Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

XX

ჯიმინმა ბარგი ჩაალაგა და ერთი ქილა ლუდი გახსნა. ტელეფონი ანთებული დატოვა ლილიანის ნომერზე და ყოველ წამს ელოდა პასუხს... ნებისმიერი სახის პასუხს... თუნდაც უარყოფითს ან შეურწმყოფელს... მოუსვენრად დაიარებოდა აქეთ-იქით . ერთი ქილა რომ დაცალა მოიქნია ნაგავში და ტელეფონი აიღო. მესიჯი მოსული არ იყო
- ჯანდაბაა- საწოლისკენ გაიქნია მობილური და თვითონ სააბაზანოში გავიდა. თმა შეისწორა და საათს დახედა. ტელეფონი აწკრიალდა. ჯიმინი სააბაზანოდან გამოვარდა და სასწრაფოდ აიღო ტელეფონი. სპონსორი რეკავდა
- ფუუუჰ!!!- მიაკურთხა და აიღო - გისმენთ
- ჰომარ დაგავიწყ...
- არააა... გამოვალ მალეეე - თქვა ჯიმინმა და ყურმილი დაკიდა. ისევ საწოლზე დააგდო. სააბაზანოში გავიდა ისევ და არარსებული წვერის გაპარსვას შეუდგა. ტელეფონი ისევ აწკრიალდა. ისევ გამეორდა ბრაგა-ბრუგი და ჯიმინი ტელეფონს ეცა. ჰოსოკი...
-ჯიმინ
- ჰოსოკ
- მოვალ და წავიდეთ აეროპორტში
- კარგი გელოდები- ტელეფონი საწოლს მიაბარა და წვერი ბოლომდე მოიპარსა. ჰოსოკი მალე მოვიდა მასთან და კარზე ბრახუნი დაიწყო
- მოვდივარ - კარები მალევე გააღო ჯიმინმა. ჰოსოკი სახლში შემოვიდა
- რა სახე გაქ? ნერვიულობ?
- არა
- აბა რა გჭირს
- უბრალოდ არაფერი
- ააა ვიცი მოგენატრები- გაიცინა ჰოსოკმა
- შენ თუ მომენატრე პრობლემა არ მექნება. იუთუბში მოვძებნი '' ცხენის ჭიხვინი'' და გვერდით მეყოლები
- გველოო - უპწკინა ხელზე
- წავედით- ტელეფონი აიღო ჯიმინმა და პირდაპირ ჯიბისკენ გააქანა. ჰოსოკის მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ აეროპორტში . 
- არ დამივიწყო
- 15 წელი ერთად ვიყავით...რა დავიწყებაზეა საქმე ჰიონ- ჩაეხუტა და ბეჭზე ხელი მიუტყაპუნა..- თითქმის ყოველ დღე დაგირეკავ
- კარგი იქნება- გაუღიმა
- ახლა წადი - მიაწვა ჯიმინი
- ხვალ მოსწავლეები მყავს დილიდან- ამოიქშინა ჰოსოკმა
- მისმინე ჰოსოკ... ლილიანს მოუარე და იზრუნე რომ კარგად ისწავლოს ცეკვა
- კარგი...ამაზე არ იდარდო- ჯიმინმა თმა უკან გადაიყარა
- რაღაცაზე ღელავ- შენიშნა უფროსმა
- არ ვღელავ არაფერზე - გაიღიმა ჯიმინმა
- ღელავ კი...გატყობ
- ჰოსოკ უბრალოდ წადი
- კარგი წავალ... ხვალ საღამოს ყველაფერს მომიყვები
- გპირდები
- მშვიდობით მეგობარო - ხელი დაუქნია ჰოსოკმა
- მშვიდობით ჰიონ- გაუღიმა და მოტრიალდა...
რკინის ცივ სკამზე მოთავსდა... განა ახლა ბედნიერი იყო? ტოვებდა მეგობარს რომელთამ ერთადავ 15 წელი გაატარა. ტოვებდა სახლს რომელშიც 5 წელიი იცხოვრა. ტოვებდა გოგოს რომელიც უცნაურად შეუყვარდა. ხელში მოქცრულ ბიჭის ''ბრელოკს'' შეხედა... მეორე ნაწილი აქ კორეაში იყო... ღამის პირველზე აეროპორტი ცარიელი იყო.... ან უბრალოდ ჯიმინს ეჩვენა ასე... ტელეფონი აინთო...
შეატყობინა რომ ლილიანისგან მესიჯი მოუვიდა.... თვალები მაგრად დახუჭა... არ იცოდა ეს პასუხი მას რას მოუტანდა. თუ გოგოსაც უყვარდა შეეძლო იქვე დაეყარა ბარგი და მასთან მისულიყო.... მესიჯი გახსნა და მწარედ გაეღიმა
- რას მოველოდი- ისტერიკული სიცილი აუტყდა და თმებში ხელი წარგო... მაგრად მოქაჩა და უკვე მძაფრად იგრძნო დაღლილობა... ყველაფერმა დაღალა... ტელეფონი გახსნა და საბოლოოდ წაიკითხა მისთვის ერთობ მნიშვნელოვანი წერილი:

'' ბოდიში მაგრამ მე არ მიყვარხარ. შეგიძლია უბრალოდ წახვიდე ამერიკაში და დამივიწყო.
                             ლ ი ლ ი ა ნ ი''

პირველი ნაწილის დასასრული!!!

თავს დამნაშავედ ვგრძნობ მართლა 😕😕😕 ბათ მთელი მეორე ნაწილი წინაა... იმედია არ მიწყენთ 💛💛💛💛💛 მიყვარხართ

     
  

             

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro