Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

III

ლილიანი გარეთ ძლივს გავიდა და ბარდიურზე ჩამოჯდა. ტელეფონი აიღო და ჰიუნას დაურეკა
- რაიყო
- მოდი რა
- რატო? ვეღარ დგები? ყველა კუნთი დაჭიმული გაქ ? ისევ გაწამა? მოვდივარ კარგი - დაკიდა. ლილიანმა თავი ქვემოთ დახარა. თვალები საშინლად ეწვოდა. მთელი 2 ღამე არ ეძინა. წამით დაფიქრდა რატო იტანჯავდა თავს. მაგრამ ცეკვა უყვარდა. პაკ ჯიმინი კი ეზიზღებოდა. მალე ჰიუნა მოვარდა ტაქსით. ბარდიურთან გააჩერებინა. მკლავი მკლავში გაუყარა და წამოაყენა. მერე კი ტაქსიში ჩასვა
- რაო- გოგომ ვერაფერი უპასუხა . ხმის ამოუღებლად მიიყვანა სახლში და საწოლში დააწვინა
- ხვალ არ მოვალ ალბათ - ამოიკრუსუნა და გადატრილდა. მთელი დღე ეძინა. საერთოდ არ იყო მზად 4 დღეში ისევ სატანასთან მისულიყო. როცა გაეღვიძა ღამის 4 საათი იყო. ტელეფონს წვდა და მოსული ტონა მესიჯების კითხვა დაიწყო :
ჰიუნა: როგორ ხარ? გინდა მოგაკითხო?
ჰიუნა:რამდენი ხანია გძინავს არ გაიგუდო
ჰიუნა: აა უკვე გაიგუდე?
ჰიუნა:გინდა სატანას დავურეკო ხელოვნური სუნთქვა გაგიკეთოს?
ჰიუნა: ვიხუმრე არ მომკლა
ჰიუნა: არა მართლა დავურეკავ თუ რამე
ჰიუნა: ხვალე უშენოდ რა მეშველება. როგორ გავჭორო ხალხი
ჰიუნა: რო გაიღვიძებ მომწერე
გაბრუებულმა მიანება მესიჯებს თავი და სატანას პროფილზე შევიდა

"განაახლა 2 საათის წინ"

ახალი სურათი გადმოწერა და დიდხანს უყურა
- რა ძაან დამპალი ხარ - მერე ისევ შელამაზება დაუწყო. შემდეგ დღეს ისევ ლოგინში იწვა. შუა დღეს დაუკითხავად შემოუვარდა ჰიუნა ოთახში
- რატომ არ მპასუხობდი გუშინ - საწოლზე დახტა.
- მეძინა ტვინიკოსო
- ხოხო... აუ დღეს.. ხო გაიარა ისევ ოქ სადაც პირველად ვნახეთ. აქეთ იქით მიმოიხედა და გააგრძელა გზა. უნდა გენახა როგირ გადაიწია თმა უკან. საჯდომს როგორ ათამაშებსა. მიხვიდე უწკაპუნო ერთი - ჰიუნამ ისე აიქნია ხელი თითქოს მართლა ურტყავდა ვინმეს საჯდომზე.
- რა ძაან წვეტიანი აზრები გაწუხებს- გაიქნია თავი ლილიანმა
- შემდეგი გაკვეთილი როდისაა?
- ადამიანო.... ორშაბთს და ხუთშაბათს მაქ გაკვეთილები. დაიმახსოვრე - ტელეფონი აიღო და ისევ ჯიმინის სურათების თვალიერებას შეუდგა
- იცი რა მაინტერესებს? იძახი არ მომწონს მეზიზღებაო და რამდენჯერაც შემოგხედე მის სურათებს ათვალიერებ - ტელეფონს ჩააჩერდა
- მერე რა .. მინდა და ვათვალიერებ - მხრები აიჩეჩა. ჰიუნამ წარბების თამაში დაიწყო
- აი თქვენ რო დაქორწინდებით მეჯვარე მე ვიქნები გაიგე?
- დავქორწინდებით? მაგის კოცნას მირჩევნია კუს ვაკოცო- დაიჯღანა ლილე
- ნახაავ...ნახაააავ - ხტუნაონდა გოგო
- მე კიარა შენ ნახავ - ჩანთა გამოგლიჯა და ჩანთაში ძრომიალი დაიწყო. მერე
მოკბეჩილი სნიკერსი ამოიღო და სიცილით ჭამა დაიწყო

*********
- ჩაყლაპე და ისე მელაპარაკე- გაბრაზდა ლილიანი
- მე..ხო..დ...რო.წ.ავ...- ღეჭვა გააგრძელა
- არაფერი მესმის - ღრიალებდა - ჭამას რომ დაამთავრებ დამირეკე - დაკიდა და კარადა გამოაღო. 45 წუთში გაკვეთილზე უნდა ყოფილიყო. ელასტიკი და მოტკეცილი მაისური ამოიღო. კეტები ამოიცვა და მშვიდად გაუყვა გზას. გზაში ისევ საჭმელი იყიდა. ცხიმიანი ჰამბურგერი გალუკმა და 2 წუთით ადრე დარბაზის კარებთან დადგა. მუსიკის ხმა ოდნავ გამოდიოდა. მელოდიას თან მკვეთრი ნაბიჯების ხმა და თვლა მოყვებოდა
- ერთი.. ორი.. სამი - ხმამაღალ ბაკუნზე ლილიანმა შეაღო და გაიყინა
- " ღმერთო ჩემო დაკაკუნება "- გაიფიქრა და თვალები ჭყიტა

- მაპატიეთ მასწავლებელო- თავი დაუხარა- ახლავე თავიდან შემოვალ - კარი სასწრაფოდ მიხუფა დდა დააკაკუნა. ჯიმინმა ჩაიცინა და თავი გააქნია
-შემოდი - მაისური გაიძრო . ლილიანი დარბაზში შევიდა და თვალებზე ხელები აიფარა - მაისური მაცვია. ეგეთი გარყვნილი არ ვარ მოსწავლის წინ ვიცვალო ტანსაცმელი.- გრძელსახელოებიანი შავი მაუსური გვერდით გადადო. საათზე დაიხედა
-

არ დაგიგვიანებია - თავი დააქნია და ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო. გაუწოდა
- მე.. რ-რათ მინდა - დაიბნა გოგო
- ჯიბეში ჩაიდე. გაკვეთილამდე ძალიან ცხიმიანს რომ შეჭამ მე მაინც არ დამანახო- დაიჯღანა - ცხიმზე უარი ვერ თქვი?
- მე...
- ანუ ვერ მიძლებ... ჩანს სუსტი ხარ და კუჭს ემონები
- რეებს ბოდიალობ
- შენობით ნუ მელაპარაკები. მე მასწავლებელი პაკი ვარ!
- მასწავლებელო პაკ. გაკვეთილს აცდენთ ლაყბობით - ცალი ფეხი წინ გაწია
- დავიწყოთ. წინა გაკვეთილის მოძრაობები გახსოვს?
- კი - უთხრა დარწმუნებით. მთელი შაბათ- კვირა ამ მოძრაობებს იმეორებდა. ცეკვა დაიწყო და ცოტათი აწუხებდა მასწავლებლის ასეთი დაჟინებული მზერა
- მასწავლებელო პაკ.. ასე დაჟინებით რატო მიყურებთ- კითხა გაუბედავად
- აბა არ გიყურო? მოიცა მასწავლებელი არსებობს ვინც მოსწავლეს არ უყურებს?- გოგომ მხრები აიჩეჩა და გააგრძელა
- ხო კარგი კარგი - ხელები შემოკრა - გეტყობა შაბათ კვირას გაგინძრევია ერთი ადგილი
- ბატონოოო??? ჩავაკვდი შაბათ კვირას ამათ ცეკვაზე - ლამის ატირდა გოგო
- ნაკლები ცხიმიანი რო ჭამო უფრო კარგი იქნება- მიუახლოვდა - დღეიდან მარტო ბოსტნეული!!!
- კარგი ჰო - ბოლო ილეთი გააკეთა და მოტრიალდა
- კარგი უფრი რთული ილეთების დროა - სარკისაკენ გატრიალდა . წინისგან გაცილებით რთული ილეთების კეთება დაიწყო. ლილე აკვირდებოდა და ცდილობდა გაემეორებინა დეტალურად ყველაფერი . ამჯერად 2 საათის გასვლა ვერ გაიგო. ვერც დაღლას გრძნობდა.ვერც ერთმა შეამჩნია როგორ გადაცდა გაკვეთილისთვის განკუთვნილ დროს 20 წუთი.
- გაკვეთილი მორჩა- თქვა თუარა ჯიმინმა ლილიანი იატაკზე გაწვა. შიდა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ქექვა დაიწყო. ვერც კი შეამჩნია როგორ მოადგა მასწავლებელი და ძალაგამოცლილს ტელეფონი აართვა
- თუ ძალიან მოგწონვარ და ჩემ გვერდზე დაძვრები ფოტოების სანახავად - კამერა ჩართო - მითხარი ხოლმე პირდაპირ - სურათი გადაიღო - ერთ სურათზე არ გაწყენინებ - კადრში მწოლიარე გოგოც გამოაჩინა და მეორე სურათი გადაიღო. შემდეგ კი ტელეფონი გოგოს მიუგდო.
- თავისუფალი ხარ - გატრიალდა და იმ იდუმალ კარში გაუჩინარდა რომელიც გამოსაცვლელი უნდა ყოფილიყო. გაწითლებული და შერცხვენილი გოგო წამოდგა
- შენი დედაც პაკ ჯიმინ - ჯიბიდან ამოვარდნილ კევს ფეხი კრა და ჯანდაბაში ისროლა

•••••••••
გელით✌💛

ვისაც გაინტერესებთ 💗 მაგარი ფიკია 💛💛💛 Lilujimin 👈👈

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro