Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

XXIII

გთხოვთ ბოლო მინაწერი წაიკითხოთ <3

ლილიანს გააჟრჟოლა . ყველაზე ნაკლებად ახლა ჯიმინთან ლაპარაკი უნდოდა. მოტრიალდა და ჯონკუკს გამოსდო ხელი .
- გისმენთ პაკ ჯიმინ- ძალდატანებით გაუღიმა . ჯიბეში ხელებჩაწყობილი ჯიმინი მათთან მოვიდა და დამპლურად გაუღიმა. გოგომ ქუქს მკლავზე ხელი მოუჭირა
- ისევ შევხვდით- სათვალე მოიხსნა ბიჭმა - გამიკვირდა ამერიკაში რომ გნახე
- ჰო მეც ძალიან მიკვირს.. - შეშინებული თვალებით უყურებდა ლილე ბიჭს
- სცენის მერე გამხდარი მეჩვენები... ეტყობა ნერვიულობამ გიქნა.. ჯობია კიდევ ბევრი ინერვიულო. წარმატებები - უთხრა და გამოტრიალდა. გოგოს თვალები აუწყლიანდა. ბიჭმა კი სათვალე გაიკეთა,და მანქანაში ჩაჯდა
- ამმ.. ლილიან- ქუქმა თავის მკლავზე მოჭერილ გოგოს ხელს ხელი დაადო- მტკივა
- ამ... ქუქ.. უი ბოდიში- ხელი მოუშვა და სახეზე ხელები აიფარა
- წამო წავიდეთ და თან მომიყევი რა ხდება- ხელები მხრებზე მოკიდა და შეატრიალა
- სულ სიმსუქნეზე უნდა მელაპარაკოს- ბუზღუნებდა გოგო
- რაზე?
- ჯანდაბა ისევ ისეთი დამპალიაა - თავს იქნევდა
- ლილიან რა ხდება- გოგო წინ წავიდა.. - ცოტა ხანი მადროვე და მოგიყვები- უთხრა მას- გემრიელი ლუდის დალევა სად შეილება? იქ წავიდეთ - ქუქს გაეღიმა. მალე ორივე თითქმის ქალაქის შუა გულში იყვნენ და ახალ ნაყიდ ლუდს წრუპავდნენ
- ის ძალიან ახლობელია შენთვის?
- ვინ ის - ჩიფსი გაახრატუნა
- ჯიმინი
- რატომ მეკითხები?
- რომ გიყურებდა ვაკვირდებოდი.. თვალები უცნაურად ენთო... თითქოს თვალებით გჭამდა
- აჰ ჯერ მოგიყვები - მოიყუდა ლუდი - მოკლედ.. ჯიმინი სეულში ყოფნის პერიოდში მასწავლებელი იყო ცეკვის. მეც მისი მოსწავლე ვიყავი. როგორც კიდევ შევედი იმის შემდეგ წონაზე მაღადავებს. მაწვალებს და შეურაცხყოფას მაყენებს... მერე ისე მოხდა რომ გული წაუვიდა და ოთახში ავათრიე... ჰო და მაშინ პირველად მაკოცა.. უი ჰო მანამდე ერთად ვიცეკვეთ... მადლიერი იყო ... თითქმის ჩემი წყალობით წამოვიდა ამერიკაში... ბოლო დღეს კარგად გავერთეთ.. თუმცა როგორც მეგობარი ისე წავიდა...
- ანუ გიყვარს
- აანუ... ჰო.. ისევ... მაგრამ ნელნელა გადავიყვარებ..ეგ არაფერი
- არასწორად ფიქრობ ლილიან. მგონი სიყვარულისთვის ღირს ბრძოლა
- მგონია არა
- მაგრამ ამჟამად იმისთვის უფრო ღირს ბრძოლა რომ ხვალ საღამოსთვის კარგი კაბა იყიდო რომ ბატონ ჯიმინს თავი მოაწონო
- ხვალ რა ხდება?- ხველა აუტყდა ლილეს
- ამერიკელებს უყვართ წვეულებები.. ყოველ უმნიშვნელო მიზეზზე წვეულებებს და საღამოებს მართავენ. მოკლედ ამ წვეულებას იმიტომ აწყობენ რომ მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ერთმანეთი გაიცნონ.. მონაწილეებმა და ჟიურიმ ერთმანეთი ...
- ოჰ ჯანდაბა - ბოთლი დაცალა
- დაღამდა- აქეთ იქით იყურებოდა ჯონკუკი
- ჰო. მაგრამ მაინც ლამაზია- ცას ააშტერდა.ლუდისგან
თვალები აწყლიანებული ჰქონდა .
- რატომ უყურებ ვარსკვლავებს?- გოგოს უყურებდა
- ვარსკვლავები... - თავი გვერდით გადახარა- როცა მათ ვუყურებ  ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანი მახსენდება.- ბიჭი დასევდიანდა და ვარსკვლავებს ახედა. - ლილიან წამოდი წაგიყვან სახლში. გვიანია- წამოაყენა- ხვალ დაგირეკავ დილით რეპეტიცია გვეწყება კარგი- გოგო უბრალოდ უქნევდა თავს და მიყვებოდა. ბიჭმა სასტუმროში ძლივს აიყვანა რადგან ეძინებოდა და საწოლში ჩააწვინა.
- გამოიძინე და დაგირეკავ- თმა გაუსწორა და ოთახიდან გამოვიდა. ლილიანს მკვდარივით დაეძინა

***********

შუა დღეს ლილიანი ტელეფონის ზარმა წამოახტუნა.

- გ-გისმენ- თქვა ძლივს

- ჯონკუკი ვარ. შენ კარებთან ვდგავარ და შემოვალ კარგი?- გოგომ კარისკენ გაიხედა. 

- შემოდი ოღონდ არ შეგეშინდეს

- რისი?- შემოაღო კარები და საწოლთან მოვიდა- ოოუუ- უკან გაიწია
- ჰო ვთქვი . უბრალოდ ტუშია- თვალების ქვეშ თითები ამოისვა
- მალე უნდა ადგე . რეპეტიციები არ იცდის

- ჰო ჰო - წამოდგა და სააბაზანოში გავიდა

- რამეს მოგიმზადებ- სამზარეულოში გავიდა და სენდვიჩის კეთებას შეუდგა. ლილიანმა საუზმის შემდეგ ბარგი ამოყარა და სასწრაფოდ ჩაიცვა სპორტული ტანსაცმელი. ჯონკუკმა საწოლი გაასწორა და მალევე გავიდნენ სახლიდან

- შენ არ გშიოდა? 

-  დილით ავედი 5 ზე. ვივარჯიშე, ვიბანავე და ვჭამე, თან შენთან მოვედი ასე რომ არა - გაუღიმა და ტაქსიდან გადავიდნენ

- ხო გავიმარჯვებთ?

- კი კი ლილიან ნუ ღელლავ

- და გამარჯვებულს რას ჩუქნიან?

- შენ ბინას და მე მანქანას. ასევე 1 თვიან დასვენებას ჰავაიზე . დანარჩენი არ ვიცი

- რა მაგარიაა - ხტუნვა დაიწყო - ამერიკაში სსახლი მექნება

- ხო ახლა შედი - სტუდიაში შეაგდო და შეყვა

- აქ რამდენი ვარ - აქეთ იქით მიმოიხედა გოგომ

- ერთი ხარ ერთი სულელო- თმები აუჩეჩა და მასწავლებელი გააცნო

*************************

- ერთ საათში მოგაკითხავ და მზად იყავი კარგი?

- კარგი - გაუცინა და სასტუმროში შევიდა. ოთახში სარკეზე მიკრული წებოვანი ქაღალდი დაინახა : " კაბა კარადაშია იმედია მოგერგება " . ლილიანმა კარი გამოაღო და მუქი კანისფერი კაბა გამოიღო 

-რა ნაზია- ხელი ჩაუსვა და ტანზე მიიტოლა . შემდეგ კი გადაიცვა.- ამას რო კეტები არ უხდება?- დაიჯღანა  კარადის ქვედა უჯრაში ჩაიხედა. მაღალქუსლიანები იდო

- ზედმეტად წვრილი ხომ არარის- ქუსლს მოუჭირა ხელი- ჯანდაბა - ამოიცვა და სარკის წინ დადგა . ასე ქალურად ჯერ არ ცმია. თმა დაივარცხნა და ოთახში დაიწყო წინ და უკან სიარული. ორჯერ ლამის კოჭი მოიტეხა რომ არა კედელი.

-წავედით?- გაუღიმა ჯონკუკმა კარებიდან - კარგად გამოიყურები

- ჰო ჩემი დაჭერა მოგიწევს - ხელი გამოსდო და კიბეებზე ძლივს ჩავიდნენ. ყურსასმენები ჩანთაში დააბინავა 

-ძლივს დავდივარ ამეებით

- აქ ასეთ საღამოებზე ასე იცმევენ ვერაფერს იზამ

- და შენ რატომ გაცვია დახეული ჯინსები და კეტები

- იმიტომ რომ ბიჭი ვარ - გაიცინა

- მეც მინდა ბიჭობა - თავი გააქნია. ჯონკუკი კარებში შეუძღვა და პატარა დარბაზში შევიდნენ. ნახევრად ბნელოდა და ნელი მუსიკა ძლივს გასაგონად ისმოდა. 

- ჯანდაბა. ყველას ასეთი მოკლე კაბები რატომ აცვია - თავს იქნევდა გოგო

- დაიკიდე - მაგიდასთან მიიყვანა და იქ დადგნენ. გოგომ დარბაზის თვალიერება დაიწყო და მალე ობიექტს მიაგნო. სანჰასთან ერთად ჯიმინი ვიღაც კაცს ელაპარაკებოდა და მსუბუქად იცინოდა. ხელში შამპანიურის ჭიქა ეჭირა ნახევრად სავსე

- როგორ არ უხდებიან- თავი გააქნია გოგომ

- ჯიმინი და ის გოგო?

- ხო- თავი დააქნიაა. გოგომ დიდხანს უყურა მათ სანამ მისი და ჯიმინის მზერა ერთმანეთს არ შეხვდა.გოგომ გამოიხედა და მოტრიალა. აღარ უნდოდა მმეტი გულის ტკენა. ნახევარი საათი დგომის შემდეგ ჯონკუკმა ბოდიშის მოხდით დატოვა გოგო და მეგობრებს შეუერთდა. ლილიანმა მალე შემოსასვლელი კარიდან გააჭრა და ზემოთ კიბეებს აუყვა. ქუსლიანი გაიხადა და სახურავზე ავიდა. მოაჯირები გამჭირვალე ჰქონდა. სიო მკაცრად უბერავდა  . ბნელოდა. მარჯვნივ წავიდა და ამოწეულზე ჩამოჯდა. ტელეფონი და ყურსასმენები ამოიღო და მუსიკის მოსმენა დაიწყო. თან თვალები დახუჭული ჰქონდა.მისკენ ჯიმინმა გამოიხედა რომელიც კარგა ხნის წინ უნდა ამოსულიყო სახურავზე და ზემოდან მოძრავ მანქანებს აკვირდებოდა. შემოტრიალდა და გოგოს თითქმის მოტიტვლებულ ზურგს დაუწყო ცქერა. მისკენ წამოვიდა თუმცა გადაიფიქრა. დარბაზში დაბრუნდა და კარებთან ჯონკუკი გააჩერა

- შენ მეწყვილეს ახედე. სახურავზეა სცივა.

- მე არ მაქვს ქურთუკი თან - დატრიალდა ჯონკუკი და ტანზე მოიკიდა ხელები. ჯიმინმა თავი გააქნია. კოსტუმი გაიხადა და ჯონკუკს მიაჩეჩა. თვითონ კი ხალხს შეერია..

!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

დიდი თავი იყო ესეც ასე თუ ისე. ახლა ერთი რაღაც მინდა ვთქვა. ერთ წელზე მეტია ვათპედი მაქ და არასოდეს არავისთვის არც სახელი, არც ფიკის იდეა, არც სათაური, ფოტო... არაფერი არ მომიპარია. რაც შევქმენი ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და მგონი ეტყობა კიდეც რომ განსხვავებული შინაარსის ფიკებს ვწერ. დაახლოებით 2-3 თვის წინ ვნახე რომ ჩემი "ნიკი" YoongisSwagGirl აღებულ იქნა ერთი ადამიანის მიერ. საერთოს ეს "ნიკი" ჩემი მოფიქრებულია. არსაიდან არაა აღებული და გადაწერილი და იმიტომ მიყვარდა რომ არავის ეწერა ვათპედზე (შევამოწმე) . ამ შემთხვევას არ მივაქციე ყურადღება და ეხლა რამდენიმე დღის წინ ვნახე აღებული ჰქონდა მეორე ადამიანს თავის შუა სიტყვაში გადიდებული ასოებით რომელსაც მე წერისას სულ ვხმარობ. მინდა გითხრათ რომ უმსგავსო საქციელია ეს . ძაღლად არ ჩამაგდო ვიღაცამ რომ ჩემთვის ეთხოვა მაინც რომ წაიღებდა ნიკს. :) მგონი ძალიან საწყენია არა შენ ნამუშევარს რომ იპარავენ ? შეილება ვიღაცაას გაეცინოს მაგრამ საავტორო უფლებების დარღვევა გამოდის ერთგვარი :) ამიტომ აღარ დავინახო ვინმემ დაუკითხავათ რამე აიღოს. თუ რამე მომწერეთ არ ვიკბინები და არც ის მაშინებს რომ მკითხველს დავკარგავ ამ " აბსურდის " გამო . თუ იტყვით იქნება თვითონ მოიფიქრა შენნაირადო გამაცანით ჩემნაირად მოაზროვნე ტყუპი მყოლია და არ ვიცოდი ;) მადლობა ჩემ მკითხველს რომ კითხულობთ ამ ფიკს <3 მადლობა ყველას <3 

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro