XVIII
- გავიგე სანჰა.. მის გვერდით შენს გარდა სხვა არავინ იქნება. ამის გარანტიას გაძლევ. ამის უფლებას თვითონ კონტრაქტი არ აძლევს.... მას უყვარს ცეკვა და გოგოს გამო არ დათმობს ასე ადვილად არაფერს
- ძალიან კარგი- კმაყოფილი სახე მიიღო გოგომ- ეს წყეული ხელი რაღა მაშინ მოვიტეხე!!
- კარგი არაუშავს კარგი. ჯიმინს თავი არ მოაბეზრო.. და ბევრს ნუ წუწუნებ ხოლმე- გააფრთხილა კაცმა და კაბინეტიდან გამოუშვა გოგო
ჯიმინი სახლისკენ წავიდა. თვალები ძალიან ეწვოდა. თან აციებდა. სახლში რომ შევიდა მაგიდაზე წერილი დახვდა
'' ჯიმინ! რომ დაბრუნდები სიცხე გაიზომე და მომწერე თუ გექნება. საჭმელი გავაკეთე და წამლები ვიყიდე. თავს მოუარე რომ ამერიკაში შეძლო ჯანმრთელად წასვლა
ლილიანი''
წერილი დაკეცა ისევ ბიჭმა და სარკესთან ააყუდა. შემდეგ კი საწოლში შეწვა და ტელეფონი აიღო
Lili Ann:როგორ ხარ?
Park Jimin:არ ვიცი. ასოებს ძლივს ვანსხვავებ
Lili Ann: დაიძინე კარგი?
Park Jimin: ჰო... ლილიან უარი მითხრეს შენს მეწყვილეობაზე
Lili Ann: არც მქონდა იმედი.. არაუშავს მაინც მადლობა
Park Jimin: ლილიან. მე რომ წავალ სამ დღეში.. ჰოსოკი გააგრძელებს შენს სწავლებას
Lili Ann:იყოს... არაა საჭირო
Park Jimin: არა...არის. არ მინდა რომ შეწყვიტო ცეკვა
Lili Ann: დიდი არაფერი... არაუშავს. დაიძინე ეხლა მალე
Park Jimin:მადლობა
ტელეფონი გათიშა ბიჭმა და დაიძინა. გოგო კი დავალების შესრულებას შეუდგა თუმცა ყურადღებას კატა უფანტავდა რომელიც ფეხზე ელაქუცებოდა.
- აიშ ამოდი- ხელები მოკიდა და კალთაში დაისვა- სულ მოფერას როგორ ითხოვ - სველ ცხვირზე თითი აუსვა. კატა პატრონის კალთაში გაინაბა
- რატომ გავხარ ჯიმინს?- თავზე მოეფერა- სამ დღეში ამერიკაში წავა... მერე კი სამუდამოდ დაგვავიწყდები - თავი გაიქნია და ამოიქშინა. კატა დაიჭირა და ცხვირზე ჯიმინის ინიციალები მიაწერა. კაბრაზებულმა კატამ დიდ ხანს ისვა თათი სახეზე
- ვერ მოიშორეეებ - ენა გამოუყო გოგომ და კალთიდან იფრიალა- ახლა მაცადე
*************
მეორე დღეს სპონსორმა იგი რეპეტიციაზე დაიბარა
- სიცხე მაქვს... ვერ ვიცეკვებ - უთხრა მოკლედ თუმცა კაცს არაფრის გაგონება არ უნდოდა. დააყენა გამოპრანჭული სანჰას წინ და მუსიკა ჩართო.. ჯიმინი უემოციო სახით ასრულებდა მოძრაობებს. ძნელი იყო ასე ცეკვა. სანჰას ხელი რომელიც ჯიმინის წელზე უნდა ყოფილიყო მიბჯენილი კისერზე ეკიდა. ტრიალის დროს ხელი გაეშვა და კედელს მიეყუდა ჯიმინი, სანჰა კი იატაკზე გაიშხლართა. (😈). ამან ჯიმინი უფრო გაამწარა. გოგოს უღრიალა და არც წამოაყენა. მერე სპონსორს მოახსენა რომ უნდა წასულიყო და პასუხის მიუღებლად დატოვა დარბაზი . თუმცა მთავარი რისთვისაც დაბარებული იყო ჯიმინი სანჰამ გააკეთა. მის ტელეფონში რაღაცები შეცვალა.....
ჯიმინი გამწარებული წამოვიდა სახლში. დაიღალა მარიონეტივით ყოფნით
- როცა უნდა გამომიშვებს, როცა უნდა მიბარებს... მე როგორ ვარ არ მეკითხება - მოისროლა ჭიქა და კედელს მიაფშვნა.- უნიჭო სანჰა... როდემდეეე!!!- წამალი გადაყლაპა და ტელევიზორს მიუჯდა
***********
- აპირებ რომ ამერიკაში გაუშვა?- იკითხა ჰიუნამ
- აბა რა ვქნა ჰიუნა.. მივიდე და ვუთხრა : ჯიმინ! თქვი უარი შენს ბავშვობის ოცნებაზე. იყავი კორეაში ჩემთან ერთად და ღმერთმა იცის დიდხანს გეყვარები თუარა!- შეუბღვირა- სულელი ხარ ჰიუნა!
-მაგრამ გიყვარს!
- მომწონს!
- და მისგარეშე არ გინდა აქ!
- ყველაფერი არ არის ჩვენ სურვილებზე დამოკიდებული. მთავარია რა უნდა საქმეს!!- ხელი ააქნია ლილემ
- საქმეს უნდა რომ ჯიმინი შენთან იყოს
- არ უნდა უჰ... შენ ნუ მასწავლი რა ვქნა!
- ჰო და იყავი ეგრე
- ვიქნები
- იყავი
- ვიქნები!აღარ ვიფიქრებ ჯიმინზე
- მაგას ვერ შეძლებ
- რატომ ვერა?- გაიკვირდა
- იმიტომ
- შემეშვი- გზის მეორე მხარეს გაუხვია გოგომ და მესენჯერი ჩართო . სახლში შევიდა
Lili Ann: სიცხე გაქვს?
Park Jimin: მგონი. ხვალ 5 საათზე სტუდიაში გელოდები
Lili Ann: თუ ცუდად იქნები არ წამოხვიდე რა
Park Jimin:მადლობა ლილიან
Lili Ann: ეგ ხვალ იყოს 😂 ტკბილი ძილი
გამოვიდა და საწოლზე დაჯდა.
- რა ვქნა გავაგრძელო ჰოსოკთან ცეკვა?- კატა აიყვანა და წინ დაისვა - რა უსარგებლო რამე ხარ - დაებღვირა და საჭმელი აჭამა.
*************
- გავაკეთე ყველაფერი ბიძია
- შეცვალე ყველაფერი სანჰა?
- კი! აწი ჯიმინი აუცილებლად წამოვა ამერიკაში - ეშმაკურად გაიცინა და სავარძელში მოკალათდა
~~~~~~~~~~~~~~~~~
ვიცი უინტერესო და პატარა თავი იყო მაგრამ შემდეგი ორი თავი ინტრიგნულია 😈😈😈😈😈 და პირველი ნაწილი დამთავრდება😌😌😌😌 მთლიანი ვეფხისტყაოსანი მაქ გასაშინაარსებელი და შეილება ხშირად ვერ ავტვირთო მაგრამ ორ დღეში ერთხელ ახალი თავი აიტვირთება... ვოუთებს/ კომებს ველი და მიყვარხარ ყველა 💛💛💛💛💛
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro