Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

II

მხიარულად შემოვიდა ჰიუნა ხელში სამი დიდი ჰამბურგერით და დიდი კოლათი.
- ვაიმე ჰამბურგერი - წამოიწია და ჰამბურგერს ეცა. რომ დაინახა ცხიმისგან მოპრიალე ხორცი მეორედ ამოიკვნესა - ვაიმე დამპალი მისტერ ბარძაყა - ტუჩები გაილოკა
- კაი ერთი საიდან გაიგებს - თქვა ჰიუნამ როცა მისი საწყალი თვალები დაინახა
- ჰო...შენი დედაც მისტერ ბარძაყავ - ჩაკბიჩა და საწოლზე დაეგდო - აააააჰ - იღრიალა და ტკივილისგან ისევ წამოიწია
- რა გიქნა ამისთანა - ჩაჯდა პუფში
- 2 საათი მაწამა მაგ ქლიავმა . ჩაჯექი! ადექი! ბუქნი! აზიდვა! სატანააა!!!- ღრიალებდა . ჰიუნა კვდებობდა სიცილით. ბოთლიდან მოიყუდა კოკაკოლა ლილიანმა და ამოისუნთქა. პირველი ჰამბურგერის მერე მეორეს ეცა დამშეულივით - არ დაიგვიანო! არ ჭამო! შე დონდლო! შე ტლანქო! - ყვიროდა და უმოწყალოდ ჭამდა ჰამბურგერს - დამლაგებლად მიშვებდა ეგ მართლა ტლანქი. - ბალიში მოისროლა. - ბოლოს დაბლა დავეცი და არც წამომაყენა. გადამაბიჯა და წაეთრა .
- კარგი დაწყნარდი. მეტჯერ აღარ ნახავ და ეგ იქნება
- რას ქვია აღარ ვნახავ - პირიდან გამოიფურთხა და ჰიუნას ტანსაცმელს დაეცა. გოგომ ზიზღით მოიშორა და ახედა.
- დადორბლილ საჭმლის ნარჩენებში თუარ ამომბანთ კარგი იქნება
- მე მას დავუმტკიცებ რომ გავუძლებ იმ სისასტიკეს რასაც ეგ ჩადის
- მაზოხისტო! - დაიჯაღანა ჰიუნა- აბა ახლოდან როგორია
- ისე... კაი საჯდომი აქ. რო მელაპარაკებოდა თვალები ბარძაყებისკენ მეპარებოდა
- ოჰოო- წარბები აწია - შემდეგი წამება როდისაა
- ხუთშაბათს.. ოღონდ თუ გავიარე კარგი იქნება. დამამტვრია მაგ სატანამ- ტელეფონი აიღო და მისი პროფაილის ძებნა დაიწყო
-ოჰ - გაეცინა და თავში გენია აზრი მოუვიდა .სურათი გადმოწერა და მიჯღაბნა დაუწყო.  ტუჩებს ილოკავდა რითაც უფრო აინტრიგებდა ჰიუნას. ბოლოს ტელეფონი მოატრიალა და ჯიმინის დაჯღაბნილი სურათი ანახა

ჰიუნამ სიცილი ატეხა
- ვაიიმეეე - ტელეფონი გამოართვა და იატაკზე გაწვა
- ეგრე უნდა - დაიჯღანა და ნელა წამოდგა - ყველა კუნთი მტკივა

**************
ხუთშაბათს ისევ ყველაფერი სტკიოდა მაგრამ ახლა გაცილებით ნაკლებად. ლექციების შემდეგ ძალა მოიკრიბა რომ ძლიერი და უტეხი გამოჩენილიყო . ჯერ კიდევ დრო ჰქონდა ამიტომ წამოწვა რათა კუნთები დაესვენებინა. მაგრამ ჩაეძინა. ყელეფონის ზარმა ხუთს რომ 10 აკლდა მაშინ გააღვიძა
- ო არა არა - წამოხტა და წკმუტუნ-წკმუტუნით ჩაიცვა კეტები. რა დროს კუნთები იყო გაკვეთილზე აგვიანებდა. ძლივს ძლივობით მილასლასდა სტუდიაში. კარებზე დააკაკუნა აწოშინებულა.
- მობრძანდით - ყვითელ დაკეცილ ბუმბულებიან მარაოს იქნევდა სარკის წინ და თან მეორე ხელს თავზე იტარებდა. ბრუნი გააკეთა და მოსწავლის წინ გაჩნდა
- მთელი 7 წუთით დააგვიანე
- სულ რაღაც 7 წუთით - ეცადა გაეღიმა. თუმცა მასწავლებელს ნამდვილად არ ეღიმებოდა.
- მე შენ გაგაფრთხილე - მარაო კარგად დაკეცა და ქვემოთ ჩაიქნია - 50 ბუქნი !
- რაა??- გოგოს წინასწარ აუკანკალდა ფეხები
- მალე სანამ მოიმატა რაოდენობამ და ბუქნების შემდეგ შესვენება გაუწმდა - მარაო მხარზე დაიდო და კმაყოფილი სახით წინ და უკან დაიწყო სიარული.  ლილიანს ზიზღი გაუორმაგდა და ბუქნების კეთება დაიწყო. 14 ბუქნზე უკვე აღარ შეეძლო.
- აუჰ არა გთხოვთ აღარ შემიძლია - ცრემლები წამომივიდა.- რა დაგიშავე
- არასწორედ მოხვედი - მარაოთი წელში გაასწორა - კიდევ 37 დაგრჩა.მალე...შესვენებები არაა მიღებული - ბუქნები და ფეხის კანკალები გაგრძელდა. ორმოცდამეათე ბუქნზე იატაკზე გაწვა
- 15 წუთი შესვენება. წყალი აიღე - ხელთან მოუგორა და მარაოთი ცეკვა განაგრძო. ნელ მიხვრა მოხვრებს მოხდენილად ასრულებდა
- შენც ასე გტანჯავდნენ?- თავი მიატრიალა  მასწავლებლისკენ
- მე იმდენად მიყვარდა ცეკვა რომ ეს ტანჯვა ყოველდღიურობად მექცა. ჩემი მასწავლებელი რასაც მიშვებოდა ის რომ გიქნა შეიძლება გაწყდე. ვეღარ გაივლი. ამიტომ ჩათვალე რომ ამას შენი სიდონდლოვის მინიმალურამდე დაყვანისათვის ვაკეთებ. - ცეკვას არ წყვეტდა
- " კარგი ტრაკი კი გაქ " - გაიფიქრა ლილიანმა როცა ჯიმინმა სექსუალური ილეთი გააკეთა. მერე კი გადატრიალდა. -" ღმერთო რეებზე ვფიქრობ" . მალე  მასწავლებლის ღრიალი გაიგო
- თხუთმეტი წუთი გავიდა ადექი
- 5 წუთიც რა
- ადექიი თორე  15 აზიდვა მიყვება მაგ ბუქნებს - ლილე ისარივით წამოვარდა ფეხზე.
- თუ გინდა ბოდიბილდერი დამაყენო თქვი
- ეგ ქონები თუ დაყარე კი - მარაო აიქნია
- არმააქ ქონებიიიი - იღრიალა და ჰარში ახტა
- ნუ ხტუნაობ ვინმეს მიწისძვრა ეგონება - მარაო გაშალა და სარკისკენ ღიღინით სიარული დაიწყო. ლილიანს უკვე ყელში ამოუვიდა.
- არ ვარ მსუქანი შე მართლა დიდტრაკა მარაოს მქნეველო იდიოტო - იყვირა და პირზე ხელები აიფარა. ჯიმინი მოტრიალდა. ხმაურით დახურა მარაო და ჩაეცინა
- ისე თუ ვინმეს ტრაკი მოგწონს ასე ხმამაღლა არ უნდა განაცხადო - თქვა თავდაჯერებით. მარაო დასაჯდომებისკენ ისროლა და გოგოს მიუახლოვდამიუახლოვდა
- მე გითხარი რომ ვერ გაძლებდი ჩემთან.
- გავძლებ! აი ნახავ ჩემ ცეკვას როცა დიდ სცენაზე ვიდგები
- ცოტა ხნით მოგიწევს იქ დგომა ანუ
- რატომ- დაიბნა გოგო
- შენ რო შედგები  იატაკი ჩაინგრევა იმსისქე ხარ -  ჩაიცინა
- კარგი რაა
- ნუ მართობ. საათნახევარი კიდევ გაკვეთილი გაქ - გასწორდა - ახლა ელემენტარულ ილეთებს გასწავლი.
სადმე რომ თქვა პაკ ჯიმინის მოსწავლე ვარო და ვერაფერი იცეკვო სახელს გამიტეხავ . სარკეში იყურე - სახეში შეხედა გოგოს .ბმერე სარკისკენ მიტრიალდა და როგორც აღნიშნა ელემენტარული ილეთების კეთებას შეუდგა . გოგო იმეორებდა და ტუჩებს აცმაცუნებდა. თავის ფეხებს უყურებდა და იხლართებოდა. ჯიმინი კი გოგის აკვირდებოდა სარკეში და თან ხმამაღლა თვლიდა ნაბიჯებს. გოგო დაიხარა წყლის ასაღებად და ამ დროს ისევ მასწავლებლის ყვირილი გაიგო
- მე არ მითქვამს რომ შესვენების დროა. გაგაფრთხილე მე
- კი მაგრამ პირი
- არ მაინტერესებს. 15 აზიდვა გაკეთე. მალე
- რა გავაკეთე ამისთანა...
- მალე მეთქიი ნუ მეტლიკინები. ყოველ შეტლიკინებაზე 5 აზიდვა დაემატება. - გოგო იატაკზე დაწვა და აზიდვების კეთება დაიწყო.
- ერთი! - ღრიალებდა ყოველი აზიდვის მერე
- ორი!
- სამი!
- კარგი გეყო ყვირილიი!- ამოიკრუსუნა
- ოთხიი!!
ასე ავიდა 15 მდე. გოგო ბოლოს ძლივს ღა შლიდა  ხელებს
- სატანა ხარ პაკ ჯიმინ - იატაკს ჩახუტებულმა თვალებში ჩახედა
- ვიცი ლილიან! ვიცი- გაეცინა და სარკისაკენ გატრიალდა
•••••••>
იმედია მოგწონთ 😁😁 მადლობა რო. კითხულობთ და აქტიურობთ. მაინტერესებს თქვენი აზრი 💛💛💛 მიყვარხართ

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro