Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

YOU..........

ჯონგუკმა ტელეფონი  თავის ადგილას დააბრუნა და ნეტარი სახით ისევ ლოგინზე გადაგორდა

- რა უცნაური ტიპი იყო, თუმცა ხმა კარგი ჰქონდა... - ბიჭს საკუთარ ფიქრებზე გაეღიმა, თუმცა მისი "იდილია" იმ წამს გამოჩენილმა ჯისუმ დაარღვია, რომელიც აბაზანიდან ღიღინით გამოვიდა.

- გუკ, შეგიძლია შეხვიდე, უკვე მოვრჩი. რა გჭირს რამე მოხდა? 

- ტელეფონზე დაგირეკეს, თუმცა მგონი ჩემი ხმა არ მოეწონათ, როცა ვუთხარი აბაზანაშიათქო მაშინვე გათიშეს - ჩაიქირქილა ჯონმა და გოგონასაც  გაეცინა

- მომეცი აბა ვნახოთ...  აჰ ჯიმინი, ნეტავ რა მოხდა - ჯისუს მაშინვე შეეცვალა გუნება როგორც კი პარკის ზარი ნახა, ღრმად ამოიოხრა და გადარეკა. ახლა ყველზე ნაკლებად უნდოდა მათი გახსენება, სამწუხაროდ იცოდა, რეალობას ვერ დაემალები.

- რა მოხდა ჯიმინ? მგონი გასაგებად აგიხსენით რომ 1 კვირით დასვენება მინდოდა. რატომ ჩათვალე რომ შენი ხმა მომენტრა.

- აიშ, პრინცესა, ნუ ხარ ასეთი უხეში - გაისმა მეორე მხარეს პარკ8ს ტრაგიკული ხმა და გოგონამ თვალები მობეზრებით  აატრიალა - უკან უნდა დაბრუნდე და რაც შეიძება სწრაფად- ამჯერად ბიჭის ხმა სერიოზული გახდა. ძალაუნებურად ჯისუც დაიძაბა, თუმცა შეეცადა არ შეემჩნია ეს

- რატომ? ნუთუ გვეშველა და კრისტოფერმა ფეხები გაჭიმა.

- ვანგი გაქცეულია. თუ გინდა რომ შენს მშობლებზე ბოლომდე მოისმინო სიმართლე ახლავე უკან დაბრუნდი. მისამართს გამოგიგზავნი გელოდებით. - ჯიმინმა ბოლო სიტყვა გამოკვეთლად წარმოთქვა და კავშირი გაწყვიტა

- ამ წამს რა ჯანდაბა მოხდა? - მძიმედ ამოილაპარაკა გოგონამ, მას სრულიად გადაავიწყდა ჯონგუკი რომელიც საწოლზე ჩამომჯდარი ყურადღებით აკვირდებოდა  ყველა მოძრაობას

- სო, ყველაფერი რიგზეა? - ფრთხილად იკითხა ბიჭმა

- მაპატიე გუკ, მაგარმ უკან უნდა დავბრუნდეთ - მძიმედ ამოიოხრა ჯისუმ

- რათქმაუნდა, მაგრამ ყველაფერი რიგზეა? გზაში მოგიყვები, ახლა შხაპი მიიღე, მე ბილეთებს დავჯავშნი - ჯონმა ნელა დაუქნია თავი გოგონას და აბაზანისკენ გაეშურა.

..............................................................

- ვი, ვი მოიცადე სად მიდიხარ ასეთ მდგომარეობაში. თეჰიონ,  ახლავე გაჩერდი - ყვირილით აედევნა პარკი უკვე მანქანასთან მისულს და იძულებული გახდა თავადაც მასში ჩამჯდარიყო. - რა გემართება, შენი არ მესმის ვი

- მანქანიდან გადადი ჯიმინ სიტუაციას უფრო ნუ გაამწვავებ -  ამოისისინა  თეჰიონმა

- არა, სანამ არ ამიხსნი ყველაფერს. ცოფდები, როგორც კი ჯისუს სახელს გაიგებ. იმაზე ფიქრიც კი გაგიჟებს რომ ტაილანდში ბიჭთან ერთად გაემგზავრა, და რომ შეიძლება მათ შორის რამე იყო..

- არც კი სცადო დამთავრება...  ვერ გაბედავს რომ სხვასთან დაწვეს, ამას ვერ გაბედავს - საჭეს გამეტებით დაკრა ხელი თეჰიონმა, ჯიმინს კი ირონიულად ჩაეცინა.

- და ვითომ რატომ, მიპასუხე ხელს რა შეუშლის. კარგი რა.... ორივემ კარგად ვიცით რომ ადვოკატი თავისუფალი, ძალიან ლამაზი ქალია. შეუძლია იმასთან იყოს ვისთანაც მოესურვება.  რა ხომ არ იფიქრე რომ შეუყვარდი, მოიცა მართლა იფიქრე რომ რახან გაკოცა...

- ჯიმინ უკანასკნელად გაფრთხილებ..

- მოიცა,  უარესი, შენ ხომ არ შეგიყვარდა? - თვალები გაუფართოვდა პარკს, მაგრამ მაშინვე დადუმდა როგორც კი ვის მრისხანე მზერა იგრძნო

- არასოდეს.... არასოდეს გაბედო რამე მსგავსის თქმა. ის მე მეკუთვნის. მისი სიცოცხლე ჩემია და არამარტო ეს, უკვე მისი სხეულიც, სწორედ ამიტომ ვამბობ რომ ვერ შეძლებს სხვასთან დაწვეს. - ამჯერად  დამპლურად ჩაიქირქილა უმცროსმა კიმმა და პარკი კიდევ უფრო დიდ საგონებელში ჩააგდო

- რა გააკეთე? 

- უფრო სწორი იქნება თქვა რა გავაკეთეთ. ეს თავადაც უნდოდა. იმ მომენტიდან ჩემია. მართალია არ იცის რომ თავისი თავი მე მომცა, მაგრამ არაუშავს, მალე გავაგებინებ.- თეჰიონმა ამ სიტყვებით ისევ შოკირებულ ჯიმინს გახედა - აბა, მოდიხარ თუ რჩები? იმავე წამს პარკის ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა, ბიჭმა ნომერს დახედა და მაქანის კარი გამოაღო 

- ვრჩები, რაღაც, რაღაცეები უნდა გადავხარშო - ძლივს ამოთქვა მან და მანქანიდან სწრაფად გადავიდა. - ყველაფერი უფრო ჩაიხლართა ვიდრე ოდესმე წარმოედგინა.

.................................................

მიტოვებულ სარდაფში მამაკაცი ციებიანივით სცემს ბოლთას.   ჯერ კიდევ უჭირს იმის გაანალიზება რაც რამდენიმე საათს წინ მოხდა. საბედნიეროდ შეძლო და თავი დააღწია, ამჯერადაც გაუმართლა

- ჯანდაბა, ჯანდაბა წყეული იდიოტები. მაგრამ არაფერია, ჯერ კიდევ არაა დაკარგული ყველაფერი, ჯერ კიდევ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება. ჯისუ უნდა ვიპოვო, სანამ ისინი იპოვიან მე უნდა ვიპოვო. კიდებ  წლები რომ დამჭირდეს მისი აქ გამოკეტვა, მთლიანად რომ მომიწიოს  მისი  მეხსიერების წაშლა მიზანს მივაღწევ.  ჯერ არაფერია დაკარგული. - კრისტოფერი სწრაფად გაერიდა იქურობას და გარეთ მდგარი მაღალი მამაკაცი თავისკენ მიიხმო

- ის ძუკნა  მომიძებნე და აქ მომითრიე. იცოდე მის გარეშე დაბრუნება არ გაბედო, როგორც კი სეულის მიწაზე ფეხს დაადგამს მაშნვე უნდა აიყვანო. კიმებს არ უნდა შეხვდეს. ყველაფერი გაიგე?

- გასაგებია შეფ - თავი დაუკრა მაღალმა და მაშინვე დავალების შესასრულებლად წავიდა.

......................................................

ჯისუმ ტრაპიდან ფეხი ჩამოადგა თუ არა მაშინვე იგრძნო როგორ დაუმძიმდა გული. იმდენად ცუდად გახდა,  თვალებზე ცრემლიც კი მოადგა. ჯონმა შენიშნა როგორ უცებ მოიწყინა გოგონამ და მაშინვე ჩაჰკიდა ხელი. 

- ნუ ღელავ სოია, მე აქ ვარ,  სულ აქ ვიქნები.  ყველაფერი კარგად იქნება. არასდროს დაგტვოებ მარტო. - გოგონამ ბიჭს ცრემლიანი თვალები შეანათა. ოდესღაც საკუთარ თავს პირობა მისცა რომ არავის წინაშე არ იტირებდა თუმცა გუკი სხვა იყო. ეს ბიჭი მისი სულის ნაწილად იქცა და ჯისუ არ აპირებდა მისგან მომავალში რაიმე დაემალა. ბიჭმა ნელა გაშალა მკლავები. პატარა სხეული  მის გულმკერდში ჩაიმალა. აქ ისე გრძნობდა თავს როგორც სახლში. ჰო, ალბათ ზუსტად ასეთი შეგძნებაა როცა სახლში ხარ. რამდენიმე წუთიანი თბილი ჩახუტების შემდეგ  ჯისუ გუკს მოშორდა. ისინი გასასვლელისკენ გაემართნენ, თუმცა გოგონამ მაშინვე ჰკიდა თვალი მათკენ მომავალ საეჭვო ფიგურას. მასში კრისტოფერის ერთ ერთი ძაღლი ამოიცნო.

- წყეული ვანგი... გუკ. მისმინე, მოგვდევენ. აქაურობას თავი უნდა დავაღწიოთ. მთავარია აქედან გავიდეთ. - ამის გაგონებისთანავე ჯონმა ოდნავ დაუკრა თავი  და იმავე წამს ორივენი  გასასვლელისკენ გაიქცნენ. საბედნიეროდ გოგონამ შეძლო სადგომზე დაყენებულ საკუთარ მანქანამდე მისვლა და  ადგილს მთელი სისწრაფით მოსწყდა

- აგვედევნენ - ძლივს ამოიგმინა ჯონგუკმა სანამ უკან მომავალ მანქანას ამოწმებდა.

-  უნდა ჩამოვიცილოთ.  რაც შეიძლება სწრაფად - კბილებში გამოცრა ჯისუმ და სიჩქარეს უმატა

- იარაღი გააქვს? - იკითხა ისევ ბიჭმა  და გოგომ მას გაოცებით გახედა

- შეგიძლია სროლა?

- რათქმაუნდა. - ამაყად ამოთქვა ჯონმა და მის მიერ გამოწვდილი იარაღი მაგრად ჩაბღუჯა. - მინდა გითხრა რომ ბავშვობიდან ვისვრი, მიზანში პრაქტიკულად ყოველთვის იდეალურად ვურტყამ - ამ სიტყვებით მან ოდნავ ჩამოსწია ფანჯარა და ადევნებულ მაქანას დამიზნებით ესროლა. პასუხი არ დაყოვნებულა.  იმ წამსვე მათაც განახორციელეს რამდენიმე გასროლა. წამებში კი გოგონას სისხლიანმა მხარმა ჯონის ყურადღება მიიქცია.

- ღმერთო ჯისუ, სისხლიანი ხარ 

- უბრალოდ ეცადე მათი მანქანა დააზიანო უკვე ახლოს ვართ - ამოიგმინა გოგონამ და სიჩარეს უმატა. ამჯერად არც ჯონგუკს აუცილებია. უკან მომავალი მანქანის საბურავი საკმაოდ დააზიანა და მალე მდევარი საერთდ გაუჩინარდა.

- ჯისუ, კარგად ხარ? - ნერვიულად შეხედა  ჯონმა გოგონას რომელსაც უკვე მთელი მხარი სისხლიანი ჰქონდა. 

- ნუ ღელავ უბრალო ნაკაწრია და აი მგონი მოვედით კიდეც. -  მანქანა უზარმაზარი მანსიონის წინ გაჩერდა და მათ იქედან ფრთხილად დაიწყეს გადმოსვლა - ეს ის მისამართია რომელიც ჯიმინმა მომწერა. სავარაუდოდ სწორედ აქ გველოდება. 

- იმ ტიპს ენდობი? რაიცი რომ მორიგი მახე არააა - შეიცხადა ბიჭმა

- არაფერი ვიცი, გუკ. უბრალოდ... გთხოვ მაპატიე რომ ასეთ შარში გაგხვიე. ძალიან ვწუხვარ. - ლამის ამოიტირა გოგონამ და იგრძნო როგორ გამოეცალა მიწა ფეხქვეშ. რომ არა ჯონგუკი უთუოდ მტკივნეულად დაენარცხებოდა. ჯონმა სწრაფად შეაშველა ხელი და მკერდზე მიიყრდნო. ისიც  მაშინვე ჩაეჭიდა ბიჭს და შეეცადა საღი გონება შეენარჩუნებინა გაუსაძლისი ტკივილის მიუხედავად.  მომენტალურად ბოხმა ხმამ ორივე აიძულა მანსიონის მიმართულებით მიეხედა. მაღალი შავგვრემანი ფიგურა სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მათ და ჯონგუკს ნეხევრად გათიშული გოგონა შეიძლება ითქვას ხელიდან გამოგლიჯა. 

- რას აკეთებ, ახლავე გამიშვი ხელი, საერთოდ ვინ ხარ -  ძლივს ამოთქვა ჯისუმ და შეეცადა მამაკაცისთვის შეეხედა. ნანახმა იგი ნამდვილად შოკში ჩააგდო

- შეენ......... - მის სმენას ძლივს მისწვდა აშკარად მათკენ მომავალი პარკის ხმაც, ამის შემდეგ ირგვლივ ყველაფერი უკუნმა შთანთქა.

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo