Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

XXIX

- ახალი გეგმა და განრიგი - ფურცლები  მოიტანა ჯონკუკმა და დარბაზის წინ ის და ლილიანი აიტუზნენ - მოკლედ.. მარტივი ცეკვები არაა.. მაგრამ ძალიან ლამაზი ცეკვებია... ბოლო ტურში ორ ცეკვას ვასრულებთ . ერთი რასაც დაგვიდგენენ და მეორე იღბალზე ამოვა. ჟიურის წევრების ცეკვებიდან. 

- ჯიმინისიც იქნება?- ჭყიტა თვალები ლილიანმა

- კი ჯიმინისიც- გაეცინა ჯონკუკს და ფურცლები სიგრძეზე მოკეცა - ასე რომ ქალბატონო ორი ტური დარჩა. თუ გამარჯვება გინდა უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ

- მეტი რაღაააა- ამოიხვნეშა გოგომ

- უფრო ადრე უნდა მოვიდეთ და ჩვენით ვიმუშაოთ..

- ჯანდაბა რაა

- გამარჯვება უნდა და ვარჯიში არა.. რა წესია

- გავწყდები წელში..

- მე იცი რამდენს ვვარჯიშობდი? სულ 5 სააათი მეძინა ხოლმე

- თავს ვვერ მოვიკლავ ბოდიში- ჯონკუკს ფეხის ხმა მოესმა. მალე ჯიმინი დაინახა რომელმაც შემოუხვია დერეფანში. ბიჭმა დაკეცილი ფურცელი ლილიანს მიადო ტუჩებზე და ზემოდან თავის ტუჩები მიაწება. ლილიანი გაფართოებული თვალებით უყურებდა ქუქს. ბიჭი თვალებით ანიშნებდა რომ არაფერი გაეკეთებინა.გოგოს ხელი წელზე შეუცურა და ახლოს მისწია, თან კი ჯიმინს აკვირდებოდა რომელიც გამწარებული უყურებდა ბიჭს. ჯიმინმა მუშტი შეკრა და დერეფნიდან ისევ გაუხვია. ჯონკუკი გოგოს მოშორდა

- ჯანდაბა რას აკეთებ - ფურცელი მოიშორა ლილემ

- ახ ჯიმინმა გამოუხვია და 

- მერე რააა..

- რა და ის რომ ეჭვიანობს... და საერთოდ სად გაქვს თვალები... ვერ ხედავ რომ უყვარხარ?- გაღიზიანდა ჯონკუკი და გოგოს გვერდი აუარა. შემდეგ კი ფურცლებიანად სადღაც გაუჩინარდა. გოგო ცოტა ხანს  გაშტერებული უყურებდა კედელს , შემდეგ კი ჯონკუკის მოსაძებნად წავიდა. გზაში  ანჯელა შეხვდა

- გამარჯობა საყვარელო როგორ ხარ - გაიღიმა და თმაზე მოეფერა

- კარგად მადლობა თქვენ?

- კარგად. ისა რა უნდა მეთქვა.. შენი ნომერი ჩამაწერინე თუ შეგიძლია- უთხრა თავაზიანად ანჯელამ

- კი როგორ არა- გაუღიმა და ნომერი უკარნახა

- ძალიან კარგი - ტელეფონში ნომერი შეინახა გოგომ და გვერდი აუარა- წარმატებები 

-მადლობა- მხრები აიჩეჩა გოგომ- დღეს ყველა უცნაურად იქცევა- გაიბურტყუნა და თავი გაიქნია. გზა გააგრძელა მაგრამ ქუქი იმ სართულზე ვეღარ იპოვა, გადაწყვიტა სახლში წასულიყო და კარგად დაესვენა. დასაძინებლად დაწვა და ის ვიდეო ჩართო სადაც ის და ჯიმინი ცეკვავენ

- ჰაჰ.. 25 მილიონი ნახვა- მეორე მხარეს გადატრიალდა- 1 მილიონი ლაიქი- ჩაიფრუტუნა და ვიდეოს აუბრუნდა. თან ქუქის სიტყვები უტრიალებდა თავში

- "ვერ ხედავ რომ უყვარხარ"

- ხო როგორ არა რო ვუყვარდი ასე ჩუმად იმიტომ წამოვიდა ამერიკაში- ტელეფონი ზურგს უკან ჩაიგდო და  ძილს მიეცა.

***********************

- აი მისი ნომერი - გაიცინა გოგომ

- ძალიან მაგარია- გაეღიმა ბიჭსაც- ჩაკა - ხელი აიშვირა და გოგომაც თავის ხელი მაგრად ჩაკრა- გეგმა ნომერი პირველი შესრულებულია... გეგმა ნომერი ორი....

************************

- ჯანდაბა... ჯანდაბა ჯანდაბა- ლილიანი ტელეფონის ზრიალმა გააღვიძა რომელიც წელზე უღუტუნებდა. საათს დახედა. ღამის ორი საათი იყო

- აიგოოოო- თმა გაისწორა და უცხო ნომერი ხმამაღლა წაიკითა- ჯანდაბა ვინააა- უპასუხა და ყურთან მიიტანა

- ალო საყვარელო - გაისმა ტელეფონში აღელვებული ანჯელას ხმა

- რა.. რა მოხდა

- ბოდიში ასე გვიან რომ გაწუხებ მაგრამ...ქუქს ძალიან მაღალი სიცხე აქვს... შენი ნომერი არ იცოდა... მე დამირეკა მოდიო. მე კი ძალიიანნ შორს ვარ. გთხოვ სანამ მოვალ ქუქთან მიდი

- კიკი რა პრობლემაა მისამართი მითხარი - წამოხტა გოგო და თმის სწორებას მოყვა. გოგომ მისამართი უკარნახა და ყურმილი დაკიდა...- ჯანდაბა ქუქ - სასწრაფოდ ქუქის ნომრის ძებნა დაიწყო რომელიც არც კი ჩაუწერია. სხვა მაისური გადაიცვა და სასწრაფოდ სახლიდან გავარდა. 

- ააახ- გავარდა თუარა სასტუმროდან მმაშინ მიხვდა რომ თავსხმა წვიმა იყო.ტაქსის დევნა დაიწყო თუმცა ვერც ერთი ვერ დაიჭირა. ცენტრალური ქუჩისკენ სირბილი დაიწყო და მიხვდა რომ მისი თეთრი ბოტასები ამ ღამის შემდეგ გადასაყრელი იქნებოდა. რამდენიმე ღრმა გუბეშიც გააჭყაპუნა და შარვალი დაისველა. საბოლოოდ სრულიად სველმა ძლივს გააჩერა ტაქსი და სასწრაფოდ მმისამართი უკარნახა. მანქანაში ტანსაცმლის წურვას მოყვა და თან თმას ისწორებდა. 

- ქალბატონო აქედან უნდა წახვიდეთ- გააჩერა სასტუმროს მოშორებით- მეტი შიგნით ვეღარ შევალ - გოგომ ფული ჰაერში აუყარა და მანქანიდან გადახტა. სანამ შენობამდე მივიდა ისევ საგრძნობლად დასველდა. სასწრაფოდ შევარდა შიგნით. კაცებს რომელიც  ლიფტთან დაყუდებულიყვნენ სწრაფად ჩაუქროლა და დერეფნის ბოლოში გავარდა. თან სველ ნაკვალევს ტოვებდა გზად

-ასმეერთე ოთახი... ასმეერთე ოთახი - იმეორებდა თან. როგორც კი ასმეერთე ოთახის კარები დაინახა მივარდა და ბრახუნი დაიწყო  ბოლო ხმაზე.მალე გაიგო ნაჭრის ჩუსტების ფრატუნის ხმა და კარი თმა აბურძგნულმა. თეთრ ხალათში შემოსილმაა ჯიმინმა გაუღო 

- ლილიააან?- სახე მომანჭა და სულ მთლად დასველებულ გოგოს მიაჩერდა

- ჯიმინ? 

***********************************

ვიციიიი მეც მიყვახართ ^^ აბა ინტრიგა ისევ და ისევ .. რამე ახალია? არა :3 იაქტიურეთ რა :/ თორე მგონია ბოლო დონის სისულელეებს ვწერ ხოლმე........... მადლობა 10000 ნახვისთვის საუკეთესოები ხართ <3 ვოუთები და კომენტარები არ დავივიწყოთ <3

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro