XXI
ნახევარი წლის შემდეგ ......
ლილიანი ხუთშაბათს ჰოსოკთან იყო დაბარებული . თმა კუდად შეიკრა და სტუდიაში შეაბიჯა.
-გამარჯობა -გაუღიმა ჰოსოკმა
- გამარჯობა. თავს როგორ გრძნობ?- გაეღიმა
-მშვენივრად. შენ როგორ ხარ?- კითხა და ჩანთა გამოართვა
- რა ვიცი. ჰიუნამ ამაგლიჯა თმა . რაღაც ბიგუტი ჩამახვია და მოსაჭრელი გაუხდა ჰოსოკმა სიცილი დაიწყო
-როგორაა?
- რა უჭირს? საღამოს ჰოსოკი უნდა ვნახოო თმას იხვევს. ოღონდ არ უთხრა რომ გითხარი-გიცინა და იდუმალ კარს მოკრა თვალი. შემდეგ დაღონდა
- რა გჭირს?- იკითხა ჰოსოკმა
-უმმ არაფერი- გაიღიმა გოგომ- ისე.. ჯიმინისგან არაფერი ისმის?- თითებბი გაატკაცუნა.
- რაც წავიდა მეორეჯერ მკითხე... სამი ღეა არ მოუწერია. როგორც ვიცი რაღაც პროექტისთვის ემზადებოდა. იმიჯი შევიცვალეო მითხრა და მეც ძალიან მაინტერესებს - მხრები აიჩეჩა. - კარგი შევუდგეთ საქმეს- ცეკვა დაიწყეს. ათ წუთში კარებზე კაკუნი გაიგეს. გოგო გაჩერდა და კარისკენ მიტრიალდა. კარებში მაღალი და ჯანიანი ტიპი იდგა. ალბათ ასე 40 წლის.
-შეიძლება?- სათვალე მოიხსნა და ოთახში შემოვიდა
-მობრძანდით-უთხრა ჰოსოკმა და გოგოს წინ დაუდა. ცოტა ისეთი ტიპი იყო რომ არ გესიამოვნება მისი ნახვა . - გისმენთ რისთვის მობრძანდით
- მე კიმ ლილიანთან მოვედი - გაიღიმა
- დიახ გისმენთ
-მე სემი ვარ და ერთი შემოთავაზება მაქვს მასთან- გოგო წინ გამოვიდა და ჰოსოკს ამოუდგა მხარში- მოგეხსენებათ ამერიკაში ტარდება კონკურსი, სადაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მონაწილეობის მიღება. მე ვუყურე ლილიანის და ჯიმინის გამოსვლას და სიმართლე გითხრათ აღფრთოვანებული დავრჩი. მე თავად სტუდენტებს ვაფინანსებ და ხელს ვუწყობ განათლების მიიღებაში . ამჯერად თუ ლილიანი იქნება თანახმა შემიძლია მისი ამერიკაში წასვლა და მთლიანად ხარჯები დავფარო. ვფიქრობ გამარჯვების პოტენიალი დიდი აქვს- ლილიანი პირღია უსმენდა კაცს. ჰოსოკი კი იღიმოდა
-კი მაგრამ ინსტიტუტი?
-არდადეგებზე იწყება ეს კონკურსი და ვფიქრობ პრობლემა არ უნდა იყოს . მოდი ჩემ ნომერს დაგიტოვებთ და ხვალ საღამომდე მომწერეთ ან დამირეკეთ. ველი თქვენს ზარს - ბარათი დადო კაცმა სკამზე და გავიდა
- რაძააან მაგარია -გაუხარდა ჰოსოკს- აუცილებლად უნდა დასთანხმდე
-არ ვიცი..- თმის წვალებას მოყვა ლილიანი
- წამო ახლა ის რაღაც კონკურსი დავქექოთ- ხელი მაჯაში წაავლო და იდუმალი ოთახისკენ გააქანა. სიბნელეში ლეპტოპს შემოუსხდნენ და ძებნა დაიწყეს
- დასწყევლოს ღმერთმა პირდაპირ ნიუ-იორკშინ ლილეეე-გახარებული სქროლავდა ინფორმაციას- აუცილებლად უნდა წახვიდე .
- კი მაგრამ ჰიუნა?
- მასზე რატომ ღელავ. აქ არ ვარ? მე მივხედავ
- მართლა გგონია რომ შევძლებ?- შეხედა ბიჭს
- შეუძლებელი არაფერია ჯიმინის გოგოვ.
- მე არ ვარ ჯიმინის გოგო - ხელები გადაიჯვარედინა ლილემ
- მეშეგარქვი იმ ცეკვის შემდეგ - გაიცინა- აუცილებლად უნდა დასთანხმდე ამ შემოთავაზებას. როგორც კი შვებულებაში გამოვალ და ჰიუნაც ინსტიტუტს დაამთავრებს ორივენი შენს საგულშემატკივროდ წამოვალთ
-კარგი კარგი.. ახლავე დავურეკავ იმ კაცს
-ერთი პირობით გაგიშვებ იქ
-რა პირობით?- იკითხა ლილიანმა. ჰოსოკმა კი წარბები აათამაშა.
................
ლილიანი თავის აწ უკვე სპპონსორს დაუკავშირდა და დიდი მადლობების თანხლებით დასთანხმდა შემოთავაზებას. სახლში გახარებულმა მიირბინა და ჰიუნას ოთახში შევარდა. ყველაფერი მოუყვა და საწოლზე ხტუნვა დაიწყო
- რაა? მე და ჰოსოკი ამერიკაში წამოვალთ? რა მაგარიააააა - ყვირილი დაიწყო ჰიუნამ
- ძალიან დამპალი ხარ. მარტო ის გითხარი რო ჰოსოკი ამერიკაში წაგიყვანს?
- მე ეს გამიხარდა და - გაიცინა და ნასროლი სავარცხელი აირიდა.- წამოდი ბარგი ჩაალაგე. ერთ კვირაში ამერიკაში მიდიხარ- ხელზე მოქაჩა და მის ოთახში გათრია
- ფისოს შენ გიტოვებ- თქვა ლილიანმა
- ხოხო რა თქმა უნდა.- სიხარულით ტენიდა ბარგს ჩანთაში
დარჩენილი ერთი კვირის განმავლობაში ჰოსოკი ყოველ დღე ამეცადინებდა ლილიანს და ახალი ცეკვაც კი დაუდგა წარსადგენად.
- შენ ყველაფერს შეძლებ - ამგვარი შეძახილებით ამხნევებდა გოგოს და გამარჯვების იმედს უნერგავდა ტვინში
- შენ გაიმარჯვებ- უთხრა საბოლოოდ ჰოსოკმა აეროპორტში და ბარგი სკამზე შემოდო
- მე გავიმარჯვებ- გაიღიმა გოგომ და ჰოსოკს გადაეხვია- მადლობა ჰოსოკ-აჰ საუკეთესო მასწავლებელი ხარ - ბიჭმა გაიცინა
- ის შეასრულე რაც გთხოვე? გაცვია ნაჩუქარი მაისური
- აბარა - მოსასხამი გაიხსნა და დიდი ასოებით ამოტვიფრული" ჰოსოკის მოსწავლე" დაანახა
-მაგარიაა- ჩაეხუტა ჰიუნა- რო ჩახვალ მომწერე
- ვერ მოგწერ პირდაპირ კონკურსზე უნდა შევვარდე დებილივით- გაიცინა- არც ვიცი ამიყვანენ თუ არა
- აბა ეხლა -დაებღვირა ჰოსოკი- ეს გასწავლე მეე?- ამ დროს სემი მოვიდა მათთან- ლილიან წავედით -ბარგი აიღო
-ახლავე -ჰოსოკმა მოქაჩა და ჩაიხუტა. სიცილით ისე რომ ტუჩებზე არაფერი დატყობოდა გაფრთხილება დაუწყო
- ეს ზორბა კაცი არ მევასება. ფრთხილად იყავი მეგობარო - მხარზე ხელი დაკრა
- წარმატებბები ლილიან !!- დაუყვირა ჰიუნამ
მელე ლილიანი მყუდროდ მოწყობილ თვითმფრინავში იჯდა და მუსიკებს უსმენდა. ფანჯრის მხარეს იჯდა. გვერდით კი ზორბა კაცი ეჯდა რომელიც აქეთ-იქით იყურებოდა. გოგომ თვალები დახუჭა და ამერიკა წარმოიდგინა. ამერიკაზე კი ჯიმინი გაახსენდა. ეხ რამდენჯერ უფიქრია მასზე წასვლის შემდეგ. თუმცა ჯიმინისგან არაფერი იცოდა რადგან იმ საღამოს გაწყვიტეს ურთიერთობა. გოგო გულნატკენი იყო . ასე მარტივად როგორ დატოვა ჯიმინმა მაგრამ იქნებ ბიჭს არანაირი გრძნობები არ ჰქონია მისმიმართ და ეს უბრალოდ თამაში იყო?
ხელში ჯიმინის დატოვებული "ბრელოკი" მოიქცია და თვალები დახუჭა
- "ალბათ ახლა ის და სანჰა შეყვარებულები არიან. წარმატებული მოცეკვავეები. ბევრი ფანი ყავთ.... ნეტავ მეც მეყოლება ბევრი ფანი როცა სცენაზე გამოვალ? მართლა შევძლებ გამარჯვებას? ჯიმინი რომ ჩემ გვერდით იყოს.... " - გაწყვიტა ფიქრები და ახლა იმის გახსენებას მოყვა სცენაზე ცეკვისას როგორ ამხნევებდა და თითოეულ ნაბიჯს კარნახობდა ჯიმინი. დააჟრიალა იმ რაღაც რბილის და სველის გახსენებაზე რომელიც ლავიწზე მიედო და წამოჯა....
ფიქრებში გართულმა ვერც შეამჩნია როგორ ჩაეძინა.
სემის ხელი იგრძნო მხარზე
-ამერიკაში შემოვფრინდით ლილიან - შეაფხიზლა და ფანჯრიდან გაახედა.
-ამის დედაც -თქვა და ფანჯარას სახე მიადო.
თვითმფრინავი მალე დაეშვა
ბარგი აიღეს და აეროპორტიდან პირდაპირ საკონცერტო დარბაზისკენ გაექანნენ. გოგო ფაციფუცობდა
- რომ ვერ მიივასწროთ?
- მივასწრებთ- ამბობდა სათვალეებში და დიდ ქუდში გამოწყობილი სემი
- რომ არ მიმიღონ?
-მიგიღებენ
-რომ ვერ ვიცეკვო?
-იცეკვებ
-რომ არ გადამიყვანონნ შემდეგ ტურში?
- ყველელაფერი კარგად იქნება! - შესძახა და მანქანიდან გადახტა
- " ჯანდაბა უკვე მოვედით?" - ტუჩი ისეთი სიმწარით მოიკვნიტა რომ სისხლი წამოუვიდა
-მალეე - ვიღაც ამერიკელმმა ქერა გოგომ მაისურზე ნომერი მიაკრა და სცენისაკენ გააქანა. კონკურსანტი უკვე ამთავრებდა ცეკვას . შემდეგი ის იყო. დარბაზს გახედა
- ამის დედაც! - აღმოხდა გოგოს. მონაწილემ ცეკვა დაასრულა და ჟიური უნდა წამმომდგარიყო რადგან მონაწილეთა სიებში აღარავინ დარჩენილიყო. როცა წამყვანმა გამოაცხადა რომ კიდევ ერთი დაგვიანებული მონაწილე უნდა გამოსულიყო. ლილიანმა მაისური გაისწორა და ფეხების კანკალით სცენაზე გავიდა. მარჯვნიდან მარცხნივ თვალი გააყოლა ჟიურის და ბოლო წევრის დანახვაზე ყურები დაუგუბდა.
- ეს გოგო უკვე არ მომწონს. ზედმეტი წონა აქვს- თქვა ნაცნობმა ხმამ.. ლილეს
დაავიწყდა რომ მიკროფონი ეკეთა და ხმამაღლა აღმოხდა
- პაკ ჯიმიიინ???
************************************************
ოჰოჰოოოო ! ესეც მეორე ნაწილი ... აბა როგორ მოგეწონათ? დიდი თავი იყო ასე რომ ველი კომენტარებს და ვოუთებს. აწი ახალი თავები თქვენი აქტიურობის მიხედვით დაიდება მადლობა ყველას 5000+ ნახვისთვის საუკეთესოები ხართ . მიყვარხართთ !
💛💛💛💛💛
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro