გავიდა და სიცარიელით ისარგებლა...

ჯიმინმა ფეხები მაგიდას შემოაწყო და თავი უკან გადააგდო. თვალები მაგრად ჰქონდა დახუჭული და  ცდილობდა კარგად გამხდარიყო. ვიბრაციაზე დაყენებული ტელეფონი მაგიდაზე ზუოდა

- მოკეტე შენი - ფეხი კრა და მაგიდიდან გადააგდო.  კარები გაიღო და ოთახში კონტეინერითხელში უცხო ბიჭი შემოვიდა. ჯიმინმა მას გამწარებული მზერა ესროლა თუმცა ბიჭმა წყნარად მოათავსა კონტეინერი და გვერდით ბარათში ჩადებული კოვზი მიუდო.  ჯიმინი გაკვირვებული უყურებდა გაკეცილ ფურცელს და ბიჭის გასვლის შემდეგ ხელებში მოითავსა. კოვზი გამოაძრო და კითხვა დაიწყო

" თავს უნდა მოუარი ხოლმე. ყოველთვის არ გეყოლება გვერდით ადამიანი რომელიც ოთახში აგათრევს და მოგივლის 

                                                              XXXXXXX"

ჯიმინმა კონტეინერი გახსნა და ნაცნობი სურნელი იგრძნო.

ნახევარი წელი გავიდა

დამპალი ნახევარი წელი

საყვარელი ადამიანის გარეშე გატარებული ნახევარი წელი

უაზროდ გატარებული ნახევარი წელი

წვნიანი კვლავინდებურად უნაკლოდ გამოიყურებოდა. მადისამღვძრელი სუნი ჯიმინს აბრუებდა. კოცნა გაახსენდა და წვნიანს ჩააშტერდა. რატომ ზრუნავს მასზე ახლა ლილიანი? მას ხომ არც კი ყვარებია ბიჭი? 

კოვზი აიღო და ნეტარებით დაიწყო ჭამა. თვალები მაინც ეწვოდა თუმცა ჭამით გართულს ეს უკანასკნელი აღარ ახსოვდა. ჭამა მალევე დაასრულა და მიეყრდნო სავარძეს. აშკარად კარგად გრძნობდა თავს. გაეღიმა წერილის თავიდან დანახვისას და წამოდგა.

************

ანიოხასეო ხალხო😁😁 ბოდიშით ახალი თავი აქამდე რომ ვერ ავტვირთე. ძალიან ახლობელი ადამიანი გარდამეცვალა და ამიტომ ვერ დავწერე. დღეიდან ისევ ვეცდები აქტიურობას. ვოუთებს და კომენტარებს ველი. სენკ იუ ყველას 💛💛💛💛💛

~ MOSQUITO~😁😁😁💛💛

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro