Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

VI


ლილიანი ისე გამოვარდა სტუდიიდან რომ არც გახსენებია ტელეფონი და ჩანთა. უკან მიბრუნება კი აღარ უნდოდა. გზის იქით ბარდიურზე დაჯდა. მალე დაინახა სტუდიის უკანა კარიდან როგორ გამოყო ვიღაცამ ხელი და მისი ჩანთა ასფალტზე მოისროლა. სახე აუწითლდა და სიბრაზე მოაწვა. როცა ჯიმინი მიუახლოვდა კინაღამ გული წაუვიდა.
- თავხედი ნაბიჭვარი - ილანძღებოდა. მალე მის ჩანთასთამ ვიღაც მაწანწალა ბავშვი მივიდა და ტელეფონი აიღო
- ეი ბავშვი ეგ ჩემია- წამოდგა და ტელეფონისკენ გაემართა. ბავშვმა წასვლა დააპირა როცა ლილიანმა მაისურით დაიჭირა
- ბავშვო საით?- ტელეფონი გამოგლიჯა. ბიჭი შეშინებული იყო
- ეგ შენია?
- კი ! რა იყო
- მაჩუქეეე - გაეღრიჯა
- არანაირად. გააფრინე? წადი
- აუუ კიი- არ მოეშვა
- გამანებეე თავიი - წამოდგა
- ტელეფონი მომეეე- ტირილი დაიწყო ბიჭმა
- არა თქო - ჩანთაში ხელი ჩაყო და 'პომადა' ამოიღო - აიღე. წაისვი მოგიხდება- მიაჩეჩა გასართობად და წამოვიდა. ბავშვი დააშტერა. ეგრევე ჰიუნასთან წავიდა. კარი ჩამოიღო ბრახუნით.
- ჰო რა იყოოო- მოისმა თუ არა კარისს იქიდან ბუზღუნი კარი გაიღო და ჰიუნა გაწეწილი თმებით დადგა ზღურბლზე
- შემომიშვებ?- კითხა ლილემ
- რა კითხვაა
- ნუ ჰიუნა კიარ ვარ ისე უკულტუროდ რომ შევაჭრა - დაეჯღანა და სახლში შევიდა. გოგოს ოთახისკენ წავიდა. იქ გაპარსული ძაღლი დახვდა რომელიც საწოლზე იყო მიბმული . გოგო გამოშტერდა
- ჰიუნა... საწყალ ძაღლს რა უქენი
- აუუ აბა ცვიოდა ბეწვი და საჭმელში მყვებოდა.
- შენი თმა სულ მერხის ქვეშ ყრია ხოლმე და უნდა გაგპარსო ანუუ?- ძაღლთან მივიდა - საწყალი ჰოლი - მოეფერა- სადისტი პატრონი გყავს. გაპუტულ ქათამს გავხარ - გაიცინა
- გაეზრდება არაუშავს - წამოწვა საწოლზე.
- რა იყო რა გჭირს - კითხა ლილიანმა ჰიუნას როცა შეატყო რომ მოწყენილი იყო
- ერთი ბიჭი მომეწონა - თქვა თუ არა ლილიანმა ბოლო ხმაზე სიცილი დაიწყო
- ამ თვეში მერამდენეა- ძაღლი აიყვანა
- მე7ეა... მარა რა იყო შენ. მე მართლა მთელი გულით მომწონს
- კაი კაი აღარ ვამბობ არაფერს- პირზე ხელი მიიჭირა
- დღეს ის ცეკვის კონცერტია საღამოს. მოემზადე გაიგე?
- კარგი ჰო კარგი. წავალ ვიბანავებ- წამოდგა ლილიანი ბურტყუნით. - დამირეკე - კარი მოიჯახუნა და წამოვიდა. არავინ არ უსმენდა. მითუმეტეს ჰიუნა. თვითონ კი სულ ტლიკინშია. გაბრაზებული შევარდა სახლში და ტელეფონში მუსიკები ააღრიალა. HANN ის ჯერი რომ მოვიდა გაახსენდა ჯიმინის საქციელი და გაწითლდა. დასაბანად შევარდა.და ყველაფრის დავიწყება ცადა თუმცა არ გამოუვიდა. შავი ჰუდი, შავი ჯინსი და კეტები ჩაიცვა. პირბადე აიღო და თავის კატას დაუწყო ფერება სანამ ჰიუნა დარეკავდა. 1 საათის მერე თავად დაურეკა
- კაი ჰო კაიკაი. 5 წუთი და მზად ვარ - თქვა და ტელეფონი გათიშა. სპაგეტის მომზადება დაიწყო რადგან ჰიუნას 5 წუთი = 45 წუთს. დაჯდა და ჭამა დაიწყო. სრულ საათზე ჰიუნამ დარეკა. ლილიანიც პირდაპირ დარბაზისკენ წავიდა. შესასვლელთან გამოპრანჭული ჰიუნა დახვდა. საშუალო სიგრძის კაბა და ქუსლებიანი ეცვა. თვითონ კეტებით და ჯინსით იყო მოსული
- არ გრცხვენია ლილიან რეებით მოხვედი. რამე ნორმალური კაბით მოსულიყავი- დაუწყო შუა ქუჩაში ღრიალი.
- რა გაღნავლებს გოგო მოკეტე - უჩქმიტა ლილემ- ყველამ გაიგო ვინ ვარ უკვე- მიანება თავი და შენობაში შეაჭრა. ბილეთები ჰიუნას ჰქონდა. წინ წავიდა და კართან მდგარი კაცის წინ დაერჭო.მალევე ჰიუნაც დაეწია და კაცს ბილეთები მიაწოდა.
- რა საყვარელი შვილი გყავთ ქალბატონო- მიმართა ჰიუნას და გოგო გათეთრდა. ლილიანი კი სიცილით ჩაიკეცა. ჰიუნამ მეგობარი დატოვა და დარბაზში შევარდა.
- მოვედი დედიკო- მალე მიუჯდა ლილე და სიცილი ვერ დამალა.
- ასე ძაან ვგავარ 80 წლის ბებეერს?- მთლიანად გაწითლებული იყო.
- კაი რა იყო - ხელი გაკრა და მოიბუზა. - გავიყინე- ფეხები სკამს შემოაწყო. თან ჰიუნას უყურებდა. უნდოდა მალე დაწყებულიყო კონვერტი. ნეტვებს უშლიდა უკვე ყველაფერი. მალე მოითხოვეს რონ ტელეფონი ყველას გამოერთო და საღამო დაიწყო. ქალაქის 1/4 აქ იყო შეკრებილი. უზარმაზარი დარბაზით პლიუს გარშემო სამ სართულად ლოჟები. გოგო სივრცემ დააფრთხო და უფრო მოიკუნტა.
     პირველი მოცეკვავე გამოვიდა. ყველაფერი ერთმანეთზე იყო აწყობილი და ერთ სპეკტაკლს ჰქმნიდა. ყველამ ამ მოცეკვავის სახელის ჩურჩული დაიწყო
- ჯონ ჰოსოკი ყოფილა - მოუტრიალდა ჰიუნა
- კარგი ტიპია. კარგად ცეკვავს- გაიღიმა ლილიანმა . თვალები მოაწვრილა. მარაო ეცნო.
- ეს რამე კორეულუ ნაციონალური მარაოა და არ ვიცი?- იკითხა ლილემ. ჰიუნას გაეცინა
- სულელი ხარ- ყველამ ტაში დაუკრა და გოგოებიც აყვნენ. ფარდა დაეშვა და მის უკან ულამაზესი სანახაობა მოეწყო... მარაოები მარაოები მარაოები. მალე ფარდა ვიღაცამ გამოჭრა და ლილე ა დგილზე მიიყინა

ჯიმინი თავის ლეგენდარული მარაოთი

- ღმერთოოო- წინ წაიწია და დააკვირდა- არარსებობს - თავი გააქნია და ღია პირიდან ლამის ნერწყვები გადმოსცვივდა. მთლიანად მოჯადოვდა. როდის მოასწრო ასეთი ტრანსფორმაცია ჯიმინმა. თმა უნაკლოდ ჰქონდა. ტანსაცმელი უაზროდ უხდებოდა. გოგო თვალსაც არ ახამხამებდა.
- ყბა მოგძვრა - უთხრა ჰიუნამ მაგრამ ლილიანმა ესეც ვერ გაიგო . გული ამოვარდნაზე ჰქონდა როცა მის მოძრაობებს აკეთებდა.

-ჯანდაბა- თავს იქნევდა გოგო- რ..რა... სრულყოფილებაა -აღმოხდა გაოცებისგან. - რა გამოხედვა აქ- ამოთქვა.

მთლიანად ჟრუანტელი უვლიდა. დარბაზში ყველა გატრუნული იყო. უკან ბევრი მოცეკვავე შესანიშნავ ფონს ქმნიდა. გოგო წამოხტა როცა ჯიმინი პარტიას ასრულებდა და კულისებისკენ გაიქცა. თან ბოლო მოძრაობებს უყურებდა და ამასობაში რამდენიმე ადამიანს გადაუარა ფეხზე. გასახდელში კაპიშონ მოხურებული და პირბადით შევარდა. სრულ ქაოსს წააწყდა. ყველა აქეთ იქით დარბოდა. ' ბუზებივით ირეოდნენ' . ვიღაცამ ხელში ტანსაცმელი მიაჩეჩა.
- ეს ჯიმინს - იღრიალა და ვიღაც გოგოსკენ გავარდა მაკიაჟის გასაკეთებლად. ლილე დაიბნა. ძეგლივით ერჭო. ხან ვინ გაკრა  ხელი ხან ვინ. მალე კულისებში ჯიმინი შემოვარდა. ჰოსოკმა ხელი ბეჭზე გაუტყაპუნა '' მაგარი იყო ძმაოო'' და წავიდა. ჯიმინი გოგოსკენ წამოვიდა და მაისური გადაიძრო. თმა სველი ჰქონდა და უფრო სექსუალურს აჩენდა ბიჭს. გოგოს ძლივს გამოართვა ტანსაცმელი რომელიც მისს პრესს იყო მიშტერებული თვალებგაფართოებული. ჯიმინმა გოგოს გაუღიმა . ლილემ მას თვალებზე შეხედა. ბიჭი ღიმილით ირგებდა სამოსს რომელიც წინ თითქმის ჭიპამდე ჩახსნილიყო. ჯიმინმა გოგოს თვალი ჩაუკრა და სწრაფად გატრიალდა. მაკიაჟი განიახლა და თმა გაისწორა. მალე მასთან საშუალო სიმაღლის გოგო მოვიდა. ჯიმინმა რაღაც უთხრა რაზეც ორივემ გაიცინა. გოგო ბიჭს მხარზე დაეკიდა. საშუალო სიმაღლის ქუსლებზე იდგა და გამომწვევი კაბა ეცვა. ლილე აწითლდა.
- ეს ბოზწიკვინა ვინღაა - იეჭვიანა როცა გოგო ბიჭს აეკრო და საპასუხოდ ჯიმინმა წელზე მოხვია ხელი. გოგო თავია ადგილისკენ გავარდა..

~~~~~~~~~~
ანიოოო 😁😁😁😁😁😁
აბა? იმედია უაზრობა არაა 😌😌😌 მადლობა აქტიურობისთვის. საუკეთესები ხართ💛💛💛💛💛💛💛

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro